ვოლოდიმირ ზელენსკი

12 Jul. 2025, 12:24

"გასულ ღამეს, რუსეთის დარტყმები ხარკოვისა და სუმის რეგიონებიდან ლვოვის რეგიონსა და ბუკოვინამდე გავრცელდა. 26 ფრთოსანი რაკეტა და 597 შემტევი დრონი იქნა გაშვებული, რომელთა ნახევარზე მეტი "შაჰედი" იყო. 20-ზე მეტი რაკეტა და დრონების დიდი უმრავლესობა განადგურდა. ჩვენს საჰაერო თავდაცვის ძალებს ამ შედეგისთვის მადლობას ვუხდი.

სამწუხაროდ, იყო დარტყმები სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე, მათ შორის საცხოვრებელ შენობებზე. ამ დროისთვის, ჩერნოვიცში 2 ადამიანის დაღუპვაა დადასტურებული. მათ ოჯახებსა და ახლობლებს ვუსამძიმრებ. დაახლოებით 20 დაჭრილი ყველა საჭირო დახმარებას იღებს.

რუსეთის საჰაერო დარტყმების ტემპი სწრაფ გადაწყვეტილებებს მოითხოვს — ამას შესაძლოა სანქციებით წერტილი ახლავე დაესვას. საჭიროა მკაცრი მეორეული სანქციები ყველა იმ პირის წინააღმდეგ, ვინც ეხმარება რუსეთს დრონების წარმოებაში და სარგებელს იღებს ნავთობიდან. საჭიროა მეტი საჰაერო თავდაცვის სისტემა, ასევე ინვესტიციები შემხვედრ დრონებში, რომლებიც უკვე კარგ შედეგებს იძლევიან. ეს ომი მხოლოდ ძალით შეიძლება დასრულდეს . ჩვენ ველით არა მხოლოდ სიგნალებს ჩვენი პარტნიორებისგან, არამედ ქმედებებს, რომლებიც გადაარჩენს სიცოცხლეებს."


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რა მტკიცებულებებით ედავება პროკურატურა ნ.ი.-ს გიგა ავალიანის საქმეზე ძალადობის წაქეზებას — საქმის დეტალები
  2. შსს: "გურამ დადიანიძის საქმეზე ჩატარდა ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედება, თუმცა რაიმე საეჭვო გარემოება გამოვლენილი ვერ იქნა"
  3. ვინ მიიღებს სასკოლო ფორმებს უფასოდ? — განათლების სამინისტრომ ახალი წესი დაამტკიცა
  4. თბილისის ზღვის მიმდებარედ ახალი ზოოპარკის "კავკასიის ექსპოზიცია" სატესტო რეჟიმში გაიხსნა
  5. ტარიელ კაკაბაძე: "ვერსია, თითქოს მეწყერმა მოიყოლა გურამ დადიანიძე, რაც უფრო მეტად მივდივართ წინ, მით მეტად გამოირიცხება"

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

Anthropic-ის AI აგენტმა ყალბი იდენტობები შექმნა და ადამიანების მოტყუება სცადა

Anthropic-ის ხელოვნური ინტელექტის მოწინავე მოდელმა ბრიტანეთის ხელოვნური ინტელექტის უსაფრთხოების ინსტიტუტის (AISI) მიერ…