გიგა ბოკერია: თამარ ჩერგოლეიშვილი ჩვენი პოლიტიკური გუნდის გამორჩეული ლიდერია და მეც მეკუთვნის ამ ინციდენტის გამო ბოდიშის მოხდა
პარტია ფედერალისტების ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია ამავე პარტიის ერთ-ერთი ლიდერის, თამარ ჩერგოლეიშვილის შესახებ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის განცხადებასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში წერს. მისი თქმით, ჩერგოლეიშვილის საქციელი გაუმართლებელია და როგორც ფედერალისტების ერთ-ერთ ლიდერს მასაც ეკუთვნის ბოდიშის მოხდა. მისივე თქმით, ნაციონალურ მოძრაობას უჭირს ნებისმიერი თანამშრომლობა, სადაც მათ პარტიას და მიხეილ სააკაშვილს ცენტრალური ადგილი არ უკავია.
"ორ საკითხს მინდა გამოვეხმაურო. პირველი ეხება სოციალურ ქსელში თამარ ჩერგოლეიშვილის კომენტარს, მის წინააღმდეგ უხამსი ცილისწამების საპასუხოდ.
ასეთი პასუხი ცალსახად დაუშვებელია.
სოციალურ ქსელში ხშირად ვხვდებით ბინძურ ბრალდებებს, მაგრამ ეს არანაირად ამართლებს თამარის რეაქციას. მან მალევე მოუბოდიშა საზოგადოებას.
თამარ ჩერგოლეიშვილი ჩვენი პოლიტიკური გუნდის გამორჩეული ლიდერია და ამიტომ მეც მეკუთვნის ამ ინციდენტის გამო ბოდიშის მოხდა. ამ დაუშვებელი რეაქციის ანატომიის ახსნა არ ემსახურება მის გამართლებას — მხოლოდ სერიოზული შეცდომის მიზეზის განმარტებაა.
მეორე საკითხია ამ ინციდენტის გამოყენება ნაციონალური მოძრაობის და მასთან აფილირებული საჯარო ფიგურების მიერ. აშკარაა, რომ მათ ეს ინციდენტი ხელსაყრელ საბაბად ჩათვალეს.
ნაციონალურ მოძრაობას უჭირს ნებისმიერი თანამშრომლობა, სადაც მათ პარტიას და მათ ლიდერს — პოლიტპატიმარ მიხეილ სააკაშვილს ცენტრალური ადგილი არ უკავია და სადაც ღიად აკრიტიკებენ მათი ლიდერის და სხვა ფიგურების უპასუხისმგებლო ნაბიჯებს თუ გამონათქვამებს. ამას თან ერთვის ამ პარტიის შიგნით არსებული ღრმა კრიზისი.
ფედერალისტები კი ყოველთვის აუცილებლად მივიჩნევდით და მივიჩნევთ, კრიტიკულად გამოვეხმაუროთ იმას, რაც ჩვენი აზრით, საპროტესტო მოძრაობას აზიანებს.
ამასთან ერთად, ჩვენ საჭიროდ მივიჩნევთ თანამშრომლობას განსხვავებული შეხედულებების, ზოგჯერ კი განსხვავებული ფასეულობების მქონე პოლიტიკურ ძალებს შორისაც იმ საკითხებზე, რაც გვაერთიანებს. ასეთი ამოცანა იყო და არის ივანიშვილის რეჟიმის მიერ დადგმული, ე.წ 4 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნების ფარსის დელეგიტიმაცია.
ამჟამად, ჩვენი პრიორიტეტი 13 სექტემბრის საპროტესტო აქცია და ამის შემდეგ საპროტესტო მოძრაობის გაფართოებაა, რაც ივანიშვილის რეჟიმის ძალაუფლებიდან ჩამოცილებით უნდა დასრულდეს"— დაწერა ბოკერიამ.
ცნობისთვის, პარტია ფედერალისტების ერთ-ერთმა ლიდერმა, თამარ ჩერგოლეიშვილმა News.On.ge-ს "ქარდზე" ნეგატიური კომენტარების ავტორებს შეურაცხყოფა მათივე ფეისბუქ-პროფილებიდან აღებული მცირეწლოვანი ბავშვების ფოტოების გამოყენებით მიაყენა.
თამარ ჩერგოლეიშვილმა მოგვიანებით ბოდიში მოიხადა და News.On.ge-ს "ქარდზე" კომენტარები წაშალა.
საპასუხოდ, 28 აგვისტოს ენმ-ის თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ ჩერგოლეიშვილის საქციელი დაგმო და 8 პარტიის ფორმატში მყოფ ოპოზიციურ პარტიებს მოუწოდა, თამარ ჩერგოლეიშვილთან ურთიერთობა დაასრულონ.
ამ საკითხს გამოეხმაურა "კოალიცია — ცვლილებისთვის" ერთ-ერთი ლიდერი ელენე ხოშტარიაც. მისი თქმით, ჩერგოლეიშვილი "ძალიან ცუდად მოიქცა", მაგრამ ეს 8 პარტიის ერთობას ვერ დაშლის.
