"მკაფიოდ ითქვა რომ გზას, რომლითაც "ოცნება" მიდის, დიქტატურის გაძლიერებაა" — ანა წითლიძე საქართველოს შესახებ საკოორდინაციო შეხვედრაზე
ფოტო: პირველი არხი
"გუშინ გაიმართა ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა ბრიტანეთის სახელმწიფო მინისტრის ორგანიზებით, სადაც მონაწილეობდნენ უმაღლესი თანამდებობის პირები, მათ შორის საფრანგეთის ევროპის საქმეთა მინისტრი. შეხვედრაზე ძალიან მკაფიოდ ითქვა, რომ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისთვის მიუღებელია ის კურსი, რა კურსიც საქართველოს ე.წ. ხელისუფლებამ აირჩია" — ამის შესახებ ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა წითლიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, ძალიან მკაფიოდ ითქვა, რომ გზას, რომლითაც მიდის ოცნება, არანაირი კავშირი არ აქვს დემოკრატიასთან, ეს არის დიქტატურის გაძლიერება და ამას მოჰყვება კონკრეტული ნაბიჯები.
ანა წითლიძის განცხადებით, "ოცნებას სახელმწიფო აქვს მიტაცებული და ცხადია, რომ საერთაშორისო პარტნიორების რეაგირება კიდევ უფრო მკაცრი იქნება".
"გუშინ იყო ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა ბრიტანეთის ორგანიზებით საქართველოსთან დაკავშირებით. ეს იყო საკოორდინაციო შეხვედრა, რომელიც გაიმართა ბრიტანეთის სახელმწიფო მინისტრის ორგანიზებით. შეხვედრაზე მონაწილეობდნენ უმაღლესი თანამდებობის პირები, მათ შორის საფრანგეთის ევროპის საქმეთა მინისტრი. ძალიან მკაფიოდ ითქვა, რომ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისთვის, ევროპელებისთვის, რომლებიც საქართველოს დამოუკიდებლობის დღიდან საქართველოს დამოუკიდებლობის მთავარი მხარდამჭერები არიან, რომ ამ ადამიანებისთვის მიუღებელია ის კურსი, რა კურსიც აირჩია საქართველოს ე.წ. ხელისუფლებამ.
ძალიან მკაფიოდ ითქვა, რომ ამ გზას, რომლითაც მიდის ოცნება, არანაირი კავშირი არ აქვს დემოკრატიასთან, ეს არის დიქტატურის გაძლიერება და ამას მოჰყვება კონკრეტული ნაბიჯები.
მსგავსი ტიპის მაღალი დონის შეხვედრების ორგანიზება როდესაც ხდება ბრიტანელების მხრიდან, მას ყოველთვის მოჰყვება კონკრეტული ნაბიჯები, განსაკუთრებით თუ გავითვალისწინებთ, რომ რამდენიმე დღის წინ ასევე ბრიტანეთის საელჩომ სპეციალური გზამკვლევი გამოაქვეყნა სანქციებთან დაკავშირებით, რომელიც ბიზნესმენებს ეხებოდათ.
ეს პროცესი დაკავშირებულია ყველაფერი იმასთან, რასაც ოცნება ამ ქვეყანაში აკეთებს — საქართველოს მოქალაქეების, პოლიტიკური ლიდერების დაკავება, საქართველოს მოქალაქეების წამება, სახელმწიფო აქვთ მიტაცებული და ცხადია, რომ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების რეაგირება იქნება კიდევ უფრო მკაცრი.
აღსანიშნავი და საგულისხმოა ბრიტანეთის სანქციები და საფრანგეთის სანქციები, რომლებიც უშუალოდ უნდა დაეკისროს ოცნების ლიდერებს და ივანიშვილს", — განაცხადა ანა წითლიძემ. კომენტარს პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.
ცნობისთვის, 1-ელ ივლისს ევროპის საკითხებში გაერთიანებული სამეფოს სახელმწიფო მინისტრ სტივენ დაუთის ინიციატივით საქართველოში არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით საკოორდინაციო შეხვედრა გაიმართა, რომლის შესახებაც ინფორმაციას ევროპის საკითხებში საფრანგეთის მინისტრის ბენჟამინ ჰადადი ავრცელებს.
