სალომე ზურაბიშვილი National Journal-თან აცხადებს, რომ "ქართული ოცნება" იმავე წესებით ხელმძღვანელობს, რომლითაც პუტინი
National Journal-მა საქართველოს მეხუთე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან ინტერვიუ გამოაქვეყნა.
ინტერვიუში სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ მმართველი პარტია იმავე "სახელმძღვანელოს" მიჰყვება, რომელსაც ვლადიმირ პუტინი იყენებს სამოქალაქო საზოგადოების დასასუსტებლად.
"შემდეგ თანდათან, იმის პარალელურად, რაც უკრაინაში ხდებოდა, დავინახეთ ძალაუფლების კონსოლიდაცია, რუსეთთან შემწყნარებლური დამოკიდებულების ზრდა, მჭიდრო კავშირები და რუსული კანონების შემოღება, რომლებიც პირდაპირ რუსეთიდან არის გადმოწერილი, იმავე წესებით ხელმძღვანელობენ, რომლითაც პუტინი... ქართული სამოქალაქო საზოგადოება ბევრად ძლიერი იყო, ვიდრე ოდესმე რუსეთში, უკეთ ორგანიზებული და გარე სამყაროსთან მტკიცე კავშირებით. გასაოცარია ის სიჩქარე, რომლითაც ქართულმა ოცნებამ ამ საზოგადოების ჩახშობა დაიწყო. ადამიანები ჯერ კიდევ აქტიურობენ, მაგრამ ისინი ძალიან იზოლირებულნი არიან. მათი კავშირები გარე სამყაროსთან თანდათან იკეტება. ადამიანები ციხეში სხედან", — განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
მისი შეფასებით, რეპრესიები განსაკუთრებით გაძლიერდა მას შემდეგ, რაც რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.
"24 თებერვალს მოხდა უკრაინის ოკუპაცია. 25 თებერვალს ჩვენი პრემიერმინისტრი მიდის საბჭოთა ოკუპაციის მემორიალთან და აცხადებს, რომ საქართველო არ შეუერთდება საერთაშორისო სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ. იმ დროს უკრაინასთან დაკავშირებული სანქციებიც კი ჯერ არ არსებობდა, ასე რომ ეს აბსურდული განცხადება იყო," — გაიხსენა სალომე ზურაბიშვილმა.
ზურაბიშვილმა ასევე ეჭვქვეშ დააყენა 2024 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების ლეგიტიმურობა, რომელიც საერთაშორისო დამკვირვებლებმა არ აღიარეს. მან ასევე აღნიშნა, რომ ის კვლავაც ლეგიტიმური პრეზიდენტია.
"ჩემი საპრეზიდენტო მანდატი დეკემბერში დასრულდა. საქართველოში პრეზიდენტს პირდაპირი წესით აღარ ირჩევენ, მას პარლამენტი ირჩევს. ჩემი, ისევე როგორც მთელი სამოქალაქო საზოგადოების პოზიციაა, რომ არჩევნები გაყალბდა და შესაბამისად პარლამენტი არალეგიტიმურია... კონსტიტუციაში წერია, რომ ჩემი მანდატი მთავრდება, როდესაც ახალი ლეგიტიმური პრეზიდენტი დაიკავებს თანამდებობას. ჩვენი ხედვით, ის არალეგიტიმურია. მე კვლავ ლეგიტიმური ვარ ხალხის თვალში," — თქვა სალომე ზურაბიშვილმა.
მისივე თქმით, ამ პოზიციის გამო ის ხელისუფლების სამიზნე გახდა. სალომე ზურაბიშვილმა ინტერვიუში აღნიშნა, რომ პარლამენტის თავმჯდომარე მის ქმედებებს — სტატიის დაწერა იქნება ეს თუ ინტერვიუს მიცემა — სამშობლოს ღალატად აფასებს.
"ყოველ ჯერზე, როდესაც სადმე ჩავდივარ, მაბრალებენ სახელმწიფო ღალატს. ასე განმარტა ჩემი ქმედებამ პარლამენტის თავმჯდომარემ, და ეს ყოველ ჯერზე ხდება, როდესაც სტატიას ვწერ ან ინტერვიუს ვაძლევ. ეს არის ფარული მუქარა, რომელიც ჯერ რეალობად არ ქცეულა, მაგრამ ქვეყანაში ყველაფერი შეიძლება მოხდეს," — განაცხადა მან და დაამატა, რომ "არ არსებობს რეალური კანონები, რომლებიც ვინმეს დაიცავს."
ზურაბიშვილმა აშშ-ს კონგრესს "MEGOBARI აქტის" მიღებისკენ მოუწოდა, რომელიც დემოკრატიის დამაზიანებელ ქართველ ოფიციალურ პირებს სანქციებს დაუწესებს. მისი თქმით, პროტესტში ჩართული ადამიანებისთვის მნიშვნელოვანია იმის ცოდნა, რომ "სადღაც არსებობს რაღაც ფორმის სამართლიანობა."
"სანქციები უკეთ მუშაობს საქართველოს შემთხვევაში, ვიდრე დიდ ქვეყნებში, რომლებსაც ბევრი რესურსი აქვთ — პირველ რიგში იმიტომ, რომ ჩვენი ეკონომიკა იზოლაციაში დიდხანს ვერ გაძლებს," — აღნიშნა ზურაბიშვილმა. გარდა პრაქტიკული ეფექტისა, მან ხაზი გაუსვა მის სიმბოლურ მნიშვნელობას: "პროტესტის მონაწილეებისთვის, რომლებიც ბევრს რისკავენ, ძალიან მნიშვნელოვანია დაინახონ, რომ სადღაც არსებობს რაღაც ფორმის სამართლიანობა. შეიძლება ეს არ ცვლის მათ ყოველდღიურ რეალობას, მაგრამ გრძნობენ, რომ მარტო არ არიან ბოროტების წინაშე."
