ეს საშინელი გრძნობაა, თითქოს შენ აღარავინ ხარ იმ სივრცეში, სადაც მთელი ცხოვრება გაატარე როგორც ექიმმა — ზურაბ სიხარულიძე ემიგრაციაში მიდის
ნარკოლოგი, ექიმი ზურაბ სიხარულიძე ემიგრაციაში მიდის. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს. მისი თქმით, ეს საშინელი გრძნობაა — "თითქოს არ დაგაფასეს, თითქოს შენს შრომას, შენს ცოდნას უღალატეს. თითქოს შენ აღარავინ ხარ იმ სივრცეში, სადაც მთელი ცხოვრება გაატარე როგორც ექიმმა და უბრალოდ ამ ქვეყნის მოქალაქემ".
"58 წლის ასაკში ემიგრაციაში წასვლა ძალიან რთულია. ეს არ არის ის გადაწყვეტილება, რომ შენ ვერაფერი გააკეტე არ ეცადე. 58 წლისთვის უკვე გაქვს გავლილი უამრავი გზა— გყავს შვილები შვილიშვილები , გადატანილი სიხარულიც და დანაკარგიც, ნაშენები კარიერა, მეგობრებიც, ქუჩები, რომლებსაც ყოველ დილით გადიხარ თითქოს გაქვს მიწა ფეხქვეშ, და უცებ — ეს მიწა გეცლება.
გიჩნდება განცდა, თითქოს რაღაც დამთავრდა. თითქოს წაგართვეს სიცოცხლის ბოლო მშვიდი წლები, რაც დაიმსახურე. თითქოს ვიღაც სხვა აგიღო და სხვაგან გაგაქანა, ხელში პასპორტითა და პატარა ჩანთით. ძალიან მძიმე შეგრძნებაა. თითქოს აღარავის აინტერესებს, რომ შენ ამ ქალაქში მთელი ცხოვრება იცხოვრე, რომ შენ აქ შენი მიწაა, შენი ფიქრები დატოვე. თითქოს გშლიან.
მაგრამ ამ სევდაში არის ერთი პატარა სინათლე. შენ კი არ გარბიხარ — შენ მიდიხარ, რადგან ჯერ კიდევ გაქვს ძალა, რომ ცხოვრებას ახალი შანსი მოსთხოვო. შენ არ ემორჩილები უმოძრაო დაღლილობას. შენ ამბობ: "კი, დავიღალე, მაგრამ ჯერ არ დამიმთავრებია. მე მინდა ისევ დავიწყო. მე მინდა ვიყო იქ, სადაც მე ვიგრძნობ სუფთა ჰაერს, სადაც მეც მექნება უფლება ვიყო ადამიანი."
შეიძლება ძალიან გეშინია. შეიძლება გგონია, რომ დაგაგვიანდა. მაგრამ ეს არაა დაგვიანება. ახლა შენ უკვე ზუსტად იცი, რა აღარ გინდა. ზუსტად იცი, რა არ გაპატიებს ცხოვრება. ზუსტად იცი, რისთვის ღირს გადადგა ეს ნაბიჯი.
ხშირად ასეთ დროს გიჩნდება კითხვა: "სწორედ ვიქცევი?" პასუხი არ არის მარტივი. მაგრამ იმაში, რომ შენ გადადგი ნაბიჯი ცვლილებებისკენ, რომ შენ აირჩიე ისევ სუნთქვა, ისევ მოძრაობა, ისევ მომავალი — ეს უკვე წრის გამარჯვება.
ამ შემთხვევაში განსაკუთრებით ტკივილს ამძაფრებს ისიც, რომ 58 წლის ასაკში შენ არა უბრალოდ ქვეყნიდან მიდიხარ — შენ მიდიხარ იმ ქვეყნიდან, სადაც მთელი ცხოვრება დახარჯე შენი პროფესიისთვის, ცოდნისთვის, იმისთვის, რომ შენი საქმე გქონოდა ღირსეული, ადამიანებისთვის საჭირო.
