გიგა ზედანია: თუ სკოლების ფუნდამენტური რეფორმა არ მოხდა, ამ ქვეყანას მომავალი არ ექნება
ფოტო: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
პროფესორი გიგა ზედანია Unicef-ის მიერ საქართველოში ახალგაზრდების უნარებისა და საკვანძო კომპეტენციების შესახებ ახალი კვლევის შედეგებს ეხმაურება და წერს, რომ “თუ სკოლების ფუნდამენტური რეფორმა არ მოხდა, ამ ქვეყანას მომავალი არ ექნება”.
მისი თქმით, "პირდაპირი მნიშვნელობით — საუკუნის ბოლოს ალბათ ქართული ენა და ლიტერატურა უბრალოდ გაქრება დემოგრაფიული კატასტროფის გამო, ხოლო ამ დემოგრაფიული კატასტროფის თავიდან აცილება უბრალოდ შეუძლებელია სკოლების რადიკალური გაუმჯობესების გარეშე".
"ახალგაზრდების მნიშვნელოვან ნაწილს, ვინც აბარებს უნივერსიტეტში, სკოლამ ვერ მისცა საბაზისო უნარები აკადემიური სწავლისათვის; ძალიან ბევრი წელია ამას ვამბობ ყველგან,სადაც ხმა მიმიწვდება — თუ სკოლების ფუნდამენტური რეფორმა არ მოხდა, ამ ქვეყანას მომავალი არ ექნება.
(პირდაპირი მნიშვნელობით — საუკუნის ბოლოს ალბათ ქართული ენა და ლიტერატურა უბრალოდ გაქრება დემოგრაფიული კატასტროფის გამო, ხოლო ამ დემოგრაფიული კატასტროფის თავიდან აცილება უბრალოდ შეუძლებელია სკოლების რადიკალური გაუმჯობესების გარეშე. სკოლა მომავლისთვის დაახლოებით იგივე ამბავია, რაც სასამართლო — აწმყოსთვის. დიქტატურა ჩაწერილი იქნება ჩვენი საზოგადოების დე-ენ-ემში, როგორც მისი დინამიკის კულმინაციური მომენტი, სანამ დამოუკიდებელი სასამართლო არ იარსებებს).
მაგალითად, ილიაუნიში გვაქვს მთელი წელი 'დიდი ავტორების' კითხვისათვის დათმობილი: პლატონი, ლოკი, ჭავჭავაძე, სარტრი და ა. შ. მაგრამ ამ კურსის მთავარი დასკვნა ისაა, რომ პირველკურსელები უფრო ტექსტთან მუშაობის ელემენტარულ ჩვევებს სწავლობენ, ვიდრე თავად ტექსტების შინაარსს - იმიტომ რომ ეს ჩვევები თორმეტი წლის განმავლობაში სკოლამ მათ უბრალოდ ვერ მისცა.
ვიცი, რომ ამაზე ბევრის პასუხია — ამდენმა ახალგაზრდამ უნივერსიტეტებში არ უნდა ისწავლოსო. მაგრამ ეს ღრმად მცდარი პასუხია: საქართველოში პროცენტულად დაახლოებით იმდენივე ახალგაზრდა სწავლობს უნივერსიტეტებში, რამდენიც ევროპის წამყვან ქვეყნებში. თანაც, გაითვალისწინეთ, რომ ეს ქვეყანა ახალგაზრდებს, უნივერსიტეტის გარდა, მხოლოდ ქუჩის აკადემიას სთავაზობს ერთადერთ ალტერნატივად.
მენტალური ჯანმრთელობის პრობლემა კი იმაზე მიუთითებს, რომ ჩვენი ახალგაზრდები გლობალური ტრენდების ნაწილი არიან მიუხედავად იმისა, რას აკეთებენ ან ვერ აკეთებენ ქართული ინსტიტუციები.
მოკლედ, არა უბრალოდ აწმყო არ გვწყალობს, მომავალიც აღარაა ჩვენი, ასე თუ გავაგრძელეთ", — წერს გიგა ზედანია.
UNICEF-მა საქართველოში ახალგაზრდების უნარებისა და საკვანძო კომპეტენციების შესახებ ახალი კვლევის შედეგები გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც ახალგაზრდები დიდ გამოწვევებს აწყდებიან წიგნიერებაში, განსაკუთრებით აზრების ფორმულირებასა და ნათლად გამოხატვაში.
"კვლევის მონაწილეთა მეოთხედს გაუჭირდა აზრების დალაგებულად გადმოცემა და ხშირად იყენებდნენ მარტივ, მწირ ლექსიკას, ან სრულად ვერ გამოხატავდნენ აზრებს, რაც ხშირ შემთხვევაში მათში ფრუსტრაციას და მღელვარებას იწვევდა.
წერილობითი უნარები გამორჩეულად პრობლემური სფერო გამოდგა, განსაკუთრებით ენობრივი უმცირესობებისთვის, რომელთა სახელმწიფო ენის ცოდნის დონე არასაკმარისი იყო აკადემიური დავალებებისთვის თავის გასართმევად.
მონაწილეთა მესამედს გაუჭირდა დამაჯერებელი, დასაბუთებული არგუმენტების მოყვანა, რაც კრიტიკულ აზროვნებასა და დებატებში გამოცდილების ნაკლებობაზე მიანიშნებდა.
მონაწილეთა უმეტესობა ახერხებდა საუბრის შინაარსი მიდევნებას და დისკუსიაში მონაწილეობას, თუმცა მნიშვნელოვან ნაწილს უჭირდა სხარტად საუბარი, საუბრის დროს გრამატიკულ შეცდომებს უშვებდა და ჟარგონს იყენებდა", — წერია კვლევაში.