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
-
ComCom-მა "ტვ პირველი" ტერმინოლოგიის გამოყენებისთვის 5 000 ლარით დააჯარიმა ComCom-მა "ტვ პირველი" ტერმინოლოგიის გამოყენებისთვის 5 000 ლარით დააჯარიმა
გადახედვა
-
პრორუსი მამუკა ფიფია ირაკლი კობახიძის განცხადებით მოხარულია და გეორგიევსკის ტრაქტატის აღდგენას კვლავ ითხოვს პრორუსი მამუკა ფიფია ირაკლი კობახიძის განცხადებით მოხარულია და გეორგიევსკის ტრაქტატის აღდგენას კვლავ ითხოვს
გადახედვა
-
იავნანა — როგორ ეხმარება მუსიკა საზღვარგარეთ მცხოვრებ ბავშვებს ქართულ ენასთან კავშირის შენარჩუნებაში იავნანა — როგორ ეხმარება მუსიკა საზღვარგარეთ მცხოვრებ ბავშვებს ქართულ ენასთან კავშირის შენარჩუნებაში
-
წითელი ღვინის კრიზისი? — როგორია ვაზის მომავალი კლიმატის ცვლილების ფონზე წითელი ღვინის კრიზისი? — როგორია ვაზის მომავალი კლიმატის ცვლილების ფონზე
გადახედვა
-
13-15 აგვისტოს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი 13-15 აგვისტოს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი
გადახედვა
-
რატომ სჯერა ზოგ ადამიანს სამეცნიერო შეთქმულების თეორიების — კვლევა რატომ სჯერა ზოგ ადამიანს სამეცნიერო შეთქმულების თეორიების — კვლევა
გადახედვა
-
კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ქართული სამზარეულო) კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ქართული სამზარეულო)
გადახედვა
-
Zoom-ის ხარვეზი თავდამსხმელს სხვისი მოწყობილობის კონტროლის საშუალებას აძლევდა Zoom-ის ხარვეზი თავდამსხმელს სხვისი მოწყობილობის კონტროლის საშუალებას აძლევდა
გადახედვა
-
აღმოაჩინეს "სიგამხდრის მუტაცია", რომელიც ოზემპიკივით მოქმედებს აღმოაჩინეს "სიგამხდრის მუტაცია", რომელიც ოზემპიკივით მოქმედებს
გადახედვა
-
თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება
-
სააპელაციო სასამართლომ იოსებ სიგუას შემაკავებელი ორდერი გაუუქმა სააპელაციო სასამართლომ იოსებ სიგუას შემაკავებელი ორდერი გაუუქმა
გადახედვა
-
განათლება, რომელიც მსოფლიოს დაახლოებას ემსახურება | რა შესაძლებლობებს ქმნის საქართველოს ბანკისა და UWC-ს პარტნიორობა მოსწავლეებისთვის განათლება, რომელიც მსოფლიოს დაახლოებას ემსახურება | რა შესაძლებლობებს ქმნის საქართველოს ბანკისა და UWC-ს პარტნიორობა მოსწავლეებისთვის
-
ევროვიზია შავი ზღვის სანაპიროზე ჩამოდის — სად გაიმართება კონკურსი 2027 წელს ევროვიზია შავი ზღვის სანაპიროზე ჩამოდის — სად გაიმართება კონკურსი 2027 წელს
გადახედვა
-
"გუშინ დასრულდა სკანერის გადატარება. მეწყრის ვერსია გამოირიცხა" — გაუჩინარებული გურამ დადიანიძის დედა "გუშინ დასრულდა სკანერის გადატარება. მეწყრის ვერსია გამოირიცხა" — გაუჩინარებული გურამ დადიანიძის დედა
გადახედვა
-
ძალისგან შემდგარი ნაწილაკი — ფიზიკოსები აცხადებენ, რომ იდუმალი "გლუბოლი" იპოვეს ძალისგან შემდგარი ნაწილაკი — ფიზიკოსები აცხადებენ, რომ იდუმალი "გლუბოლი" იპოვეს
გადახედვა
-
გომის მთაზე მომხდარი ავტოავარიის საქმეზე მიკროავტობუსის მძღოლი დააკავეს გომის მთაზე მომხდარი ავტოავარიის საქმეზე მიკროავტობუსის მძღოლი დააკავეს
გადახედვა
-
ავტოსერვისიდან საექსპოზიციო სივრცემდე — თეგეტას პროექტმა Staged Mechanics საერთაშორისო აღიარება მოიპოვა ავტოსერვისიდან საექსპოზიციო სივრცემდე — თეგეტას პროექტმა Staged Mechanics საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
-
გომის მთაზე მომხდარი ავარიისას დაშავებული 11 პირი საავადმყოფოშია გადაყვანილი — მათგან 6 ბავშვია გომის მთაზე მომხდარი ავარიისას დაშავებული 11 პირი საავადმყოფოშია გადაყვანილი — მათგან 6 ბავშვია
გადახედვა
-
2026 წლის მზის დაბნელება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან — ნახეთ ფოტოები 2026 წლის მზის დაბნელება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან — ნახეთ ფოტოები
გადახედვა
-
ღია სცენა: თაკარა და სუხიშვილების ახალი დადგმა — რეკონსტრუქცია ღია სცენა: თაკარა და სუხიშვილების ახალი დადგმა — რეკონსტრუქცია
კომენტარები