თორნიკე ფარულავა ევროატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობიდან გაათავისუფლეს, მისი მეუღლე — პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის აპარატიდან
თორნიკე ფარულავა საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობიდან გაათავისუფლეს, მისი მეუღლე — პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის აპარატიდან. ამის შესახებ ინფორმაციას თავად თორნიკე ფარულავა ავრცელებს.
თორნიკე ფარულავა წერს, "დიპლომატიურ სამსახურში გატარებული 24 წლის თავზე, პირველ ივლისს ისე გაათავისუფლეს რომ თავიც კი არავინ შეიწუხა ფორმალურად მაინც ორიოდ სიტყვა ეთქვა, რამე განემარტა".
"საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში თითქმის 24 წელი ვიმსახურე. ამ დროის განმავლობაში ბევრ ე.წ. რეორგანიზაციას მოვესწარი. სამწუხაროდ, მათი მიზანი ყოველთვის არ ყოფილა "რეორგანიზაცია" გაუმჯობესება ან გაძლიერება, მაგრამ ეს უკანასკნელი "რეორგანიზაცია" მაინც გამოირჩეოდა.
გამოირჩეოდა იმით, რომ პირველად მოხდა როცა "რეორგანიზაციის" ერთ-ერთი ძირითადი მიზანი სამინისტროს თანამშრომლებს შორის კოლეგიალური ურთიერთობის მოსპობა და არა ჯანსაღი კონკურენციის დანერგვა იყო (ეს მიზანი მიღწეულია).
უკანასკნელი "რეორგანიზაცია" ასევე გამოირჩეოდა იმით, რომ წლების განმავლობაში შექმნილი და ჩამოყალიბებული ინსტიტუციური მეხსიერების განგრძობადობის პრინციპის მოშლა იყო მისი ასევე მნიშვნელოვანი მიზანი. სამინისტროში სამუშაოდ დარჩენილი დიპლომატების სრული უმრავლესობა ისეთ პოზიციებზე გადაინიშნა, რომ დარწმუნებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ინსტიტუციური მეხსიერება ყველა დონეზე წაშლილია, სუფთა ფურცლიდან ვიწყებთ პირველი ივლისიდან (აქაც მიზანი მიღწეულია).
ასევე, კიდევ ერთი საინტერესო თავისებურება ახასიათებდა ამ უკანასკნელ პროცესს — გაუქმებისა და შემცირების ძირითადი სამიზნეები აღმოჩნდნენ ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის უწყებათაშორის კოორდინაციაზე მომუშავე ქვედანაყოფები. ანუ, გაუქმდა ის ქვედანაყოფები, რომლებიც ახორციელებდნენ უწყებათაშორისი და სექტორული რეფორმების პროცესის კოორდინაციას და ამ პროცესების ბრიუსელისთვის წარდგენას, რაც პირდაპირ მიუთითებს, რომ გრძელვადიან პერსპექტივაშიც კი, არავინ ამ პროცესების გაგრძელებას არ აპირებს. შესაბამისად, მისტიკური 2028 წელი როცა დადგება, ჩვენ უფრო უკან ვიქნებით, ვიდრე "გუშინ" ვიყავით.
ორიოდ სიტყვას ვიტყვი ადამიანებზეც, რომლებიც ამ პროცესის სამიზნეები აღმოჩნდნენ. ყველაზე ნეგატიური პროცესიც კი შეიძლება ისე იმართოს, რომ ადამიანებისთვის იყოს ნაკლებად მტკივნეული. სწორედ საპირისპიროდ წარიმართა ყველაფერი საგარეო საქმეთა სამინისტროში. "რეორგანიზაციის" კიდევ ერთი გვერდითი ეფექტი იყო თანამშრომლების მაქსიმალური დამცირება. ბევრისთვის ეს გამოიხატა თანამდებობრივად დაქვეითებაში, ხოლო კიდევ უფრო ბევრისთვის ეს გამოიხატა სრულიად უღირს დამოკიდებულებაში. მთელი თვის განმავლობაში, "რეორგანიზაციის" დაწყებიდან, არ მომხდარა არც ერთი კომუნიკაცია თანამშრომლებთან. არავითარი ახსნა თუ რა პროცესი მიმდინარეობს ან ვის რა ბედი ელის. კულმინაცია კი იყო კვირის ბოლოს, შაბათ ღამით და კვირას განთავისუფლების ბრძანებების კონვეირული წესით გამოცემა. არაადამიანური — არის ალბათ ერთი სიტყვა, რომელიც ყველაზე კარგად ახასიათებს ამ ყველაფერს.
და ბოლოს, მეამაყება, რომ ეს პროცესი მეც სრულად შემეხო. დიპლომატიურ სამსახურში გატარებული 24 წლის თავზე, პირველ ივლისს ისე გამათავისუფლეს რომ თავიც კი არავინ შეიწუხა ფორმალურად მაინც ორიოდ სიტყვა ეთქვა, რამე განემარტა. საქმის გადაბარების არავითარი პროცესი არავის არ წამოუწყია, დეპარტამენტი სრული შემადგენლობით ისე გამოგვიშვეს, რომ არავის უკითხავს — რამე გასაკეთებელი ხომ არ რჩებაო?
