სერბეთში პროტესტი გრძელდება — აქციის მონაწილეები ვუჩიჩის გადადგომას და 77 მომიტინგის გათავისუფლებას ითხოვენ
ფოტო: AP Photo/Marko Drobnjakovic
ათასობით მომიტინგემ კვირას ღამით ბელგრადში და სერბეთის სხვა ქალაქებში მთავარი გზები გადაკეტა. ამის შესახებ ინფორმაციას Deutsche Welle ავრცელებს.
ეს საპროტესტო ტალღა ერთი დღით ადრე დედაქალაქში გამართულ მასშტაბურ აქციას მოჰყვა, სადაც მონაწილეები ვადამდელ არჩევნებს და მემარჯვენე-პოპულისტი პრეზიდენტის, ალექსანდარ ვუჩიჩის გადადგომას მოითხოვდნენ.
აქტივისტებმა განაცხადეს, რომ გზის ბლოკადები შაბათის აქციის შემდეგ "მრავალი მოქალაქის" დაკავებაზე პასუხი იყო. ბელგრადის ცენტრში გამართულ აქციას დაახლოებით 140 000 ადამიანი ესწრებოდა.
სერბეთის შინაგან საქმეთა მინისტრის თქმით, დაკავებული 77 მომიტინგეთაგან ნაწილი უკვე გათავისუფლებულია, ხოლო 38 სისხლის სამართლის ბრალდებით, პატიმრობაში რჩება.
მომიტინგეებმა ქალაქის მასშტაბით მეტალის ბარიკადები და ნაგვის ურნები განათავსეს.
კვირას გამართული პროტესტის მონაწილეები სტუდენტებისა და სხვა დემონსტრანტების გათავისუფლებას ითხოვდნენ, რომლებიც შაბათს პოლიციასთან დაპირისპირების გამო დააკავეს.
სერბეთში ბოლო რამდენიმე თვეა ანტისამთავრობო საპროტესტო ტალღა არსებობს, რომელიც 2024 წლის ნოემბერში სარკინიგზო სადგურის სახურავის ჩამონგრევამ გამოიწვია, რასაც 16 ადამიანი ემსხვერპლა. პროტესტის მონაწილეები შემთხვევისთვის პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებენ.
პრეზიდენტი ალექსანდარ ვუჩიჩი უარყოფდა ვადამდელი არჩევნების მოთხოვნას და პროტესტის გაძლიერებაში "უცხოურ ძალებს" ადანაშაულებდა.
კვირას, ტელემიმართვაში ვუჩიჩმა კვლავ უარი თქვა ვადამდელი არჩევნების ჩატარებაზე და პროტესტს "ტერორი" უწოდა:
"სერბეთმა გაიმარჯვა, და ძალადობით ვერ დაამარცხებთ სერბეთს, როგორც ზოგიერთებს სურდათ," — განაცხადა მან.
ცნობისთვის, სერბეთში საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნები 2027 წლისთვის არის დაგეგმილი.
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
-
ComCom-მა "ტვ პირველი" ტერმინოლოგიის გამოყენებისთვის 5 000 ლარით დააჯარიმა ComCom-მა "ტვ პირველი" ტერმინოლოგიის გამოყენებისთვის 5 000 ლარით დააჯარიმა
გადახედვა
-
პრორუსი მამუკა ფიფია ირაკლი კობახიძის განცხადებით მოხარულია და გეორგიევსკის ტრაქტატის აღდგენას კვლავ ითხოვს პრორუსი მამუკა ფიფია ირაკლი კობახიძის განცხადებით მოხარულია და გეორგიევსკის ტრაქტატის აღდგენას კვლავ ითხოვს
გადახედვა
-
იავნანა — როგორ ეხმარება მუსიკა საზღვარგარეთ მცხოვრებ ბავშვებს ქართულ ენასთან კავშირის შენარჩუნებაში იავნანა — როგორ ეხმარება მუსიკა საზღვარგარეთ მცხოვრებ ბავშვებს ქართულ ენასთან კავშირის შენარჩუნებაში
-
წითელი ღვინის კრიზისი? — როგორია ვაზის მომავალი კლიმატის ცვლილების ფონზე წითელი ღვინის კრიზისი? — როგორია ვაზის მომავალი კლიმატის ცვლილების ფონზე
გადახედვა
-
შსს: სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ "დარიალიდან" მოქალაქეთა ევაკუაცია განხორციელდა შსს: სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ "დარიალიდან" მოქალაქეთა ევაკუაცია განხორციელდა