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
-
იავნანა — როგორ ეხმარება მუსიკა საზღვარგარეთ მცხოვრებ ბავშვებს ქართულ ენასთან კავშირის შენარჩუნებაში იავნანა — როგორ ეხმარება მუსიკა საზღვარგარეთ მცხოვრებ ბავშვებს ქართულ ენასთან კავშირის შენარჩუნებაში
-
წითელი ღვინის კრიზისი? — როგორია ვაზის მომავალი კლიმატის ცვლილების ფონზე წითელი ღვინის კრიზისი? — როგორია ვაზის მომავალი კლიმატის ცვლილების ფონზე
გადახედვა
-
13-15 აგვისტოს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი 13-15 აგვისტოს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი
გადახედვა
-
შსს: სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ "დარიალიდან" მოქალაქეთა ევაკუაცია განხორციელდა შსს: სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ "დარიალიდან" მოქალაქეთა ევაკუაცია განხორციელდა
გადახედვა
-
საქართველოში გერმანიის ახალი ელჩი ბარბარა ფოსი იქნება საქართველოში გერმანიის ახალი ელჩი ბარბარა ფოსი იქნება
გადახედვა
-
ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან, 16 წლის გოგოს მატარებელი შეეჯახა და გარდაიცვალა — "ბათუმელები" ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან, 16 წლის გოგოს მატარებელი შეეჯახა და გარდაიცვალა — "ბათუმელები"
გადახედვა
-
კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ქართული სამზარეულო) კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ქართული სამზარეულო)
გადახედვა
-
აღმოაჩინეს "სიგამხდრის მუტაცია", რომელიც ოზემპიკივით მოქმედებს აღმოაჩინეს "სიგამხდრის მუტაცია", რომელიც ოზემპიკივით მოქმედებს
გადახედვა
-
თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება
-
განათლება, რომელიც მსოფლიოს დაახლოებას ემსახურება | რა შესაძლებლობებს ქმნის საქართველოს ბანკისა და UWC-ს პარტნიორობა მოსწავლეებისთვის განათლება, რომელიც მსოფლიოს დაახლოებას ემსახურება | რა შესაძლებლობებს ქმნის საქართველოს ბანკისა და UWC-ს პარტნიორობა მოსწავლეებისთვის
-
ევროვიზია შავი ზღვის სანაპიროზე ჩამოდის — სად გაიმართება კონკურსი 2027 წელს ევროვიზია შავი ზღვის სანაპიროზე ჩამოდის — სად გაიმართება კონკურსი 2027 წელს
გადახედვა
-
"გუშინ დასრულდა სკანერის გადატარება. მეწყრის ვერსია გამოირიცხა" — გაუჩინარებული გურამ დადიანიძის დედა "გუშინ დასრულდა სკანერის გადატარება. მეწყრის ვერსია გამოირიცხა" — გაუჩინარებული გურამ დადიანიძის დედა
გადახედვა
-
ძალისგან შემდგარი ნაწილაკი — ფიზიკოსები აცხადებენ, რომ იდუმალი "გლუბოლი" იპოვეს ძალისგან შემდგარი ნაწილაკი — ფიზიკოსები აცხადებენ, რომ იდუმალი "გლუბოლი" იპოვეს
გადახედვა
-
გომის მთაზე მომხდარი ავტოავარიის საქმეზე მიკროავტობუსის მძღოლი დააკავეს გომის მთაზე მომხდარი ავტოავარიის საქმეზე მიკროავტობუსის მძღოლი დააკავეს
გადახედვა
-
ავტოსერვისიდან საექსპოზიციო სივრცემდე — თეგეტას პროექტმა Staged Mechanics საერთაშორისო აღიარება მოიპოვა ავტოსერვისიდან საექსპოზიციო სივრცემდე — თეგეტას პროექტმა Staged Mechanics საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
-
შსს: ნარკოდანაშაულის ბრალდებით 135 პირი დააკავეს, რომელთაგან 55 ნარკორეალიზაციაში იყო ჩართული შსს: ნარკოდანაშაულის ბრალდებით 135 პირი დააკავეს, რომელთაგან 55 ნარკორეალიზაციაში იყო ჩართული
გადახედვა
-
მთელი დღეები უჭმელ-უსმელი ვიყავი — ჯენა ორტეგა კარიერის რთულ დასაწყისს იხსენებს მთელი დღეები უჭმელ-უსმელი ვიყავი — ჯენა ორტეგა კარიერის რთულ დასაწყისს იხსენებს
გადახედვა
-
გომის მთაზე მომხდარი ავარიისას დაშავებული 11 პირი საავადმყოფოშია გადაყვანილი — მათგან 6 ბავშვია გომის მთაზე მომხდარი ავარიისას დაშავებული 11 პირი საავადმყოფოშია გადაყვანილი — მათგან 6 ბავშვია
გადახედვა
-
2026 წლის მზის დაბნელება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან — ნახეთ ფოტოები 2026 წლის მზის დაბნელება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან — ნახეთ ფოტოები
გადახედვა
-
ღია სცენა: თაკარა და სუხიშვილების ახალი დადგმა — რეკონსტრუქცია ღია სცენა: თაკარა და სუხიშვილების ახალი დადგმა — რეკონსტრუქცია
კომენტარები