ივანიშვილის დეიდაშვილმა არჩილ მამაცაშვილმა "ხალხის ძალას" 30 000 ლარი გადაურიცხა — ვინ არიან "ოცნების" სატელიტი პარტიის სხვა შემომწირველები?
2024 წელს ქართული ოცნების სატელიტი პარტიის, ხალხის ძალის შემოწირულებათა მოცულობა 218 750 ლარს შეადგენდა. საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს ინფორმაციით, მიმდინარე წელს ხალხის ძალას შემოწირულებათა ბალანსზე 140 000 ლარია. აქედან მაისში მათ ანგარიშზე 30 000 ლარი ჩარიცხა ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილმა, ბიზნესმენმა არჩილ მამაცაშვილმა, 50 000 ლარი — გიორგი კანდელაკმა, 60 000 — გიორგი დამენიამ.
შემოწირულებათა სტატისტიკის მიხედვით, ხალხის ძალის შემომწირველები წინა წლებში ქართული ოცნებას აფინანსებდნენ.
არჩილ მამაცაშვილმა 2012-2020 წლებში 6 შემოწირულება გააკეთა პარტია ქართულ ოცნებაში და სულ 48 600 ლარი გადარიცხა.
რაც შეეხება 2024 წელს, ხალხის ძალის შემომწირველებს შორის იყვნენ ამავე პარტიის წევრები გურამ მაჭარაშვილი და ვიქტორ ჯაფარიძე. ვიქტორ ჯაფარიძეს 38 000 ლარი აქვს შეწირული პარტიისთვის, მაჭარაშვილს — 1000 ლარი.
2012-2017 წლებში ვიქტორ ჯაფარიძეს ოთხი, სულ 120 000 ლარის შემოწირულება აქვს გაკეთებული ქართული ოცნებისთვის. გურამ მაჭარაშვილმა კი 2012 წელს ოცნებას 15 000 ლარი შესწირა.
საგულისხმოა, რომ სადაო ლეგიტიმაციის პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია, სადაც გამოუცხადებლობისა და გირაოს გადაუხდელობისთვის ოპოზიციის 6 ლიდერი და ყოფილი თავდაცვის მინისტრი პატიმრობაში არიან, სწორედ ხალხის ძალის დეპუტატებითაა დაკომპლექტებული. 10-წევრიან კომისიაში 5 მანდატი ქართულ ოცნებას აქვს, დანარჩენი ოპოზიციას უნდა ჰქონდეს ათვისებული.
რაც შეეხება არჩილ მამაცაშვილს, 2023 წელს პარტია დროას ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ და გირჩი მეტი თავისუფლების ლიდერმა, ზურა ჯაფარიძემ განცხადება გაავრცელეს, სადაც ნათქვამი იყო, რომ ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილის, უჩა მამაცაშვილის კორუფციული სქემა გამოავლინეს, სადაც მისი ძმა არჩილ მამაცაშვილის ფიგურირებს. 2025 წლის თებერვალში Forbes Georgia-მ გამოაქვეყნა სტატია: "ბანქოს სახლი ქართულად: მამაცაშვილის მამული ფართოვდება", სადაც ნათქვამია, რომ "უჩა მამაცაშვილმა წყნეთში მდიდრული რეზიდენციის მშენებლობის ნებართვის მოპოვება არარეალისტურად მჭიდრო ვადებში შეძლო. კაკლებში 9 000 კვადრატულ მეტრზე გადაჭიმული პრესტიჟული ნაკვეთის ნაწილი ძმამ, არჩილ მამაცაშვილმა თბილისის მუნიციპალიტეტისგან საბაზრო ღირებულებაზე ბევრად დაბალ ფასად შეიძინა და მოგვიანებით, უჩა მამაცაშვილს უსასყიდლოდ გადასცა". რამდენიმე დღეში განცხადება გაავრცელა მამაცაშვილის წარმომადგენელმა და სტატიას "პოლიტიკურად ანგაჟირებული და დეზინფორმაციული" უწოდა.
