რუსთავში ქარხნებთან ტყვიის და კადმიუმის შემცველობა 24-ჯერ და 26-ჯერ აღემატება ნორმას — კვლევა
ფოტო: Anrika/ონდრეი პეტრლიკი
რუსთავში სამრეწველო ტერიტორიასთან ტყვიის და კადმიუმის შემცველობა 24-ჯერ და 26-ჯერ აღემატება ნორმას. ინფორმაცია ჩეხეთის გარემოსდაცვით ორგანიზაციის, Arnika-ს მიერ 14 სექტემბერს გამოქვეყნებულ ანგარიშს ეფუძნება.
უფრო კონკრეტულად, კვლევის თანახმად, ქარხნების სიახლოვეს არსებულ მტვერში ვერცხლისწყლის, ტყვიისა და კადმიუმის შემცველობა 4.5-ჯერ, 24-ჯერ და 26-ჯერ აღემატებოდა საბაზისო დონეებს.
კვლევის ავტორების ცნობით, ამავე რაიონებთან მდებარე საბავშვო მოედნების ნიადაგში აღმოჩნდა კადმიუმისა და თუთიის მომატებული მაჩვენებლებიც, რომლებიც აჭარბებდა ბავშვთა ქვიშის ყუთებისთვის დადგენილ ჰიგიენურ სტანდარტებს
"რუსთავს დიდი ხნის ინდუსტრიული მემკვიდრეობა აქვს — მოიცავს მსხვილ მეტალურგიულ ქარხნებსა და ცემენტის საწარმოებს, რომლებიც დაბინძურების ძირითადი წყაროები აღმოჩნდა. სწორედ ამ სამრეწველო ზონების, კერძოდ, მეტალურგიული ქარხნების, ცემენტის საწარმოებისა და წიდის საწყობების გარშემო აღებულ ნიადაგისა და მტვრის ნიმუშებში გამოვლინდა რამდენიმე სახიფათო ნივთიერების მომატებული კონცენტრაცია. მაგალითად, სამრეწველო ტერიტორიის სიახლოვეს (GE-RD-1) აღებულ ქუჩის მტვერში ვერცხლისწყლის, ტყვიისა და კადმიუმის შემცველობა საბაზისო დონეებს, შესაბამისად, 4.5-ჯერ, 24-ჯერ და 26-ჯერ აღემატებოდა. ამავე რაიონებთან მდებარე საბავშვო მოედნების ნიადაგში აღმოჩნდა კადმიუმისა და თუთიის მომატებული მაჩვენებლებიც, რომლებიც აჭარბებდა ბავშვთა ქვიშის ყუთებისთვის დადგენილ ჰიგიენურ სტანდარტებს.
მძიმე ლითონების გარდა, გარემოს ობიექტების ნიმუშებში სხვადასხვა ტიპის POPs-ებიც გამოვლინდა. ნიადაგში PCBs-ების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აღმოჩნდა მეტალურგიულ საწარმოებს შორის მდებარე ტერიტორიასა და სოფელ თაზაქენდში (510 ნგ/გ მშრალ მასაში). სამრეწველო ობიექტების მახლობლად აღებულ მტვრის ნიმუშებში კი PCBs-ების რაოდენობამ მიაღწია 98 ნგ/გ-ს მშრალ მასაში, რაც 4,800-ჯერ აღემატება რეფერენტულ მაჩვენებლად აღებულ სოფელ უდაბნოში დაფიქსირებულ საბაზისო დონეებს," — აღნიშნულია კვლევაში.
ავტორები წერენ, რომ მდგრადი ორგანული დამბინძურებლების კვალი აღმოჩნდა რუსთავსა და თაზაქენდში მოშენებული/გამოზრდილი ქათმის კვერცხებშიც.
