"ამ შაბათ-კვირას" დახურვის შემდეგ, ლიკა ევგენიძემ და გიორგი შარვაშიძემ შუადღის გადაცემაში გადასვლაზე უარი თქვეს და საზმაუ დატოვეს
გადაცემა "ამ შაბათ-კვირას" წამყვანებმა, ლიკა ევგენიძემ და გიორგი შარვაშიძემ გადაცემის დახურვის შემდეგ ტელევიზიის ახალ შეთავაზებაზე, შუადღის გადაცემაში გადასულიყვნენ, უარი თქვეს და საზოგადოებრივი მაუწყებელი დატოვეს. ინფორმაციას Mediachecker ავრცელებს.
"მე და გიორგის შემოგვთავაზეს შუადღის გადაცემაში გადასვლა, მაგრამ უარი ვთქვით იმიტომ, რომ გადაცემა "ამ შაბათ-კვირას" დახურეს, ჩვენი პროდიუსერები გაუშვეს და ამის გამო ჩვენც აღარ გავაგრძელეთ მათთან კონტრაქტი," — განაცხადა ლიკა ევგენიძემ Mediachecker-თან საუბრისას.
შეგახსენებთ, 25 ივლისს გავრცელდა ინფორმაცია, რომ საზოგადოებრივმა მაუწყებელმა გადაცემა "ამ შაბათ-კვირას" დახურა. Mediachecker-ს გადაცემის პროდიუსერმა, თამარ ჭინჭარაულმა განუცხადა, რომ მას რადიოს გადაცემებზე გადასვლა შესთავაზეს, უარის თქმის შემთხვევაში კი, მიუთითეს, რომ მასთან ხელშეკრულება 1-ელი აგვისტოდან შეწყდებოდა.
მასთან ერთად შეთავაზებაზე უარი თქვეს მარიამ ფირცხალავამ, ნია ბარაბაძემ და ანა აბაკელიამ.
მეტი საზოგადოებრივი მაუწყებლის შესახებ:
"პირველ არხზე" დაიხურა გადაცემაც —"რეალური სივრცე". გადაცემის დახურვის შესახებ საზოგადოებრივმა მაუწყებელმა თანამშრომლებს 30 აპრილს წერილობით აცნობა. მანამდე, 11 აპრილს, არხიდან სარედაქციო პოლიტიკის კრიტიკის გამო გაათავისუფლეს გადაცემის წამყვანი, ნინო ზაუტაშვილი და საინფორმაციო გამოშვება "მოამბის" წამყვანი ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი. ამავე მიზეზით, დისციპლინური სანქციები დაუწესდა საზმაუს 4 თანამშრომელს: "რეალური სივრცის" ჟურნალისტ თამარ მშვენიერაძეს, ამავე გადაცემის წამყვან სოსო კაციტაძეს, პულტის რეჟისორ კახა მელიქიძეს და ბრენდინგისა და პრომოციის ჯგუფის რეჟისორ ირმა ჩუბინიძეს.
ამის შემდეგ, საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელობამ "რეპუტაციული ზიანის მიყენების" საფუძველზე 3 თანამშრომელს მისცა გაფრთხილება. ესენი არიან: გადაცემა "რეალური სივრცის" რედაქტორი ტუხა კვინიკაძე, "შაბათ-კვირის შოუს" კორესპონდენტი ანა აბაკელია და "შაბათ-კვირის შოუს" აღმასრულებელ პროდიუსერი თამარ ჯინჭარაული. სამივე მათგანის დისციპლინარული სანქციის ბრძანებაში წერია, რომ მიზეზი "საჯარო სივრცეში გავრცელებული განცხადებებით მაუწყებლის სარედაქციო დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის ეჭვქვეშ დაყენება და ამის შედეგად, დამსაქმებლისთვის რეპუტაციული ზიანის მიყენებაა". ამავე საბაბით, საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურმა დირექტორმა სამსახურიდან შესაძლო გათავისუფლების შესახებ ტექნიკისა და ტექნოლოგიების მემონტაჟეთა და გრაფიკოსთა ჯგუფის მემონტაჟე-ოპერატორი, გივი კიტიაც გააფრთხილა.
