პენიტენციური სამსახური გიორგი ჩიკვაიძისადმი არასათანადო მოპყრობას უარყოფს და ვიდეოკადრებს ავრცელებს
სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა გიორგი ჩიკვაიძის საკნიდან ჩაწერილ ვიდეოკადრებს ავრცელებს. უწყების განცხადებით, გიორგი ჩიკვაიძის ოჯახის მიერ გავრცელებული ინფორმაცია მასზე არასათანადო მოპყრობასთან დაკავშირებით სიმართლეს არ შეესაბამება.
პენიტენციურის განცხადებით, გავრცელებული ვიდეომასალა 20-22 სექტემბრის ეპიზოდებს აღნიშნავს, სადაც ჩანს, თუ როგორ იღებს ჩიკვაიძე თავის თანამესაკნეებთან ერთად კვების რაციონში გათვალისწინებულ და მაღაზიაში შეძენილ საკვებს. უწყება ასევე ხაზს უსვამს, რომ ჩიკვაიძე ღვიძლის უკმარისობისთვის განკუთვნილი რაციონით იკვებება, შესაბამისად "მას მიეწოდა საკვები (კოტლეტი). მისი თანამესაკნეების მენიუთი 2025 წლის 22 სექტემბერს კოტლეტი გათვალისწინებული საერთოდ არ ყოფილა".
პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებულ კადრებს ჩიკვაიძის დედა, ეკა წერეთელი გამოეხმაურა. წერეთლის განცხადებით, მისმა შვილმა შიმშილობა 23 სექტემბერს დაიწყო და ლაბორატორიული კვლევები აქვს, სადაც ჩიკვაიძეს ღვიძლის და თირკმლის უკმარისობა აღენიშნება.
"უსუსურებო. გიორგის კადრები რომ გაავრცელეთ 22 სექტემბრის რიცხვით ადამიანმა შიმშილობა დაიწყო 23 სექტემბრის დილით 9 საათზე და ხელთ მაქვს უკვე 26-ში თქვენი ციხის ლაბორატორიული კვლევები. დაწყებულია თირკმლის და ღვიძლის უკმარისობა. მზად ვარ ეს ანალიზებიც გავასაჯაროო. მართლა რა უსუსურები და მატყუარები ხართ, ვინმე ჭკვიან ადამიანს მაინც დაეკითხეთ," — წერს ეკა წერეთელი.
შეგახსენებთ, გიორგი ჩიკვაიძის დედამ, 22 სექტემბერს გაავრცელა ინფორმაცია, რომ "ნოდარ მელაძის შაბათში" გასული რეპორტაჟის შემდეგ, რომელიც ქოლ-ცენტრებს ეხებოდა, ჩიკვაიძეს პირადი პაემნები, კერძოდ მშობლებთან პირისპირ შეხვედრა აეკრძალა. ჩიკვაიძემ პენიტენციურის ამ გადაწყვეტილების შემდეგ შიმშილობა დაიწყო.
ცნობისთვის, დაპატიმრებულმა ბიზნესმენმა შიმშილობა მიმდინარე წლის 12 მარტსაც გამოაცხადა. 9-დღიანი შიმშილობის შემდეგ ჩიკვაიძის მდგომარეობა დამძიმდა და ის საავადმყოფოში გადაიყვანეს.