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
-
პრორუსი მამუკა ფიფია ირაკლი კობახიძის განცხადებით მოხარულია და გეორგიევსკის ტრაქტატის აღდგენას კვლავ ითხოვს პრორუსი მამუკა ფიფია ირაკლი კობახიძის განცხადებით მოხარულია და გეორგიევსკის ტრაქტატის აღდგენას კვლავ ითხოვს
გადახედვა
-
იავნანა — როგორ ეხმარება მუსიკა საზღვარგარეთ მცხოვრებ ბავშვებს ქართულ ენასთან კავშირის შენარჩუნებაში იავნანა — როგორ ეხმარება მუსიკა საზღვარგარეთ მცხოვრებ ბავშვებს ქართულ ენასთან კავშირის შენარჩუნებაში
-
წითელი ღვინის კრიზისი? — როგორია ვაზის მომავალი კლიმატის ცვლილების ფონზე წითელი ღვინის კრიზისი? — როგორია ვაზის მომავალი კლიმატის ცვლილების ფონზე
გადახედვა
-
13-15 აგვისტოს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი 13-15 აგვისტოს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი
გადახედვა
-
რატომ სჯერა ზოგ ადამიანს სამეცნიერო შეთქმულების თეორიების — კვლევა რატომ სჯერა ზოგ ადამიანს სამეცნიერო შეთქმულების თეორიების — კვლევა
გადახედვა
-
საქართველოში გერმანიის ახალი ელჩი ბარბარა ფოსი იქნება საქართველოში გერმანიის ახალი ელჩი ბარბარა ფოსი იქნება
გადახედვა
-
კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ქართული სამზარეულო) კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ქართული სამზარეულო)
გადახედვა
-
Zoom-ის ხარვეზი თავდამსხმელს სხვისი მოწყობილობის კონტროლის საშუალებას აძლევდა Zoom-ის ხარვეზი თავდამსხმელს სხვისი მოწყობილობის კონტროლის საშუალებას აძლევდა
გადახედვა
-
აღმოაჩინეს "სიგამხდრის მუტაცია", რომელიც ოზემპიკივით მოქმედებს აღმოაჩინეს "სიგამხდრის მუტაცია", რომელიც ოზემპიკივით მოქმედებს
გადახედვა
-
თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება
-
სააპელაციო სასამართლომ იოსებ სიგუას შემაკავებელი ორდერი გაუუქმა სააპელაციო სასამართლომ იოსებ სიგუას შემაკავებელი ორდერი გაუუქმა
გადახედვა
-
განათლება, რომელიც მსოფლიოს დაახლოებას ემსახურება | რა შესაძლებლობებს ქმნის საქართველოს ბანკისა და UWC-ს პარტნიორობა მოსწავლეებისთვის განათლება, რომელიც მსოფლიოს დაახლოებას ემსახურება | რა შესაძლებლობებს ქმნის საქართველოს ბანკისა და UWC-ს პარტნიორობა მოსწავლეებისთვის
-
ევროვიზია შავი ზღვის სანაპიროზე ჩამოდის — სად გაიმართება კონკურსი 2027 წელს ევროვიზია შავი ზღვის სანაპიროზე ჩამოდის — სად გაიმართება კონკურსი 2027 წელს
გადახედვა
-
"გუშინ დასრულდა სკანერის გადატარება. მეწყრის ვერსია გამოირიცხა" — გაუჩინარებული გურამ დადიანიძის დედა "გუშინ დასრულდა სკანერის გადატარება. მეწყრის ვერსია გამოირიცხა" — გაუჩინარებული გურამ დადიანიძის დედა
გადახედვა
-
გომის მთაზე მომხდარი ავტოავარიის საქმეზე მიკროავტობუსის მძღოლი დააკავეს გომის მთაზე მომხდარი ავტოავარიის საქმეზე მიკროავტობუსის მძღოლი დააკავეს
გადახედვა
-
შსს: ნარკოდანაშაულის ბრალდებით 135 პირი დააკავეს, რომელთაგან 55 ნარკორეალიზაციაში იყო ჩართული შსს: ნარკოდანაშაულის ბრალდებით 135 პირი დააკავეს, რომელთაგან 55 ნარკორეალიზაციაში იყო ჩართული
გადახედვა
-
მთელი დღეები უჭმელ-უსმელი ვიყავი — ჯენა ორტეგა კარიერის რთულ დასაწყისს იხსენებს მთელი დღეები უჭმელ-უსმელი ვიყავი — ჯენა ორტეგა კარიერის რთულ დასაწყისს იხსენებს
გადახედვა
-
გომის მთაზე მომხდარი ავარიისას დაშავებული 11 პირი საავადმყოფოშია გადაყვანილი — მათგან 6 ბავშვია გომის მთაზე მომხდარი ავარიისას დაშავებული 11 პირი საავადმყოფოშია გადაყვანილი — მათგან 6 ბავშვია
გადახედვა
-
2026 წლის მზის დაბნელება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან — ნახეთ ფოტოები 2026 წლის მზის დაბნელება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან — ნახეთ ფოტოები
გადახედვა
-
ღია სცენა: თაკარა და სუხიშვილების ახალი დადგმა — რეკონსტრუქცია ღია სცენა: თაკარა და სუხიშვილების ახალი დადგმა — რეკონსტრუქცია
კომენტარები