პაპუაშვილი: ზუსტად გიორგი გახარიას მინისტრობის პირობებში ამ აქციის [20 ივნისის] დაშლა ისეთი მეთოდებით მოხდა, რომელმაც ზიანი მიაყენა მოქალაქეებს
"ზუსტად გიორგი გახარიას მინისტრობის პირობებში ამ აქციის დაშლა ისეთი მეთოდებით მოხდა, რომელმაც ზიანი მიაყენა მოქალაქეებს", — განაცხად ოცნების პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა 20 ივნისის საქმესთან დაკავშირებით, პროკურატურის მიერ საგამოძიებო მოქმედებების წარმოებაზე. მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ეს საქმე გამოძიებული იყოს.
"ჩვენ გვაქვს სტრასბურგის გადაწყვეტილება, რომელიც ქვეყანას ავალდებულებს, რომ ამ საქმის ხელახალი გამოძიება იყოს. შესაბამისად, პროკურატურა ამ საკითხს იძიებს. ის, რომ 2019 წლის 20 ივნისს, პარლამენტზე შტურმი იყო, დაადგინა იმავე სტრასბურგის სასამართლომ და ამავე სასამართლომ დაადგინა, რომ შემდეგ, დაშლის ოპერაციის დროს, გადაცდომებთან დაკავშირებით გამოძიება სრულყოფილი არ იყო. ამიტომ ჩვენ სტრასბურგის სასამართოდან ორი მოცემულობა გვაქვს: ერთი, დადგინდა, რომ ეს იყო შტურმი, რომლის მოტივი და მიზანი საბოლოო ჯამში, ხელისუფლების დამხომა იყო. აბა, პარლამენტს სიამოვნების გამო არავინ შტურმით არ იღებს.
აქვე გავახსენებ ყველას, რომ ევროკავშირი თავად იყო ჩართული იმაში, რომ ამ შტურმის მონაწილეები გარეთ ყოფილიყვნენ. შეგახსენებთ, ნიკა მელიას გირაო ბრიუსელს აქვს გადახდილი, იმ ადამიანის გირაო, რომელიც იმ შტურმში მონაწილეობდა, რომელზეც სტრასბურგმა თქვა, რომ ეს იყო პარლამენტის შტურმი. აქაც კიდევ ერთხელ ისმის კითხვის ნიშნები ბრიუსელის მიმართ, თუ რა პროცესებთან გვქონდა საქმე და რას ახალისებდა. მეორე არის, კანონიერ საზღვარს გამცდარი აქციის დაშლის ოპერაცია და ღონისძიება, ამ საკითხს ახლა პროკურატურა იძიებს. ჩვენ ვნახეთ, რომ ზუსტად გიორგი გახარიას მინისტრობის პირობებში ამ აქციის დაშლა ისეთი მეთოდებით მოხდა, რომელმაც ზიანი მიაყენა მოქალაქეებს, მნიშვნელოვანია, რომ ეს საქმე გამოძიებული იყოს", — განაცხადა ოცნების პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა 20 ივნისის საქმესთან დაკავშირებით, პროკურატურის მიერ საგამოძიებო მოქმედებების წარმოებაზე.
გუშინ, 11 ივნისს, პოლიციამ 20 ივნისის, ე.წ. გავრილოვის ღამის საქმეზე საგამოძიებო მოქმედებების დაწყების მიზნით, რუსთაველის გამზირი გადაკეტა. პროკურატურის ცნობით, საგამოძიებო მოქმედებები სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების და რეკომენდაციების გათვალისწინებით დაიწყო.
შეგახსენებთ, რომ სახალხო დამცველის ანგარიშის მიხედვით, 2024 წლის 28 ნოემბრიდან 2025 წლის 1 მარტამდე მონახულებული 442 პირიდან არასათანადო მოპყრობაზე 267 პირი (60%) მიუთითებდა. მზარდი მტკიცებულებების მიუხედავად, არც ერთი სამართალდამცველი საპროტესტო აქციების დროს ჩადენილი დარღვევებისთვის პასუხისგებაში არ მიუციათ, ნათქვამია ანგარიშში.
- სახალხო დამცველმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ანგარიში წარადგინა
- ლევან იოსელიანი: ერთი შემთხვევა მაინც შეგიძლიათ მითხრათ, რომ რომელიმე პოლიციელი პასუხისგებაში არის მიცემული?
ამას გარდა, "მედიის, ინფორმაციისა და სოციალური კვლევების ცენტრის" (CMIS) ინფორმაციით, 2024 წლის 28 ნოემბრიდან ამრტამდე პროევროპულ აქციებზე მედიის წარმომადგენლების უფლებების დარღვევის 147 შემთხვევა დაფიქსირდა. აქედან 24 რეპორტიორი ერთზე მეტჯერ დაშავდა და დაუზიანდა ტექნიკა, ან/და დაშავდა ფიზიკურად, დაჯარიმდა ან საქმე აღიძრა მათ წინააღმდეგ.