-
ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან, 16 წლის გოგოს მატარებელი შეეჯახა და გარდაიცვალა — "ბათუმელები" ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან, 16 წლის გოგოს მატარებელი შეეჯახა და გარდაიცვალა — "ბათუმელები"
გადახედვა
-
კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ქართული სამზარეულო) კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ქართული სამზარეულო)
გადახედვა
-
Zoom-ის ხარვეზი თავდამსხმელს სხვისი მოწყობილობის კონტროლის საშუალებას აძლევდა Zoom-ის ხარვეზი თავდამსხმელს სხვისი მოწყობილობის კონტროლის საშუალებას აძლევდა
გადახედვა
-
აღმოაჩინეს "სიგამხდრის მუტაცია", რომელიც ოზემპიკივით მოქმედებს აღმოაჩინეს "სიგამხდრის მუტაცია", რომელიც ოზემპიკივით მოქმედებს
გადახედვა
-
თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება
-
განათლება, რომელიც მსოფლიოს დაახლოებას ემსახურება | რა შესაძლებლობებს ქმნის საქართველოს ბანკისა და UWC-ს პარტნიორობა მოსწავლეებისთვის განათლება, რომელიც მსოფლიოს დაახლოებას ემსახურება | რა შესაძლებლობებს ქმნის საქართველოს ბანკისა და UWC-ს პარტნიორობა მოსწავლეებისთვის
-
ევროვიზია შავი ზღვის სანაპიროზე ჩამოდის — სად გაიმართება კონკურსი 2027 წელს ევროვიზია შავი ზღვის სანაპიროზე ჩამოდის — სად გაიმართება კონკურსი 2027 წელს
გადახედვა
-
ძალისგან შემდგარი ნაწილაკი — ფიზიკოსები აცხადებენ, რომ იდუმალი "გლუბოლი" იპოვეს ძალისგან შემდგარი ნაწილაკი — ფიზიკოსები აცხადებენ, რომ იდუმალი "გლუბოლი" იპოვეს
გადახედვა
-
გომის მთაზე მომხდარი ავტოავარიის საქმეზე მიკროავტობუსის მძღოლი დააკავეს გომის მთაზე მომხდარი ავტოავარიის საქმეზე მიკროავტობუსის მძღოლი დააკავეს
გადახედვა
-
ავტოსერვისიდან საექსპოზიციო სივრცემდე — თეგეტას პროექტმა Staged Mechanics საერთაშორისო აღიარება მოიპოვა ავტოსერვისიდან საექსპოზიციო სივრცემდე — თეგეტას პროექტმა Staged Mechanics საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
-
მთელი დღეები უჭმელ-უსმელი ვიყავი — ჯენა ორტეგა კარიერის რთულ დასაწყისს იხსენებს მთელი დღეები უჭმელ-უსმელი ვიყავი — ჯენა ორტეგა კარიერის რთულ დასაწყისს იხსენებს
გადახედვა
-
გომის მთაზე მომხდარი ავარიისას დაშავებული 11 პირი საავადმყოფოშია გადაყვანილი — მათგან 6 ბავშვია გომის მთაზე მომხდარი ავარიისას დაშავებული 11 პირი საავადმყოფოშია გადაყვანილი — მათგან 6 ბავშვია
გადახედვა
-
2026 წლის მზის დაბნელება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან — ნახეთ ფოტოები 2026 წლის მზის დაბნელება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან — ნახეთ ფოტოები
გადახედვა
-
ღია სცენა: თაკარა და სუხიშვილების ახალი დადგმა — რეკონსტრუქცია ღია სცენა: თაკარა და სუხიშვილების ახალი დადგმა — რეკონსტრუქცია
-
ახალგაზრდული ორგანიზაციების წარმომადგენლები ევროკავშირს 2008 წლის ომის მე-18 წლისთავზე ღია წერილით მიმართავენ ახალგაზრდული ორგანიზაციების წარმომადგენლები ევროკავშირს 2008 წლის ომის მე-18 წლისთავზე ღია წერილით მიმართავენ
გადახედვა
-
დელფინები თევზზე სანადიროდ იარაღების გამოყენებას დედებისგან სწავლობენ დელფინები თევზზე სანადიროდ იარაღების გამოყენებას დედებისგან სწავლობენ
გადახედვა
-
სერიალში სიკვდილი ჩემთვის დიდი პატივია — დრაკონის სახლის მსახიობი ფინალს აფასებს სერიალში სიკვდილი ჩემთვის დიდი პატივია — დრაკონის სახლის მსახიობი ფინალს აფასებს
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: "გეორგიევსკის ტრაქტატმა უმნიშვნელოვანესი როლი შეასრულა ჩვენი სახელმწიფოს გადარჩენაში" ირაკლი კობახიძე: "გეორგიევსკის ტრაქტატმა უმნიშვნელოვანესი როლი შეასრულა ჩვენი სახელმწიფოს გადარჩენაში"
გადახედვა
-
პროკრედიტ ბანკისა და EBRD-ის მხარდაჭერით სქაიტელი განვითარების ახალ ეტაპზე გადადის პროკრედიტ ბანკისა და EBRD-ის მხარდაჭერით სქაიტელი განვითარების ახალ ეტაპზე გადადის
-
მეცნიერებმა 2 მილიონი აქტიური შავი ხვრელი, გალაქტიკა, ვარსკვლავი და სხვა ობიექტი აღმოაჩინეს მეცნიერებმა 2 მილიონი აქტიური შავი ხვრელი, გალაქტიკა, ვარსკვლავი და სხვა ობიექტი აღმოაჩინეს
გადახედვა
-
"ჩვენ არ შეგვიტანია, ბიზნესმა შეიტანა" — ირაკლი კობახიძემ ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანა დაადასტურა "ჩვენ არ შეგვიტანია, ბიზნესმა შეიტანა" — ირაკლი კობახიძემ ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანა დაადასტურა
გადახედვა
კომენტარები