"თორნიკე რიჟვაძისთვის კორუფცია, მით უმეტეს, ნარკომოვაჭრეების მფარველობა, არავის დაუბრალებია" — მდინარაძე რიჟვაძეზე
"თორნიკე რიჟვაძისთვის კორუფცია, მით უმეტეს, ნარკომოვაჭრეების მფარველობა, არავის დაუბრალებია — ასეთი რამ წამოსული არის მხოლოდ "ნაცმედიის" მხრიდან," — ამის შესახებ ოცნების ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ მედიასთან საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ყოფილმა თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ "გუნდისთვის და აჭარისთვის ძალიან ბევრი რამ გააკეთა".
ამასთან, მდინარაძემ უპასუხა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარეს, ლევან ხაბეიშვილს, რომელმაც განაცხადა, რომ მდინარაძე რიჟვაძის მეგობარი იყო, თუმცა მომხდარზე მას არც ერთი კომენტარი არ გაუკეთებია.
"ერთი კვირა მამუკა მდინარაძე არ გამოჩნდა და ამაზე დააპირეთ რაღაცა ბინძური პიარის აგება. პასუხს ვერ მცემთ, სად მეძებეთ და ვერ მიპოვეთ, იმიტომ, რომ ეს იყო ტყუილი და სპეკულაცია. ან პარლამენტში ვარ, ან პარტიაში, ან ღამე სახლში, მაქსიმუმ 6-7 საათის განმავლობაში. სად მეძებეთ და ვერ მიპოვეთ, ვერ მეუბნებით. როგორც ჩანს, ლევან ხაბეიშვილი, ნოდარ მელაძე, "ტვ პირველი" და ა.შ. ვიღაცების შეკვეთით აზღვევენ რაღაც კორუფციულ ჩანართებს. ჩვენი გაცხადებული მიზანია, რომ კიდევ უფრო მძლავრად ვებრძოლოთ კორუფციას და მსოფლიოს სამეულში უნდა მოვხვდეთ კორუფციასთან ბრძოლის თვალსაზრისით. როდესაც ამ საკითხს ასე დააყენებ და მერე კიდევ უფრო მეტად არის შენზე შეტევები, იქ ყველაფერი გასაგებია. რაც შეეხება თორნიკე რიჟვაძეს — ის არის ადამიანი, რომელმაც ჩვენს გუნდში ძალიან ბევრი რამ გააკეთა. აჭარისთვის მართლა ძალიან ბევრი რამ გააკეთა. მისთვის კორუფცია არავის დაუბრალებია. მისთვის, მით უმეტეს, რაც წერილში დაწერა, ნარკომოვაჭრეების მფარველობა, არავის დაუბრალებია. ასეთი რამ, რაც მინახავს, წამოსული არის მხოლოდ "ნაცმედიის" და "ნაცჟურნალისტების" მხრიდან," — განაცხადა მდინარაძემ.
შეგახსენებთ, შსს-ს ცნობით, 2025 წლის 7 ივლისს, საგარეჯოს "ჯეოჰოსპიტალსში", შეყვანილი იქნა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, რომელსაც გულმკერდის არეში ცეცხლნასროლი ჭრილობა აღენიშნებოდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით არის დაწყებული, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარეობს ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები.
მოგვიანებით, თორნიკე რიჟვაძე საგარეჯოს "ჯეოჰოსპიტალსიდან", თბილისში, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადმოიყვანეს.
9 ივნისს, თორნიკე რიჟვაძე სამკურნალოდ თურქეთში გადაიყვანეს.
