ირმა ინაშვილი

16 Oct. 2025, 11:56

ირმა ინაშვილი: "განვლილი 13 წლის მანძილზე ქართული ოცნება მუდმივად გვარწმუნებს, რომ დამნაშავეები უნდა დასაჯოს, მაგრამ 5 კაცის გარდა, არავინ დაუსჯია. მეტიც, ზურაბ ადეიშვილი თავად გააპარეს ქვეყნიდან.

დღეს "ქართულ ოცნებას" 100 ტომი საგამოძიებო მასალებისა დაარქივებული აქვს და თუ ვინმეს დასჯა სურს, შეუძლია დასაჯოს, მაგრამ არავის დასჯას არ აპირებს. ესაა დიდი სპექტაკლი. დამნაშავეთა დასჯის საბაბით, ბატონი კობახიძე იღებს კანონს, რომელიც მას ნებისმიერი ჩვენგანის (თქვენგანის) პოლიტიკიდან ჩამოშორებისა და დასჯის საშუალებას მისცემს. დავიჯერო, ამას ვერ ხვდებით?! ასე როგორ მოაჯადოვეს ზოგიერთის გონება?! ისედაც მოკლეს პოლიტიკური პროცესი და ზოგადად, რეალური პოლიტიკა. ყველაფერი აფერისტობად და ფარსად გადააქციეს. ასეთი ქვეყანა მოგწონთ?! ეს იყო თქვენი ოცნება?!

კობახიძეს ჰგონია, რომ აქვს უფლება — დააკანონოს ნებისმიერი უკანონობა: არჩევნებში დაიმატოს 700 000, ციფრს დააკვირდით: 700 000 არარსებული ხმა და საერთოდ, ერთპიროვნულ, ფეოდალურ მმართველობასთან გვაქვს საქმე.

თუ ბატონი კობახიძე და ქართული ოცნება უკვე აღარარსებულ ნაცმოძრაობას ებრძვის, საკუთარი თავით დაიწყონ ეს ბრძოლა. შეგახსენებთ, რომ ბატონი კობახიძე თავად მუშაობდა სოროსის ფონდში და ამჟამად საკრებულოებსა და მერებად დანიშნული ადამიანების უმრავლესობაც სწორედ ნაცმოძრაობასთანაა დაკავშირებული, პირდაპირ ან ირიბად!

მოვუწოდებ საზოგადოებას: გამოვფხიზლდეთ! თავს ნუ დავამონებინებთ ხალხს, რომელიც მართლა ნაცებთან იყო, როცა ჩვენ სააკაშვილის ბოროტ რეჟიმს შიშველი ხელებით ვუპირისპირდებოდით. ნუთუ ვერ ხვდებით, რომ უკვე დაშლილ და გამქრალ ნაცებთან თითქოსდა ბრძოლის მოტივით, ბოლოს ყველას მოგვადგებიან?!

— წერს პატრიოტთა ალიანსის ლიდერი ირმა ინაშვილი. ოცნების პარლამენტმა I მოსმენით მიიღო კანონპროექტი "ნაციონალური მოძრაობის" და მათთან აფილირებული პარტიების გაუქმების შესახებ.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. შსს: "სტუმრად მისული კაცი შეუძლოდ გახდა და გარდაიცვალა. ბრალდებულებმა ცხედარი ავტომობილით ტყეში დატოვეს"
  2. გიგა ავალიანის საქმეზე ალექსანდრე გაბაშვილსა და გიორგი რიკაძეს 10,5 წლით, დემეტრე ჩიქოვანს კი 6 წლით და 9 თვით პატიმრობა მიესაჯათ
  3. როგორ შეთანხმდნენ აშშ და ირანი ორკვირიან ცეცხლის შეწყვეტაზე?
  4. დონალდ ტრამპი: "დღეს ღამით მთელი ცივილიზაცია განადგურდება და აღარასდროს დაბრუნდება"
  5. BMG: ზაზა ფაჩულია რაჭაში ჰესს ააშენებს

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

მეუფე შიო: "გარეგნული თავისუფლება საღმრთო კანონისა და ზნეობრივი კანონის გარეშე სახიფათო შეიძლება გახდეს"

მეუფე შიო: "დღეს ჩვენ ვიხსენებთ 9 აპრილს. მეუფლება მწუხარების გრძნობაც და ამავე დროს სიხარულიც ერთიანობის და ეროვნული…