iPhone 17-ზე მაღალი მოთხოვნის ფონზე Apple-ის აქციები მიმდინარე წლის მაქსიმუმზეა
ფოტო: Unsplash
მიმდინარე წლის პირველი ნახევარი Apple-თვის (AAPL) სახარბიელო არ იყო, თუმცა iPhone 17-ის პრეზენტაციის შემდეგ მისი აქციების ფასი მიმდინარე წლის მაქსიმუმზე დაფიქსირდა. წლის დასაწყისში, ტარიფებთან დაკავშირებული გაურკვევლობის ფონზე კომპანიის აქციები 30%-ით დაეცა. თუმცა, სექტემბრის დასაწყისთან შედარებით ერთი აქციის ღირებულება 10%-ით არის გაზრდილი. გასული წლის დეკემბრის შემდეგ ერთი აქციის ღირებულებამ ყველაზე მაღალ მაჩვენებელს რამდენიმე დღის წინ, 25 სექტემბერს მიაღწია, როდესაც სავაჭრო დღე 256,87 დოლარზე დაიხურა.
ბუნებრივია, კომპანიის აქციების ზრდა ახალი iPhone 17-ის სექტემბრის დასაწყისში გამართულ პრეზენტაციას უკავშირდება. ანალიტიკოსები ამბობენ, რომ გასულ წელთან შედარებით, ონლაინ შეძენილი iPhone 17-ის მიწოდების ვადები გახანგრძლივებული, რაც, მათი შეფასებით, მაღალ მოთხოვნაზე მიანიშნებს.
აღსანიშნავია, რომ მიწოდების ყველაზე დიდი ვადები დაფიქსირებულია ჩინეთში. ეს პოზიტიური სიგნალია კომპანიისთვის, რადგან ჩინური ბაზარი Apple-თვის ძალიან მნიშვნელოვანია. როგორც ცნობილია, ამ ბაზარზე ადგილობრივი მოთამაშეების მოძლიერების ფონზე კონკურენცია გაზრდილია, თუმცა ზოგიერთი ანალიტიკოსი თვლის, რომ ამ ბაზარზე Apple-ის ზრდის უარყოფითი ტენდენციები 2026-ის ფინანსურ წელს დადებითი მიმართულებით შეიცვლება.
ბუნებრივია, მხოლოდ მიწოდების ვადები ყოველთვის ვერ გვაძლევს სრულ სურათს, თუ როგორია მოთხოვნა ამა თუ იმ პროდუქტზე, რადგან პროდუქციის მომხმარებლამდე მიწოდება არაერთ ფაქტორზეა დამოკიდებული. სხვადასხვა გათვლებით, iPhone 17-ზე პირველადი მოთხოვნა მისი წინამორბედისას 10-15%-ით აღემატება. რამდენად შენარჩუნდება Apple-ის აქციების ღირებულების ზრდა, ეს მისი პროდუქტების გაყიდვებზე, კომპანიის ფინანსურ მდგომარეობასა და ინვესტორების მოლოდინებზე იქნება დამოკიდებული.
ამჟამად Apple-ის ერთი აქციის ღირებულება 253.50 დოლარია. კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია 3.77 ტრილიონ დოლარს აჭარბებს. ის ამ მაჩვენებლით მსოფლიოს უმსხვილეს კომპანიებს შორის მესამე ადგილზეა.
აქვე გეტყვით, რომ ამ და სხვა კომპანიების აქციების შეძენა მარტივად, თიბისის მობაილბანკშია შესაძლებელი. გაითვალისწინე, რომ ეს არ არის ფინანსური რჩევა და საინვესტიციო გადაწყვეტილების მიღებამდე დამატებითი კვლევა ჩაატარე.
ამასთან, შემოგვიერთდი ჯგუფში ინვესტიციები — ვაჭრობა საფონდო ბირჟაზე და ერთად განვიხილოთ საინვესტიციო სიახლეები და მიმდინარე ამბები.
