მამუკა ხაზარაძე: დაარწმუნეთ ყველა, რომ ჩვენ შეგვიძლია დავიბრუნოთ ჩვენი მუნიციპალიტეტები და სოფლები
"ჩემო მეგობრებო, მათ შეუძლიათ ციხეში ჩაგვსვან, მაგრამ თქვენ ვერ შეგაჩერებენ ცვლილებისთვის ბრძოლაში და ვერ შეაჩერებენ ხალხს, რომ ხმა მისცენ ცვლილებებს. ასე რომ, მთელი ენერგიით იბრძოლეთ და დაარწმუნეთ ყველა, რომ ჩვენ შეგვიძლია დავიბრუნოთ ჩვენი მუნიციპალიტეტები, ქალაქები, ჩვენი სოფლები," — ამის შესახებ კოალიცია ლელო — ძლიერი საქართველოს ლიდერი მამუკა ხაზარაძე რუსთავის ციხის 208-ე საკნიდან ჩაწერილ სატელეფონო კომენტარში საუბრობს.
მისი თქმით, ქართულ ოცნებას ეშინია, რომ 13 წლის შემდეგ, მათ საქართველოს მოქალაქეებისთვის სათქმელი არაფერი აქვთ და ხალხმა ეს ძალიან კარგად იცის.
"ჩვენ, ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების კამპანიას ვიწყებთ! ძალიან მინდა, რომ თქვენთან ერთად ვიყო, მაგრამ ქართულ ოცნებას ჩვენი ისე ეშინია, რომ ამის უფლებას არ გვაძლევს, ამიტომ მე და ბადრი ციხეში ვართ. რატომ? — იმიტომ, რომ ქართულ ოცნებას ქართველ ხალხთან შეხვედრის ეშინია. ქართულ ოცნებას ეშინია, რომ 13 წლის შემდეგ, მათ ჩვენი მოქალაქეებისთვის სათქმელი არაფერი აქვთ და ხალხმა ეს ძალიან კარგად იცის. მათ ეშინიათ იმ პრობლემების, რომლებიც რეალურად აწუხებს ხალხს. მოქალაქეები, რეალურად ხმას მისცემენ მაღალი ფასების, უმუშევრობის, დაბალი ხელფასების, ავარიული შენობების, საშინელი საცობების, ნარკომანიისა და მიუსაფარი ცხოველების საკითხების მოგვარებას, რაც ახლა ჩვენი ქალაქების ყოველდღიურობად იქცა. რაც მთავარია, ხმას მისცემენ კორუფციისა და რუსული ხელისუფლების წინააღმდეგ. ქართულმა ოცნებამ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები წააგო. მათ იციან, რომ წელსაც წააგებენ, თუ კამპანიაში ყველა ერთად შევალთ. ჩემო მეგობრებო, მათ შეუძლიათ ციხეში ჩაგვსვან, მაგრამ თქვენ ვერ შეგაჩერებენ ცვლილებისთვის ბრძოლაში და ვერ შეაჩერებენ ხალხს, რომ ხმა მისცენ ცვლილებებს. ასე რომ, მთელი ენერგიით იბრძოლეთ და დაარწმუნეთ ყველა, რომ ჩვენ შეგვიძლია დავიბრუნოთ ჩვენი მუნიციპალიტეტები, ქალაქები, ჩვენი სოფლები. ყოველდღე, ყოველმხრივ, ყველა შესაძლებლობით უნდა დავუპირისპირდეთ ქართულ ოცნებას!" — განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.
გუშინ, 18 აგვისტოს ლელო — ძლიერმა საქართველომ და პარტიამ გახარია საქართველოსთვის თბილისის მერობის ერთობლივ კანდიდატად ძლიერი საქართველოს გენერალური მდივანი, ირაკლი კუპრაძე წარადგინეს. ამის შესახებ რიყის პარკში გამართული ღონისძიებიდან გახდა ცნობილი, სადაც ასევე ითქვა, რომ ოპოზიციურმა პარტიებმა საარჩევნო კამპანია ოფიციალურად გახსნეს.
რაც შეეხება თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატს, აღნიშნულ პოსტზე ირაკლი კუპრაძემ პარტია გახარია საქართველოსთვის წევრი — გიორგი შარაშიძე წარადგინა.
თბილისის მერობის ვიცე-მერობის კანდიდატებად კი ლელო — ძლიერი საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი ალეკო ელისაშვილი და გახარია საქართველოსთვის წევრი ტატა ხვედელიანი.
