თეგეტა მოტორსში შეძენილ ავტონაწილებზე უპრეცედენტო საგარანტიო პირობები მოქმედებს
ფოტო: თეგეტა
თეგეტა მოტორსში შეძენილი მსუბუქი ავტომობილების სათადარიგო ნაწილებზე გარანტია იმ შემთხვევაშიც გავრცელდება, თუ მისი მონტაჟი კომპანიის გარეთ არსებულ სერვისცენტრში შესრულდა. შეთავაზება მომხმარებელს თავისუფალი არჩევანის შესაძლებლობას აძლევს, თავად აირჩიოს მისთვის მოსახერხებელი ადგილი ავტონაწილის შეცვლისთვის; ლოკაციის მიუხედავად, ავტონაწილის ყიდვისას მიღებული თეგეტა მოტორსის გარანტია მაინც შენარჩუნდება.
თეგეტა მოტორსის ეს ინიციატივა ქმნის ახალ სტანდარტს საავტომობილო ინდუსტრიაში და ადასტურებს, რომ კომპანია მზად არის, აიღოს პასუხისმგებლობა პროდუქციის ხარისხზე, რომელსაც მომხმარებელს სთავაზობს. თეგეტა მოტორსში მსუბუქი ავტომობილების ნაწილების ფართო არჩევანია წარმოდგენილი და კომპანია 300-ზე მეტი საერთაშორისო ბრენდის ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოში.
ფოტო: თეგეტა
კონსტანტინე ფაცაცია, თეგეტა მოტორსის მსუბუქი ავტომობილების ნაწილების მიმართულების უფროსი ოფიცერი: “თეგეტა მოტორსი მზად არის, შექმნას მეტი მოქნილობა და კომფორტი მომხმარებლისთვის. ამიერიდან მნიშვნელობა აღარ ექნება, სად დამონტაჟდება თეგეტა მოტორსის შოურუმში შეძენილი ავტონაწილი — ჩვენს სერვისცენტრში თუ სხვა ნებისმიერ ლოკაციაზე, პროდუქციის გარანტია ძალაში რჩება.
ხშირია შემთხვევა, როდესაც მომხმარებელს უკვე დაშლილი ჰყავს ავტომობილი სხვა სერვისცენტრში და სჭირდება, ავტონაწილი ადგილზე დაამონტაჟოს, ასეთ შემთხვევებშიც კი მას ეცოდინება, რომ თეგეტა მოტორსი პასუხისმგებლობას აიღებს ყველა დეტალის ხარისხზე და ქარხნული წუნის შემთხვევაში ღირებულებას აანაზღაურებს. ჩვენთვის მთავარია, მომხმარებელმა იცოდეს, რომ საავტომობილო ინდუსტრიის ლიდერი კომპანია სრულად აგებს პასუხს რეალიზებული ნაწილის ხარისხზე“.
თეგეტა მოტორსი განსაზღვრავს იმ პირობებსაც, რომლებიც მომხმარებელმა უნდა გაითვალისწინოს გარანტიის გამოყენებისას. თუ კომპანიაში შეძენილი ავტონაწილი დამონტაჟდება სხვა სერვისცენტრში და შემდგომ გაირკვევა, რომ დეტალის ქარხნული წუნი გახდა მისი მწყობრიდან გამოსვლის მიზეზი, მომხმარებელი თეგეტა მოტორსში მხოლოდ მეორადი მონტაჟის მომსახურების ღირებულებას გადაიხდის, თავად ნაწილი კი უფასოდ ჩანაცვლდება. თუ პირველადი მონტაჟიც თეგეტა მოტორსში შესრულდა, მეორადი მონტაჟის მომსახურებაც უფასოა.
ფოტო: თეგეტა
გარანტია მოქმედებს მხოლოდ ავტონაწილის ქარხნული წუნის შემთხვევაში და არა დეტალის მექანიკური დაზიანებისას. გარანტია არ მოქმედებს, თუ ავტონაწილი მწყობრიდან გამოსულია არასწორი მონტაჟის გამო.
