საია: "ადგილი აქვს ავი განზრახვით სისხლის სამართლის მექანიზმების გამოყენებას ოპოზიციონერი პოლიტიკოსების მიმართ"
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ოპოზიციონერი დეპუტუტატების, ზურაბ გირჩი ჯაფარიძის, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძისთვის პატიმრობის შეფარდება ეხმაურება და წერს, რომ "ადგილი აქვს ავი განზრახვით სისხლის სამართლის მექანიზმების გამოყენებას ოპოზიციონერი პოლიტიკოსების მიმართ"
ორგანიზაციის განცხადებით, მათ ამ შეფასებას ამყარებს განაჩენის გამოცხადებამდე ოცნების პრემიერის, ირაკლი კობახიძის განცხადება, რომლის მიხედვითაც, ის, ვინც არ აღიარებს [ამ პარლამენტს], "წავლენ ციხეში".
"2025 წლის 21 მაისს საიამ საზოგადოებას წარუდგინა დასაბუთებული სამართლებრივი მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ არ უნდა შეფასებულიყო საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობა სისხლის სამართლის დანაშაულად, რაზე დაყრდნობითაც, ორგანიზაციას მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევებში ადგილი აქვს ავი განზრახვით (ulterior purpose) სისხლის სამართლის მექანიზმების გამოყენებას ოპოზიციონერი პოლიტიკოსების მიმართ.
აღნიშნულს, ასევე, ამყარებს განაჩენის გამოცხადებამდე ირაკლი კობახიძის მიერ გაკეთებული განცხადებაც, რომლის მიხედვითაც, ის, ვინც არ აღიარებს [ამ პარლამენტს], "წავლენ ციხეში".
როდესაც ხელისუფლება სისხლის სამართლის მექანიზმებს ინსტრუმენტად იყენებს განსხვავებული აზრის გასაჩუმებლად, კრიტიკოსების დასაშინებლად ან პოლიტიკური კონკურენციის აღმოსაფხვრელად, ასეთი ქმედებები არღვევს, არა მარტო, ინდივიდუალურ უფლებებს, არამედ, ძირს უთხრის დემოკრატიული პროცესებისთვის საჭირო ფუნდამენტებს.
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ არაერთ საქმეში დაადგინა, რომ პოლიტიკურად მოტივირებული დევნა, როდესაც ის მიზნად ისახავს ოპოზიციის ჩახშობას ან დემოკრატიული პროცესებით მანიპულირებას, არის კონვენციის სერიოზული დარღვევა" — ნათქვამია განცხადებაში.
ცნობისთვის, დღეს მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერს, გიორგი ვაშაძეს წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობისთვის 7-თვიანი პატიმრობა შეუფარდა. განაჩენის გამოცხადებას გიორგი ვაშაძე არ დასწრებია. ის ოპოზიციის სხვა ლიდერებთან ერთად სასამართლოს გადაწყვეტილებას პარტიის ოფისში ელოდებოდა. მას აღკვეთის ღონისძიების სახით 50 000-ლარიანი გირაო ჰქონდა შეფარდებული, რაც მან კანონით დადგენილ ვადაში გადაიხადა.
შეგახსენებთ, ამავე კომისიაზე გამოუცხადებლობისთვის კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერს ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს 7 თვით, ხოლო კოალიცია ლელო — ძლიერი საქართველოს ლიდერებს მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს 8-8 თვით პატიმრობა შეეფარდათ. ასევე, წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობისთვის ციხეში არიან კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერები — ნიკა გვარამია და ნიკა მელია. გვარამიას საქმის არსებითი განხილვა საქალაქო სასამართლოში დღეს გრძელდება. დღესვე უნდა გამოცხადდეს ირაკლი ოქრუაშვილის განაჩენიც.
ასევე იხილეთ:
- ირაკლი ოქრუაშვილს ახალი ბრალი 2 წლის წინანდელ, სამეზობლოში ჩხუბის საქმეზე წარუდგინეს
- გიორგი ვაშაძე: მივმართავ ბიძინა ივანიშვილს — შენ ხარ ამ ქვეყნის მტერი, მთელი ქვეყანა გინდა ციხეში გამოკეტო, მაგრამ არ გაგივა
- გიორგი ვაშაძეს 7-თვიანი პატიმრობა შეუფარდეს — მას ხელბორკილი პარტიის ოფისში დაადეს
- გიორგი ვაშაძე: "ჩვენ გამარჯვებას მივაღწევთ, მთავარია, ვიყოთ ერთიანები"
- ბადრი ჯაფარიძე და მამუკა ხაზარაძე დააკავეს
- მამუკა ხაზარაძე: ბიძინა ვისაც შეაშინებს, იმის დედა ვატირე მე!
