არ მიიღოთ ანტიბიოტიკები თვითნებურად — უსაფრთხოების მთავარი წესები
ფოტო: სმარტფარმი
ანტიბიოტიკები თანამედროვე სამედიცინო პრაქტიკაში ერთ-ერთი ყველაზე ხშირად გამოყენებადი მედიკამენტებია, რომლებიც ეფექტურად მკურნალობს ბაქტერიულ ინფექციებს. მიუხედავად მათი მაღალი ეფექტურობისა, არასწორი ან თვითნებური გამოყენება გლობალური ჯანმრთელობის პრობლემას ქმნის. სამეცნიერო კვლევები აჩვენებს, რომ არასრულყოფილი ანტიბიოტიკოთერაპია, დოზის შეცვლა ან ძველი მედიკამენტის გამოყენება ხელს უწყობს ბაქტერიების ანტიბიოტიკების მიმართ რეზისტენტობას, რაც მნიშვნელოვნად ართულებს მომავალში ინფექციების მკურნალობას. გარდა ამისა, ასეთ შემთხვევებში იზრდება ინფექციის განმეორების ალბათობა, ხშირია გვერდითი მოვლენები, როგორებიცაა დიარეა, ნაწლავური მიკროფლორის დისბალანსი, ალერგიული რეაქციები და ზოგჯერ სერიოზული ჯანმრთელობის გართულებები.
საერთაშორისო სამედიცინო ორგანიზაციები, მათ შორის მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია (WHO) და ევროპის მედიკამენტების სააგენტო (EMA), ხაზგასმით გვირჩევენ, რომ ანტიბიოტიკები მიიღონ მხოლოდ ექიმის დანიშნულებით, მკაცრად დაცული დოზებითა და დროული მკურნალობის კურსით. სწორედ ეს მიდგომა უზრუნველყოფს მკურნალობის ეფექტურობას და ხელს უშლის რეზისტენტული ბაქტერიების გავრცელებას, რაც დღეს ერთ-ერთ ყველაზე დიდ საფრთხედ ითვლება გლობალური ჯანმრთელობისთვის.
ანტიბიოტიკების უსაფრთხო გამოყენების ძირითადი წესები
1. მკაცრად დაიცავით ექიმის დანიშნულება
ანტიბიოტიკი უნდა მიიღოთ მხოლოდ ექიმის მიერ დანიშნული დოზითა და ვადით. თვითნებური გამოყენება ზრდის რეზისტენტული ბაქტერიების გაჩენის რისკს, რაც მომავალში მკურნალობას ართულებს.
2. გაიარეთ კურსი ბოლომდე, სრულყოფილად
თუნდაც გრძნობდეთ გაუმჯობესებას, არ შეწყვიტოთ მკურნალობა. არასრული კურსი ხელს უწყობს ინფექციის განმეორებას და რეზისტენტული შტამების განვითარებას.
3. არ გამოიყენოთ ძველი ანტიბიოტიკები ან სხვისი დანიშნულება
ინფექციები ერთმანეთისგან განსხვავდება, შესაბამისად, ძველი ანტიბიოტიკი შესაძლოა, არაეფექტური იყოს ან გვერდითი მოვლენები გამოიწვიოს.
4. ანტიბიოტიკები ვირუსული ინფექციის დროს არ არის საჭირო
გრიპი, გაციება და სხვა ვირუსული დაავადებები ანტიბიოტიკებით არ იკურნება, ამიტო ამ ფორმით მკურნალობა არასწორია. მათი გამოყენება ზრდის მხოლოდ გვერდით მოვლენებსა და რეზისტენტობის რისკს.
5. გაითვალისწინეთ ჰიგიენა და ცხოვრების სტილი მკურნალობის დროს
ფრთხილად დაიცავით პირადი ჰიგიენა, დალიეთ ბევრი წყალი და შეასსრულეთ ექიმის დანიშნული დიეტა ან დამატებითი რეკომენდაციები.
რეზისტენტობის პრობლემა
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია (WHO) ანტიბიოტიკების რეზისტენტობას ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან გლობალურ საფრთხედ მიიჩნევს. არასწორი ანტიბიოტიკოთერაპია იწვევს ბაქტერიების განვითარებას, რომლებიც აღარ რეაგირებენ სტანდარტულ წამლებზე, შედეგად მკურნალობა გართულდება, ინფექციები გახდება ქრონიკული და შესაძლოა, სიცოცხლისთვის საშიში.
