ჯეიმს მაკკლირი: "დიდმა ბრიტანეთმა უნდა იმოქმედოს და სანქციები დააწესოს ივანიშვილისა და მისი მეგობრებს"
ბრიტანელი პარლამენტარი, ჯეიმს მაკკლირი სოციალურ ქსელში წერს, რომ დიდი ბრიტანეთის პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას საქართველოს შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, ელენე ხოშტარია და გიორგი ვაშაძე "ქართული ოცნების რეჟიმის მიერ დემოკრატიაზე სასტიკი თავდასხმის უახლესი მსხვერპლები არიან და ისინი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდნენ".
მისივე თქმით, "დიდმა ბრიტანეთმა უნდა იმოქმედოს და სანქციები დააწესოს ივანიშვილისა და მისი მეგობრებს".
დიდი ბრიტანეთის პარლამენტში სიტყვის გამოსვლისას მაკკლირიმ თქვა, რომ "ავტორიტარიზმი ვრცელდება, როდესაც დემოკრატია ხდება მხდალი", ამიტომ ისინი "მხდალები არ იქნებიან და მხარში დაუდგებიან საქართველოს".
"ჩვენთვის, როგორც ბრიტანელი პარლამენტარებისთვის მნიშვნელოვანია, წინ აღვუდგეთ მათ, ვინც ძირს უთხრის და ანგრევს ბრძოლით მოპოვებულ დემოკრატიულ თავისუფლებებს აქ და საზღვარგარეთ. მაგალითად, საქართველოში, გასულ ნოემბერს საქართველოს მთავრობამ შეაჩერა EU-ში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები, არჩევანი, რამაც საზოგადოებაში დიდი აღშფოთება გამოიწვია, რადგანაც გამოკითხვები მუდმივად აჩვენებენ ევროპაში ინტეგრაციის მიმართ მტკიცე მხარდაჭერას. მას შემდეგ პროტესტის მონაწილეებმა გაავსეს რუსთაველის ქუჩა თითქმის ყოველდღიურად. ისინი ებრძოდნენ მამაცურად ხელკეტებსა და წყლის ჭავლებს, რათა თქვან, რომ "ჩვენი მომავალი ჩვენია".
ზაფხულის განმავლობაში ქართული ოცნების მთავრობამ დაიწყო ოპოზიციის ლიდერების დაკავება. კვირების წინ შემატყობინეს, რომ ჩემი მეგობარი და ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი ვაშაძე დააკავეს და მხოლოდ გუშინ, მორიგი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ელენე ხოშტარიაც დააკავეს. საშინელი დანაშაული, რომელსაც მას აბრალებენ? — თბილისის მერის საარჩევნო ბანერების დაზიანება.
როგორ გავცემთ პასუხს დემოკრატიის ამ გამოწვევებს განსაზღრავს როგორც ჩვენ, ასევე იმ ქვეყნებს, სადაც ეს უფლებები ირღვევა. დემოკრატია მხოლოდ საარჩევნო ყუთი არაა, დემოკრატია ეს არის მოქალაქე თბილისში, რომელიც პროტესტს გამოთქვამს შიშის გარეშე, ჟურნალისტი ბელგრადში რომელიც ააშკარავებს კორუფციას, ღამით მის კართან კაკუნის გარეშე, სტუდენტი ჰონგ-კონგში, რომელიც პეკინის მიერ გაჩუმებაზე ამბობს უარს, უკრაინის მოქალაქე, რომელიც აძლევს ხმას მომავალს რუსული ცეცხლის ქვეშ.
ავტორიტარიზმი ფესვს იდგამს, როდესაც დემოკრატია მხდალი ხდება. ჩვენ, ლიბერალ-დემოკრატები, მხდალები არ ვიქნებით. ჩვენ მხარში დავუდგებით საქართველოს, ბოსნია და ჰერცეგოვინას და სერბეთის ხალხს, ჰონგ-კონგიდან გადმოსახლებულებს, უკრაინის გმირ მცველებს, და ყოველ ადამიანს, რომელიც თავისი ხმის გასაგონად იბრძვის“
ბრიტანეთი ცნობილი უნდა იყოს როგორც ქვეყანა, რომელიც არა მხოლოდ ლექციებს ატარებს დემოკრატიის შესახებ, არამედ ცხოვრობს მისით, იცავს მას, ინვესტიციას დებს მასში", — განაცხადა ბრიტანელმა პარლამენტარმა ("ფორმულას" თარგმანი).