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
-
ComCom-მა "ტვ პირველი" ტერმინოლოგიის გამოყენებისთვის 5 000 ლარით დააჯარიმა ComCom-მა "ტვ პირველი" ტერმინოლოგიის გამოყენებისთვის 5 000 ლარით დააჯარიმა
გადახედვა
-
პრორუსი მამუკა ფიფია ირაკლი კობახიძის განცხადებით მოხარულია და გეორგიევსკის ტრაქტატის აღდგენას კვლავ ითხოვს პრორუსი მამუკა ფიფია ირაკლი კობახიძის განცხადებით მოხარულია და გეორგიევსკის ტრაქტატის აღდგენას კვლავ ითხოვს
გადახედვა
-
იავნანა — როგორ ეხმარება მუსიკა საზღვარგარეთ მცხოვრებ ბავშვებს ქართულ ენასთან კავშირის შენარჩუნებაში იავნანა — როგორ ეხმარება მუსიკა საზღვარგარეთ მცხოვრებ ბავშვებს ქართულ ენასთან კავშირის შენარჩუნებაში
-
წითელი ღვინის კრიზისი? — როგორია ვაზის მომავალი კლიმატის ცვლილების ფონზე წითელი ღვინის კრიზისი? — როგორია ვაზის მომავალი კლიმატის ცვლილების ფონზე
გადახედვა
-
13-15 აგვისტოს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი 13-15 აგვისტოს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი
გადახედვა
-
რატომ სჯერა ზოგ ადამიანს სამეცნიერო შეთქმულების თეორიების — კვლევა რატომ სჯერა ზოგ ადამიანს სამეცნიერო შეთქმულების თეორიების — კვლევა
გადახედვა
-
საქართველოში გერმანიის ახალი ელჩი ბარბარა ფოსი იქნება საქართველოში გერმანიის ახალი ელჩი ბარბარა ფოსი იქნება
გადახედვა
-
ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან, 16 წლის გოგოს მატარებელი შეეჯახა და გარდაიცვალა — "ბათუმელები" ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან, 16 წლის გოგოს მატარებელი შეეჯახა და გარდაიცვალა — "ბათუმელები"
გადახედვა
-
Zoom-ის ხარვეზი თავდამსხმელს სხვისი მოწყობილობის კონტროლის საშუალებას აძლევდა Zoom-ის ხარვეზი თავდამსხმელს სხვისი მოწყობილობის კონტროლის საშუალებას აძლევდა
გადახედვა
-
აღმოაჩინეს "სიგამხდრის მუტაცია", რომელიც ოზემპიკივით მოქმედებს აღმოაჩინეს "სიგამხდრის მუტაცია", რომელიც ოზემპიკივით მოქმედებს
გადახედვა
-
თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება
-
სააპელაციო სასამართლომ იოსებ სიგუას შემაკავებელი ორდერი გაუუქმა სააპელაციო სასამართლომ იოსებ სიგუას შემაკავებელი ორდერი გაუუქმა
გადახედვა
-
განათლება, რომელიც მსოფლიოს დაახლოებას ემსახურება | რა შესაძლებლობებს ქმნის საქართველოს ბანკისა და UWC-ს პარტნიორობა მოსწავლეებისთვის განათლება, რომელიც მსოფლიოს დაახლოებას ემსახურება | რა შესაძლებლობებს ქმნის საქართველოს ბანკისა და UWC-ს პარტნიორობა მოსწავლეებისთვის
-
ევროვიზია შავი ზღვის სანაპიროზე ჩამოდის — სად გაიმართება კონკურსი 2027 წელს ევროვიზია შავი ზღვის სანაპიროზე ჩამოდის — სად გაიმართება კონკურსი 2027 წელს
გადახედვა
-
ძალისგან შემდგარი ნაწილაკი — ფიზიკოსები აცხადებენ, რომ იდუმალი "გლუბოლი" იპოვეს ძალისგან შემდგარი ნაწილაკი — ფიზიკოსები აცხადებენ, რომ იდუმალი "გლუბოლი" იპოვეს
გადახედვა
-
გომის მთაზე მომხდარი ავტოავარიის საქმეზე მიკროავტობუსის მძღოლი დააკავეს გომის მთაზე მომხდარი ავტოავარიის საქმეზე მიკროავტობუსის მძღოლი დააკავეს
გადახედვა
-
მთელი დღეები უჭმელ-უსმელი ვიყავი — ჯენა ორტეგა კარიერის რთულ დასაწყისს იხსენებს მთელი დღეები უჭმელ-უსმელი ვიყავი — ჯენა ორტეგა კარიერის რთულ დასაწყისს იხსენებს
გადახედვა
-
გომის მთაზე მომხდარი ავარიისას დაშავებული 11 პირი საავადმყოფოშია გადაყვანილი — მათგან 6 ბავშვია გომის მთაზე მომხდარი ავარიისას დაშავებული 11 პირი საავადმყოფოშია გადაყვანილი — მათგან 6 ბავშვია
გადახედვა
-
2026 წლის მზის დაბნელება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან — ნახეთ ფოტოები 2026 წლის მზის დაბნელება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან — ნახეთ ფოტოები
გადახედვა
-
ღია სცენა: თაკარა და სუხიშვილების ახალი დადგმა — რეკონსტრუქცია ღია სცენა: თაკარა და სუხიშვილების ახალი დადგმა — რეკონსტრუქცია
კომენტარები