კიდევ ერთი პირად თემაზე — იმავე კვირის ბოლოს, 5 ივლისს ჩემს ცოლს მოუვიდა ბრძანება პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის აპარატიდან განთავისუფლების შესახებ, წერს თორნიკე ფარულავა", — წერს თორნიკე ფარულავა.
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
-
იავნანა — როგორ ეხმარება მუსიკა საზღვარგარეთ მცხოვრებ ბავშვებს ქართულ ენასთან კავშირის შენარჩუნებაში იავნანა — როგორ ეხმარება მუსიკა საზღვარგარეთ მცხოვრებ ბავშვებს ქართულ ენასთან კავშირის შენარჩუნებაში
-
წითელი ღვინის კრიზისი? — როგორია ვაზის მომავალი კლიმატის ცვლილების ფონზე წითელი ღვინის კრიზისი? — როგორია ვაზის მომავალი კლიმატის ცვლილების ფონზე
გადახედვა
-
13-15 აგვისტოს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი 13-15 აგვისტოს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი
გადახედვა
-
შსს: სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ "დარიალიდან" მოქალაქეთა ევაკუაცია განხორციელდა შსს: სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ "დარიალიდან" მოქალაქეთა ევაკუაცია განხორციელდა
გადახედვა
-
რატომ სჯერა ზოგ ადამიანს სამეცნიერო შეთქმულების თეორიების — კვლევა რატომ სჯერა ზოგ ადამიანს სამეცნიერო შეთქმულების თეორიების — კვლევა
გადახედვა
-
ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან, 16 წლის გოგოს მატარებელი შეეჯახა და გარდაიცვალა — "ბათუმელები" ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან, 16 წლის გოგოს მატარებელი შეეჯახა და გარდაიცვალა — "ბათუმელები"
გადახედვა
-
კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ქართული სამზარეულო) კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ქართული სამზარეულო)
გადახედვა
-
Zoom-ის ხარვეზი თავდამსხმელს სხვისი მოწყობილობის კონტროლის საშუალებას აძლევდა Zoom-ის ხარვეზი თავდამსხმელს სხვისი მოწყობილობის კონტროლის საშუალებას აძლევდა
გადახედვა
-
აღმოაჩინეს "სიგამხდრის მუტაცია", რომელიც ოზემპიკივით მოქმედებს აღმოაჩინეს "სიგამხდრის მუტაცია", რომელიც ოზემპიკივით მოქმედებს
გადახედვა
-
თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება
-
სააპელაციო სასამართლომ იოსებ სიგუას შემაკავებელი ორდერი გაუუქმა სააპელაციო სასამართლომ იოსებ სიგუას შემაკავებელი ორდერი გაუუქმა
გადახედვა
-
ევროვიზია შავი ზღვის სანაპიროზე ჩამოდის — სად გაიმართება კონკურსი 2027 წელს ევროვიზია შავი ზღვის სანაპიროზე ჩამოდის — სად გაიმართება კონკურსი 2027 წელს
გადახედვა
-
ძალისგან შემდგარი ნაწილაკი — ფიზიკოსები აცხადებენ, რომ იდუმალი "გლუბოლი" იპოვეს ძალისგან შემდგარი ნაწილაკი — ფიზიკოსები აცხადებენ, რომ იდუმალი "გლუბოლი" იპოვეს
გადახედვა
-
გომის მთაზე მომხდარი ავტოავარიის საქმეზე მიკროავტობუსის მძღოლი დააკავეს გომის მთაზე მომხდარი ავტოავარიის საქმეზე მიკროავტობუსის მძღოლი დააკავეს
გადახედვა
-
ავტოსერვისიდან საექსპოზიციო სივრცემდე — თეგეტას პროექტმა Staged Mechanics საერთაშორისო აღიარება მოიპოვა ავტოსერვისიდან საექსპოზიციო სივრცემდე — თეგეტას პროექტმა Staged Mechanics საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
-
შსს: ნარკოდანაშაულის ბრალდებით 135 პირი დააკავეს, რომელთაგან 55 ნარკორეალიზაციაში იყო ჩართული შსს: ნარკოდანაშაულის ბრალდებით 135 პირი დააკავეს, რომელთაგან 55 ნარკორეალიზაციაში იყო ჩართული
გადახედვა
-
მთელი დღეები უჭმელ-უსმელი ვიყავი — ჯენა ორტეგა კარიერის რთულ დასაწყისს იხსენებს მთელი დღეები უჭმელ-უსმელი ვიყავი — ჯენა ორტეგა კარიერის რთულ დასაწყისს იხსენებს
გადახედვა
-
გომის მთაზე მომხდარი ავარიისას დაშავებული 11 პირი საავადმყოფოშია გადაყვანილი — მათგან 6 ბავშვია გომის მთაზე მომხდარი ავარიისას დაშავებული 11 პირი საავადმყოფოშია გადაყვანილი — მათგან 6 ბავშვია
გადახედვა
-
2026 წლის მზის დაბნელება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან — ნახეთ ფოტოები 2026 წლის მზის დაბნელება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან — ნახეთ ფოტოები
გადახედვა
-
ღია სცენა: თაკარა და სუხიშვილების ახალი დადგმა — რეკონსტრუქცია ღია სცენა: თაკარა და სუხიშვილების ახალი დადგმა — რეკონსტრუქცია
კომენტარები