ლევან ხაბეიშვილი

9 Sep. 2025, 11:22

"ეს იყო მდინარაძესთან შეთანხმებული. მდინარაძე გახდა ახლა რკინის ხელი. ეს ფაფაცუა აბსოლუტური და დავალება მისცა — მიდით ახლა დაამტკიცეთ რომ კაცები ხართ, ოღონდ დაამტკიცეს, რომ აბსოლუტური ლაჩრები არიან. ქალბატონებს სცემდნენ, აფურთხებდნენ, ხელს ურტყამდნენ. ეს იყო ცხადია შეთანხმებული.

შეთანხმების გარეშე იქ მილიციელები რომ იდგნენ, თავზე რომ დააფურთხეს იმათ, ვინმეს არ დააკავებდნენ? ცხადია, დააკავებდნენ.

უნდა გვესმოდეს, რომ ეს იყო ისტერიკა — ეს გამოვლინებაა, ბოლო ჟამია. ეს ყველაფერი აჩვენებს, რომ ბოლო ჟამი დგას. შეუძლებელია ეს ქართველმა ხალხმა არ გამოიყენოს.

დღეს 8 საათზე მაქსიმალურად ბევრი ხალხი უნდა შეიკრიბოს და პასუხი უნდა იყოს, ცხადია, მშვიდობიანი. ჩვენ უფრო მეტი ვიქნებით ყოველ დღე და 4-ში საერთოდ თქვენ აღარ იქნებით."

განაცხადა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან ხაბეიშვილმა "ტვ პირველისთვის" მიცემულ კომენტარში მელიქიშვილის გამზირზე მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით.

ცნობისთვის, გუშინ, 8 სექტემბერს მელიქიშვილის გამზირზე თბილისის მერის, კახა კალაძის შტაბთან გამართულ საპროტესტო აქციაზე ოცნების მხარდამჭერები ჟურნალისტებს, სამოქალაქო აქტივისტებსა და რიგით მოქალაქეებს ფიზიკურად გაუსწორდნენ. მედიის დაშავებულ წარმომადგენლებს შორისაა უნგრელი ჟურნალისტი ლასლო მეზეში, რომელიც ამბობს, რომ აქციაზე ტელეფონი წაართვეს და სცემეს.

პუბლიკის განცხადებით, მელიქიშვილის გამზირზე მიმდინარე დაპირისპირების დროს მათი გამოცემის ორ ჟურნალისტს — ალექსანდრე ქეშელაშვილსა და ქეთო მიქაძეს, ჟურნალისტური საქმიანობის შესრულების დროს ფიზიკურად გაუსწორდნენ და ტელეფონები წაართვეს. ალექსანდრე ქეშელაშვილს ტელეფონი დაუბრუნეს, ქეთო მიქაძისთვის ამ დრომდე არ დაუბრუნებიათ. ფიზიკური დაზიანებები აღენიშნება Netgazet-ის ჟურნალისტსაც.

გელა გელაძის უწყებამ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილით დაიწყო, რაც ჯგუფურად ჩადენილ ძალადობას გულისხმობს.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რა მტკიცებულებებით ედავება პროკურატურა ნ.ი.-ს გიგა ავალიანის საქმეზე ძალადობის წაქეზებას — საქმის დეტალები
  2. შსს: "გურამ დადიანიძის საქმეზე ჩატარდა ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედება, თუმცა რაიმე საეჭვო გარემოება გამოვლენილი ვერ იქნა"
  3. ვინ მიიღებს სასკოლო ფორმებს უფასოდ? — განათლების სამინისტრომ ახალი წესი დაამტკიცა
  4. თბილისის ზღვის მიმდებარედ ახალი ზოოპარკის "კავკასიის ექსპოზიცია" სატესტო რეჟიმში გაიხსნა
  5. ტარიელ კაკაბაძე: "ვერსია, თითქოს მეწყერმა მოიყოლა გურამ დადიანიძე, რაც უფრო მეტად მივდივართ წინ, მით მეტად გამოირიცხება"

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

Anthropic-ის AI აგენტმა ყალბი იდენტობები შექმნა და ადამიანების მოტყუება სცადა

Anthropic-ის ხელოვნური ინტელექტის მოწინავე მოდელმა ბრიტანეთის ხელოვნური ინტელექტის უსაფრთხოების ინსტიტუტის (AISI) მიერ…