ასევე იხილეთ:
- ზურაბ ჯაფარიძე: "[რიჟვაძე] 99% თავს იკლავდა — სთხოვდნენ, სავარაუდოდ, ფულს და საკუთარი გარემოცვიდან ხალხის "ჩაშვებას"
- "ოცნების" ლიდერები თორნიკე რიჟვაძის თვითმკვლელობის მცდელობას ეხმაურებიან
- მიხეილ სარჯველაძე: არ მგონია, ის [თორნიკე რიჟვაძე] თურქეთში რაიმე სახით უფრო მეტ ან რაიმე გაუმჯობესებულ მკურნალობას ღებულობს
- ირაკლი კობახიძე: ჩვენ თორნიკე რიჟვაძეს არაფერს ვაბრალებდით
- საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორს, ალექსი ახვლედიანს უფლებამოსილება შეუწყდა
- "მეც გავაკონტროლებ გამოძიების პროცესს" — ირაკლი კობახიძე თორნიკე რიჟვაძის საქმეზე
- თორნიკე რიჟვაძე სამკურნალოდ თურქეთში გადაიყვანეს
- ალექსი ახვლედიანს 30 000-ლარიანი გირაო შეუფარდეს და სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს
- გია ვოლსკი აცხადებს, რომ ჟურნალისტს "მწარე ირონიით" უპასუხა, რომ თორნიკე რიჟვაძის წერილის ავთენტურობაში ეჭვი ეპარება
- პროკურატურამ ალექსი ახვლედიანს "ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვისთვის" ბრალი წარუდგინა
- გია ვოლსკის ეჭვი ეპარება, რომ თორნიკე რიჟვაძის დატოვებული წერილი მისი დაწერილია
- ლევან რატიანი: თორნიკე რიჟვაძის ზოგადი მდგომარეობა რჩება სტაბილურად მძიმე, უარყოფითი დინამიკის გარეშე
- თორნიკე რიჟვაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ სტაბილურად მძიმეა
- მიხეილ სარჯველაძე: ყველაფერს აკეთებენ ექიმები იმისთვის, რომ თორნიკე რიჟვაძის ჯანმრთელობა შენარჩუნდეს
- მიხეილ სააკაშვილი: რაღაც მკარნახობს, რომ რიჟვაძე ისევე იკლავდა თავს, როგორც თავის დროზე თავი მოიკლა ეროსი კიწმარიშვილმა
- მაღალი დონის კორუფცია და ვენდეტა — სალომე ზურაბიშვილი თორნიკე რიჟვაძის თვითმკვლელობის მცდელობაზე
- თამთა მიქელაძე: ეს შიდა ელიტური წმენდა და ლოიალურობის გაღრმავების მცდელობაა "ქართული ოცნების" ვერტიკალის გამყარებისთვის
- ლევან ხაბეიშვილი: ნამდვილი ძმაკაცი, გულშემატკივარი როგორ არ აღმოაჩნდება რიჟვაძეს, რომ არ შეშინდეს და სიმართლე თქვას
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
-
ComCom-მა "ტვ პირველი" ტერმინოლოგიის გამოყენებისთვის 5 000 ლარით დააჯარიმა ComCom-მა "ტვ პირველი" ტერმინოლოგიის გამოყენებისთვის 5 000 ლარით დააჯარიმა
გადახედვა
-
პრორუსი მამუკა ფიფია ირაკლი კობახიძის განცხადებით მოხარულია და გეორგიევსკის ტრაქტატის აღდგენას კვლავ ითხოვს პრორუსი მამუკა ფიფია ირაკლი კობახიძის განცხადებით მოხარულია და გეორგიევსკის ტრაქტატის აღდგენას კვლავ ითხოვს
გადახედვა
-
იავნანა — როგორ ეხმარება მუსიკა საზღვარგარეთ მცხოვრებ ბავშვებს ქართულ ენასთან კავშირის შენარჩუნებაში იავნანა — როგორ ეხმარება მუსიკა საზღვარგარეთ მცხოვრებ ბავშვებს ქართულ ენასთან კავშირის შენარჩუნებაში
-
წითელი ღვინის კრიზისი? — როგორია ვაზის მომავალი კლიმატის ცვლილების ფონზე წითელი ღვინის კრიზისი? — როგორია ვაზის მომავალი კლიმატის ცვლილების ფონზე
გადახედვა
-
