თვითაცილების მოთხოვნის მიუხედავად, ნინო გალუსტაშვილი სახაზინო ადვოკატებს 11 სინდისის პატიმრის დაცვას აიძულებს
მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა 11 სინდისის პატიმრის — ანდრო ჭიჭინაძის, ონისე ცხადაძის, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვის, ლუკა ჯაბუას, გურამ მირცხულავას, ვალერი თეთრაშვილის, გიორგი ტერიშვილის, ირაკლი ქერაშვილის, რევაზ კიკნაძისა და სერგეი კუხარჩუკის შუამდგომლობა სახაზინო ადვოკატების — ირაკლი ბენიას, სალომე არდოტელის და
დალი თუშიშვილის აცილებასთან დაკავშირებით არ დააკმაყოფილა.
"რაც შეეხება თვითაცილებას, სასამართლო არ დააკმაყოფილებს. თქვენ ისევე განაგრძობთ ამ საქმეში მონაწილეობას, როგორც შეთანხმებით აყვანილი ადვოკატები, შესაბამისად სასამართლომ როცა იმსჯელა საზოგადოებრივი ადვოკატის დანიშვნაზე, ამ საფუძვლით თვლის, რომ აცილების საფუძველი არ არსებობს, საქმეს განვაგრძობთ საზოგადოებრივი ადვოკატების მონაწილეობით და ამ საკითხს აღარ დავუბრუნდებით", — განაცხადა გალუსტაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ წინა სასამართლო პროცესზე, 24 ივნისს, მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა 11-ვე პირს სახაზინო ადვოკატი დაუნიშნა. ამის მიზეზი ის გახდა, რომ 24 ივნისის პროცესზე არ იმყოფებდა ირაკლი ქერაშვილის ადვოკატი რეზო აჭარაძე. ქერაშვილმა სხდომის დატოვება ითხოვა. ამ მიზეზის გამო მოსამართლე გალუსტაშვილმა ყველა სინდისის პატიმარს საზოგადოებრივი ადვოკატი დაუნიშნა, რომელსაც 1 დღე მიეცა 16-ტომიანი საქმის გასაცნობად.
გალუსტაშვილის განცხადებას სინდისის პატიმრების და მათი ადვოკატების უკმაყოფილება მოჰყვა. მათი თქმით, ამ გადაწყვეტილებით სასამართლო უპატივცემულობას გამოხატავდა იმ იურისტების მიმართ, რომლებიც ყოველდღიურად იმყოფებიან სასამართლო სხდომათა დარბაზში და იცავენ მათი დაცვის ქვეშ მყოფებს.
დღეს, 26 ივნისს გამართულ სხდომაზე, სამივე სახაზინო ადვოკატმა საქმის აცილება მოითხოვა. სახაზინო ადვოკატმა ირაკლი ბენიამ განაცხადა, მისმა დასაცავმა პირებმა — რევაზ კიკნაძემ, ვალერი თეთრაშვილმა, ონისე ცხადაძემ და რუსლან სივაკოვმა უნდობლობა გამოუცხადეს და მას პენიტენციურ დაწესებულებაში არ შეხვდნენ.
"რევაზ კიკნაძესთან და ონისე ცხადაძესთან ჩემი კომუნიკაციაც არ შედგა, საკნიდან არ ამოვიდნენ, რაც შეეხება ვალერი თეთრაშვილს და რუსლან სივაკოვს, ისინი ამოვიდნენ, მაგრამ როცა გაიგეს, რომ მე ახლად დანიშნული ადვოკატი ვიყავი, შეხვედრის ადგილი დატოვეს. ჩემი კომუნიკაცია ორ ადამიანთან არ შედგა...
დაკავებულებს ვეთანხმები, მინიმუმ ბრალდებულებთან კომუნიკაციაც არ შედგა, ორი მათგანი საერთოდ ნდობასაც არ მიცხადებს, შეხვედრის ოთახშიც არ ამოვიდა, ფიზიკურადაც არ ამოვიდნენ. აქ ნათელია ყველაფერი, რა თქმა უნდა, ვეთანხმები ბრალდებულებს და ვითხოვ ჩამოცილებას", — განაცხადა ბენიამ.
