ვადაგასული პრეპარატები, ფსიქოტროპული საშუალებები და უვარგისი ცოფის ვაქცინები — სეს-მა ოზურგეთის ცხოველთა თავშესაფრის კლინიკას საქმიანობა შეუჩერა
ფოტო: Speranta
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ, გამოვლენილი შეუსაბამობების გამო, ოზურგეთის ცხოველთა თავშესაფრის კლინიკას საქმიანობა შეუჩერა. სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ, რომ ინსპექტირების პროცესში გამოვლინდა სხვადასხვა სახის დარღვევა: ინსპექტირებისას ამოღებულია ვადაგასული პრეპარატები, მათ შორის, ფსიქოტროპული საშუალებები და გამოსაყენებლად უვარგისი ცოფის ვაქცინები.
"სააგენტოში შემოსული შეტყობინების საფუძველზე, სააგენტომ, ინდივიდუალური მეწარმის ლ.ჩ. ოზურგეთის ცხოველთა თავშესაფარში, არაგეგმური ინსპექტირება განახორციელა.
ინსპექტირების პროცესში გამოვლინდა სხვადასხვა სახის დარღვევა: ინსპექტირებისას ამოღებულია ვადაგასული პრეპარატები, მათ შორის, ფსიქოტროპული საშუალებები და გამოსაყენებლად უვარგისი ცოფის ვაქცინები. თავშესაფრის ტერიტორიაზე აღმოჩენილია დაუდგენელი მიზეზით მკვდარი ცხოველები. დადგენილი წესების შესაბამისად არ ხორციელდებოდა ქირურგიული და სხვა ვეტერინარული მომსახურება. არ არის დაცული ცხოველებისადმი ჰუმანური დამოკიდებულების ყველა არსებული პრინციპი, არ ხდებოდა ავადმყოფი და ჯანმრთელი ცხოველების ერთმანეთისგან იზოლირება, ცხოველების მკურნალობის შესახებ ჩანაწერები არ არის სრულყოფილად წარმოებული. ვერ იქნა წარმოდგენილი ვოლიერებში არსებული ცხოველების მიკვლევადობასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია. ჰიგიენური ნორმების დარღვევა, მათ შორის, დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად არ ტარდებოდა ინსტრუმენტებისა და მოწყობილობების დასუფთავება, დეზინფექცია და სტერილიზაცია.
თავშესაფრის კლინიკას, სადაც ხორციელდებოდა ცხოველთა სტერილიზაცია/კასტრაცია და სხვა ვეტერინარული მანიპულაციები , დარღვევების გამოსწორებამდე საქმიანობა შეუჩერდა. პრეპარატები დაილუქა და შესაბამისი წესების დაცვით განადგურდება. ლაბორატორიული კვლევისთვის აღებულია ცხოველის საკვების ნიმუშები.
სურსათის ეროვნული სააგენტო მუდმივ რეჟიმში ახორციელებს ქვეყნის მასშტაბით არსებული რეგისტრირებული ცხოველთა თავშესაფრების ვეტერინარულ კონტროლს. მიმდინარე წელს გეგმურად და არაგეგმურად შემოწმებულია ყველა თავშესაფარი, მათ შორის, უპატრონო/მიკედლებული ცხოველების პოპულაციის მართვის საპილოტე პროგრამაში ჩართული თავშესაფრები", — წერია სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
-
ComCom-მა "ტვ პირველი" ტერმინოლოგიის გამოყენებისთვის 5 000 ლარით დააჯარიმა ComCom-მა "ტვ პირველი" ტერმინოლოგიის გამოყენებისთვის 5 000 ლარით დააჯარიმა
გადახედვა
-
პრორუსი მამუკა ფიფია ირაკლი კობახიძის განცხადებით მოხარულია და გეორგიევსკის ტრაქტატის აღდგენას კვლავ ითხოვს პრორუსი მამუკა ფიფია ირაკლი კობახიძის განცხადებით მოხარულია და გეორგიევსკის ტრაქტატის აღდგენას კვლავ ითხოვს
გადახედვა
-
იავნანა — როგორ ეხმარება მუსიკა საზღვარგარეთ მცხოვრებ ბავშვებს ქართულ ენასთან კავშირის შენარჩუნებაში იავნანა — როგორ ეხმარება მუსიკა საზღვარგარეთ მცხოვრებ ბავშვებს ქართულ ენასთან კავშირის შენარჩუნებაში
-
წითელი ღვინის კრიზისი? — როგორია ვაზის მომავალი კლიმატის ცვლილების ფონზე წითელი ღვინის კრიზისი? — როგორია ვაზის მომავალი კლიმატის ცვლილების ფონზე