ანტიბიოტიკოთერაპია + პრობიოტიკები
ანტიბიოტიკები ეფექტურია ბაქტერიული ინფექციების მკურნალობაში, თუმცა მათი მოქმედება არ არის სპეციფიკური მხოლოდ მავნე ბაქტერიების მიმართ. ისინი ანადგურებს, როგორც ინფექციის გამომწვევ ბაქტერიებს, ისე ნაწლავურ და ვაგინალურ მიკროფლორაში არსებულ ე.წ. კეთილ ბაქტერიებს, რომლებიც მნიშვნელოვანია ნაწლავური ჯანმრთელობისა და იმუნური სისტემის სტაბილურობისთვის.
კერძოდ, ანტიბიოტიკების მიღება ხშირად იწვევს:
- ნაწლავური მიკროფლორის დისბალანსს — კარგი ბაქტერიების რაოდენობის კლება ხელს უწყობს მავნე ბაქტერიების ზრდას;
- ანტიბიოტიკით გამოწვეულ დიარეას (AAD) — დიარეის ან შარდში ინფექციის განვითარება ნაწლავური ბაქტერიების დისბალანსის შედეგია;
- იმუნური რეაქტიულობის ცვლილებებს — ნაწლავური მიკროფლორის ცვლილებამ შესაძლოა, გავლენა მოახდინოს იმუნიტეტზე, რაც ზრდის ალერგიებისა და ინფექციების რისკს;
- ვაგინალური მიკროფლორის დარღვევას — განსაკუთრებით ქალებში, რამაც შესაძლოა, გამოიწვიოს ვაგინალური დისბალანსი, სოკოვანი ინფექციები ან ბაქტერიული ვაგინოზი.
პრობლემების თავიდან ასაცილებლად, ექიმების მთავარი რეკომენდაცია, ანტიბიოტიკოთერაპიის პერიოდში, პაციენტებისთვის არის პრობიოტიკების კომბინირებული გამოყენება. კლინიკური კვლევები ადასტურებს, რომ ანტიბიოტიკოთერაპიის პარალელურად პრობიოტიკების მიღება ხელს უწყობს უსაფრთხო, ეფექტურ და ჯანმრთელობაზე ზრუნვისადმი მორგებულ მკურნალობას და:
- ნაწლავური მიკროფლორის აღდგენასა და სტაბილიზაციას;
- ანტიბიოტიკით გამოწვეული დიარეისა და დისკომფორტის შემცირებას;
- ვაგინალური ბალანსის შენარჩუნებას, განსაკუთრებით Lactobacillus crispatus M247-ის მსგავს შტამებთან, რომლებიც უზრუნველყოფს, როგორც ნაწლავური, ისე ვაგინალური ფლორის დაცვას;
- იმუნური სისტემის მორგებულ პასუხს ინფექციებთან ბრძოლაში, იმისთვის, რომ ორგანიზმმა არ დაკარგოს ბუნებრივი დაცვა.
როგორ შევარჩიოთ პრობიოტიკი ანტიბიოტიკოთერაპიის დროს?
ანტიბიოტიკოთერაპიის პარალელურად პრობიოტიკის გამოყენება მნიშვნელოვნად ამცირებს ნაწლავური დისბალანსის, დიარეისა და სხვა გვერდითი მოვლენების რისკს. სწორ პრობიოტიკს უნდა ჰქონდეს რამდენიმე ძირითადი თვისება:
სპეციფიკური შტამები: პრობიოტიკში უნდა იყოს ბაქტერიების ისეთი შტამები, რომლებიც ცნობილია ნაწლავური ან ვაგინალური ფლორის აღდგენისთვის, მაგალითად პრობიოტიკები, პრებიოტიკები, B ჯგუფის ვიტამინები, ბიფიდობაქტერიები, ლაქტობაქტერიები და ცოცხალი პრობიოტიკული უჯრედების მაღალი შემცველობა.
ცოცხალი ბაქტერიების რაოდენობა: ეფექტიანობისთვის პრობიოტიკში უნდა იყოს მინიმუმ 10⁹-10¹⁰ CFU (კოლონიის ერთეული) თითო დოზაში, რაც უზრუნველყოფს სწრაფ და ხანგრძლივ შედეგს.
წარმატებული კოლონიზაციის უნარი: პრობიოტიკი უნდა იყოს სტაბილური კუჭ-ნაწლავის მჟავების მიმართ, იმისთვის, რომ ბაქტერიებმა დაუზიანებლად მიაღწიონ ნაწლავურ გარემოს.