"PCDD/Fs-ებისა და dl-PCBs-ების კონცენტრაციები მერყეობდა 0.73-დან 2.37-მდე პგ WHO-TEQ/გ ნედლ წონაში, ხოლო სუპერმარკეტში შეძენილ კვერცხში იგი მხოლოდ 0.02 პგ WHO-TEQ/გ ნედლ წონაში აღმოჩნდა. ზრდასრული ადამიანის სხეულის საშუალო წონის გათვალისწინებით, დღეში მხოლოდ ერთი ადგილობრივი წარმოების კვერცხის მოხმარება 373%-მდე გადააჭარბებს PCDD/Fs-ებისა და dl-PCBs-ებისთვის ევროპის სურსათის უვნებლობის სააგენტოს (EFSA) მიერ დადგენილ დღიურ დასაშვებ ნორმას
(0.25 პგ WHO-TEQ/კგ სხეულის წონა/დღე)," — აღნიშნულია კვლევაში.
ავტორები კვლევის შედეგების საფუძველზე აცხადებენ, რომ რუსთავში გარემოს დაბინძურების ძირითად წყაროს მეტალურგიული და ცემენტის მრეწველობის მემკვიდრეობითი და მიმდინარე გავლენა წარმოადგენს. მათი ცნობით, დაბინძურების ყველაზე მაღალი დონე მუდმივად ფიქსირდებოდა სამრეწველო ობიექტების სიახლოვეს, ასევე ნარჩენი მასალებისა და წიდის გადამუშავებისა და მეორადად გამოყენების ადგილებში.
"გარემოს ობიექტების ნიმუშებსა და ადგილობრივად წარმოებულ სურსათში DDT-ისა და მისი მეტაბოლიტების არსებობა ნათლად მიუთითებს ამ აკრძალული პესტიციდის ბოლოდროინდელ გამოყენებაზე. მსგავსი პრაქტიკა სერიოზულ გრძელვადიან საფრთხეს უქმნის ადამიანის ჯანმრთელობას, განსაკუთრებით იმ რეგიონში, რომელიც ისედაც მძიმე სამრეწველო დაბინძურებით გამოირჩევა. შემაშფოთებელია ის ფაქტიც, რომ DDT-ის მაღალი კონცენტრაციები ქალაქის განახლებულ საბავშვო მოედნების ნიადაგშიც კი გამოვლინდა.
ეს დასკვნები ხაზს უსვამს გარემოსდაცვითი და საზოგადოებრივი ჯანდაცვის კუთხით აუცილებელი ქმედითი ნაბიჯების გადადგმის საჭიროებას, მათ შორის - რისკებთან დაკავშირებული კომუნიკაციის გაუმჯობესებას, მიზნობრივი დასუფთავების სამუშაოების განხორციელებას, გარემოსდაცვითი რეგულაციების უფრო მკაცრ აღსრულებასა და სურსათსა და გარემოში დამბინძურებლების მუდმივ მონიტორინგს," — წერია ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებული კვლევის რეზიუმეში.
კვლევის შესახებ ვრცლად ნახეთ აქ.
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
-
იავნანა — როგორ ეხმარება მუსიკა საზღვარგარეთ მცხოვრებ ბავშვებს ქართულ ენასთან კავშირის შენარჩუნებაში იავნანა — როგორ ეხმარება მუსიკა საზღვარგარეთ მცხოვრებ ბავშვებს ქართულ ენასთან კავშირის შენარჩუნებაში
-
წითელი ღვინის კრიზისი? — როგორია ვაზის მომავალი კლიმატის ცვლილების ფონზე წითელი ღვინის კრიზისი? — როგორია ვაზის მომავალი კლიმატის ცვლილების ფონზე
გადახედვა
-
შსს: სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ "დარიალიდან" მოქალაქეთა ევაკუაცია განხორციელდა შსს: სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ "დარიალიდან" მოქალაქეთა ევაკუაცია განხორციელდა
გადახედვა
-
რატომ სჯერა ზოგ ადამიანს სამეცნიერო შეთქმულების თეორიების — კვლევა რატომ სჯერა ზოგ ადამიანს სამეცნიერო შეთქმულების თეორიების — კვლევა
გადახედვა
-
საქართველოში გერმანიის ახალი ელჩი ბარბარა ფოსი იქნება საქართველოში გერმანიის ახალი ელჩი ბარბარა ფოსი იქნება