გადახედვა
-
13-15 აგვისტოს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი 13-15 აგვისტოს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი
გადახედვა
-
შსს: სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ "დარიალიდან" მოქალაქეთა ევაკუაცია განხორციელდა შსს: სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ "დარიალიდან" მოქალაქეთა ევაკუაცია განხორციელდა
გადახედვა
-
რატომ სჯერა ზოგ ადამიანს სამეცნიერო შეთქმულების თეორიების — კვლევა რატომ სჯერა ზოგ ადამიანს სამეცნიერო შეთქმულების თეორიების — კვლევა
გადახედვა
-
ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან, 16 წლის გოგოს მატარებელი შეეჯახა და გარდაიცვალა — "ბათუმელები" ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან, 16 წლის გოგოს მატარებელი შეეჯახა და გარდაიცვალა — "ბათუმელები"
გადახედვა
-
კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ქართული სამზარეულო) კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ქართული სამზარეულო)
გადახედვა
-
Zoom-ის ხარვეზი თავდამსხმელს სხვისი მოწყობილობის კონტროლის საშუალებას აძლევდა Zoom-ის ხარვეზი თავდამსხმელს სხვისი მოწყობილობის კონტროლის საშუალებას აძლევდა
გადახედვა
-
აღმოაჩინეს "სიგამხდრის მუტაცია", რომელიც ოზემპიკივით მოქმედებს აღმოაჩინეს "სიგამხდრის მუტაცია", რომელიც ოზემპიკივით მოქმედებს
გადახედვა
-
თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება
-
სააპელაციო სასამართლომ იოსებ სიგუას შემაკავებელი ორდერი გაუუქმა სააპელაციო სასამართლომ იოსებ სიგუას შემაკავებელი ორდერი გაუუქმა
გადახედვა
-
განათლება, რომელიც მსოფლიოს დაახლოებას ემსახურება | რა შესაძლებლობებს ქმნის საქართველოს ბანკისა და UWC-ს პარტნიორობა მოსწავლეებისთვის განათლება, რომელიც მსოფლიოს დაახლოებას ემსახურება | რა შესაძლებლობებს ქმნის საქართველოს ბანკისა და UWC-ს პარტნიორობა მოსწავლეებისთვის
-
ძალისგან შემდგარი ნაწილაკი — ფიზიკოსები აცხადებენ, რომ იდუმალი "გლუბოლი" იპოვეს ძალისგან შემდგარი ნაწილაკი — ფიზიკოსები აცხადებენ, რომ იდუმალი "გლუბოლი" იპოვეს
გადახედვა
-
ავტოსერვისიდან საექსპოზიციო სივრცემდე — თეგეტას პროექტმა Staged Mechanics საერთაშორისო აღიარება მოიპოვა ავტოსერვისიდან საექსპოზიციო სივრცემდე — თეგეტას პროექტმა Staged Mechanics საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
-
შსს: ნარკოდანაშაულის ბრალდებით 135 პირი დააკავეს, რომელთაგან 55 ნარკორეალიზაციაში იყო ჩართული შსს: ნარკოდანაშაულის ბრალდებით 135 პირი დააკავეს, რომელთაგან 55 ნარკორეალიზაციაში იყო ჩართული
გადახედვა
-
გომის მთაზე მომხდარი ავარიისას დაშავებული 11 პირი საავადმყოფოშია გადაყვანილი — მათგან 6 ბავშვია გომის მთაზე მომხდარი ავარიისას დაშავებული 11 პირი საავადმყოფოშია გადაყვანილი — მათგან 6 ბავშვია
გადახედვა
-
2026 წლის მზის დაბნელება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან — ნახეთ ფოტოები 2026 წლის მზის დაბნელება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან — ნახეთ ფოტოები
გადახედვა
-
ღია სცენა: თაკარა და სუხიშვილების ახალი დადგმა — რეკონსტრუქცია ღია სცენა: თაკარა და სუხიშვილების ახალი დადგმა — რეკონსტრუქცია
კომენტარები