- შალვა პაპუაშვილი: ვინც არღვევს საქართველოს კონსტიტუციას, რა თქმა უნდა, მიიღებს შესაბამის პასუხს ქართველი ხალხისგან მისი სასამართლოების მეშვეობით
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
-
ComCom-მა "ტვ პირველი" ტერმინოლოგიის გამოყენებისთვის 5 000 ლარით დააჯარიმა ComCom-მა "ტვ პირველი" ტერმინოლოგიის გამოყენებისთვის 5 000 ლარით დააჯარიმა
გადახედვა
-
წითელი ღვინის კრიზისი? — როგორია ვაზის მომავალი კლიმატის ცვლილების ფონზე წითელი ღვინის კრიზისი? — როგორია ვაზის მომავალი კლიმატის ცვლილების ფონზე
გადახედვა
-
13-15 აგვისტოს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი 13-15 აგვისტოს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი
გადახედვა
-
რატომ სჯერა ზოგ ადამიანს სამეცნიერო შეთქმულების თეორიების — კვლევა რატომ სჯერა ზოგ ადამიანს სამეცნიერო შეთქმულების თეორიების — კვლევა
გადახედვა
-
საქართველოში გერმანიის ახალი ელჩი ბარბარა ფოსი იქნება საქართველოში გერმანიის ახალი ელჩი ბარბარა ფოსი იქნება
გადახედვა
-
ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან, 16 წლის გოგოს მატარებელი შეეჯახა და გარდაიცვალა — "ბათუმელები" ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან, 16 წლის გოგოს მატარებელი შეეჯახა და გარდაიცვალა — "ბათუმელები"
გადახედვა
-
კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ქართული სამზარეულო) კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ქართული სამზარეულო)
გადახედვა
-
Zoom-ის ხარვეზი თავდამსხმელს სხვისი მოწყობილობის კონტროლის საშუალებას აძლევდა Zoom-ის ხარვეზი თავდამსხმელს სხვისი მოწყობილობის კონტროლის საშუალებას აძლევდა
გადახედვა
-
თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება
-
სააპელაციო სასამართლომ იოსებ სიგუას შემაკავებელი ორდერი გაუუქმა სააპელაციო სასამართლომ იოსებ სიგუას შემაკავებელი ორდერი გაუუქმა
გადახედვა
-
განათლება, რომელიც მსოფლიოს დაახლოებას ემსახურება | რა შესაძლებლობებს ქმნის საქართველოს ბანკისა და UWC-ს პარტნიორობა მოსწავლეებისთვის განათლება, რომელიც მსოფლიოს დაახლოებას ემსახურება | რა შესაძლებლობებს ქმნის საქართველოს ბანკისა და UWC-ს პარტნიორობა მოსწავლეებისთვის
-
ევროვიზია შავი ზღვის სანაპიროზე ჩამოდის — სად გაიმართება კონკურსი 2027 წელს ევროვიზია შავი ზღვის სანაპიროზე ჩამოდის — სად გაიმართება კონკურსი 2027 წელს
გადახედვა
-
ძალისგან შემდგარი ნაწილაკი — ფიზიკოსები აცხადებენ, რომ იდუმალი "გლუბოლი" იპოვეს ძალისგან შემდგარი ნაწილაკი — ფიზიკოსები აცხადებენ, რომ იდუმალი "გლუბოლი" იპოვეს
გადახედვა
-
გომის მთაზე მომხდარი ავტოავარიის საქმეზე მიკროავტობუსის მძღოლი დააკავეს გომის მთაზე მომხდარი ავტოავარიის საქმეზე მიკროავტობუსის მძღოლი დააკავეს
გადახედვა
-
ავტოსერვისიდან საექსპოზიციო სივრცემდე — თეგეტას პროექტმა Staged Mechanics საერთაშორისო აღიარება მოიპოვა ავტოსერვისიდან საექსპოზიციო სივრცემდე — თეგეტას პროექტმა Staged Mechanics საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
-
შსს: ნარკოდანაშაულის ბრალდებით 135 პირი დააკავეს, რომელთაგან 55 ნარკორეალიზაციაში იყო ჩართული შსს: ნარკოდანაშაულის ბრალდებით 135 პირი დააკავეს, რომელთაგან 55 ნარკორეალიზაციაში იყო ჩართული
გადახედვა
-
მთელი დღეები უჭმელ-უსმელი ვიყავი — ჯენა ორტეგა კარიერის რთულ დასაწყისს იხსენებს მთელი დღეები უჭმელ-უსმელი ვიყავი — ჯენა ორტეგა კარიერის რთულ დასაწყისს იხსენებს
გადახედვა
-
გომის მთაზე მომხდარი ავარიისას დაშავებული 11 პირი საავადმყოფოშია გადაყვანილი — მათგან 6 ბავშვია გომის მთაზე მომხდარი ავარიისას დაშავებული 11 პირი საავადმყოფოშია გადაყვანილი — მათგან 6 ბავშვია
გადახედვა
-
2026 წლის მზის დაბნელება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან — ნახეთ ფოტოები 2026 წლის მზის დაბნელება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან — ნახეთ ფოტოები
გადახედვა
-
ღია სცენა: თაკარა და სუხიშვილების ახალი დადგმა — რეკონსტრუქცია ღია სცენა: თაკარა და სუხიშვილების ახალი დადგმა — რეკონსტრუქცია
კომენტარები