რაც შეეხება ვადებს, გარე გარანტიის შემთხვევაში, პრემიუმ ბრენდებზე ვრცელდება სამთვიანი, ხოლო არაპრემიუმ ბრენდებზე — ერთთვიანი გარანტია. შიდა საგარანტიო პირობების მიხედვით კი პრემიუმ ბრენდებზე ვრცელდება ექვსთვიანი, ხოლო არაპრემიუმებზე, სამთვიანი გარანტია.
--
თეგეტა მოტორსის შესახებ: თეგეტა ჰოლდინგში შემავალი კომპანია თეგეტა მოტორსი 1995 წლიდან ოპერირებს ბაზარზე მსუბუქი, სატვირთო და სპეციალური დანიშნულების სერვისის მიმართულებით. ავტოინდუსტრიის ლიდერი კომპანია მომხმარებელს ავტომომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს, როგორც მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების, ისე ავტობუსებისა და მიკროავტობუსების, ასევე სპეციალური დანიშნულების ტექნიკის კუთხით. კომპანიას მთელი ქვეყნის მასშტაბით 28 ფილიალი აქვს, რომლებიც 500 000-მდე საცალო და 35 000-მდე კორპორაციულ მომხმარებელს ემსახურება. თეგეტა მოტორსი 300-მდე მსოფლიო ბრენდის წარმომადგენელია საქართველოში, მათ შორის: Bridgestone, Michelin, Varta, Shell, Motul, Hengst და სხვ.
-
მარკო რუბიო: ჩვენ მკაფიოდ განვუმარტეთ [ქართულ მხარეს] რა პირობების შესრულებაა საჭირო აშშ-სთან ურთიერთობების გასაუმჯობესებლად. მარკო რუბიო: ჩვენ მკაფიოდ განვუმარტეთ [ქართულ მხარეს] რა პირობების შესრულებაა საჭირო აშშ-სთან ურთიერთობების გასაუმჯობესებლად.
გადახედვა
-
"ქართულმა ოცნებამ" BBC-ის საჩივრით მესამედ მიმართა "ქართულმა ოცნებამ" BBC-ის საჩივრით მესამედ მიმართა
გადახედვა
-
ბორხესის 85 წლის წინანდელი მოთხრობა ინტერნეტის პირქუშ მომავალს მოასწავებს ბორხესის 85 წლის წინანდელი მოთხრობა ინტერნეტის პირქუშ მომავალს მოასწავებს
გადახედვა
-
გიორგი კაკაურიძე: "პროდუქტების გაიაფებას რატომ ველოდებოდით, არ ვიცი" გიორგი კაკაურიძე: "პროდუქტების გაიაფებას რატომ ველოდებოდით, არ ვიცი"
გადახედვა
-
ლუკაშენკო სომხეთს აფრთხილებს, უკრაინის ბედი არ გაიზიაროს ლუკაშენკო სომხეთს აფრთხილებს, უკრაინის ბედი არ გაიზიაროს
გადახედვა
-
მარია ზახაროვა: ერევნის კურსი რუსეთის ინტერესების საწინააღმდეგო ქმედებებამდე მიგვიყვანს მარია ზახაროვა: ერევნის კურსი რუსეთის ინტერესების საწინააღმდეგო ქმედებებამდე მიგვიყვანს
გადახედვა
-
კროსვორდი: გახსოვს ჩცდ-ის პერსონაჟების გვარები? კროსვორდი: გახსოვს ჩცდ-ის პერსონაჟების გვარები?
