შეთავაზებები სარესტორნო ბიზნესს საქართველოს ბანკის ბიზნეს მობილბანკში
ფოტო: საქართველოს ბანკი
საქართველოს ბანკისთვის მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერა ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. სწორედ ამიტომ, ბანკი მუდმივად ცდილობს, შექმნას და განავითაროს სერვისები, რომლებიც მეწარმეების საჭიროებებზეა მორგებული.
სარესტორნო ბიზნესს, რომელიც ცვალებად გარემოში ოპერირებს, სანდო პარტნიორები და ეფექტური ინსტრუმენტები სჭირდება, რათა ყოველდღიური პროცესები გაუმარტივდეს და ბიზნესის განვითარების შესაძლებლობები გაზარდოს. სწორედ ამ მიზანს ემსახურება საქართველოს ბანკისა და პარტნიორი კომპანიების ერთობლივი შეთავაზებები, რომლებიც საქართველოს ბანკის ბიზნეს მობილბანკში შეგიძლიათ აღმოაჩინოთ. შეთავაზებები მოიცავს ფასდაკლებებსა და უფასო სერვისებს ფინანსურ, ტექნოლოგიურ, ლოგისტიკურ თუ სხვა მიმართულებებზე. მათ შორისაა:
3 თვიანი უფასო მომსახურება კვების ობიექტების მართვის სრულ ციფრულ სისტემაზე Kovzy-ისგან.
Kovzy ციფრული პლატფორმაა, რომელიც რესტორნებს ონლაინ შეკვეთებისა და რესტორნის შიდა მართვის ინსტრუმენტებს სთავაზობს. მათ შორის, ელექტრონული კომერციის მოდულის გამოყენებით, კვების ობიექტებს ეძლევა შესაძლებლობა, მიიღონ პირდაპირი შეკვეთები ყოველგვარი საკომისიოს გარეშე, ხოლო რესტორნის მართვის სისტემა ერთი მხრივ, კვების ობიექტში, ადგილზე მიღებული შეკვეთების და მეორე მხრივ ყველანაირი ონლაინ შეკვეთის მართვის ეფექტური ინსტრუმენტია.
საქართველოს ბანკის ბიზნეს მომხმარებლებისთვის შეთავაზება მოიცავს: უფასო ონბორდინგს 1 სამუშაო დღეში, 3-თვიან უფასო გამოწერას, 24/7 ტექნიკურ მხარდაჭერასა და სისტემურ განახლებებს. ეს ხელს უწყობს რესტორნების ოპერაციული პროცესების გაუმჯობესებას და ონლაინ გაყიდვების ზრდას დამატებითი დანახარჯების გარეშე. შეთავაზება დამწყები რესტორნებისთვისაა (2 წლამდე რეგისტრირებული ბიზნესი) განკუთვნილი.
50% ფასდაკლება რესტორნის რეზერვაციის პლატფორმაზე Rezto
Rezto მაგიდების ჯავშნისა და მართვის პლატფორმაა, რომელიც რესტორნებს ჯავშნების მარტივად მიღებასა და ეფექტურად მართვაში ეხმარება, სტუმრებს კი შესაძლებლობას აძლევს, სწრაფად და ციფრულად დაჯავშნონ მაგიდა სასურველ რესტორანში.
შეთავაზება მოიცავს შემდეგ სერვისებს:
- რეზერვაციის ბრენდირებული გვერდი;
- წინასწარი შეკვეთები და გადახდები;
- სოციალური მედიიდან შეკვეთების მიღება;
- მაგიდების მართვის სისტემა;
- სასტუმროს სერვისები;
საქართველოს ბანკის ბიზნეს მომხმარებლებისთვის მომსახურებაზე 50%-იანი ფასდაკლება ვრცელდება.
20%-მდე ფასდაკლება ბრენდირებული უნიფორმების და სარეკლამო აქსესუარების დამზადებაზე Arte-სგან
თანამედროვე დანადგარებით აღჭურვილი სარეკლამო კომპანია არტე საქართველოს ბანკის ბიზნეს მომხმარებლებს ბრენდირებული პროდუქციის შექმნას შეღავათიანი პირობებით სთავაზობს.
სერვისები მოიცავს:
- სამკერვალო მომსახურებას;
- პრომო პროდუქციას;
- ბრენდირებულ საჩუქრებს;
- შესაფუთ პროდუქციას;
- ოფისისთვის საჭირო აღჭურვილობას;
- პოლიგრაფიას;
- გარე რეკლამას და სხვა.
