გიგა დათიაშვილი

5 Aug. 2025, 14:00

"ანდრო გამოირჩეოდა იმით, რომ ადიოდა ხოლმე ზემოთ, სპეცრაზმთან და გვეუბნებოდა, რომ ვიღაცები უნდა გამოვიყვანოო. ვეუბნებოდით, რომ არ გინდა...

მიდიოდა და ძირითად იყო ამ საქმიანობით დაკავებული, ამის ვიდეომასალაც არსებობს, სოციალურ ქსელში გავრცელდა, წინა აქციებზე, როცა სპეცრაზმსა და აქციის მონაწილეებს შორის დგას, პერანგით და აშველებს მათ, იმ ვიდეოშიც სპეცრაზმელი ურტყამს ანდროს და ეს უტრიალდება — "რას შვები, გამყავსო" ეუბნება.

ძირითადად ამ საქმიანობით იყო დაკავებული... 29-შიც, როცა ანდრო ზემოთ იყო ასული, ჩამოვიდა და გამარტყა ფეხშიო, სარაჯიშვილის ბოთლი გამარტყა სპეცრაზმელმაო, მესროლაო."

თქვა მსახიობმა გიგა დათიაშვილმა პროევროპულ აქციებში მონაწილეობისთვის დაკავებული 11 პირის სასამართლო პროცესზე. მის მიმართვას "პუბლიკა" ავრცელებს.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რა მტკიცებულებებით ედავება პროკურატურა ნ.ი.-ს გიგა ავალიანის საქმეზე ძალადობის წაქეზებას — საქმის დეტალები
  2. "რუსთაველის გამზირზე თვითმცლელში მცირეწლოვანი ბავშვი იმყოფებოდა" — GWP სამართლებრივ ზომებს მიმართავს
  3. შსს: "გურამ დადიანიძის საქმეზე ჩატარდა ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედება, თუმცა რაიმე საეჭვო გარემოება გამოვლენილი ვერ იქნა"
  4. "თბილისის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა" განცხადებას ავრცელებს
  5. ვინ მიიღებს სასკოლო ფორმებს უფასოდ? — განათლების სამინისტრომ ახალი წესი დაამტკიცა

გირჩევთ

ახლა კითხულობენ