გადახედვა
-
საქართველოში გერმანიის ახალი ელჩი ბარბარა ფოსი იქნება საქართველოში გერმანიის ახალი ელჩი ბარბარა ფოსი იქნება
გადახედვა
-
ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან, 16 წლის გოგოს მატარებელი შეეჯახა და გარდაიცვალა — "ბათუმელები" ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან, 16 წლის გოგოს მატარებელი შეეჯახა და გარდაიცვალა — "ბათუმელები"
გადახედვა
-
კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ქართული სამზარეულო) კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ქართული სამზარეულო)
გადახედვა
-
Zoom-ის ხარვეზი თავდამსხმელს სხვისი მოწყობილობის კონტროლის საშუალებას აძლევდა Zoom-ის ხარვეზი თავდამსხმელს სხვისი მოწყობილობის კონტროლის საშუალებას აძლევდა
გადახედვა
-
აღმოაჩინეს "სიგამხდრის მუტაცია", რომელიც ოზემპიკივით მოქმედებს აღმოაჩინეს "სიგამხდრის მუტაცია", რომელიც ოზემპიკივით მოქმედებს
გადახედვა
-
სააპელაციო სასამართლომ იოსებ სიგუას შემაკავებელი ორდერი გაუუქმა სააპელაციო სასამართლომ იოსებ სიგუას შემაკავებელი ორდერი გაუუქმა
გადახედვა
-
განათლება, რომელიც მსოფლიოს დაახლოებას ემსახურება | რა შესაძლებლობებს ქმნის საქართველოს ბანკისა და UWC-ს პარტნიორობა მოსწავლეებისთვის განათლება, რომელიც მსოფლიოს დაახლოებას ემსახურება | რა შესაძლებლობებს ქმნის საქართველოს ბანკისა და UWC-ს პარტნიორობა მოსწავლეებისთვის
-
ევროვიზია შავი ზღვის სანაპიროზე ჩამოდის — სად გაიმართება კონკურსი 2027 წელს ევროვიზია შავი ზღვის სანაპიროზე ჩამოდის — სად გაიმართება კონკურსი 2027 წელს
გადახედვა
-
ძალისგან შემდგარი ნაწილაკი — ფიზიკოსები აცხადებენ, რომ იდუმალი "გლუბოლი" იპოვეს ძალისგან შემდგარი ნაწილაკი — ფიზიკოსები აცხადებენ, რომ იდუმალი "გლუბოლი" იპოვეს
გადახედვა
-
ავტოსერვისიდან საექსპოზიციო სივრცემდე — თეგეტას პროექტმა Staged Mechanics საერთაშორისო აღიარება მოიპოვა ავტოსერვისიდან საექსპოზიციო სივრცემდე — თეგეტას პროექტმა Staged Mechanics საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
-
შსს: ნარკოდანაშაულის ბრალდებით 135 პირი დააკავეს, რომელთაგან 55 ნარკორეალიზაციაში იყო ჩართული შსს: ნარკოდანაშაულის ბრალდებით 135 პირი დააკავეს, რომელთაგან 55 ნარკორეალიზაციაში იყო ჩართული
გადახედვა
-
მთელი დღეები უჭმელ-უსმელი ვიყავი — ჯენა ორტეგა კარიერის რთულ დასაწყისს იხსენებს მთელი დღეები უჭმელ-უსმელი ვიყავი — ჯენა ორტეგა კარიერის რთულ დასაწყისს იხსენებს
გადახედვა
-
გომის მთაზე მომხდარი ავარიისას დაშავებული 11 პირი საავადმყოფოშია გადაყვანილი — მათგან 6 ბავშვია გომის მთაზე მომხდარი ავარიისას დაშავებული 11 პირი საავადმყოფოშია გადაყვანილი — მათგან 6 ბავშვია
გადახედვა
-
2026 წლის მზის დაბნელება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან — ნახეთ ფოტოები 2026 წლის მზის დაბნელება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან — ნახეთ ფოტოები
გადახედვა
-
ღია სცენა: თაკარა და სუხიშვილების ახალი დადგმა — რეკონსტრუქცია ღია სცენა: თაკარა და სუხიშვილების ახალი დადგმა — რეკონსტრუქცია
კომენტარები