სადისტური რეჟიმის და სისტემური დანაშაულების შემოქმედები, ადამიანების მკვლელობებში, წამებასა და გაუბედურებაში მხილებული ხალხი ჩვენზე ლაპარაკობს — გოტა ჭანტურია ენმ-ზე
მოძრაობა "სოციალური დემოკრატიისთვის ერთ-ერთი ლიდერი და საზმაუს მარშის აქტიური მონაწილე გოტა ჭანტურია ენმ-ის მიერ მათი მოძრაობის წევრ ვახუშტი მენაბდეზე თავდასხმას ეხმაურება და წერს, რომ "სადისტური რეჟიმის და სისტემური დანაშაულების შემოქმედები, ადამიანების მკვლელობებში, წამებასა და გაუბედურებაში მხილებული ხალხი მათზე ლაპარაკობს. ამაზე ცინიკური რა შეიძლება იყოს".
"დიდწილად ვახუშტიმ გასცა კითხვებს პასუხი, მაგრამ ჩემი მხრიდან ორი სიტყვა მინდა დავამატო.
აქ მთავარი ამბავი არის შემდეგი — რამდენიმე დღეა ნაციონალური მოძრაობა, თუ მისი ერთ-ერთი ფრთა (იგულისხმება მათი შიდა განხეთქილებები), ახორციელებს კარგად დაგეგმილ, ორგანიზებულ შეტევას ჩვენს მოძრაობასა და საზოგადოებრივი მაუწყებლის მარშზე.
მიზანი, ცხადია, ყველა განსხვავებულის განადგურებაა. წინააღმდეგობა უნდა გაიწმინდოს იმისგან, ვინც არ ემორჩილება მათ დიქტატს და ბოლოს ისევ დაგვრჩეს მარცხის ფორმულა — ნაცები vs ქოცები.
აქამდე ბოლშევიკებს, კომუნისტებს, პუტინისტებს გვეძახდნენ. ნახეს რომ საზოგადოებაში დიდი გამოხმაურება ვერ ჰპოვა და არავის აინტერესებს მათი ღვარძლიანი, საცოდავი მეთოდები.
დღეს უკვე მეთოდები შეცვალეს — მთავარია ეჭვი შეიტანონ, უნდობლობა დათესონ.
ერთი მხრივ, 10-15 ადამიანი ვართ და მეორე მხრივ, მთელ თავის ძალისხმევას ჩვენზე ხარჯავენ. ბუნებრივია, ეს აჩვენებს რომ მათთვის ჩვენ წარმოვადგენთ საფრთხეს, რადგან:
— გვაქვს მკაფიო ღირებულებითი და იდეოლოგიური საფუძველი.
— გვყავს ძალიან ძლიერი გუნდი, მათ შორის მხარდამჭერები აკადემიიდან, სამეცნიერო წრეებიდან, რეგიონული და სახალხო წინააღმდეგობებიდან.
— შეგვიძლია თანამშრომლობა სხვა ჯგუფებთან, აქტივისტებთან.
— გვაქვს კარგი საერთაშორისო კონტაქტები.
სხვა სიტყვებით, ძალიან პერსპექტიულად გამოვიყურებით, რაც მათთვის საშიშია, რადგან ისინი წარსულს წარმოადგენენ, ჩვენ — მომავალს.
მოკლედ და კონკრეტულად — ჩვენ გავაგრძელებთ საქმის კეთებას. პირველ რიგში, ვიბრძოლებთ ბოლომდე, სანამ თითოეული სინდისის პატიმარი არ იქნება თავისუფალი.
რაც მთავარია, ჩვენი სოლიდარობა პოლიტიკური ქულების ჩაწერისა და კეკლუცობისთვის გამიზნული არასდროს ყოფილა. არც ის არის აუცილებელი ყველას ყველაფერში თანხმობა გვქონდეს.
სადისტური რეჟიმის და სისტემური დანაშაულების შემოქმედები, ადამიანების მკვლელობებში, წამებასა და გაუბედურებაში მხილებული ხალხი ჩვენზე ლაპარაკობს. ამაზე ცინიკური რა შეიძლება იყოს, არ ვიცი.
ყველაზე საინტერესო ის არის, რომ მათი ავტორების უმრავლესობა ალბათ 3-ზე მეტჯერაც არ ყოფილან ფიზიკურად ჩართული მიმდინარე პროტესტში, რომელიც აგერ უკვე 300 დღეს მიუკაკუნებს.
არცერთი დღე არ გამოგვიტოვებია. არცერთი! და ვართ ყველგან - რუსთაველზე, საზმაუსთან, სასამართლოებზე, რეგიონებში, სოფლებში, თვალჭრელიძეზე, გარემოვაჭრეებთან და ა.შ. და ა.შ.
მოკლედ, ბრძოლა გრძელდება და ჩვენთვის ცხადია, რომ სწორ მხარეს ვდგავართ და ვიდექით კიდევაც, მათ შორის, ნაცების წინააღმდეგ. საბედნიეროდ, ამ ქვეყანაში იქმნება სამოქალაქო საზოგადოება და ავტორიტარებისათვის ადგილი აღარ იქნება", — წერს გოტა ჭანტურია.
შეგახსენებთ, რომ ენმ-ის ერთ-ერთი ლიდერი ანა წითლიძე ენმ-ის ერთ-ერთი ლიდერი ანა წითლიძე ვახუშტი მენაბდეს "ოცნებასთან" გარიგებაში ადანაშაულებს. მან სოციალურ ქსელში სატენდერო ხელშეკრულებებს გამოაქვეყნა, რომელიც მისი თქმით, ვახუშტი მენაბდის ძმა და არჩილ თალაკვაძის ძმა, ავთანდილ თალაკვაძე აწერენ ხელს.