სათანადო ფორმა და უსაფრთხოება: კაფსულები, პაკეტები ან ფლაკონები, რომლებიც ადვილად შეიწოვება და უსაფრთხოა, როგორც მოზრდილებისთვის, ისე ბავშვებისთვის.
თუ ამ კრიტერიუმებს პრობიოტიკი აკმაყოფილებს, მისი გამოყენება ანტიბიოტიკოთერაპიის პერიოდში მაქსიმალურად ეფექტური იქნება, დაეხმარება ნაწლავური მიკროფლორის სწრაფ აღდგენას და შეამცირებს გვერდითი მოვლენების ალბათობას.
ყველა ამ კრიტერიუმის გათვალისწინებით, ქართულ სამედიცინო ბაზარზე განსაკუთრებული პოპულარობითა და სანდოობით სარგებლობს პროლაიფი, მომხმარებლის მიერ უკვე სანდოდ აღიარებული პრობიოტიკული საშუალება, რომელიც მაღალი ეფექტურობით ზრუნავს ნაწლავური მიკროფლორის სიჯანსაღეზე და აქტიურად გამოიყენება, როგორც კუჭ-ნაწლავის ფლორის მოსაწესრიგებლად, ისე საპრევენციოდ და ანტიბიოტიკოთერაპიის უსაფრთხო მიმიდინარეობისთვის.
პროლაიფი წარმოდგენილია როგორც 0 თვიდან ბავშვებისთვის, ისე ზრდასრულებისთვის.
პროლაიფ ფორტე განკუთვნილია მოზრდილებისთვის და შეიცავს მაღალი კონცენტრაციის, სპეციალურად შერჩეულ Lactobacillus და Bifidobacterium შტამებს, მათ შორის Lactobacillus crispatus M247-ს, რაც უზრუნველყოფს ნაწლავური მიკროფლორის სწრაფ აღდგენას ანტიბიოტიკოთერაპიის პერიოდში და ხელს უშლის ანტიბიოტიკით გამოწვეულ დიარეას.
პროლაიფ პედიატრიული სპეციალურად ბავშვებისთვისაა შექმნილი. ის არა მხოლოდ მხარს უჭერს ნაწლავურ მიკროფლორს, არამედ აძლიერებს ბავშვის იმუნურ სისტემას, აქვეითებს გვერდითი მოვლენების განვითარების ალბათობას და უზრუნველყოფს უსაფრთხო გამოყენებას ყველაზე სათუთ ასაკში.
პროლაიფის ორივე ფორმა სრულად აკმაყოფილებს პრობიოტიკის არჩევის სამეცნიერო კრიტერიუმებს: შეიცავს კარგად გამოკვლეული და შესწავლილი შტამების მაღალ კონცენტრაციას, სტაბილურ ფორმას და აბსოლუტურად უსაფრთხოა შესაბამისი ასაკობრივი ჯგუფებისთვის. მათი გამოყენება ანტიბიოტიკოთერაპიის პარალელურად უზრუნველყოფს სწრაფ, ეფექტურ და უსაფრთხო აღდგენას, ამცირებს გვერდით მოვლენებს და ეხმარება ნაწლავურ მიკროფლორას ბუნებრივი ბალანსის შენარჩუნებაში.
