თურქეთსა და PKK-ს შორის 41-წლიანი კონფლიქტი დასრულდა — ქურთულმა მოძრაობამ განიარაღება დაიწყო
ფოტო: ANF
დღეს, 2025 წლის 11 ივლისს ქურთულმა მოძრაობამ განიარაღება დაიწყო. 1984 წლის შემდეგ ქურთებმა თურქეთის სახელმწიფოსთან სამშვიდობო ნაბიჯების გადადგმა დაიწყეს.
ოთხი ათწლეულის განმავლობაში თურქულ სახელმწიფოსთან შეიარაღებულ დაპირისპირებაში მყოფმა ქურთულმა ჯგუფმა PKK პირველი სიმბოლური ნაბიჯი გადადგა მშვიდობისკენ — მებრძოლებმა იარაღები საჯაროდ დაწვეს ქურთისტანის ტერიტორიაზე, სულეიმანიეს მახლობლად.
BBC-ზე დაყრდნობით, ცერემონიას ადგილობრივი პოლიტიკოსები და ჟურნალისტები დაესწრნენ. დაახლოებით 30 მებრძოლმა, მათ შორის მაღალჩინოსნებმა, იარაღი ცეცხლში გაანადგურეს და პროცესს "კეთილი ნების ისტორიული ჟესტი" უწოდეს.
თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ეს გადაწყვეტილება ქვეყნისთვის "სისხლიანი ბორკილების მოხსნად" შეაფასა. PKK-ს ლიდერის, აბდულა ოჯალანის განცხადებით, ეს ნაბიჯი ომიდან დემოკრატიული პოლიტიკისკენ მშვიდობიანი გადასვლის დასაწყისია.
აბდულა ოჯალანი 1999 წლიდან დაპატიმრებულია.
დაპირისპირების შედეგად ათწლეულების განმავლობაში დაახლოებით 40,000 ადამიანი დაიღუპა. მოძრაობა PKK არაერთ სახელმწიფოში ტერორისტულ დაჯგუფებად არის გამოცხადებული.
PKK-ს განიარაღების პროცესი მომდევნო თვეებში გაგრძელდება წინასწარ შერჩეულ ადგილებზე, რომელთა ორგანიზებაში თურქეთი, ერაყი და ქურთისტანის რეგიონული მთავრობა იღებენ მონაწილეობას.
რა მიზანი ჰქონდა ქურთისტანის მუშათა პარტიას წლების განმავლობაში?
PKK იგივე ქურთისტანის მუშათა პარტია და აგრეთვე ქურთული ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა იყო მარქსისტული ჯგუფი.
თურქეთის სახელმწიფოსა და PKK-ს შორის შეიარაღებული დაძაბულობა 1984 წლიდან დაიწყო. ქურთისტანის მუშათა პარტია თურქეთის სახელმწიფოს ტერიტორიაზე ახალი დამოუკიდებელი სახელმწიფოს შექმნას მოითხოვდა.
1990 წელს მათ მოითხოვეს მეტი ავტონომია ქურთებისთვის, რადგან ისინი მოსახლეობის 20%-ს შეადგენდნენ.
2013 წელს ოჯალანმა ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა და PKK-ს მებრძოლებს თურქეთიდან გასვლა უბრძანა. 2015 წლის შეთანხმება, რომელიც ქურთებს ანგარიშს გაუწევდა, ძალადობის გამო ჩაიშალა. თურქეთმა პასუხად ერაყში საჰაერო იერიშები და სირიაში სამხედრო ოპერაციები დაიწყო. ანკარა მოლაპარაკებაზე მხოლოდ მაშინ დათანხმდებოდა, თუ PKK განიარაღდებოდა — ეს პროცესი ახლა დაიწყო.
აბდულა ოჯალანი — ქურთების ავტორიტეტი
2024 წლის ოქტომბერში, თურქეთის ნაციონალისტმა ლიდერმა დევლეთ ბაჰჩელიმ PKK-ს დაპატიმრებულ ლიდერ აბდულა ოჯალანს მოუწოდა გაეუქმებინა ქურთული მოძრაობა. ამას მოჰყვა 2025 წლის თებერვალში საიდუმლო მოლაპარაკებები. ოჯალანმა საჯაროდ მოუწოდა PKK-ს დაშლილიყვნენ. მისი თქმით, დრო იყო შეიარაღებული კონფლიქტი დაესრულებინათ და ქურთების პრობლემები პოლიტიკურად გადაეწყვიტათ.
PKK დათანხმა ამ გადაწყვეტილებას, შეწყვიტეს ცეცხლი და მათი მისია დასრულებულად გამოაცხადეს. პრეზიდენტი ერდოღანის შეფასებით, ეს ისტორიული შანსია მშვიდობისთვის. ის აპრილში შეხვდა ქურთ პოლიტიკოსებს, რათა მხარი დაეჭირათ ამ პროცესისთვის.
ვაგენინგელი პროფესორის განცხადებით, ოჯალანი, მიუხედავად მისი 20-ზე მეტ წლიანი პატიმრობისა, ავტორიტეტია ქურთებისთვის.
PKK-ს განიარაღებამდე 2 დღით ადრე, მან ჩაწერა 7 წუთიანი ვიდეო, სადაც განაცხადა: „მე მჯერა პოლიტიკისა და სოციალური მშვიდობის ძალის და არა იარაღის და მოგიწოდებთ, ეს პრინციპი პრაქტიკაში განახორციელოთ“.