წითლიძის ბრალდებას დღეს ვახუშტი მენაბდე გამოეხმაურა და დაწერა, რომ "ენმ წინააღმდეგობის საბოტაჟითაა დაკავებული".
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
-
იავნანა — როგორ ეხმარება მუსიკა საზღვარგარეთ მცხოვრებ ბავშვებს ქართულ ენასთან კავშირის შენარჩუნებაში იავნანა — როგორ ეხმარება მუსიკა საზღვარგარეთ მცხოვრებ ბავშვებს ქართულ ენასთან კავშირის შენარჩუნებაში
-
წითელი ღვინის კრიზისი? — როგორია ვაზის მომავალი კლიმატის ცვლილების ფონზე წითელი ღვინის კრიზისი? — როგორია ვაზის მომავალი კლიმატის ცვლილების ფონზე
გადახედვა
-
13-15 აგვისტოს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი 13-15 აგვისტოს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი
გადახედვა
-
შსს: სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ "დარიალიდან" მოქალაქეთა ევაკუაცია განხორციელდა შსს: სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ "დარიალიდან" მოქალაქეთა ევაკუაცია განხორციელდა
გადახედვა
-
რატომ სჯერა ზოგ ადამიანს სამეცნიერო შეთქმულების თეორიების — კვლევა რატომ სჯერა ზოგ ადამიანს სამეცნიერო შეთქმულების თეორიების — კვლევა
გადახედვა
-
ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან, 16 წლის გოგოს მატარებელი შეეჯახა და გარდაიცვალა — "ბათუმელები" ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან, 16 წლის გოგოს მატარებელი შეეჯახა და გარდაიცვალა — "ბათუმელები"
გადახედვა
-
Zoom-ის ხარვეზი თავდამსხმელს სხვისი მოწყობილობის კონტროლის საშუალებას აძლევდა Zoom-ის ხარვეზი თავდამსხმელს სხვისი მოწყობილობის კონტროლის საშუალებას აძლევდა
გადახედვა
-
აღმოაჩინეს "სიგამხდრის მუტაცია", რომელიც ოზემპიკივით მოქმედებს აღმოაჩინეს "სიგამხდრის მუტაცია", რომელიც ოზემპიკივით მოქმედებს
გადახედვა
-
თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება
-
სააპელაციო სასამართლომ იოსებ სიგუას შემაკავებელი ორდერი გაუუქმა სააპელაციო სასამართლომ იოსებ სიგუას შემაკავებელი ორდერი გაუუქმა
გადახედვა
-
ევროვიზია შავი ზღვის სანაპიროზე ჩამოდის — სად გაიმართება კონკურსი 2027 წელს ევროვიზია შავი ზღვის სანაპიროზე ჩამოდის — სად გაიმართება კონკურსი 2027 წელს
გადახედვა
-
"გუშინ დასრულდა სკანერის გადატარება. მეწყრის ვერსია გამოირიცხა" — გაუჩინარებული გურამ დადიანიძის დედა "გუშინ დასრულდა სკანერის გადატარება. მეწყრის ვერსია გამოირიცხა" — გაუჩინარებული გურამ დადიანიძის დედა
გადახედვა
-
ძალისგან შემდგარი ნაწილაკი — ფიზიკოსები აცხადებენ, რომ იდუმალი "გლუბოლი" იპოვეს ძალისგან შემდგარი ნაწილაკი — ფიზიკოსები აცხადებენ, რომ იდუმალი "გლუბოლი" იპოვეს
გადახედვა
-
გომის მთაზე მომხდარი ავტოავარიის საქმეზე მიკროავტობუსის მძღოლი დააკავეს გომის მთაზე მომხდარი ავტოავარიის საქმეზე მიკროავტობუსის მძღოლი დააკავეს
გადახედვა
-
ავტოსერვისიდან საექსპოზიციო სივრცემდე — თეგეტას პროექტმა Staged Mechanics საერთაშორისო აღიარება მოიპოვა ავტოსერვისიდან საექსპოზიციო სივრცემდე — თეგეტას პროექტმა Staged Mechanics საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
-
შსს: ნარკოდანაშაულის ბრალდებით 135 პირი დააკავეს, რომელთაგან 55 ნარკორეალიზაციაში იყო ჩართული შსს: ნარკოდანაშაულის ბრალდებით 135 პირი დააკავეს, რომელთაგან 55 ნარკორეალიზაციაში იყო ჩართული
გადახედვა
-
მთელი დღეები უჭმელ-უსმელი ვიყავი — ჯენა ორტეგა კარიერის რთულ დასაწყისს იხსენებს მთელი დღეები უჭმელ-უსმელი ვიყავი — ჯენა ორტეგა კარიერის რთულ დასაწყისს იხსენებს
გადახედვა
-
გომის მთაზე მომხდარი ავარიისას დაშავებული 11 პირი საავადმყოფოშია გადაყვანილი — მათგან 6 ბავშვია გომის მთაზე მომხდარი ავარიისას დაშავებული 11 პირი საავადმყოფოშია გადაყვანილი — მათგან 6 ბავშვია
გადახედვა
-
2026 წლის მზის დაბნელება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან — ნახეთ ფოტოები 2026 წლის მზის დაბნელება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან — ნახეთ ფოტოები
გადახედვა
-
ღია სცენა: თაკარა და სუხიშვილების ახალი დადგმა — რეკონსტრუქცია ღია სცენა: თაკარა და სუხიშვილების ახალი დადგმა — რეკონსტრუქცია
კომენტარები