"მხოლოდ სილის გაწვნის გამო, 4-დან 7 წლამდე სასჯელი გონივრულ ფარგლებს სცდება" — ირმა ინაშვილი მზია ამაღლობელზე
"მხოლოდ სილის გაწვნის გამო, 4-დან 7 წლამდე სასჯელი გონივრულ ფარგლებს სცდება, ეს არაა არც სწორი და არც პროპორციული. ასეთი მძიმე მუხლი პატიმრების მწამებლებს ჰქონდათ წაყენებული. განა სილის გაწვნა და პატიმრების წამება ერთი და იგივეა?!", — წერს სოციალურ ქსელში პატრიოტთა ალიანსის ლიდერი ირმა ინაშვილი. მისი თქმით, "ხელისუფლებამ უნდა გამოავლინოს ქართული სულგრძელობა და ლმობიერება და მზია ამაღლობელი უნდა გაათავისუფლოს პატიმრობიდან"
ინაშვილი გეგმავს, რომ ოცნებას მიმართოს, რომ შექმნან სპეციალური კომისიის, რომელიც "სამართლებრივი საფუძველს" შექმნის მზია ამაღლობელის გასათავისუფლებლად.
"2002 წელს, მაშინდელი პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის განკარგულებით, სპეციალური კომისია შეიქმნა, რომლის საქმიანობაში შინაგან საქმეთა სამინისტრო, იუსტიციის სამინისტრო, პროკურატურა, სახალხო დამცველის აპარატი და სხვა ინსტიტუტები მონაწილეობდნენ. კომისიამ უმოკლეს ვადებში განიხილა პატიმრების საქმეები და შექმნა სამართლებრივი საფუძველი მათ გასათავისუფლებლად. პატიმრების უმეტესობა პრეზიდენტმა შეიწყალა, ნაწილიც სასამართლომ გაათავისუფლა. კომისიას ძალზედ ნათელი მიზანი ჰქონდა- საზოგადოებაში განხეთქილებისა და დაპირისპირების შემცირება.
გამომდინარე იქიდან, რომ ბევრი ახალგაზრდაა დაპატიმრებული, სწორედ ახალგაზრდებს ვგულისხმობ, ვფიქრობ, ამგვარი კომისია დღესაც სასწრაფოდაა შესაქმნელი, მას სათავეში ნეიტრალური პირი უნდა ჩაუდგეს. ასეთი ნეიტრალური პირი მრავალია, მათ შორის მეც ვარ! კომისიამ მაქსიმალური ლმობიერება და ადეკვატურობა უნდა გამოიჩინოს და საზოგადოებაში ღრმა დაპირისპირების მინიმუმამდე დაყვანას უნდა შეუწყოს ხელი.
ნათელია, რომ პოლიციელზე ხელის აღმართვა დაუშვებელია, არავინ არ ამართლებს ამას, მაგრამ სიმკაცრე სხვაა და სისასტიკე-სხვა. არ შეიძლება, რომ ჩვენი სიმკაცრე ულმობლობაში გადაიზარდოს. ხვალ და ზეგ ამ თაობამ უნდა მართოს სახელმწიფო, გაბოროტებული თაობა როგორ მართვას შეძლებს? როგორ ქვეყანას ააშენებს? ვფიქრობთ კი ამაზე?...
ამ დღეებში "ნეტგაზეთის" რედაქციამ მზია ამაღლობელის საქმეზე კომენტარი მთხოვა. ამაზეც საჯაროდ ვწერ. მზია ამაღლობელს მე პირადად არ ვიცნობ, ჩვენი პროფესიული გზა ისე წარიმართა, რომ არასდროს გვითანამშრომლია ერთმანეთთან, პოლიტიკურ და საზოგადოებრივ პროცესებზეც განსხვავებული შეხედულებები გვაქვს, ერთ პლატფორმაზე არასდროს ვმდგარვართ. მიმაჩნია, რომ მხოლოდ სილის გაწვნის გამო, 4-დან 7 წლამდე სასჯელი გონივრულ ფარგლებს სცდება, ეს არაა არც სწორი და არც პროპორციული. ასეთი მძიმე მუხლი პატიმრების მწამებლებს ჰქონდათ წაყენებული. განა სილის გაწვნა და პატიმრების წამება ერთი და იგივეა?!
ახლა სხვა კუთხით შევხედოთ მზია ამაღლობელის საქმეს. ჩვენ ვცხოვრობთ ქართულ სახელმწიფოში და ერთმანეთს მუდმივად ვუმტკიცებთ, რომ ქართული აზროვნება, ქართული ფასეულობები ჩვენთვის უმთავრესია. ეს კი, ავტომატურად გულისხმობს, რომ საქართველოში მანდილოსნისადმი მამაკაცი ყოველთვის მოთმინებასა და სულგრძელობას იჩენს, ამ კონტექსტში მამაკაცი და მითუმეტეს, პოლიციელი თავად უნდა თვლიდეს, რომ პატიმრობის 6 თვე მზია ამაღლობელისთვის საკმარისზე მეტია და თავად უნდა ითხოვდეს მზია ამაღლობელის გათავისუფლებას.
პირადად ჩემი, იდეალისტური შეხედულებით, ხელისუფლებამ უნდა გამოავლინოს ქართული სულგრძელობა და ლმობიერება და მზია ამაღლობელი უნდა გაათავისუფლოს პატიმრობიდან.
დარწმუნებული ვარ, სპეციალური კომისიის შექმნა საუკეთესო გამოსავალი იქნება ჩვენი ქვეყნისთვისაც, ხალხისა და ხელისუფლებისთვისაც და უცხოელი მოკავშირეებისთვისაც.
