"კონსტიტუციის 78-ე მუხლი" საჯარო მოსამსახურეებს მათი შრომისა და ძალისხმევის შედეგის — ვიზალიბერალიზაციის დაცვისკენ მოუწოდებს
საჯარო მოსამსახურეთა დამოუკიდებელი პროფესიული კავშირი კონსტიტუციის 78-ე მუხლი უვიზო მიმოსვლის შესაძლო შეჩერებასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს.
განცხადებაში კონსტიტუციის 78-ე მუხლი წერს, რომ ევროინტეგრაციის გზაზე ევროპის ქვეყნებში უვიზო მიმოსვლის მოპოვება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეტაპი იყო და რამდენიმე მნიშვნელოვანი რეფორმის საფუძველიც გახდა.
"2017 წელს, საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროპის ქვეყნებში უვიზო მიმოსვლის შესაძლებლობის მოპოვება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეტაპი იყო ევროინტეგრაციის გზაზე.
ეს შედეგი, რასაკვირველია, მხოლოდ პოლიტიკური ნების გამოხატულება არ ყოფილა. მის მიღწევაში გადამწყვეტი როლი შეასრულეს საჯარო მოსამსახურეებმა, რომლებმაც ქვეყნისა და საქმის ერთგულებითა და პროფესიონალიზმით განახორციელეს ქვეყნის წინსვლისა და განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესი რეფორმები.
ამ ძალისხმევის ფარგლებში:
1. გაძლიერდა სასაზღვრო კონტროლი, მოდერნიზდა სასაზღვრო ზოლი;
2. წარმატებით შემუშავდა მიგრაციის, მათ შორის, რეადმისიის პოლიტიკა;
3. მნიშვნელოვანი რეფორმები გატარდა პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების უსაფრთხოების მიმართულებით: ამოქმედდა პირადობის ელექტრონული მოწმობები და ბიომეტრიული პასპორტები, შეიქმნა ბიომეტრიულ მონაცემთა ბაზები და განვითარდა მონაცემთა გაცვლის სისტემები ევროკავშირის სტანდარტების მიხედვით;
4. მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ცვლილებები განხორციელდა ადამიანის უფლებათა დაცვისა და ანტიდისკრიმინაციული პოლიტიკის გაძლიერების მიმართულებით.
ამ რეფორმების განხორციელებაზე მუშაობდნენ შს სამინისტროს, იუსტიციის სამინისტროს, საგარეო საქმეთა სამინისტროს, ეკონომიკის სამინისტროს და სხვა მნიშვნელოვანი უწყებების თანამშრომლები. შესაბამისად, ვიზალიბერალიზაცია წარმოადგენს წლების განმავლობაში, საჯარო სექტორში დასაქმებული პროფესიონალების შრომის შედეგს, რომლის დაკარგვა დაუშვებელია!" — წერია განცხადებაში.
დამოუკიდებელი პროფესიული კავშირი ყველა საჯარო მოსამსახურეს, რომელსაც მცირე წვლილი შეუტანია, ვიზალიბერალიზაციის პროცესში, მოუწოდებს დაიცვას საკუთარი შრომისა და ძალისხმევის შედეგი.
"დღეს, როდესაც მის შესაძლო შეჩერებაზე ვსაუბრობთ, უნდა გვახსოვდეს, რომ ეს ფუნდამენტი ათასობით საჯარო მოსამსახურის აშენებულია, რათა ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაცია საბოლოოდ ქცეულიყო რეალობად.
ვიზალიბერალიზაცია საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს მიმართ ნდობისა და მიღწეული პროგრესის შეფასებაა, მისი გაუქმება კი ნიშნავს არა მარტო მიღწეული შედეგის დაკარგვას, არამედ რამდენიმეწლიან ჩამორჩენას ევროინტეგრაციისა და ზოგადად, ქვეყნის განვითარების გზაზე.
მოვუწოდებთ ყველა საჯარო მოსამსახურეს, ვისაც თუნდაც უმცირესი წვლილი შეუტანია ამ პროცესში, დაიცვას საკუთარი შრომისა და ძალისხმევის შედეგი, რადგან ეს მიზანი ყოველგვარ პარტიულ ინტერესზე მაღლა დგას." — წერს სოციალურ ქსელში.