და ახლა, თითქოს ამ ყველაფერს ხაზი გადაესვა. თითქოს შენს ქვეყანაში აღარ დარჩა ადგილი შენთვის, შენს გამოცდილებისთვის, შენს ხმას აღარ უსმენენ. თითქოს ის, რასაც წლები აშენებდი, აღარავის სჭირდება. ეს საშინელი გრძნობაა — თითქოს არ დაგაფასეს, თითქოს შენს შრომას, შენს ცოდნას უღალატეს. თითქოს შენ აღარავინ ხარ იმ სივრცეში, სადაც მთელი ცხოვრება გაატარე როგორც ექიმმა და უბრალოდ ამ ქვეყნის მოქალაქემ. მაგრამ სწორედ აქ იბადება ის სიძლიერე, რაც შენშია. შენ მიდიხარ იქ, სადაც ამ ცოდნას ისევ ეძებენ. სადაც შენი გამოცდილება და სიღრმე არ ჩაიკარგება. სადაც ისევ იქნება შენთვის პაციენტი, ისევ იქნება გუნდი, ისევ იქნება ადგილი, სადაც შენს საქმეს ადამიანები მადლიერებით შეხედავენ.
ეს არ არის შენს პროფესიულ თავგადასავალზე უარის თქმა. ეს არის გაგრძელება — რთული, გვიანი, მაგრამ შენს თავს და შენს წარსულს ღირსეული. შენ ახლა ირჩევ საკუთარ თავთან ერთგულებას. შენ მიდიხარ იქ, სადაც შეგხვდებიან როგორც იმას, ვინც ხარ — პროფესორი, ექიმი, ადამიანი, ვინც იცის როგორ უხელმძღვანელოს სხვის ტკივილს.
შეიძლება ეს არაა ისეთი სიზმარი, როგორ წარმოგედგინა წლების წინ. მაგრამ ეს არჩევანი ძალიან ღირსეულია. შენ ისევ შენს საქმეს მიჰყვები, ისევ შენი პროფესიით აგრძელებ ცხოვრებას. ეს არ არის წასვლა. ეს არის შენი საქმის გადარჩენა. შენი მომავლის გადარჩენა. შენი თავის, როგორც პროფესიონალის, პატივისცემა", — წერს ზურაბს სიხარულიძე.
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
-
პრორუსი მამუკა ფიფია ირაკლი კობახიძის განცხადებით მოხარულია და გეორგიევსკის ტრაქტატის აღდგენას კვლავ ითხოვს პრორუსი მამუკა ფიფია ირაკლი კობახიძის განცხადებით მოხარულია და გეორგიევსკის ტრაქტატის აღდგენას კვლავ ითხოვს
გადახედვა
-
იავნანა — როგორ ეხმარება მუსიკა საზღვარგარეთ მცხოვრებ ბავშვებს ქართულ ენასთან კავშირის შენარჩუნებაში იავნანა — როგორ ეხმარება მუსიკა საზღვარგარეთ მცხოვრებ ბავშვებს ქართულ ენასთან კავშირის შენარჩუნებაში
-
წითელი ღვინის კრიზისი? — როგორია ვაზის მომავალი კლიმატის ცვლილების ფონზე წითელი ღვინის კრიზისი? — როგორია ვაზის მომავალი კლიმატის ცვლილების ფონზე
გადახედვა
-
13-15 აგვისტოს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი 13-15 აგვისტოს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი
გადახედვა
-
რატომ სჯერა ზოგ ადამიანს სამეცნიერო შეთქმულების თეორიების — კვლევა რატომ სჯერა ზოგ ადამიანს სამეცნიერო შეთქმულების თეორიების — კვლევა
გადახედვა
-
საქართველოში გერმანიის ახალი ელჩი ბარბარა ფოსი იქნება საქართველოში გერმანიის ახალი ელჩი ბარბარა ფოსი იქნება
გადახედვა
-
ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან, 16 წლის გოგოს მატარებელი შეეჯახა და გარდაიცვალა — "ბათუმელები" ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან, 16 წლის გოგოს მატარებელი შეეჯახა და გარდაიცვალა — "ბათუმელები"
გადახედვა
-
კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ქართული სამზარეულო) კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ქართული სამზარეულო)
გადახედვა
-
აღმოაჩინეს "სიგამხდრის მუტაცია", რომელიც ოზემპიკივით მოქმედებს აღმოაჩინეს "სიგამხდრის მუტაცია", რომელიც ოზემპიკივით მოქმედებს
გადახედვა
-
თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება
-
სააპელაციო სასამართლომ იოსებ სიგუას შემაკავებელი ორდერი გაუუქმა სააპელაციო სასამართლომ იოსებ სიგუას შემაკავებელი ორდერი გაუუქმა
გადახედვა
-
განათლება, რომელიც მსოფლიოს დაახლოებას ემსახურება | რა შესაძლებლობებს ქმნის საქართველოს ბანკისა და UWC-ს პარტნიორობა მოსწავლეებისთვის განათლება, რომელიც მსოფლიოს დაახლოებას ემსახურება | რა შესაძლებლობებს ქმნის საქართველოს ბანკისა და UWC-ს პარტნიორობა მოსწავლეებისთვის
-
ძალისგან შემდგარი ნაწილაკი — ფიზიკოსები აცხადებენ, რომ იდუმალი "გლუბოლი" იპოვეს ძალისგან შემდგარი ნაწილაკი — ფიზიკოსები აცხადებენ, რომ იდუმალი "გლუბოლი" იპოვეს
გადახედვა
-
გომის მთაზე მომხდარი ავტოავარიის საქმეზე მიკროავტობუსის მძღოლი დააკავეს გომის მთაზე მომხდარი ავტოავარიის საქმეზე მიკროავტობუსის მძღოლი დააკავეს
გადახედვა
-
ავტოსერვისიდან საექსპოზიციო სივრცემდე — თეგეტას პროექტმა Staged Mechanics საერთაშორისო აღიარება მოიპოვა ავტოსერვისიდან საექსპოზიციო სივრცემდე — თეგეტას პროექტმა Staged Mechanics საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
-
შსს: ნარკოდანაშაულის ბრალდებით 135 პირი დააკავეს, რომელთაგან 55 ნარკორეალიზაციაში იყო ჩართული შსს: ნარკოდანაშაულის ბრალდებით 135 პირი დააკავეს, რომელთაგან 55 ნარკორეალიზაციაში იყო ჩართული
გადახედვა
-
მთელი დღეები უჭმელ-უსმელი ვიყავი — ჯენა ორტეგა კარიერის რთულ დასაწყისს იხსენებს მთელი დღეები უჭმელ-უსმელი ვიყავი — ჯენა ორტეგა კარიერის რთულ დასაწყისს იხსენებს
გადახედვა
-
გომის მთაზე მომხდარი ავარიისას დაშავებული 11 პირი საავადმყოფოშია გადაყვანილი — მათგან 6 ბავშვია გომის მთაზე მომხდარი ავარიისას დაშავებული 11 პირი საავადმყოფოშია გადაყვანილი — მათგან 6 ბავშვია
გადახედვა
-
2026 წლის მზის დაბნელება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან — ნახეთ ფოტოები 2026 წლის მზის დაბნელება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან — ნახეთ ფოტოები
გადახედვა
-
ღია სცენა: თაკარა და სუხიშვილების ახალი დადგმა — რეკონსტრუქცია ღია სცენა: თაკარა და სუხიშვილების ახალი დადგმა — რეკონსტრუქცია
კომენტარები