გაყიდვების სტრატეგია 35%-იანი ფასდაკლებით სოლუშენერისგან
სოლუშენერის ბიზნეს კონსულტანტების გუნდი მცირე და საშუალო ბიზნესს ხელს უწყობს, მოიპოვოს ხელშესახები კომერციული უპირატესობა კონკურენტებზე და სწორი სტრატეგიული გადაწყვეტილებებით გაყიდვები გაზარდოს.
საქართველოს ბანკის ბიზნეს მომხმარებლებს სოლუშენერი ბიზნეს ანალიტიკასა და ბაზრის მიმოხილვას უფასოდ, ხოლო ყველა დანარჩენ სერვისზე 35%-იან ფასდაკლებას სთავაზობს. ესენია:
- გაყიდვების, მარკეტინგის და PR-ის ერთიანი სტრატეგიის შექმნა;
- ბიზნესმოდელის შერჩევა/განახლება;
- პროდუქტების და ფასების ფორმირება/განახლება;
- კომერციული გუნდის დაკომპლექტება;
- კომპეტენციების განახლება/ტრენინგები.
40%-იანი ფასდაკლება ფინანსურ მომსახურებაზე ლევერიჯ კონსალტინგისგან
ლევერიჯ კონსალტინგი ფინანსური საკონსულტაციო კომპანიაა, რომელიც მომხმარებლებს ბიზნესისთვის საჭირო ფინანსური მენეჯმენტის სრულ სერვისებს სთავაზობს. სერვისები მოიცავს:
• ფინანსური მენეჯერის/დირექტორის აუთსორსინგს;
• ფინანსურ ანალიზსა და დიაგნოსტირებას;
• ფინანსურ მოდელირებასა და ბიუჯეტირებას;
• ფინანსური პროცესებისა და საოპერაციო ხარჯების ოპტიმიზაციას და სხვ.
მეტი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ბმულს ან გადმოწერეთ საქართველოს ბანკის ბიზნეს მობილბანკი და იხილეთ შეთავაზებების მოდული.
-
ბიზნესმენი ბესარიონ ხარძიანის "კუს ტბის" წილების საქმეზე სასამართლომ გიორგი უდესიანი და ალექსანდრე მუხაძე დამნაშავედ ცნო ბიზნესმენი ბესარიონ ხარძიანის "კუს ტბის" წილების საქმეზე სასამართლომ გიორგი უდესიანი და ალექსანდრე მუხაძე დამნაშავედ ცნო
გადახედვა
-
Spider-Man: Brand New Day-ს სრული ვერსია პლატფორმა X-ზე გავრცელდა Spider-Man: Brand New Day-ს სრული ვერსია პლატფორმა X-ზე გავრცელდა
გადახედვა
-
საქსტატი: ივლისში ტრანსპორტი 14.2%-ით, ხოლო სურსათი 4.9%-ით გაძვირდა საქსტატი: ივლისში ტრანსპორტი 14.2%-ით, ხოლო სურსათი 4.9%-ით გაძვირდა
გადახედვა
-
მეცნიერებმა ჩვენს დნმ-ში ორი იდუმალი, "მოჩვენებითი" წინაპარი აღმოაჩინეს მეცნიერებმა ჩვენს დნმ-ში ორი იდუმალი, "მოჩვენებითი" წინაპარი აღმოაჩინეს
გადახედვა
-
უკრაინამ ვლადიმირის ოლქში Wildberries-ის მორიგ ლოგისტიკურ ცენტრზე მიიტანა იერიში უკრაინამ ვლადიმირის ოლქში Wildberries-ის მორიგ ლოგისტიკურ ცენტრზე მიიტანა იერიში
გადახედვა
-
GREDA-ს გამგეობის თავმჯდომარე, გიორგი აბრამიშვილი, ვანო ზარდიაშვილის თანამდებობიდან გადადგომას ადასტურებს GREDA-ს გამგეობის თავმჯდომარე, გიორგი აბრამიშვილი, ვანო ზარდიაშვილის თანამდებობიდან გადადგომას ადასტურებს
გადახედვა
-
როგორ დავიცვათ თავი სიცხისგან? — დაავადებათა კონტროლის ცენტრი მოსახლეობას რეკომენდაციებით მიმართავს როგორ დავიცვათ თავი სიცხისგან? — დაავადებათა კონტროლის ცენტრი მოსახლეობას რეკომენდაციებით მიმართავს