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
-
ComCom-მა "ტვ პირველი" ტერმინოლოგიის გამოყენებისთვის 5 000 ლარით დააჯარიმა ComCom-მა "ტვ პირველი" ტერმინოლოგიის გამოყენებისთვის 5 000 ლარით დააჯარიმა
გადახედვა
-
პრორუსი მამუკა ფიფია ირაკლი კობახიძის განცხადებით მოხარულია და გეორგიევსკის ტრაქტატის აღდგენას კვლავ ითხოვს პრორუსი მამუკა ფიფია ირაკლი კობახიძის განცხადებით მოხარულია და გეორგიევსკის ტრაქტატის აღდგენას კვლავ ითხოვს
გადახედვა
-
იავნანა — როგორ ეხმარება მუსიკა საზღვარგარეთ მცხოვრებ ბავშვებს ქართულ ენასთან კავშირის შენარჩუნებაში იავნანა — როგორ ეხმარება მუსიკა საზღვარგარეთ მცხოვრებ ბავშვებს ქართულ ენასთან კავშირის შენარჩუნებაში
-
წითელი ღვინის კრიზისი? — როგორია ვაზის მომავალი კლიმატის ცვლილების ფონზე წითელი ღვინის კრიზისი? — როგორია ვაზის მომავალი კლიმატის ცვლილების ფონზე
გადახედვა
-
13-15 აგვისტოს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი 13-15 აგვისტოს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი
გადახედვა
-
რატომ სჯერა ზოგ ადამიანს სამეცნიერო შეთქმულების თეორიების — კვლევა რატომ სჯერა ზოგ ადამიანს სამეცნიერო შეთქმულების თეორიების — კვლევა
გადახედვა
-
საქართველოში გერმანიის ახალი ელჩი ბარბარა ფოსი იქნება საქართველოში გერმანიის ახალი ელჩი ბარბარა ფოსი იქნება
გადახედვა
-
კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ქართული სამზარეულო) კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ქართული სამზარეულო)
გადახედვა
-
Zoom-ის ხარვეზი თავდამსხმელს სხვისი მოწყობილობის კონტროლის საშუალებას აძლევდა Zoom-ის ხარვეზი თავდამსხმელს სხვისი მოწყობილობის კონტროლის საშუალებას აძლევდა
გადახედვა
-
აღმოაჩინეს "სიგამხდრის მუტაცია", რომელიც ოზემპიკივით მოქმედებს აღმოაჩინეს "სიგამხდრის მუტაცია", რომელიც ოზემპიკივით მოქმედებს
გადახედვა
-
თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება
-
განათლება, რომელიც მსოფლიოს დაახლოებას ემსახურება | რა შესაძლებლობებს ქმნის საქართველოს ბანკისა და UWC-ს პარტნიორობა მოსწავლეებისთვის განათლება, რომელიც მსოფლიოს დაახლოებას ემსახურება | რა შესაძლებლობებს ქმნის საქართველოს ბანკისა და UWC-ს პარტნიორობა მოსწავლეებისთვის
-
ევროვიზია შავი ზღვის სანაპიროზე ჩამოდის — სად გაიმართება კონკურსი 2027 წელს ევროვიზია შავი ზღვის სანაპიროზე ჩამოდის — სად გაიმართება კონკურსი 2027 წელს
გადახედვა
-
"გუშინ დასრულდა სკანერის გადატარება. მეწყრის ვერსია გამოირიცხა" — გაუჩინარებული გურამ დადიანიძის დედა "გუშინ დასრულდა სკანერის გადატარება. მეწყრის ვერსია გამოირიცხა" — გაუჩინარებული გურამ დადიანიძის დედა
გადახედვა
-
ძალისგან შემდგარი ნაწილაკი — ფიზიკოსები აცხადებენ, რომ იდუმალი "გლუბოლი" იპოვეს ძალისგან შემდგარი ნაწილაკი — ფიზიკოსები აცხადებენ, რომ იდუმალი "გლუბოლი" იპოვეს
გადახედვა
-
ავტოსერვისიდან საექსპოზიციო სივრცემდე — თეგეტას პროექტმა Staged Mechanics საერთაშორისო აღიარება მოიპოვა ავტოსერვისიდან საექსპოზიციო სივრცემდე — თეგეტას პროექტმა Staged Mechanics საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
-
მთელი დღეები უჭმელ-უსმელი ვიყავი — ჯენა ორტეგა კარიერის რთულ დასაწყისს იხსენებს მთელი დღეები უჭმელ-უსმელი ვიყავი — ჯენა ორტეგა კარიერის რთულ დასაწყისს იხსენებს
გადახედვა
-
გომის მთაზე მომხდარი ავარიისას დაშავებული 11 პირი საავადმყოფოშია გადაყვანილი — მათგან 6 ბავშვია გომის მთაზე მომხდარი ავარიისას დაშავებული 11 პირი საავადმყოფოშია გადაყვანილი — მათგან 6 ბავშვია
გადახედვა
-
2026 წლის მზის დაბნელება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან — ნახეთ ფოტოები 2026 წლის მზის დაბნელება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან — ნახეთ ფოტოები
გადახედვა
-
ღია სცენა: თაკარა და სუხიშვილების ახალი დადგმა — რეკონსტრუქცია ღია სცენა: თაკარა და სუხიშვილების ახალი დადგმა — რეკონსტრუქცია
კომენტარები