გადახედვა
-
ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან, 16 წლის გოგოს მატარებელი შეეჯახა და გარდაიცვალა — "ბათუმელები" ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან, 16 წლის გოგოს მატარებელი შეეჯახა და გარდაიცვალა — "ბათუმელები"
გადახედვა
-
კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ქართული სამზარეულო) კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ქართული სამზარეულო)
გადახედვა
-
Zoom-ის ხარვეზი თავდამსხმელს სხვისი მოწყობილობის კონტროლის საშუალებას აძლევდა Zoom-ის ხარვეზი თავდამსხმელს სხვისი მოწყობილობის კონტროლის საშუალებას აძლევდა
გადახედვა
-
აღმოაჩინეს "სიგამხდრის მუტაცია", რომელიც ოზემპიკივით მოქმედებს აღმოაჩინეს "სიგამხდრის მუტაცია", რომელიც ოზემპიკივით მოქმედებს
გადახედვა
-
თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება
-
სააპელაციო სასამართლომ იოსებ სიგუას შემაკავებელი ორდერი გაუუქმა სააპელაციო სასამართლომ იოსებ სიგუას შემაკავებელი ორდერი გაუუქმა
გადახედვა
-
განათლება, რომელიც მსოფლიოს დაახლოებას ემსახურება | რა შესაძლებლობებს ქმნის საქართველოს ბანკისა და UWC-ს პარტნიორობა მოსწავლეებისთვის განათლება, რომელიც მსოფლიოს დაახლოებას ემსახურება | რა შესაძლებლობებს ქმნის საქართველოს ბანკისა და UWC-ს პარტნიორობა მოსწავლეებისთვის
-
ძალისგან შემდგარი ნაწილაკი — ფიზიკოსები აცხადებენ, რომ იდუმალი "გლუბოლი" იპოვეს ძალისგან შემდგარი ნაწილაკი — ფიზიკოსები აცხადებენ, რომ იდუმალი "გლუბოლი" იპოვეს
გადახედვა
-
გომის მთაზე მომხდარი ავტოავარიის საქმეზე მიკროავტობუსის მძღოლი დააკავეს გომის მთაზე მომხდარი ავტოავარიის საქმეზე მიკროავტობუსის მძღოლი დააკავეს
გადახედვა
-
ავტოსერვისიდან საექსპოზიციო სივრცემდე — თეგეტას პროექტმა Staged Mechanics საერთაშორისო აღიარება მოიპოვა ავტოსერვისიდან საექსპოზიციო სივრცემდე — თეგეტას პროექტმა Staged Mechanics საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
-
შსს: ნარკოდანაშაულის ბრალდებით 135 პირი დააკავეს, რომელთაგან 55 ნარკორეალიზაციაში იყო ჩართული შსს: ნარკოდანაშაულის ბრალდებით 135 პირი დააკავეს, რომელთაგან 55 ნარკორეალიზაციაში იყო ჩართული
გადახედვა
-
მთელი დღეები უჭმელ-უსმელი ვიყავი — ჯენა ორტეგა კარიერის რთულ დასაწყისს იხსენებს მთელი დღეები უჭმელ-უსმელი ვიყავი — ჯენა ორტეგა კარიერის რთულ დასაწყისს იხსენებს
გადახედვა
-
გომის მთაზე მომხდარი ავარიისას დაშავებული 11 პირი საავადმყოფოშია გადაყვანილი — მათგან 6 ბავშვია გომის მთაზე მომხდარი ავარიისას დაშავებული 11 პირი საავადმყოფოშია გადაყვანილი — მათგან 6 ბავშვია
გადახედვა
-
2026 წლის მზის დაბნელება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან — ნახეთ ფოტოები 2026 წლის მზის დაბნელება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან — ნახეთ ფოტოები
გადახედვა
-
ღია სცენა: თაკარა და სუხიშვილების ახალი დადგმა — რეკონსტრუქცია ღია სცენა: თაკარა და სუხიშვილების ახალი დადგმა — რეკონსტრუქცია
კომენტარები