გადახედვა
-
კიდევ სად გვინახავს ეიფორიას მსახიობები? — ცნობილი სერიალები და ფილმები კიდევ სად გვინახავს ეიფორიას მსახიობები? — ცნობილი სერიალები და ფილმები
გადახედვა
-
თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ შავი ზღვის რიგით მე-19 ჯაზფესტივალს თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ შავი ზღვის რიგით მე-19 ჯაზფესტივალს
-
ჰაკერებმა Meta-ს ჩატბოტი მოატყუეს და რამდენიმე ინსტაგრამ ანგარიში გატეხეს ჰაკერებმა Meta-ს ჩატბოტი მოატყუეს და რამდენიმე ინსტაგრამ ანგარიში გატეხეს
გადახედვა
-
შეიძინე აქციები და კრიპტო აქტივები საქართველოს ბანკში — მიიღე 1,000,000 PLUS ქულა საჩუქრად შეიძინე აქციები და კრიპტო აქტივები საქართველოს ბანკში — მიიღე 1,000,000 PLUS ქულა საჩუქრად
-
"შეხვედრა იმედისმომცემი იყო" — დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლები ირაკლი კობახიძეს შეხვდნენ "შეხვედრა იმედისმომცემი იყო" — დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლები ირაკლი კობახიძეს შეხვდნენ
გადახედვა
-
მიხეილ სარჯველაძე: ვართ განწყობილი, რომ რაც შეიძლება სწრაფად და რაც შეიძლება ეფექტიანად მოინახოს გადაწყვეტილებები მიხეილ სარჯველაძე: ვართ განწყობილი, რომ რაც შეიძლება სწრაფად და რაც შეიძლება ეფექტიანად მოინახოს გადაწყვეტილებები
გადახედვა
-
ახალმა პრეპარატმა პანკრეასის სიმსივნის მქონე პაციენტთა გადარჩენის პერიოდი გააორმაგა ახალმა პრეპარატმა პანკრეასის სიმსივნის მქონე პაციენტთა გადარჩენის პერიოდი გააორმაგა
გადახედვა
-
ყველა დროის 100 საუკეთესო რომანი — ნახეთ The Guardian-ის სრული სია ყველა დროის 100 საუკეთესო რომანი — ნახეთ The Guardian-ის სრული სია
გადახედვა
-
მარკო რუბიო: TRIPP-ის შეთანხმებას ნამდვილად აქვს პოტენციალი, სომხეთი რეგიონში ცენტრალურ სავაჭრო ცენტრად იქცეს მარკო რუბიო: TRIPP-ის შეთანხმებას ნამდვილად აქვს პოტენციალი, სომხეთი რეგიონში ცენტრალურ სავაჭრო ცენტრად იქცეს
გადახედვა
-
გაერო გვაფრთხილებს, რომ ეს ზაფხული განსაკუთრებულად ცხელი იქნება — ელ-ნინიო აქტიურდება გაერო გვაფრთხილებს, რომ ეს ზაფხული განსაკუთრებულად ცხელი იქნება — ელ-ნინიო აქტიურდება
გადახედვა
-
"გიორგი ეწინააღმდეგება დღევანდელი ხელისუფლების იზოლაციონისტურ პოლიტიკას" — ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული გიორგი უძილაურის ადვოკატი "გიორგი ეწინააღმდეგება დღევანდელი ხელისუფლების იზოლაციონისტურ პოლიტიკას" — ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული გიორგი უძილაურის ადვოკატი
გადახედვა
-
ეკა კუპატაძე: "წრფელად გავიფიქრე, ახლა რომ დ.-მ წრფელად მოინანიოს, მე ვთხოვ მოსამართლეს, რომ წლები შეუმსუბუქოს" ეკა კუპატაძე: "წრფელად გავიფიქრე, ახლა რომ დ.-მ წრფელად მოინანიოს, მე ვთხოვ მოსამართლეს, რომ წლები შეუმსუბუქოს"
გადახედვა
-
დიუშენის კუნთოვანი დისტროფია — რა ვიცით მედიკამენტებზე, რომლებსაც მშობლები ითხოვენ დიუშენის კუნთოვანი დისტროფია — რა ვიცით მედიკამენტებზე, რომლებსაც მშობლები ითხოვენ
გადახედვა
-
TI: აღრიცხულია ელიტური კორუფციის 315 სავარაუდო შემთხვევა, სადაც "ოცნების" 257-ზე მეტი მოქმედი თუ ყოფილი თანამდებობის პირი ფიგურირებს TI: აღრიცხულია ელიტური კორუფციის 315 სავარაუდო შემთხვევა, სადაც "ოცნების" 257-ზე მეტი მოქმედი თუ ყოფილი თანამდებობის პირი ფიგურირებს
გადახედვა
კომენტარები