სტრასბურგის სასამართლომ რუსეთს საქართველოსთვის 253€ მლნ-ზე მეტის გადახდა დააკისრა
ფოტო: იუსტიციის სამინისტრო
სტრასბურგის სასამართლომ საქართველო რუსეთის წინააღმდეგ (IV) ე.წ. განგრძობადი ოკუპაციის საქმეზე კომპენსაციის შესახებ გადაწყვეტილება გამოაცხადა. რუსეთის ფედერაციას საქართველოს დაზარალებული მოქალაქეების სასარგებლოდ 253 018 000 ევროს გადახდის ვალდებულება დააკისრა.
სტრასბურგის სასამართლოს მიერ გამოქვეყნებულ პრესრელიზში წერია, რომ 2024 წლის 9 აპრილის გადაწყვეტილებაში სასამართლომ დაადგინა, რომ რუსეთმა ჩაიდინა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის სისტემური დარღვევა, მათ შორის:
— გადამეტებული ძალის გამოყენება;
— ცუდი მოპყრობა;
— უკანონო დაკავება;
— ყოველდღიური გადაადგილებისა და სახლებთან, მიწასთან და ოჯახთან წვდომის უკანონო შეზღუდვა;
— განათლების უფლების შეზღუდვა ქართულ ენაზე.
ამასთანავე, სასამართლომ საქართველოს მთავრობას დაავალა, 18 თვის განმავლობაში შექმნას ეფექტიანი მექანიზმი, რათა კომპენსაცია გადაერიცხოს ინდივიდუალურ მსხვერპლთ.
რუსეთის ფედერაციისთვის დაკისრებული გადასახადი (არამატერიალური ზიანის ანაზღაურება):
- 1,300,000 ევრო — გადამეტებული ძალის გამოყენებისთვის, რაც არღვევდა მუხლ 2-ს (ცხოვრების უფლება);
- 1,976,000 ევრო — ცუდი მოპყრობისა და არასათანადო გამოძიებისთვის დაკავებისას, რაც არღვევდა მუხლ 3-ს (არაადამიანური ან ღირსების შემლახავი მოპყრობის აკრძალვა);
- 5,172,000 ევრო — უკანონო დაკავებისთვის, რაც არღვევდა მუხლ 5-ს (თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება);
- 320,000 ევრო — საზღვრისპირა გადაადგილების უკანონო შეზღუდვებისთვის, რაც არღვევდა პროტოკოლი №4-ის მუხლ 2-ს (გადაადგილების თავისუფლება);
- 224,250,000 ევრო — სახლებსა და მიწებზე წვდომის აკრძალვისთვის, რაც არღვევდა მუხლ 8-ს (პირადი და საოჯახო ცხოვრების პატივისცემა) და პროტოკოლი №1-ის მუხლ 1-ს (ქონების დაცვა);
- 20,000,000 ევრო — ქართულ ენაზე განათლების მიღების უფლების დარღვევისთვის, რაც არღვევდა პროტოკოლი №1-ის მუხლ 2-ს (განათლების უფლება).
პრესრელიზში ასევე წერია, რომ მინისტრთა კომიტეტი კვლავ განაგრძობს სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების კონტროლს.
"მინისტრთა კომიტეტი განაგრძობს სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების კონტროლს რუსეთის მიმართ, რადგან იგი კვლავაც ვალდებულია შეასრულოს ის გადაწყვეტილებები, რომლებიც ეხება ფაქტებს 2022 წლის 16 სექტემბრამდე, ანუ სანამ რუსეთი ოფიციალურად შეწყვეტდა კონვენციის ხელმომწერის სტატუსს", — წერია პრესრელიზში.