ამ ინიციატივით მივმართავ ხელისუფლებას", — წერს ირმა ინაშვილი.
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
-
პრორუსი მამუკა ფიფია ირაკლი კობახიძის განცხადებით მოხარულია და გეორგიევსკის ტრაქტატის აღდგენას კვლავ ითხოვს პრორუსი მამუკა ფიფია ირაკლი კობახიძის განცხადებით მოხარულია და გეორგიევსკის ტრაქტატის აღდგენას კვლავ ითხოვს
გადახედვა
-
იავნანა — როგორ ეხმარება მუსიკა საზღვარგარეთ მცხოვრებ ბავშვებს ქართულ ენასთან კავშირის შენარჩუნებაში იავნანა — როგორ ეხმარება მუსიკა საზღვარგარეთ მცხოვრებ ბავშვებს ქართულ ენასთან კავშირის შენარჩუნებაში
-
წითელი ღვინის კრიზისი? — როგორია ვაზის მომავალი კლიმატის ცვლილების ფონზე წითელი ღვინის კრიზისი? — როგორია ვაზის მომავალი კლიმატის ცვლილების ფონზე
გადახედვა
-
13-15 აგვისტოს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი 13-15 აგვისტოს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი
გადახედვა
-
შსს: სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ "დარიალიდან" მოქალაქეთა ევაკუაცია განხორციელდა შსს: სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ "დარიალიდან" მოქალაქეთა ევაკუაცია განხორციელდა
გადახედვა
-
რატომ სჯერა ზოგ ადამიანს სამეცნიერო შეთქმულების თეორიების — კვლევა რატომ სჯერა ზოგ ადამიანს სამეცნიერო შეთქმულების თეორიების — კვლევა
გადახედვა
-
საქართველოში გერმანიის ახალი ელჩი ბარბარა ფოსი იქნება საქართველოში გერმანიის ახალი ელჩი ბარბარა ფოსი იქნება
გადახედვა
-
კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ქართული სამზარეულო) კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ქართული სამზარეულო)
გადახედვა
-
Zoom-ის ხარვეზი თავდამსხმელს სხვისი მოწყობილობის კონტროლის საშუალებას აძლევდა Zoom-ის ხარვეზი თავდამსხმელს სხვისი მოწყობილობის კონტროლის საშუალებას აძლევდა
გადახედვა
-
აღმოაჩინეს "სიგამხდრის მუტაცია", რომელიც ოზემპიკივით მოქმედებს აღმოაჩინეს "სიგამხდრის მუტაცია", რომელიც ოზემპიკივით მოქმედებს
გადახედვა
-
თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება
-
განათლება, რომელიც მსოფლიოს დაახლოებას ემსახურება | რა შესაძლებლობებს ქმნის საქართველოს ბანკისა და UWC-ს პარტნიორობა მოსწავლეებისთვის განათლება, რომელიც მსოფლიოს დაახლოებას ემსახურება | რა შესაძლებლობებს ქმნის საქართველოს ბანკისა და UWC-ს პარტნიორობა მოსწავლეებისთვის
-
ევროვიზია შავი ზღვის სანაპიროზე ჩამოდის — სად გაიმართება კონკურსი 2027 წელს ევროვიზია შავი ზღვის სანაპიროზე ჩამოდის — სად გაიმართება კონკურსი 2027 წელს
გადახედვა
-
ძალისგან შემდგარი ნაწილაკი — ფიზიკოსები აცხადებენ, რომ იდუმალი "გლუბოლი" იპოვეს ძალისგან შემდგარი ნაწილაკი — ფიზიკოსები აცხადებენ, რომ იდუმალი "გლუბოლი" იპოვეს
გადახედვა
-
გომის მთაზე მომხდარი ავტოავარიის საქმეზე მიკროავტობუსის მძღოლი დააკავეს გომის მთაზე მომხდარი ავტოავარიის საქმეზე მიკროავტობუსის მძღოლი დააკავეს
გადახედვა
-
შსს: ნარკოდანაშაულის ბრალდებით 135 პირი დააკავეს, რომელთაგან 55 ნარკორეალიზაციაში იყო ჩართული შსს: ნარკოდანაშაულის ბრალდებით 135 პირი დააკავეს, რომელთაგან 55 ნარკორეალიზაციაში იყო ჩართული
გადახედვა
-
მთელი დღეები უჭმელ-უსმელი ვიყავი — ჯენა ორტეგა კარიერის რთულ დასაწყისს იხსენებს მთელი დღეები უჭმელ-უსმელი ვიყავი — ჯენა ორტეგა კარიერის რთულ დასაწყისს იხსენებს
გადახედვა
-
გომის მთაზე მომხდარი ავარიისას დაშავებული 11 პირი საავადმყოფოშია გადაყვანილი — მათგან 6 ბავშვია გომის მთაზე მომხდარი ავარიისას დაშავებული 11 პირი საავადმყოფოშია გადაყვანილი — მათგან 6 ბავშვია
გადახედვა
-
2026 წლის მზის დაბნელება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან — ნახეთ ფოტოები 2026 წლის მზის დაბნელება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან — ნახეთ ფოტოები
გადახედვა
-
ღია სცენა: თაკარა და სუხიშვილების ახალი დადგმა — რეკონსტრუქცია ღია სცენა: თაკარა და სუხიშვილების ახალი დადგმა — რეკონსტრუქცია
კომენტარები