რატომ სჯერა ზოგ ადამიანს სამეცნიერო შეთქმულების თეორიების — კვლევა რატომ სჯერა ზოგ ადამიანს სამეცნიერო შეთქმულების თეორიების — კვლევა
გადახედვა
-
საქართველოში გერმანიის ახალი ელჩი ბარბარა ფოსი იქნება საქართველოში გერმანიის ახალი ელჩი ბარბარა ფოსი იქნება
გადახედვა
-
კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ქართული სამზარეულო) კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ქართული სამზარეულო)
გადახედვა
-
Zoom-ის ხარვეზი თავდამსხმელს სხვისი მოწყობილობის კონტროლის საშუალებას აძლევდა Zoom-ის ხარვეზი თავდამსხმელს სხვისი მოწყობილობის კონტროლის საშუალებას აძლევდა
გადახედვა
-
აღმოაჩინეს "სიგამხდრის მუტაცია", რომელიც ოზემპიკივით მოქმედებს აღმოაჩინეს "სიგამხდრის მუტაცია", რომელიც ოზემპიკივით მოქმედებს
გადახედვა
-
თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება
-
სააპელაციო სასამართლომ იოსებ სიგუას შემაკავებელი ორდერი გაუუქმა სააპელაციო სასამართლომ იოსებ სიგუას შემაკავებელი ორდერი გაუუქმა
გადახედვა
-
განათლება, რომელიც მსოფლიოს დაახლოებას ემსახურება | რა შესაძლებლობებს ქმნის საქართველოს ბანკისა და UWC-ს პარტნიორობა მოსწავლეებისთვის განათლება, რომელიც მსოფლიოს დაახლოებას ემსახურება | რა შესაძლებლობებს ქმნის საქართველოს ბანკისა და UWC-ს პარტნიორობა მოსწავლეებისთვის
-
ევროვიზია შავი ზღვის სანაპიროზე ჩამოდის — სად გაიმართება კონკურსი 2027 წელს ევროვიზია შავი ზღვის სანაპიროზე ჩამოდის — სად გაიმართება კონკურსი 2027 წელს
გადახედვა
-
ძალისგან შემდგარი ნაწილაკი — ფიზიკოსები აცხადებენ, რომ იდუმალი "გლუბოლი" იპოვეს ძალისგან შემდგარი ნაწილაკი — ფიზიკოსები აცხადებენ, რომ იდუმალი "გლუბოლი" იპოვეს
გადახედვა
-
ავტოსერვისიდან საექსპოზიციო სივრცემდე — თეგეტას პროექტმა Staged Mechanics საერთაშორისო აღიარება მოიპოვა ავტოსერვისიდან საექსპოზიციო სივრცემდე — თეგეტას პროექტმა Staged Mechanics საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
-
შსს: ნარკოდანაშაულის ბრალდებით 135 პირი დააკავეს, რომელთაგან 55 ნარკორეალიზაციაში იყო ჩართული შსს: ნარკოდანაშაულის ბრალდებით 135 პირი დააკავეს, რომელთაგან 55 ნარკორეალიზაციაში იყო ჩართული
გადახედვა
-
მთელი დღეები უჭმელ-უსმელი ვიყავი — ჯენა ორტეგა კარიერის რთულ დასაწყისს იხსენებს მთელი დღეები უჭმელ-უსმელი ვიყავი — ჯენა ორტეგა კარიერის რთულ დასაწყისს იხსენებს
გადახედვა
-
გომის მთაზე მომხდარი ავარიისას დაშავებული 11 პირი საავადმყოფოშია გადაყვანილი — მათგან 6 ბავშვია გომის მთაზე მომხდარი ავარიისას დაშავებული 11 პირი საავადმყოფოშია გადაყვანილი — მათგან 6 ბავშვია
გადახედვა
-
2026 წლის მზის დაბნელება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან — ნახეთ ფოტოები 2026 წლის მზის დაბნელება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან — ნახეთ ფოტოები
გადახედვა
-
ღია სცენა: თაკარა და სუხიშვილების ახალი დადგმა — რეკონსტრუქცია ღია სცენა: თაკარა და სუხიშვილების ახალი დადგმა — რეკონსტრუქცია
კომენტარები