-
"ნანგრევებში დავრჩებით" — ალიევის ცენტრის ასაშენებლად თბილისური ეზოს დანგრევას აპირებენ | ვიდეორეპორტაჟი "ნანგრევებში დავრჩებით" — ალიევის ცენტრის ასაშენებლად თბილისური ეზოს დანგრევას აპირებენ | ვიდეორეპორტაჟი
გადახედვა
-
დემნას თამამმა და ირონიულმა Gucci-ს გამოფენამ მილანში ყველა აალაპარაკა დემნას თამამმა და ირონიულმა Gucci-ს გამოფენამ მილანში ყველა აალაპარაკა
გადახედვა
-
ფაშინიანი: სომხურმა სამოციქულო ეკლესიამ გადასახადები უნდა გადაიხადოს ფაშინიანი: სომხურმა სამოციქულო ეკლესიამ გადასახადები უნდა გადაიხადოს
გადახედვა
-
ქვიზი: რომელი სერიალის პერსონაჟი ხარ შენი ინგლისურით? ქვიზი: რომელი სერიალის პერსონაჟი ხარ შენი ინგლისურით?
-
დაცული ტერიტორიები: 8 მარტივი წესი, რომლებითაც ბუნებას იცავ დაცული ტერიტორიები: 8 მარტივი წესი, რომლებითაც ბუნებას იცავ
-
2 წლის ბიჭის სიმსივნისგან გამოჯანმრთელება უცნობებით სავსე თვითმფრინავმა აღნიშნა 2 წლის ბიჭის სიმსივნისგან გამოჯანმრთელება უცნობებით სავსე თვითმფრინავმა აღნიშნა
გადახედვა
-
მომღერალი d4vd ბრალდებულია 14 წლის გოგოს მკვლელობაში — საქმის დეტალები მომღერალი d4vd ბრალდებულია 14 წლის გოგოს მკვლელობაში — საქმის დეტალები
გადახედვა
-
სუს: უცხო ქვეყნისთვის ჯაშუშობის ბრალდებით საქართველოს 1 მოქალაქე დააკავეს — მიმალვაში მყოფ 2 პირზე ძებნა გამოცხადდა სუს: უცხო ქვეყნისთვის ჯაშუშობის ბრალდებით საქართველოს 1 მოქალაქე დააკავეს — მიმალვაში მყოფ 2 პირზე ძებნა გამოცხადდა
გადახედვა
-
ISFED-ის დახმარებით "საქნახშირს" მოსარჩელე დავით კახიძემ საკუთარი შრომითი უფლებების დაცვა შეძლო ISFED-ის დახმარებით "საქნახშირს" მოსარჩელე დავით კახიძემ საკუთარი შრომითი უფლებების დაცვა შეძლო
გადახედვა
-
ახალი კვლევის თანახმად, ლობსტერები ტკივილს გრძნობენ — მათ ცოცხლად ხარშავენ ახალი კვლევის თანახმად, ლობსტერები ტკივილს გრძნობენ — მათ ცოცხლად ხარშავენ
გადახედვა
-
უნგრეთის ვეტოს მოხსნის შემდეგ, ევროკავშირმა უკრაინას 90 მლრდ ევროს სესხი დაუმტკიცა უნგრეთის ვეტოს მოხსნის შემდეგ, ევროკავშირმა უკრაინას 90 მლრდ ევროს სესხი დაუმტკიცა
გადახედვა
-
რუსეთის მონაწილეობის გამო ვენეციის ბიენალეს ევროკავშირი დაფინანსებას შეუწყვეტს რუსეთის მონაწილეობის გამო ვენეციის ბიენალეს ევროკავშირი დაფინანსებას შეუწყვეტს
გადახედვა
-
ომბუდსმენმა "იარაღის შესახებ" კანონში ცვლილების თაობაზე სამართლებრივი შეფასება წარადგინა ომბუდსმენმა "იარაღის შესახებ" კანონში ცვლილების თაობაზე სამართლებრივი შეფასება წარადგინა
გადახედვა
-
მაკდონალდს საქართველოს IT ხელმძღვანელმა shining Light Award 2025-ის ჯილდო მოიპოვა მაკდონალდს საქართველოს IT ხელმძღვანელმა shining Light Award 2025-ის ჯილდო მოიპოვა
-
Tbilisi Open Air 2026-ის შემსრულებელთა სია ცნობილია Tbilisi Open Air 2026-ის შემსრულებელთა სია ცნობილია
გადახედვა
-
თიბისის მოსწავლის ბარათის განსაკუთრებული შეთავაზებები თიბისის მოსწავლის ბარათის განსაკუთრებული შეთავაზებები
-
მიხეილ ყაველაშვილი ასტანაში კასიმ-ჟომარტ ტოკაევს შეხვდა მიხეილ ყაველაშვილი ასტანაში კასიმ-ჟომარტ ტოკაევს შეხვდა
გადახედვა
-
რუსმა ტელეწამყვანმა ვლადიმირ სოლოვიოვმა ჯორჯა მელონი "მეძავად" და "პატარა ქალად" მოიხსენია რუსმა ტელეწამყვანმა ვლადიმირ სოლოვიოვმა ჯორჯა მელონი "მეძავად" და "პატარა ქალად" მოიხსენია
გადახედვა
-
სასამართლომ ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ალეკო ელისაშვილი კვლავ პატიმრობაში დატოვა სასამართლომ ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ალეკო ელისაშვილი კვლავ პატიმრობაში დატოვა
გადახედვა
-
ეშმაკს აცვია პრადა 2-დან სიდნი სვინის ეპიზოდური როლი ამოჭრეს ეშმაკს აცვია პრადა 2-დან სიდნი სვინის ეპიზოდური როლი ამოჭრეს
გადახედვა
-
საქართველოს სომხეთის თავდაცვის მინისტრი სურენ პაპიკიანი ეწვია საქართველოს სომხეთის თავდაცვის მინისტრი სურენ პაპიკიანი ეწვია
გადახედვა
კომენტარები