-
ბიზნესმენი ბესარიონ ხარძიანის "კუს ტბის" წილების საქმეზე სასამართლომ გიორგი უდესიანი და ალექსანდრე მუხაძე დამნაშავედ ცნო ბიზნესმენი ბესარიონ ხარძიანის "კუს ტბის" წილების საქმეზე სასამართლომ გიორგი უდესიანი და ალექსანდრე მუხაძე დამნაშავედ ცნო
გადახედვა
-
შემოსვლა მომგებიანია — საქართველოს ბანკის გათამაშება ინდმეწარმეებისთვის დაიწყო შემოსვლა მომგებიანია — საქართველოს ბანკის გათამაშება ინდმეწარმეებისთვის დაიწყო
-
Spider-Man: Brand New Day-ს სრული ვერსია პლატფორმა X-ზე გავრცელდა Spider-Man: Brand New Day-ს სრული ვერსია პლატფორმა X-ზე გავრცელდა
გადახედვა
-
საქსტატი: ივლისში ტრანსპორტი 14.2%-ით, ხოლო სურსათი 4.9%-ით გაძვირდა საქსტატი: ივლისში ტრანსპორტი 14.2%-ით, ხოლო სურსათი 4.9%-ით გაძვირდა
გადახედვა
-
მეცნიერებმა ჩვენს დნმ-ში ორი იდუმალი, "მოჩვენებითი" წინაპარი აღმოაჩინეს მეცნიერებმა ჩვენს დნმ-ში ორი იდუმალი, "მოჩვენებითი" წინაპარი აღმოაჩინეს
გადახედვა
-
უკრაინამ ვლადიმირის ოლქში Wildberries-ის მორიგ ლოგისტიკურ ცენტრზე მიიტანა იერიში უკრაინამ ვლადიმირის ოლქში Wildberries-ის მორიგ ლოგისტიკურ ცენტრზე მიიტანა იერიში
გადახედვა
-
GREDA-ს გამგეობის თავმჯდომარე, გიორგი აბრამიშვილი, ვანო ზარდიაშვილის თანამდებობიდან გადადგომას ადასტურებს GREDA-ს გამგეობის თავმჯდომარე, გიორგი აბრამიშვილი, ვანო ზარდიაშვილის თანამდებობიდან გადადგომას ადასტურებს
გადახედვა
-
როგორ დავიცვათ თავი სიცხისგან? — დაავადებათა კონტროლის ცენტრი მოსახლეობას რეკომენდაციებით მიმართავს როგორ დავიცვათ თავი სიცხისგან? — დაავადებათა კონტროლის ცენტრი მოსახლეობას რეკომენდაციებით მიმართავს
გადახედვა
-
სტუდია "მონიტორის" Facebook-გვერდი გაითიშა სტუდია "მონიტორის" Facebook-გვერდი გაითიშა
გადახედვა
-
ტრამპის განცხადებით, ირანთან მოლაპარაკებები 3 აგვისტოს დაიწყება ტრამპის განცხადებით, ირანთან მოლაპარაკებები 3 აგვისტოს დაიწყება
გადახედვა
-
ატომური ბომბის შექმნით ქვეყანას ღვთის მადლი მიენიჭა — რუსეთის პატრიარქი კირილე ატომური ბომბის შექმნით ქვეყანას ღვთის მადლი მიენიჭა — რუსეთის პატრიარქი კირილე
გადახედვა
-
BMG: ვანო ზარდიაშვილი ელექტროსისტემის დირექტორობიდან მოხსნეს BMG: ვანო ზარდიაშვილი ელექტროსისტემის დირექტორობიდან მოხსნეს
გადახედვა
-
სომხეთის პრეზიდენტის ბრძანებით, ნიკოლ ფაშინიანი სომხეთის რესპუბლიკის პრემიერმინისტრად დაინიშნა სომხეთის პრეზიდენტის ბრძანებით, ნიკოლ ფაშინიანი სომხეთის რესპუბლიკის პრემიერმინისტრად დაინიშნა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკი — ფოთის საჭადრაკო ფესტივალზე ქართველი მოჭადრაკეების მთავარი მხარდამჭერი | ტურნირის შეჯამება საქართველოს ბანკი — ფოთის საჭადრაკო ფესტივალზე ქართველი მოჭადრაკეების მთავარი მხარდამჭერი | ტურნირის შეჯამება
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით მეწარმე ქალებისთვის გაყიდვების შესახებ ვორკშოპი გაიმართა საქართველოს ბანკის მხარდაჭერით მეწარმე ქალებისთვის გაყიდვების შესახებ ვორკშოპი გაიმართა
-
Galaxy Z სერიის უახლესი დასაკეცო სმარტფონების ინოვაციური ეპოქა წინასწარი | გაყიდვები 3 აგვისტოდან იწყება Galaxy Z სერიის უახლესი დასაკეცო სმარტფონების ინოვაციური ეპოქა წინასწარი | გაყიდვები 3 აგვისტოდან იწყება
-
ახალი აღმოჩენები მიუთითებს, რომ ვენერა გეოლოგიურად ჯერ კიდევ აქტიურია ახალი აღმოჩენები მიუთითებს, რომ ვენერა გეოლოგიურად ჯერ კიდევ აქტიურია
გადახედვა
-
ორ წლამდე ასაკში შაქრის შეზღუდვა ტვინის უკეთეს ჯანმრთელობასთან დააკავშირეს ორ წლამდე ასაკში შაქრის შეზღუდვა ტვინის უკეთეს ჯანმრთელობასთან დააკავშირეს
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ჰარი პოტერის პერსონაჟი როულინგის ილუსტრაციით ქვიზი: გამოიცანი ჰარი პოტერის პერსონაჟი როულინგის ილუსტრაციით
-
ინკების მუმიების დნმ ადასტურებს — ყვავილი ამერიკაში ევროპიდან მოხვდა ინკების მუმიების დნმ ადასტურებს — ყვავილი ამერიკაში ევროპიდან მოხვდა
გადახედვა
-
მეცნიერებმა აჩვენეს, რომ ტვინს ერთდროულად რამდენიმე დავალების უკეთ შესრულების სწავლა შეუძლია მეცნიერებმა აჩვენეს, რომ ტვინს ერთდროულად რამდენიმე დავალების უკეთ შესრულების სწავლა შეუძლია
გადახედვა
კომენტარები