"იცით როგორი უსუსურები ხართ?" — გივი მიქანაძე აღიარებს, რომ ამსტერდამის უნივერსიტეტში სადოქტორო დისერტაცია არ აქვს დაცული
ფოტო: OC MEDIA
ქართული ოცნების განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, გივი მიქანაძემ კითხვაზე "აქვს თუ არა სადოქტორო დისერტაცია ამსტერდამის თავისუფალ უნივერსიტეტში დაცული," ჟურნალისტს უპასუხა, რომ ის "საცოდავი და უსუსურია".
"ძალიან სასაცილოები ხართ, მართლა ძალიან სასაცილოები ხართ, იმდენად უსუსურები ხართ. რა დიპლომზეა საუბარი? დოქტორანტი კანდიდატი... ეს თქვენ შეგიძლიათ ჩემს ნებისმიერ CV-ში ამოიკითხოთ. ძალიან სასაცილოები ხართ. როგორი უსუსურები ხართ იცით? ირაკლი კობახიძეს არაფერი არ მოუტყუებია. ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ ამსტერდამის თავისუფალი უნივერსიტეტის დოქტორანტიაო. იცით როგორი უსუსურები ხართ? მართლა სასაცილოები ხართ!," — თქვა მიქანაძემ.
განმეორებით კითხვაზე აქვს თუ არა მას დოქტორის ხარისხი დაცული, მიქანაძემ უპასუხა — "არ მაქვს".
"ვაპირებ თუ არა სწავლის გაგრძელებას? როგორ ფიქრობთ მცალია? ძალიან დაკავებული ვარ. თქვენნაირი მოცლილი ასეთ უაზრობაზე... ძალიან უხერხულია... თქვენ ვერ მაჩვენებთ ვერცერთ ჩემს ბიოგრაფიულ რეზიუმეს, სადაც წერია, რომ მე მაქვს ხარისხი დაცული. ირაკლი კობახიძეს არ მოუტყუებია. იქ წერია კანდიდატი, და კანდიდატი შეიძლება აღქმული იყოს, როგორც, ასე ვთქვათ, დაცული. ეს არის ძალიან ტექნიკური საკითხი. თქვენ თუ ჩემს განათლებაში შეგაქვთ ეჭვი, ეს თქვენი საკითხია. იმაზე რატომ არ მეკითხებით ესექსის უნივერსიტეტში რომ მაქვს დაცული სამაგისტრო ხარისხი? საერთოდ არაფერზე ქმნით რაღაცას. საკუთარ თავს ჰკითხეთ, რაზე გიწევთ თქვენი პატარა აუდიტორიის კვება?!" — თქვა მიქანაძემ.
ცნობისთვის, ირაკლი კობახიძემ გივი მიქანაძეს განათლების მინისტრის პოზიციაზე წარდგენისას განაცხადა, რომ მას "სადოქტორო დისერტაცია ამსტერდამის თავისუფალ უნივერსიტეტში აქვს დაცული". Oc media-ს ინფორმაციით, მიქანაძის საჯაროდ ხელმისაწვდომ ბიოგრაფიაში, რომელიც განათლების სამინისტროს ვებსაიტზეა განთავსებული — სადაც მისი ნიდერლანდების დოქტორის ხარისხი არ არის ნახსენები — ნათქვამია, რომ 2013 წელს იყო ამსტერდამის თავისუფალი უნივერსიტეტისა და ნიდერლანდების დანაშაულისა და ძალოვანი სტრუქტურების კვლევითი ცენტრის (ნიდერლანდები) მკვლევარი.
ბიოგრაფიაში ასევე მითითებულია, რომ მიქანაძე 2025 წლის მდგომარეობით გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის დოქტორანტია.
თუმცა, ინსტიტუტის წარმომადგენელმა OC Media-ს განუცხადა, რომ მიუხედავად იმისა, რომ მიქანაძე 2010-იანი წლების შუა პერიოდში ამსტერდამის თავისუფალ უნივერსიტეტში არარეზიდენტ დოქტორანტად იყო რეგისტრირებული, მას დოქტორანტურა არასოდეს დაუმთავრებია. წყაროს თქმით, მან საქართველოში სამუდამო პატიმრობის პირობითი ზედამხედველობის შესახებ დისერტაციის მხოლოდ რამდენიმე თავი წარადგინა.
ცნობისთვის, გივი მიქანაძე იუსტიციის მინისტრის მოადგილის თანამდებობას 2005-2008 წლამდე იკავებდა. 2006 წლის "ციხის ბუნტის" დროს, რომელსაც 7 პატიმრის სიცოცხლე შეეწირა, იუსტიციის მინისტრის მოვალეობებს ასრულებდა. ამ დროს იუსტიციის სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უფროსი ბაჩო ახალაია იყო.