გადახედვა
-
სტუდია "მონიტორის" Facebook-გვერდი გაითიშა სტუდია "მონიტორის" Facebook-გვერდი გაითიშა
გადახედვა
-
ტრამპის განცხადებით, ირანთან მოლაპარაკებები 3 აგვისტოს დაიწყება ტრამპის განცხადებით, ირანთან მოლაპარაკებები 3 აგვისტოს დაიწყება
გადახედვა
-
ატომური ბომბის შექმნით ქვეყანას ღვთის მადლი მიენიჭა — რუსეთის პატრიარქი კირილე ატომური ბომბის შექმნით ქვეყანას ღვთის მადლი მიენიჭა — რუსეთის პატრიარქი კირილე
გადახედვა
-
BMG: ვანო ზარდიაშვილი ელექტროსისტემის დირექტორობიდან მოხსნეს BMG: ვანო ზარდიაშვილი ელექტროსისტემის დირექტორობიდან მოხსნეს
გადახედვა
-
სომხეთის პრეზიდენტის ბრძანებით, ნიკოლ ფაშინიანი სომხეთის რესპუბლიკის პრემიერმინისტრად დაინიშნა სომხეთის პრეზიდენტის ბრძანებით, ნიკოლ ფაშინიანი სომხეთის რესპუბლიკის პრემიერმინისტრად დაინიშნა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკი — ფოთის საჭადრაკო ფესტივალზე ქართველი მოჭადრაკეების მთავარი მხარდამჭერი | ტურნირის შეჯამება საქართველოს ბანკი — ფოთის საჭადრაკო ფესტივალზე ქართველი მოჭადრაკეების მთავარი მხარდამჭერი | ტურნირის შეჯამება
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით მეწარმე ქალებისთვის გაყიდვების შესახებ ვორკშოპი გაიმართა საქართველოს ბანკის მხარდაჭერით მეწარმე ქალებისთვის გაყიდვების შესახებ ვორკშოპი გაიმართა
-
ახალი აღმოჩენები მიუთითებს, რომ ვენერა გეოლოგიურად ჯერ კიდევ აქტიურია ახალი აღმოჩენები მიუთითებს, რომ ვენერა გეოლოგიურად ჯერ კიდევ აქტიურია
გადახედვა
-
ორ წლამდე ასაკში შაქრის შეზღუდვა ტვინის უკეთეს ჯანმრთელობასთან დააკავშირეს ორ წლამდე ასაკში შაქრის შეზღუდვა ტვინის უკეთეს ჯანმრთელობასთან დააკავშირეს
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ჰარი პოტერის პერსონაჟი როულინგის ილუსტრაციით ქვიზი: გამოიცანი ჰარი პოტერის პერსონაჟი როულინგის ილუსტრაციით
-
ინკების მუმიების დნმ ადასტურებს — ყვავილი ამერიკაში ევროპიდან მოხვდა ინკების მუმიების დნმ ადასტურებს — ყვავილი ამერიკაში ევროპიდან მოხვდა
გადახედვა
-
მეცნიერებმა აჩვენეს, რომ ტვინს ერთდროულად რამდენიმე დავალების უკეთ შესრულების სწავლა შეუძლია მეცნიერებმა აჩვენეს, რომ ტვინს ერთდროულად რამდენიმე დავალების უკეთ შესრულების სწავლა შეუძლია
გადახედვა
-
სტუდენტებმა სახელმწიფო უნივერსიტეტებში სრული დაფინანსების მისაღებად გარკვეული პირობები უნდა დააკმაყოფილონ — მთავრობის ახალი დადგენილება სტუდენტებმა სახელმწიფო უნივერსიტეტებში სრული დაფინანსების მისაღებად გარკვეული პირობები უნდა დააკმაყოფილონ — მთავრობის ახალი დადგენილება
გადახედვა
-
ალეკო ელისაშვილს მოწმე პოლიციელის შეურაცხყოფისთვის ბრალი წარუდგინეს ალეკო ელისაშვილს მოწმე პოლიციელის შეურაცხყოფისთვის ბრალი წარუდგინეს
გადახედვა
კომენტარები