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
-
ComCom-მა "ტვ პირველი" ტერმინოლოგიის გამოყენებისთვის 5 000 ლარით დააჯარიმა ComCom-მა "ტვ პირველი" ტერმინოლოგიის გამოყენებისთვის 5 000 ლარით დააჯარიმა
გადახედვა
-
იავნანა — როგორ ეხმარება მუსიკა საზღვარგარეთ მცხოვრებ ბავშვებს ქართულ ენასთან კავშირის შენარჩუნებაში იავნანა — როგორ ეხმარება მუსიკა საზღვარგარეთ მცხოვრებ ბავშვებს ქართულ ენასთან კავშირის შენარჩუნებაში
-
წითელი ღვინის კრიზისი? — როგორია ვაზის მომავალი კლიმატის ცვლილების ფონზე წითელი ღვინის კრიზისი? — როგორია ვაზის მომავალი კლიმატის ცვლილების ფონზე
გადახედვა
-
რატომ სჯერა ზოგ ადამიანს სამეცნიერო შეთქმულების თეორიების — კვლევა რატომ სჯერა ზოგ ადამიანს სამეცნიერო შეთქმულების თეორიების — კვლევა
გადახედვა
-
საქართველოში გერმანიის ახალი ელჩი ბარბარა ფოსი იქნება საქართველოში გერმანიის ახალი ელჩი ბარბარა ფოსი იქნება
გადახედვა
-
ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან, 16 წლის გოგოს მატარებელი შეეჯახა და გარდაიცვალა — "ბათუმელები" ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან, 16 წლის გოგოს მატარებელი შეეჯახა და გარდაიცვალა — "ბათუმელები"
გადახედვა
-
კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ქართული სამზარეულო) კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ქართული სამზარეულო)
გადახედვა
-
აღმოაჩინეს "სიგამხდრის მუტაცია", რომელიც ოზემპიკივით მოქმედებს აღმოაჩინეს "სიგამხდრის მუტაცია", რომელიც ოზემპიკივით მოქმედებს
გადახედვა
-
თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება
-
სააპელაციო სასამართლომ იოსებ სიგუას შემაკავებელი ორდერი გაუუქმა სააპელაციო სასამართლომ იოსებ სიგუას შემაკავებელი ორდერი გაუუქმა
გადახედვა
-
განათლება, რომელიც მსოფლიოს დაახლოებას ემსახურება | რა შესაძლებლობებს ქმნის საქართველოს ბანკისა და UWC-ს პარტნიორობა მოსწავლეებისთვის განათლება, რომელიც მსოფლიოს დაახლოებას ემსახურება | რა შესაძლებლობებს ქმნის საქართველოს ბანკისა და UWC-ს პარტნიორობა მოსწავლეებისთვის
-
ევროვიზია შავი ზღვის სანაპიროზე ჩამოდის — სად გაიმართება კონკურსი 2027 წელს ევროვიზია შავი ზღვის სანაპიროზე ჩამოდის — სად გაიმართება კონკურსი 2027 წელს
გადახედვა
-
"გუშინ დასრულდა სკანერის გადატარება. მეწყრის ვერსია გამოირიცხა" — გაუჩინარებული გურამ დადიანიძის დედა "გუშინ დასრულდა სკანერის გადატარება. მეწყრის ვერსია გამოირიცხა" — გაუჩინარებული გურამ დადიანიძის დედა
გადახედვა
-
გომის მთაზე მომხდარი ავტოავარიის საქმეზე მიკროავტობუსის მძღოლი დააკავეს გომის მთაზე მომხდარი ავტოავარიის საქმეზე მიკროავტობუსის მძღოლი დააკავეს
გადახედვა
-
ავტოსერვისიდან საექსპოზიციო სივრცემდე — თეგეტას პროექტმა Staged Mechanics საერთაშორისო აღიარება მოიპოვა ავტოსერვისიდან საექსპოზიციო სივრცემდე — თეგეტას პროექტმა Staged Mechanics საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
-
შსს: ნარკოდანაშაულის ბრალდებით 135 პირი დააკავეს, რომელთაგან 55 ნარკორეალიზაციაში იყო ჩართული შსს: ნარკოდანაშაულის ბრალდებით 135 პირი დააკავეს, რომელთაგან 55 ნარკორეალიზაციაში იყო ჩართული
გადახედვა
-
მთელი დღეები უჭმელ-უსმელი ვიყავი — ჯენა ორტეგა კარიერის რთულ დასაწყისს იხსენებს მთელი დღეები უჭმელ-უსმელი ვიყავი — ჯენა ორტეგა კარიერის რთულ დასაწყისს იხსენებს
გადახედვა
-
გომის მთაზე მომხდარი ავარიისას დაშავებული 11 პირი საავადმყოფოშია გადაყვანილი — მათგან 6 ბავშვია გომის მთაზე მომხდარი ავარიისას დაშავებული 11 პირი საავადმყოფოშია გადაყვანილი — მათგან 6 ბავშვია
გადახედვა
-
2026 წლის მზის დაბნელება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან — ნახეთ ფოტოები 2026 წლის მზის დაბნელება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან — ნახეთ ფოტოები
გადახედვა
-
ღია სცენა: თაკარა და სუხიშვილების ახალი დადგმა — რეკონსტრუქცია ღია სცენა: თაკარა და სუხიშვილების ახალი დადგმა — რეკონსტრუქცია
კომენტარები