დღეს ჰელსინკის კომისია საქართველოსთან დაკავშირებით მოსმენას გამართავს
ფოტო: Accentnews.ge
ჰელსინკის კომისია დღეს საქართველოს შესახებ მოსმენას სახელწოდებით "პარტნიორიდან პრობლემამდე: საქართველოს ანტიამერიკული შემობრუნება" გამართავს. კომისია საქართველოს მეხუთე პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს; საქართველოს თავდაცვის ყოფილ მინისტრს თინათინ ხიდაშელს და ჰადსონის ინსტიტუტის უფროს მკვლევარს ლუკ კოფის მოუსმენს. ამის შესახებ ინფორმაციას "ჰელსინკის კომისია" ავრცელებს.
კომისიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ქართული ოცნება ქვეყანას რუსეთთან და ჩინეთთან აახლოებს და ქვეყნის სუვერენიტეტს ძირს უთხრის.
"საქართველო ერთ დროს აშშ-ის მთავარი პარტნიორი და თავისუფლების შუქურა იყო კავკასიაში. დღეს მმართველი პარტია ქართული ოცნება ქვეყანას რუსეთის ორბიტაზე აბრუნებს და ჩინეთთან და აშშ-ის სხვა მეტოქეებთან ურთიერთობებს აღრმავებს. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, ქართულმა ოცნებამ საქართველოს ინსტიტუტები დაასუსტა და ძირი გამოუთხარა საქართველოს სუვერენიტეტს ჩინური ინვესტიციების მოზიდვით, ამავდროულად კი, აშშ-ის კომპანიებისთვის შუა დერეფნის ვაჭრობასა და ცენტრალური აზიის იშვიათ მინერალებზე წვდომის დაბლოკვით. მათ დააპატიმრეს ოპოზიციის წარმომადგენლები, იძალადეს მშვიდობიან დემონსტრანტებზე და უარი თქვეს ძალაუფლების დათმობაზე არჩევნების შემდეგ, რომელიც არალეგიტიმურად ფართოდ იქნა აღიარებული. ეს რეგიონში აშშ-ის ინტერესებს დაუყოვნებელ და სერიოზულ საფრთხეს უქმნის.
ეს მოსმენა განიხილავს გლობალურ შედეგებს, რაც შეიძლება საქართველოს ავტორიტარიზმისკენ გადახრამ შეიძლება გამოიწვიოს. მოწმეები ასევე განიხილავენ აშშ-ის პოლიტიკის შესაძლო არჩევანს, მაგალითად, ორპარტიული MEGOBARI აქტის მიღებას, რათა დაეხმარონ ქართველ ხალხს შეინარჩუნონ დამოუკიდებლობა და გრძელვადიანი, ორმხრივად მომგებიანი ურთიერთობა შეერთებულ შტატებთან", — წერია ჰელსინკის კომისიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
მოსმენა დღეს, თბილისის დროით 22:30-ზე დაიწყება.
- 10 სექტემბერს ჰელსინკის კომისიის სხდომაზე საქართველოს საკითხზე მოსმენა გაიმართება
- ჰელსინკის კომისია: "ოცნება" ცდილობს ჟურნალისტი მზია ამაღლობელის გაჩუმებას, რომელიც პოლიტიკური მოტივით იანვრიდან წინასწარ პატიმრობაში იმყოფება
- ჰელსინკის კომისია: "ქართული ოცნების" მთავრობამ დაუყოვნებლივ უნდა გაათავისუფლოს ყველა პოლიტიკური პატიმარი
- ირაკლი კობახიძის თქმით, "ჰელსინკის კომისიაში "დიფ სთეითის" წარმომადგენლები მძლავრობენ
-
სიგნალები, რომლებსაც სხეული ყოველდღე გვიგზავნის და ვერ ვამჩნევთ სიგნალები, რომლებსაც სხეული ყოველდღე გვიგზავნის და ვერ ვამჩნევთ
-
1 ივნისის შეთავაზება იმედი L-ისგან 1 ივნისის შეთავაზება იმედი L-ისგან
-
ჯაშუშობის ბრალდებით სუს-მა ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი დააკავა ჯაშუშობის ბრალდებით სუს-მა ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი დააკავა
გადახედვა
-
26 მაისს ნინოშვილზე და საერთო იდეის ქვეშ გაერთიანებული ბიზნესები 26 მაისს ნინოშვილზე და საერთო იდეის ქვეშ გაერთიანებული ბიზნესები
-
რა აკავებს წყალს მიწაზე, ანუ რატომ დარჩა დედამიწა ლურჯი პლანეტა რა აკავებს წყალს მიწაზე, ანუ რატომ დარჩა დედამიწა ლურჯი პლანეტა
-
ლეილა მესხის ჩოგბურთის აკადემიისა და კოკა-კოლას თასი ლეილა მესხის ჩოგბურთის აკადემიისა და კოკა-კოლას თასი
-
ქვიზი: რამდენად კარგად იცი ქართული გრამატიკა? ქვიზი: რამდენად კარგად იცი ქართული გრამატიკა?