ოჯალანს ვიდეოში პოლოს მაისური ეცვა, მალევე ვიდეო ვირუსულად გავრცელდა და აღნიშნული მაისური ძალიან მალე ამოიყიდა.
აბდულა ოჯალანის ბედი ჯერ კიდევ გაურკვეველია. მთავრობა აცხადებს, რომ მისი ციხეში ყოფნის პირობები შესაძლოა გადაიხედოს პროცესის განვითარებასთან ერთად.
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
-
იავნანა — როგორ ეხმარება მუსიკა საზღვარგარეთ მცხოვრებ ბავშვებს ქართულ ენასთან კავშირის შენარჩუნებაში იავნანა — როგორ ეხმარება მუსიკა საზღვარგარეთ მცხოვრებ ბავშვებს ქართულ ენასთან კავშირის შენარჩუნებაში
-
წითელი ღვინის კრიზისი? — როგორია ვაზის მომავალი კლიმატის ცვლილების ფონზე წითელი ღვინის კრიზისი? — როგორია ვაზის მომავალი კლიმატის ცვლილების ფონზე
გადახედვა
-
13-15 აგვისტოს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი 13-15 აგვისტოს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი
გადახედვა
-
შსს: სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ "დარიალიდან" მოქალაქეთა ევაკუაცია განხორციელდა შსს: სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ "დარიალიდან" მოქალაქეთა ევაკუაცია განხორციელდა
გადახედვა
-
რატომ სჯერა ზოგ ადამიანს სამეცნიერო შეთქმულების თეორიების — კვლევა რატომ სჯერა ზოგ ადამიანს სამეცნიერო შეთქმულების თეორიების — კვლევა
გადახედვა
-
საქართველოში გერმანიის ახალი ელჩი ბარბარა ფოსი იქნება საქართველოში გერმანიის ახალი ელჩი ბარბარა ფოსი იქნება
გადახედვა
-
კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ქართული სამზარეულო) კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ქართული სამზარეულო)
გადახედვა
-
Zoom-ის ხარვეზი თავდამსხმელს სხვისი მოწყობილობის კონტროლის საშუალებას აძლევდა Zoom-ის ხარვეზი თავდამსხმელს სხვისი მოწყობილობის კონტროლის საშუალებას აძლევდა
გადახედვა
-
აღმოაჩინეს "სიგამხდრის მუტაცია", რომელიც ოზემპიკივით მოქმედებს აღმოაჩინეს "სიგამხდრის მუტაცია", რომელიც ოზემპიკივით მოქმედებს
გადახედვა
-
თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება
-
სააპელაციო სასამართლომ იოსებ სიგუას შემაკავებელი ორდერი გაუუქმა სააპელაციო სასამართლომ იოსებ სიგუას შემაკავებელი ორდერი გაუუქმა
გადახედვა
-
განათლება, რომელიც მსოფლიოს დაახლოებას ემსახურება | რა შესაძლებლობებს ქმნის საქართველოს ბანკისა და UWC-ს პარტნიორობა მოსწავლეებისთვის განათლება, რომელიც მსოფლიოს დაახლოებას ემსახურება | რა შესაძლებლობებს ქმნის საქართველოს ბანკისა და UWC-ს პარტნიორობა მოსწავლეებისთვის
-
ევროვიზია შავი ზღვის სანაპიროზე ჩამოდის — სად გაიმართება კონკურსი 2027 წელს ევროვიზია შავი ზღვის სანაპიროზე ჩამოდის — სად გაიმართება კონკურსი 2027 წელს
გადახედვა
-
ძალისგან შემდგარი ნაწილაკი — ფიზიკოსები აცხადებენ, რომ იდუმალი "გლუბოლი" იპოვეს ძალისგან შემდგარი ნაწილაკი — ფიზიკოსები აცხადებენ, რომ იდუმალი "გლუბოლი" იპოვეს
გადახედვა
-
გომის მთაზე მომხდარი ავტოავარიის საქმეზე მიკროავტობუსის მძღოლი დააკავეს გომის მთაზე მომხდარი ავტოავარიის საქმეზე მიკროავტობუსის მძღოლი დააკავეს
გადახედვა
-
ავტოსერვისიდან საექსპოზიციო სივრცემდე — თეგეტას პროექტმა Staged Mechanics საერთაშორისო აღიარება მოიპოვა ავტოსერვისიდან საექსპოზიციო სივრცემდე — თეგეტას პროექტმა Staged Mechanics საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
-
მთელი დღეები უჭმელ-უსმელი ვიყავი — ჯენა ორტეგა კარიერის რთულ დასაწყისს იხსენებს მთელი დღეები უჭმელ-უსმელი ვიყავი — ჯენა ორტეგა კარიერის რთულ დასაწყისს იხსენებს
გადახედვა
-
გომის მთაზე მომხდარი ავარიისას დაშავებული 11 პირი საავადმყოფოშია გადაყვანილი — მათგან 6 ბავშვია გომის მთაზე მომხდარი ავარიისას დაშავებული 11 პირი საავადმყოფოშია გადაყვანილი — მათგან 6 ბავშვია
გადახედვა
-
2026 წლის მზის დაბნელება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან — ნახეთ ფოტოები 2026 წლის მზის დაბნელება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან — ნახეთ ფოტოები
გადახედვა
-
ღია სცენა: თაკარა და სუხიშვილების ახალი დადგმა — რეკონსტრუქცია ღია სცენა: თაკარა და სუხიშვილების ახალი დადგმა — რეკონსტრუქცია
კომენტარები