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
-
ComCom-მა "ტვ პირველი" ტერმინოლოგიის გამოყენებისთვის 5 000 ლარით დააჯარიმა ComCom-მა "ტვ პირველი" ტერმინოლოგიის გამოყენებისთვის 5 000 ლარით დააჯარიმა
გადახედვა
-
იავნანა — როგორ ეხმარება მუსიკა საზღვარგარეთ მცხოვრებ ბავშვებს ქართულ ენასთან კავშირის შენარჩუნებაში იავნანა — როგორ ეხმარება მუსიკა საზღვარგარეთ მცხოვრებ ბავშვებს ქართულ ენასთან კავშირის შენარჩუნებაში
-
წითელი ღვინის კრიზისი? — როგორია ვაზის მომავალი კლიმატის ცვლილების ფონზე წითელი ღვინის კრიზისი? — როგორია ვაზის მომავალი კლიმატის ცვლილების ფონზე
გადახედვა
-
13-15 აგვისტოს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი 13-15 აგვისტოს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი
გადახედვა
-
შსს: სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ "დარიალიდან" მოქალაქეთა ევაკუაცია განხორციელდა შსს: სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ "დარიალიდან" მოქალაქეთა ევაკუაცია განხორციელდა
გადახედვა
-
რატომ სჯერა ზოგ ადამიანს სამეცნიერო შეთქმულების თეორიების — კვლევა რატომ სჯერა ზოგ ადამიანს სამეცნიერო შეთქმულების თეორიების — კვლევა
გადახედვა
-
ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან, 16 წლის გოგოს მატარებელი შეეჯახა და გარდაიცვალა — "ბათუმელები" ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან, 16 წლის გოგოს მატარებელი შეეჯახა და გარდაიცვალა — "ბათუმელები"
გადახედვა
-
Zoom-ის ხარვეზი თავდამსხმელს სხვისი მოწყობილობის კონტროლის საშუალებას აძლევდა Zoom-ის ხარვეზი თავდამსხმელს სხვისი მოწყობილობის კონტროლის საშუალებას აძლევდა
გადახედვა
-
აღმოაჩინეს "სიგამხდრის მუტაცია", რომელიც ოზემპიკივით მოქმედებს აღმოაჩინეს "სიგამხდრის მუტაცია", რომელიც ოზემპიკივით მოქმედებს
გადახედვა
-
თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება
-
სააპელაციო სასამართლომ იოსებ სიგუას შემაკავებელი ორდერი გაუუქმა სააპელაციო სასამართლომ იოსებ სიგუას შემაკავებელი ორდერი გაუუქმა
გადახედვა
-
განათლება, რომელიც მსოფლიოს დაახლოებას ემსახურება | რა შესაძლებლობებს ქმნის საქართველოს ბანკისა და UWC-ს პარტნიორობა მოსწავლეებისთვის განათლება, რომელიც მსოფლიოს დაახლოებას ემსახურება | რა შესაძლებლობებს ქმნის საქართველოს ბანკისა და UWC-ს პარტნიორობა მოსწავლეებისთვის
-
ძალისგან შემდგარი ნაწილაკი — ფიზიკოსები აცხადებენ, რომ იდუმალი "გლუბოლი" იპოვეს ძალისგან შემდგარი ნაწილაკი — ფიზიკოსები აცხადებენ, რომ იდუმალი "გლუბოლი" იპოვეს
გადახედვა
-
გომის მთაზე მომხდარი ავტოავარიის საქმეზე მიკროავტობუსის მძღოლი დააკავეს გომის მთაზე მომხდარი ავტოავარიის საქმეზე მიკროავტობუსის მძღოლი დააკავეს
გადახედვა
-
ავტოსერვისიდან საექსპოზიციო სივრცემდე — თეგეტას პროექტმა Staged Mechanics საერთაშორისო აღიარება მოიპოვა ავტოსერვისიდან საექსპოზიციო სივრცემდე — თეგეტას პროექტმა Staged Mechanics საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
-
შსს: ნარკოდანაშაულის ბრალდებით 135 პირი დააკავეს, რომელთაგან 55 ნარკორეალიზაციაში იყო ჩართული შსს: ნარკოდანაშაულის ბრალდებით 135 პირი დააკავეს, რომელთაგან 55 ნარკორეალიზაციაში იყო ჩართული
გადახედვა
-
მთელი დღეები უჭმელ-უსმელი ვიყავი — ჯენა ორტეგა კარიერის რთულ დასაწყისს იხსენებს მთელი დღეები უჭმელ-უსმელი ვიყავი — ჯენა ორტეგა კარიერის რთულ დასაწყისს იხსენებს
გადახედვა
-
გომის მთაზე მომხდარი ავარიისას დაშავებული 11 პირი საავადმყოფოშია გადაყვანილი — მათგან 6 ბავშვია გომის მთაზე მომხდარი ავარიისას დაშავებული 11 პირი საავადმყოფოშია გადაყვანილი — მათგან 6 ბავშვია
გადახედვა
-
2026 წლის მზის დაბნელება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან — ნახეთ ფოტოები 2026 წლის მზის დაბნელება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან — ნახეთ ფოტოები
გადახედვა
-
ღია სცენა: თაკარა და სუხიშვილების ახალი დადგმა — რეკონსტრუქცია ღია სცენა: თაკარა და სუხიშვილების ახალი დადგმა — რეკონსტრუქცია
კომენტარები