ასევე იხილეთ:
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
-
ComCom-მა "ტვ პირველი" ტერმინოლოგიის გამოყენებისთვის 5 000 ლარით დააჯარიმა ComCom-მა "ტვ პირველი" ტერმინოლოგიის გამოყენებისთვის 5 000 ლარით დააჯარიმა
გადახედვა
-
იავნანა — როგორ ეხმარება მუსიკა საზღვარგარეთ მცხოვრებ ბავშვებს ქართულ ენასთან კავშირის შენარჩუნებაში იავნანა — როგორ ეხმარება მუსიკა საზღვარგარეთ მცხოვრებ ბავშვებს ქართულ ენასთან კავშირის შენარჩუნებაში
-
წითელი ღვინის კრიზისი? — როგორია ვაზის მომავალი კლიმატის ცვლილების ფონზე წითელი ღვინის კრიზისი? — როგორია ვაზის მომავალი კლიმატის ცვლილების ფონზე
გადახედვა
-
შსს: სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ "დარიალიდან" მოქალაქეთა ევაკუაცია განხორციელდა შსს: სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ "დარიალიდან" მოქალაქეთა ევაკუაცია განხორციელდა
გადახედვა
-
რატომ სჯერა ზოგ ადამიანს სამეცნიერო შეთქმულების თეორიების — კვლევა რატომ სჯერა ზოგ ადამიანს სამეცნიერო შეთქმულების თეორიების — კვლევა
გადახედვა
-
ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან, 16 წლის გოგოს მატარებელი შეეჯახა და გარდაიცვალა — "ბათუმელები" ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან, 16 წლის გოგოს მატარებელი შეეჯახა და გარდაიცვალა — "ბათუმელები"
გადახედვა
-
კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ქართული სამზარეულო) კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ქართული სამზარეულო)
გადახედვა
-
Zoom-ის ხარვეზი თავდამსხმელს სხვისი მოწყობილობის კონტროლის საშუალებას აძლევდა Zoom-ის ხარვეზი თავდამსხმელს სხვისი მოწყობილობის კონტროლის საშუალებას აძლევდა
გადახედვა
-
აღმოაჩინეს "სიგამხდრის მუტაცია", რომელიც ოზემპიკივით მოქმედებს აღმოაჩინეს "სიგამხდრის მუტაცია", რომელიც ოზემპიკივით მოქმედებს
გადახედვა
-
თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება
-
სააპელაციო სასამართლომ იოსებ სიგუას შემაკავებელი ორდერი გაუუქმა სააპელაციო სასამართლომ იოსებ სიგუას შემაკავებელი ორდერი გაუუქმა
გადახედვა
-
განათლება, რომელიც მსოფლიოს დაახლოებას ემსახურება | რა შესაძლებლობებს ქმნის საქართველოს ბანკისა და UWC-ს პარტნიორობა მოსწავლეებისთვის განათლება, რომელიც მსოფლიოს დაახლოებას ემსახურება | რა შესაძლებლობებს ქმნის საქართველოს ბანკისა და UWC-ს პარტნიორობა მოსწავლეებისთვის
-
ევროვიზია შავი ზღვის სანაპიროზე ჩამოდის — სად გაიმართება კონკურსი 2027 წელს ევროვიზია შავი ზღვის სანაპიროზე ჩამოდის — სად გაიმართება კონკურსი 2027 წელს
გადახედვა
-
"გუშინ დასრულდა სკანერის გადატარება. მეწყრის ვერსია გამოირიცხა" — გაუჩინარებული გურამ დადიანიძის დედა "გუშინ დასრულდა სკანერის გადატარება. მეწყრის ვერსია გამოირიცხა" — გაუჩინარებული გურამ დადიანიძის დედა
გადახედვა
-
ძალისგან შემდგარი ნაწილაკი — ფიზიკოსები აცხადებენ, რომ იდუმალი "გლუბოლი" იპოვეს ძალისგან შემდგარი ნაწილაკი — ფიზიკოსები აცხადებენ, რომ იდუმალი "გლუბოლი" იპოვეს
გადახედვა
-
ავტოსერვისიდან საექსპოზიციო სივრცემდე — თეგეტას პროექტმა Staged Mechanics საერთაშორისო აღიარება მოიპოვა ავტოსერვისიდან საექსპოზიციო სივრცემდე — თეგეტას პროექტმა Staged Mechanics საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
-
მთელი დღეები უჭმელ-უსმელი ვიყავი — ჯენა ორტეგა კარიერის რთულ დასაწყისს იხსენებს მთელი დღეები უჭმელ-უსმელი ვიყავი — ჯენა ორტეგა კარიერის რთულ დასაწყისს იხსენებს
გადახედვა
-
გომის მთაზე მომხდარი ავარიისას დაშავებული 11 პირი საავადმყოფოშია გადაყვანილი — მათგან 6 ბავშვია გომის მთაზე მომხდარი ავარიისას დაშავებული 11 პირი საავადმყოფოშია გადაყვანილი — მათგან 6 ბავშვია
გადახედვა
-
2026 წლის მზის დაბნელება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან — ნახეთ ფოტოები 2026 წლის მზის დაბნელება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან — ნახეთ ფოტოები
გადახედვა
-
ღია სცენა: თაკარა და სუხიშვილების ახალი დადგმა — რეკონსტრუქცია ღია სცენა: თაკარა და სუხიშვილების ახალი დადგმა — რეკონსტრუქცია
კომენტარები