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
-
ComCom-მა "ტვ პირველი" ტერმინოლოგიის გამოყენებისთვის 5 000 ლარით დააჯარიმა ComCom-მა "ტვ პირველი" ტერმინოლოგიის გამოყენებისთვის 5 000 ლარით დააჯარიმა
გადახედვა
-
იავნანა — როგორ ეხმარება მუსიკა საზღვარგარეთ მცხოვრებ ბავშვებს ქართულ ენასთან კავშირის შენარჩუნებაში იავნანა — როგორ ეხმარება მუსიკა საზღვარგარეთ მცხოვრებ ბავშვებს ქართულ ენასთან კავშირის შენარჩუნებაში
-
წითელი ღვინის კრიზისი? — როგორია ვაზის მომავალი კლიმატის ცვლილების ფონზე წითელი ღვინის კრიზისი? — როგორია ვაზის მომავალი კლიმატის ცვლილების ფონზე
გადახედვა
-
13-15 აგვისტოს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი 13-15 აგვისტოს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი
გადახედვა
-
რატომ სჯერა ზოგ ადამიანს სამეცნიერო შეთქმულების თეორიების — კვლევა რატომ სჯერა ზოგ ადამიანს სამეცნიერო შეთქმულების თეორიების — კვლევა
გადახედვა
-
საქართველოში გერმანიის ახალი ელჩი ბარბარა ფოსი იქნება საქართველოში გერმანიის ახალი ელჩი ბარბარა ფოსი იქნება
გადახედვა
-
კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ქართული სამზარეულო) კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ქართული სამზარეულო)
გადახედვა
-
Zoom-ის ხარვეზი თავდამსხმელს სხვისი მოწყობილობის კონტროლის საშუალებას აძლევდა Zoom-ის ხარვეზი თავდამსხმელს სხვისი მოწყობილობის კონტროლის საშუალებას აძლევდა
გადახედვა
-
აღმოაჩინეს "სიგამხდრის მუტაცია", რომელიც ოზემპიკივით მოქმედებს აღმოაჩინეს "სიგამხდრის მუტაცია", რომელიც ოზემპიკივით მოქმედებს
გადახედვა
-
სააპელაციო სასამართლომ იოსებ სიგუას შემაკავებელი ორდერი გაუუქმა სააპელაციო სასამართლომ იოსებ სიგუას შემაკავებელი ორდერი გაუუქმა
გადახედვა
-
განათლება, რომელიც მსოფლიოს დაახლოებას ემსახურება | რა შესაძლებლობებს ქმნის საქართველოს ბანკისა და UWC-ს პარტნიორობა მოსწავლეებისთვის განათლება, რომელიც მსოფლიოს დაახლოებას ემსახურება | რა შესაძლებლობებს ქმნის საქართველოს ბანკისა და UWC-ს პარტნიორობა მოსწავლეებისთვის
-
ევროვიზია შავი ზღვის სანაპიროზე ჩამოდის — სად გაიმართება კონკურსი 2027 წელს ევროვიზია შავი ზღვის სანაპიროზე ჩამოდის — სად გაიმართება კონკურსი 2027 წელს
გადახედვა
-
"გუშინ დასრულდა სკანერის გადატარება. მეწყრის ვერსია გამოირიცხა" — გაუჩინარებული გურამ დადიანიძის დედა "გუშინ დასრულდა სკანერის გადატარება. მეწყრის ვერსია გამოირიცხა" — გაუჩინარებული გურამ დადიანიძის დედა
გადახედვა
-
ძალისგან შემდგარი ნაწილაკი — ფიზიკოსები აცხადებენ, რომ იდუმალი "გლუბოლი" იპოვეს ძალისგან შემდგარი ნაწილაკი — ფიზიკოსები აცხადებენ, რომ იდუმალი "გლუბოლი" იპოვეს
გადახედვა
-
ავტოსერვისიდან საექსპოზიციო სივრცემდე — თეგეტას პროექტმა Staged Mechanics საერთაშორისო აღიარება მოიპოვა ავტოსერვისიდან საექსპოზიციო სივრცემდე — თეგეტას პროექტმა Staged Mechanics საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
-
შსს: ნარკოდანაშაულის ბრალდებით 135 პირი დააკავეს, რომელთაგან 55 ნარკორეალიზაციაში იყო ჩართული შსს: ნარკოდანაშაულის ბრალდებით 135 პირი დააკავეს, რომელთაგან 55 ნარკორეალიზაციაში იყო ჩართული
გადახედვა
-
მთელი დღეები უჭმელ-უსმელი ვიყავი — ჯენა ორტეგა კარიერის რთულ დასაწყისს იხსენებს მთელი დღეები უჭმელ-უსმელი ვიყავი — ჯენა ორტეგა კარიერის რთულ დასაწყისს იხსენებს
გადახედვა
-
გომის მთაზე მომხდარი ავარიისას დაშავებული 11 პირი საავადმყოფოშია გადაყვანილი — მათგან 6 ბავშვია გომის მთაზე მომხდარი ავარიისას დაშავებული 11 პირი საავადმყოფოშია გადაყვანილი — მათგან 6 ბავშვია
გადახედვა
-
2026 წლის მზის დაბნელება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან — ნახეთ ფოტოები 2026 წლის მზის დაბნელება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან — ნახეთ ფოტოები
გადახედვა
-
ღია სცენა: თაკარა და სუხიშვილების ახალი დადგმა — რეკონსტრუქცია ღია სცენა: თაკარა და სუხიშვილების ახალი დადგმა — რეკონსტრუქცია
კომენტარები