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
-
ComCom-მა "ტვ პირველი" ტერმინოლოგიის გამოყენებისთვის 5 000 ლარით დააჯარიმა ComCom-მა "ტვ პირველი" ტერმინოლოგიის გამოყენებისთვის 5 000 ლარით დააჯარიმა
გადახედვა
-
იავნანა — როგორ ეხმარება მუსიკა საზღვარგარეთ მცხოვრებ ბავშვებს ქართულ ენასთან კავშირის შენარჩუნებაში იავნანა — როგორ ეხმარება მუსიკა საზღვარგარეთ მცხოვრებ ბავშვებს ქართულ ენასთან კავშირის შენარჩუნებაში
-
რატომ სჯერა ზოგ ადამიანს სამეცნიერო შეთქმულების თეორიების — კვლევა რატომ სჯერა ზოგ ადამიანს სამეცნიერო შეთქმულების თეორიების — კვლევა
გადახედვა
-
საქართველოში გერმანიის ახალი ელჩი ბარბარა ფოსი იქნება საქართველოში გერმანიის ახალი ელჩი ბარბარა ფოსი იქნება
გადახედვა
-
ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან, 16 წლის გოგოს მატარებელი შეეჯახა და გარდაიცვალა — "ბათუმელები" ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან, 16 წლის გოგოს მატარებელი შეეჯახა და გარდაიცვალა — "ბათუმელები"
გადახედვა
-
კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ქართული სამზარეულო) კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ქართული სამზარეულო)
გადახედვა
-
Zoom-ის ხარვეზი თავდამსხმელს სხვისი მოწყობილობის კონტროლის საშუალებას აძლევდა Zoom-ის ხარვეზი თავდამსხმელს სხვისი მოწყობილობის კონტროლის საშუალებას აძლევდა
გადახედვა
-
აღმოაჩინეს "სიგამხდრის მუტაცია", რომელიც ოზემპიკივით მოქმედებს აღმოაჩინეს "სიგამხდრის მუტაცია", რომელიც ოზემპიკივით მოქმედებს
გადახედვა
-
თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება
-
სააპელაციო სასამართლომ იოსებ სიგუას შემაკავებელი ორდერი გაუუქმა სააპელაციო სასამართლომ იოსებ სიგუას შემაკავებელი ორდერი გაუუქმა
გადახედვა
-
განათლება, რომელიც მსოფლიოს დაახლოებას ემსახურება | რა შესაძლებლობებს ქმნის საქართველოს ბანკისა და UWC-ს პარტნიორობა მოსწავლეებისთვის განათლება, რომელიც მსოფლიოს დაახლოებას ემსახურება | რა შესაძლებლობებს ქმნის საქართველოს ბანკისა და UWC-ს პარტნიორობა მოსწავლეებისთვის
-
ევროვიზია შავი ზღვის სანაპიროზე ჩამოდის — სად გაიმართება კონკურსი 2027 წელს ევროვიზია შავი ზღვის სანაპიროზე ჩამოდის — სად გაიმართება კონკურსი 2027 წელს
გადახედვა
-
"გუშინ დასრულდა სკანერის გადატარება. მეწყრის ვერსია გამოირიცხა" — გაუჩინარებული გურამ დადიანიძის დედა "გუშინ დასრულდა სკანერის გადატარება. მეწყრის ვერსია გამოირიცხა" — გაუჩინარებული გურამ დადიანიძის დედა
გადახედვა
-
გომის მთაზე მომხდარი ავტოავარიის საქმეზე მიკროავტობუსის მძღოლი დააკავეს გომის მთაზე მომხდარი ავტოავარიის საქმეზე მიკროავტობუსის მძღოლი დააკავეს
გადახედვა
-
ავტოსერვისიდან საექსპოზიციო სივრცემდე — თეგეტას პროექტმა Staged Mechanics საერთაშორისო აღიარება მოიპოვა ავტოსერვისიდან საექსპოზიციო სივრცემდე — თეგეტას პროექტმა Staged Mechanics საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
-
შსს: ნარკოდანაშაულის ბრალდებით 135 პირი დააკავეს, რომელთაგან 55 ნარკორეალიზაციაში იყო ჩართული შსს: ნარკოდანაშაულის ბრალდებით 135 პირი დააკავეს, რომელთაგან 55 ნარკორეალიზაციაში იყო ჩართული
გადახედვა
-
მთელი დღეები უჭმელ-უსმელი ვიყავი — ჯენა ორტეგა კარიერის რთულ დასაწყისს იხსენებს მთელი დღეები უჭმელ-უსმელი ვიყავი — ჯენა ორტეგა კარიერის რთულ დასაწყისს იხსენებს
გადახედვა
-
გომის მთაზე მომხდარი ავარიისას დაშავებული 11 პირი საავადმყოფოშია გადაყვანილი — მათგან 6 ბავშვია გომის მთაზე მომხდარი ავარიისას დაშავებული 11 პირი საავადმყოფოშია გადაყვანილი — მათგან 6 ბავშვია
გადახედვა
-
2026 წლის მზის დაბნელება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან — ნახეთ ფოტოები 2026 წლის მზის დაბნელება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან — ნახეთ ფოტოები
გადახედვა
-
ღია სცენა: თაკარა და სუხიშვილების ახალი დადგმა — რეკონსტრუქცია ღია სცენა: თაკარა და სუხიშვილების ახალი დადგმა — რეკონსტრუქცია
კომენტარები