ასევე იხილეთ:
- 1-ელი აგვისტოდან საზმაუზე გადაცემა "ამ შაბათ კვირას" იხურება
- ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი და ნინო ზაუტაშვილი საზოგადოებრივი მაუწყებლიდან გაათავისუფლეს
- ნინო ზაუტაშვილმა და ვასილ ივანოვ-ჩიქოვანმა საზოგადოებრივი მაუწყებელს სასამართლოში უჩივლეს
- "რეალური სივრცის" გუნდმა მენეჯმენტის შეთავაზებაზე უარი თქვა
- საზოგადოებრივმა მაუწყებელმა "რეპუტაციული ზიანის მიყენების" საფუძველზე კიდევ 3 თანამშრომელს მისცა გაფრთხილება
- საზოგადოებრივმა მაუწყებელმა "რეპუტაციული ზიანის მიყენების" გამო კიდევ ერთი თანამშრომელი გააფრთხილა
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
-
ComCom-მა "ტვ პირველი" ტერმინოლოგიის გამოყენებისთვის 5 000 ლარით დააჯარიმა ComCom-მა "ტვ პირველი" ტერმინოლოგიის გამოყენებისთვის 5 000 ლარით დააჯარიმა
გადახედვა
-
პრორუსი მამუკა ფიფია ირაკლი კობახიძის განცხადებით მოხარულია და გეორგიევსკის ტრაქტატის აღდგენას კვლავ ითხოვს პრორუსი მამუკა ფიფია ირაკლი კობახიძის განცხადებით მოხარულია და გეორგიევსკის ტრაქტატის აღდგენას კვლავ ითხოვს
გადახედვა
-
წითელი ღვინის კრიზისი? — როგორია ვაზის მომავალი კლიმატის ცვლილების ფონზე წითელი ღვინის კრიზისი? — როგორია ვაზის მომავალი კლიმატის ცვლილების ფონზე
გადახედვა
-
13-15 აგვისტოს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი 13-15 აგვისტოს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი
გადახედვა
-
შსს: სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ "დარიალიდან" მოქალაქეთა ევაკუაცია განხორციელდა შსს: სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ "დარიალიდან" მოქალაქეთა ევაკუაცია განხორციელდა
გადახედვა
-
რატომ სჯერა ზოგ ადამიანს სამეცნიერო შეთქმულების თეორიების — კვლევა რატომ სჯერა ზოგ ადამიანს სამეცნიერო შეთქმულების თეორიების — კვლევა
გადახედვა
-
ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან, 16 წლის გოგოს მატარებელი შეეჯახა და გარდაიცვალა — "ბათუმელები" ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან, 16 წლის გოგოს მატარებელი შეეჯახა და გარდაიცვალა — "ბათუმელები"
გადახედვა
-
კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ქართული სამზარეულო) კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ქართული სამზარეულო)
გადახედვა
-
Zoom-ის ხარვეზი თავდამსხმელს სხვისი მოწყობილობის კონტროლის საშუალებას აძლევდა Zoom-ის ხარვეზი თავდამსხმელს სხვისი მოწყობილობის კონტროლის საშუალებას აძლევდა
გადახედვა
-
თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება
-
განათლება, რომელიც მსოფლიოს დაახლოებას ემსახურება | რა შესაძლებლობებს ქმნის საქართველოს ბანკისა და UWC-ს პარტნიორობა მოსწავლეებისთვის განათლება, რომელიც მსოფლიოს დაახლოებას ემსახურება | რა შესაძლებლობებს ქმნის საქართველოს ბანკისა და UWC-ს პარტნიორობა მოსწავლეებისთვის
-
ევროვიზია შავი ზღვის სანაპიროზე ჩამოდის — სად გაიმართება კონკურსი 2027 წელს ევროვიზია შავი ზღვის სანაპიროზე ჩამოდის — სად გაიმართება კონკურსი 2027 წელს
გადახედვა
-
"გუშინ დასრულდა სკანერის გადატარება. მეწყრის ვერსია გამოირიცხა" — გაუჩინარებული გურამ დადიანიძის დედა "გუშინ დასრულდა სკანერის გადატარება. მეწყრის ვერსია გამოირიცხა" — გაუჩინარებული გურამ დადიანიძის დედა
გადახედვა
-
ძალისგან შემდგარი ნაწილაკი — ფიზიკოსები აცხადებენ, რომ იდუმალი "გლუბოლი" იპოვეს ძალისგან შემდგარი ნაწილაკი — ფიზიკოსები აცხადებენ, რომ იდუმალი "გლუბოლი" იპოვეს
გადახედვა
-
გომის მთაზე მომხდარი ავტოავარიის საქმეზე მიკროავტობუსის მძღოლი დააკავეს გომის მთაზე მომხდარი ავტოავარიის საქმეზე მიკროავტობუსის მძღოლი დააკავეს
გადახედვა
-
ავტოსერვისიდან საექსპოზიციო სივრცემდე — თეგეტას პროექტმა Staged Mechanics საერთაშორისო აღიარება მოიპოვა ავტოსერვისიდან საექსპოზიციო სივრცემდე — თეგეტას პროექტმა Staged Mechanics საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
-
მთელი დღეები უჭმელ-უსმელი ვიყავი — ჯენა ორტეგა კარიერის რთულ დასაწყისს იხსენებს მთელი დღეები უჭმელ-უსმელი ვიყავი — ჯენა ორტეგა კარიერის რთულ დასაწყისს იხსენებს
გადახედვა
-
გომის მთაზე მომხდარი ავარიისას დაშავებული 11 პირი საავადმყოფოშია გადაყვანილი — მათგან 6 ბავშვია გომის მთაზე მომხდარი ავარიისას დაშავებული 11 პირი საავადმყოფოშია გადაყვანილი — მათგან 6 ბავშვია
გადახედვა
-
2026 წლის მზის დაბნელება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან — ნახეთ ფოტოები 2026 წლის მზის დაბნელება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან — ნახეთ ფოტოები
გადახედვა
-
ღია სცენა: თაკარა და სუხიშვილების ახალი დადგმა — რეკონსტრუქცია ღია სცენა: თაკარა და სუხიშვილების ახალი დადგმა — რეკონსტრუქცია
კომენტარები