-
სახიფათო სათამაშოების გაყიდვის გამო ევროკომისიამ Temu €200 მილიონით დააჯარიმა სახიფათო სათამაშოების გაყიდვის გამო ევროკომისიამ Temu €200 მილიონით დააჯარიმა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ბათუმში მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის მე-18 ნაკადზე მიღება დაიწყო საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ბათუმში მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის მე-18 ნაკადზე მიღება დაიწყო
-
გორში პაპუნა ლოცულაშვილის ცემისთვის ბრალდებულ 6-ვე პოლიციელს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა გორში პაპუნა ლოცულაშვილის ცემისთვის ბრალდებულ 6-ვე პოლიციელს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა
გადახედვა
-
ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ მახუნცეთში, ჩანჩქერში ტურისტი დაიღუპა ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ მახუნცეთში, ჩანჩქერში ტურისტი დაიღუპა
გადახედვა
-
8 მსახიობი, რომლებმაც მთავარ როლზე უარი დაბალი ანაზღაურების გამო თქვეს 8 მსახიობი, რომლებმაც მთავარ როლზე უარი დაბალი ანაზღაურების გამო თქვეს
გადახედვა
-
გზის ხელმეორედ გადაკეტვის ბრალდებით დაკავებულ ზურაბ მენთეშაშვილს 9-თვიანი პატიმრობა მიესაჯა გზის ხელმეორედ გადაკეტვის ბრალდებით დაკავებულ ზურაბ მენთეშაშვილს 9-თვიანი პატიმრობა მიესაჯა
გადახედვა
-
ირაკლი კუპრაძე: მივმართავ ქართველ მშობლებს, რომ ძალოვანი უწყებები, ძალადობენ თქვენს შვილებზე მიყრუებულ ადგილებში და შემდეგ მსხვერპლებს იჭერენ, აკავებენ და საპატიმროებში გზავნიან ირაკლი კუპრაძე: მივმართავ ქართველ მშობლებს, რომ ძალოვანი უწყებები, ძალადობენ თქვენს შვილებზე მიყრუებულ ადგილებში და შემდეგ მსხვერპლებს იჭერენ, აკავებენ და საპატიმროებში გზავნიან
გადახედვა
-
ახალი Siri: გაჟონილი ინფორმაცია აჩვენებს, რომ Apple AI რბოლაში ერთვება ახალი Siri: გაჟონილი ინფორმაცია აჩვენებს, რომ Apple AI რბოლაში ერთვება
გადახედვა
-
"Google უკვე Google აღარ არის" — AI-ს გამო მომხმარებლებმა DuckDuckGo-ს მიაშურეს "Google უკვე Google აღარ არის" — AI-ს გამო მომხმარებლებმა DuckDuckGo-ს მიაშურეს
გადახედვა
-
კროსვორდი: დაასრულე ქართული ანიმაციის სახელი კროსვორდი: დაასრულე ქართული ანიმაციის სახელი
გადახედვა
-
Tbilisi Records-მა გია ყანჩელის მუსიკა სცენისა და ეკრანისთვის პირველად გამოსცა ვინილის ფირფიტაზე Tbilisi Records-მა გია ყანჩელის მუსიკა სცენისა და ეკრანისთვის პირველად გამოსცა ვინილის ფირფიტაზე
-
რუმინეთში რუსული დრონი კორპუსს შეეჯახა, რამაც ხანძარი გამოიწვია — არიან დაშავებულები რუმინეთში რუსული დრონი კორპუსს შეეჯახა, რამაც ხანძარი გამოიწვია — არიან დაშავებულები
გადახედვა
-
მოისმინეთ: არიანა გრანდემ ახალი სიმღერა გამოუშვა მოისმინეთ: არიანა გრანდემ ახალი სიმღერა გამოუშვა
გადახედვა
-
შესაძლოა, მერკურიზე წყლის ყინული ერთ პლანეტარულ დღეში მოხვედრილიყო შესაძლოა, მერკურიზე წყლის ყინული ერთ პლანეტარულ დღეში მოხვედრილიყო
გადახედვა
კომენტარები