-
ბექა გოცირიძეზე "თავდასხმის" ბრალდებით დაკავებულ თორნიკე თოშხუას და მინდია შერვაშიძეს 1-1 წლით პატიმრობა მიესაჯათ ბექა გოცირიძეზე "თავდასხმის" ბრალდებით დაკავებულ თორნიკე თოშხუას და მინდია შერვაშიძეს 1-1 წლით პატიმრობა მიესაჯათ
გადახედვა
-
თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ თბილისის 29-ე ჯაზფესტივალს თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ თბილისის 29-ე ჯაზფესტივალს
-
მთავრობა საპატრიარქოს დაფუძნებულ 53 საგანმანათლებლო დაწესებულებას ბიუჯეტიდან ₾43 035 000-ს გამოუყოფს მთავრობა საპატრიარქოს დაფუძნებულ 53 საგანმანათლებლო დაწესებულებას ბიუჯეტიდან ₾43 035 000-ს გამოუყოფს
გადახედვა
-
როგორ იქცა პირველი აპრილი ხუმრობების დღედ? — აი, მისი წარმოშობის ისტორია როგორ იქცა პირველი აპრილი ხუმრობების დღედ? — აი, მისი წარმოშობის ისტორია
გადახედვა
-
3 აპრილს საპატრიარქოში წმინდა სინოდის სხდომა გაიმართება 3 აპრილს საპატრიარქოში წმინდა სინოდის სხდომა გაიმართება
გადახედვა
-
გაიცანით სელაპი, რომელიც სათამაშო იხვს გვერდიდან არ იშორებს გაიცანით სელაპი, რომელიც სათამაშო იხვს გვერდიდან არ იშორებს
გადახედვა
-
სტრასბურგის სასამართლომ FARA-ს არსებითი განხილვა დაიწყო სტრასბურგის სასამართლომ FARA-ს არსებითი განხილვა დაიწყო
გადახედვა
-
ფოთის პორტში გალფის ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა ფოთის პორტში გალფის ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
-
სეს: სიმართლეს არ შეესაბამება ინფორმაცია, თითქოს სეს-ს მიუსაფარი ძაღლები “დასაძინებლად” მიჰყავს სეს: სიმართლეს არ შეესაბამება ინფორმაცია, თითქოს სეს-ს მიუსაფარი ძაღლები “დასაძინებლად” მიჰყავს
გადახედვა
-
მამინაცვლის მხრიდან არასრულწლოვანზე სექსუალურ ძალადობაზე "საფარმა" სტრასბურგში საქმე მოიგო მამინაცვლის მხრიდან არასრულწლოვანზე სექსუალურ ძალადობაზე "საფარმა" სტრასბურგში საქმე მოიგო
გადახედვა
-
როგორ მივეჩვიოთ ინგლისურად ფიქრს როგორ მივეჩვიოთ ინგლისურად ფიქრს
-
ტეილორ ლოტნერი და ტეილორ ლოტნერი პირველ შვილს (ტეილორ ლოტნერს?) ელოდებიან ტეილორ ლოტნერი და ტეილორ ლოტნერი პირველ შვილს (ტეილორ ლოტნერს?) ელოდებიან
გადახედვა
-
არქეოლოგებმა ეგვიპტეში იდუმალი სტრუქტურა აღმოაჩინეს არქეოლოგებმა ეგვიპტეში იდუმალი სტრუქტურა აღმოაჩინეს
გადახედვა
-
ნახეთ: ჩინეთში მსოფლიოში უგრძესი ესკალატორი გახსნეს ნახეთ: ჩინეთში მსოფლიოში უგრძესი ესკალატორი გახსნეს
გადახედვა
-
მეცნიერმა თავისი მეგობრის გაყინული ტვინი გაალღო — სანახევრო ტრიუმფი? მეცნიერმა თავისი მეგობრის გაყინული ტვინი გაალღო — სანახევრო ტრიუმფი?
გადახედვა
-
ჩინეთის გზა ზესახელმწიფოებრიობისკენ და ეკონომიკური კავშირები საქართველოსთან ჩინეთის გზა ზესახელმწიფოებრიობისკენ და ეკონომიკური კავშირები საქართველოსთან
გადახედვა
-
მარკო რუბიოსა და კობახიძის საუბრის შემდეგ, ირანის ელჩი საქართველოში მუქარის შემცველ განცხადებას აქვეყნებს მარკო რუბიოსა და კობახიძის საუბრის შემდეგ, ირანის ელჩი საქართველოში მუქარის შემცველ განცხადებას აქვეყნებს
გადახედვა
-
2026 წლის პირველ კვარტალში ყველაზე დიდი შემოწირულობა მმართველმა პარტიამ მიიღო 2026 წლის პირველ კვარტალში ყველაზე დიდი შემოწირულობა მმართველმა პარტიამ მიიღო
გადახედვა
-
ლეგენდა სცენას უბრუნდება — სელინ დიონმა ახალი კონცერტები დააანონსა ლეგენდა სცენას უბრუნდება — სელინ დიონმა ახალი კონცერტები დააანონსა
-
ევროკავშირის დელეგაცია ბუჩას ტრაგედიის მეოთხე წლისთავზე კიევს ეწვია ევროკავშირის დელეგაცია ბუჩას ტრაგედიის მეოთხე წლისთავზე კიევს ეწვია
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, განჯინა სააღდგომო ფესტივალს გამართავს საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, განჯინა სააღდგომო ფესტივალს გამართავს
კომენტარები