-
სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ
გადახედვა
-
დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა
გადახედვა
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
-
იავნანა — როგორ ეხმარება მუსიკა საზღვარგარეთ მცხოვრებ ბავშვებს ქართულ ენასთან კავშირის შენარჩუნებაში იავნანა — როგორ ეხმარება მუსიკა საზღვარგარეთ მცხოვრებ ბავშვებს ქართულ ენასთან კავშირის შენარჩუნებაში
-
წითელი ღვინის კრიზისი? — როგორია ვაზის მომავალი კლიმატის ცვლილების ფონზე წითელი ღვინის კრიზისი? — როგორია ვაზის მომავალი კლიმატის ცვლილების ფონზე
გადახედვა
-
შსს: სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ "დარიალიდან" მოქალაქეთა ევაკუაცია განხორციელდა შსს: სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ "დარიალიდან" მოქალაქეთა ევაკუაცია განხორციელდა
გადახედვა
-
რატომ სჯერა ზოგ ადამიანს სამეცნიერო შეთქმულების თეორიების — კვლევა რატომ სჯერა ზოგ ადამიანს სამეცნიერო შეთქმულების თეორიების — კვლევა
გადახედვა
-
საქართველოში გერმანიის ახალი ელჩი ბარბარა ფოსი იქნება საქართველოში გერმანიის ახალი ელჩი ბარბარა ფოსი იქნება
გადახედვა
-
ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან, 16 წლის გოგოს მატარებელი შეეჯახა და გარდაიცვალა — "ბათუმელები" ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან, 16 წლის გოგოს მატარებელი შეეჯახა და გარდაიცვალა — "ბათუმელები"
გადახედვა
-
კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ქართული სამზარეულო) კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ქართული სამზარეულო)
გადახედვა
-
Zoom-ის ხარვეზი თავდამსხმელს სხვისი მოწყობილობის კონტროლის საშუალებას აძლევდა Zoom-ის ხარვეზი თავდამსხმელს სხვისი მოწყობილობის კონტროლის საშუალებას აძლევდა
გადახედვა
-
აღმოაჩინეს "სიგამხდრის მუტაცია", რომელიც ოზემპიკივით მოქმედებს აღმოაჩინეს "სიგამხდრის მუტაცია", რომელიც ოზემპიკივით მოქმედებს
გადახედვა
-
თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება
-
განათლება, რომელიც მსოფლიოს დაახლოებას ემსახურება | რა შესაძლებლობებს ქმნის საქართველოს ბანკისა და UWC-ს პარტნიორობა მოსწავლეებისთვის განათლება, რომელიც მსოფლიოს დაახლოებას ემსახურება | რა შესაძლებლობებს ქმნის საქართველოს ბანკისა და UWC-ს პარტნიორობა მოსწავლეებისთვის
-
ევროვიზია შავი ზღვის სანაპიროზე ჩამოდის — სად გაიმართება კონკურსი 2027 წელს ევროვიზია შავი ზღვის სანაპიროზე ჩამოდის — სად გაიმართება კონკურსი 2027 წელს
გადახედვა
-
"გუშინ დასრულდა სკანერის გადატარება. მეწყრის ვერსია გამოირიცხა" — გაუჩინარებული გურამ დადიანიძის დედა "გუშინ დასრულდა სკანერის გადატარება. მეწყრის ვერსია გამოირიცხა" — გაუჩინარებული გურამ დადიანიძის დედა
გადახედვა
-
ძალისგან შემდგარი ნაწილაკი — ფიზიკოსები აცხადებენ, რომ იდუმალი "გლუბოლი" იპოვეს ძალისგან შემდგარი ნაწილაკი — ფიზიკოსები აცხადებენ, რომ იდუმალი "გლუბოლი" იპოვეს
გადახედვა
-
გომის მთაზე მომხდარი ავტოავარიის საქმეზე მიკროავტობუსის მძღოლი დააკავეს გომის მთაზე მომხდარი ავტოავარიის საქმეზე მიკროავტობუსის მძღოლი დააკავეს
გადახედვა
-
ავტოსერვისიდან საექსპოზიციო სივრცემდე — თეგეტას პროექტმა Staged Mechanics საერთაშორისო აღიარება მოიპოვა ავტოსერვისიდან საექსპოზიციო სივრცემდე — თეგეტას პროექტმა Staged Mechanics საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
-
შსს: ნარკოდანაშაულის ბრალდებით 135 პირი დააკავეს, რომელთაგან 55 ნარკორეალიზაციაში იყო ჩართული შსს: ნარკოდანაშაულის ბრალდებით 135 პირი დააკავეს, რომელთაგან 55 ნარკორეალიზაციაში იყო ჩართული
გადახედვა
-
მთელი დღეები უჭმელ-უსმელი ვიყავი — ჯენა ორტეგა კარიერის რთულ დასაწყისს იხსენებს მთელი დღეები უჭმელ-უსმელი ვიყავი — ჯენა ორტეგა კარიერის რთულ დასაწყისს იხსენებს
გადახედვა
კომენტარები