"ვითხოვთ იმ პირების დაუყოვნებლივ იდენტიფიცირებას, ვინც დაკითხვაში მონაწილეობდნენ" — NGO-ები ყაყიტაშვილის საქმეზე
"გამოვხატავთ ჩვენს აღშფოთებას თბილისში, პოლიციის შენობაში მომხდარი წამების ფაქტის გამო, რასაც ალან ყაყიტაშვილის სიკვდილი მოჰყვა" — ამის შესახებ "საქართველოს ევროპული ორბიტის" აღმასრულებელმა დირექტორმა ნინო ლომჯარიამ განაცხადა. არასამთავრობო როგანიზაციებმა ერთობლივ ბრიფინგზე მოითხოვეს იმ პირების დაუყოვნებლივ იდენტიფიცირება, ვინც დაკითხვის პროცესში მონაწილეობდნენ.
მათი განცხადებით, მოწმე ტატუნაშვილის ჩვენების თანახმად, პოლიციელები მასაც სცემდნენ, "დივანზე ადიოდნენ და ახტებოდნენ, ხოლო ამის პარალელურად, პოლიციის შენობის სხვა ოთახიდან ესმოდა ალანის განწირული ხმა"
"ჩვენ, ხელმომწერი ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები, გამოვხატავთ ჩვენს აღშფოთებას თბილისში, პოლიციის შენობაში მომხდარი წამების ფაქტის გამო, რასაც ალან ყაყიტაშვილის სიკვდილი მოჰყვა.
გავრცელებული ინფორმაციით, მერიის დასუფთავების სამსახურის თანამშრომელი ალან ყაყიტაშვილი 7 ივნისს გლდანი-ნაძალადევის პოლიციის სამმართველოში გამოკითხვიდან კომატოზურ მდგომარეობაში, გულისრევით და სუნთქვის უკმარისობით კლინიკაში გადაიყვანეს. ჩატარებული ოპერაციისა და და ინტენსიური მკურნალობის მიუხედავად იგი გარდაიცვალა.
ალან ყაყიტაშვილთან ერთად გამოკითხვაზე მყოფი მეგობარი, ირაკლი ტატუნაშვილმა სასამართლოში გამოკითხვაზე განაცხადა, რომ პოლიციაში გამოკითხვისას ესმოდა ალან ყაყიტაშვილის "განწირული" ხმა. მისი თქმით, ხმა რომ გაჩერდა ყვირილის შემდეგ, 15-20 წუთში მოვიდა სასწრაფო და ბიჭი წაიყვანეს.
ირაკლი ტატუნაშვილმა სასამართლოს მასზე განხორციელებული წამების შესახებაც განუცხადა. მისი თქმით, პოლიციელები მას სასტიკად გაუსწორდნენ. პოლიციის განყოფილების იმ ოთახში, სადაც შეიყვანეს დაახლოებით ექვსი პოლიციელი იმყოფებოდა, მათ შორის მაღალი თანამდებობის პირები. გამოკითხვისას ის მძიმედ სცემეს, ძირს დაგდებულს კი ზედ ახტებოდნენ.
პოლიციის სისასტიკეზე საუბრობს კიდევ ერთი მოწმე დიმიტრი სადოევი. ისიც ყაყიტაშვილთან და ტატუნაშვილთან ერთად იმყოფებოდა პოლიციის განყოფილებაში. მან გამოძიებას განუცხადა, რომ პოლიციის უფროსის კაბინეტიდან დარტყმის და გინების ხმები ისმოდა, მაშინ როცა შიგნით ალან ყაყიტაშვილი და ირაკლი ტატუნაშვილი იმყოფებოდნენ. ადვოკატის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფმა დიმიტრი სადოევმა დაინახა, როგორ გამოიყვანეს ნაცემ მდგომარეობაში პოლიციის უფროსის კაბინეტიდან ირაკლი ტატუნაშვილი - ყაყიტაშვილის გამოყვანა არ დაუნახავს. იგი წამებაში პოლიციელებს, კახა პაპინაშვილს და ლაშა ცხვიტარიას სდებს ბრალს.
სამინისტრომ საზოგადოებას წარმოუდგინა რესტორნის გარე პერიმეტრზე დამონტაჟებული სათვალთვალო კამერის ჩანაწერები, რაც არარელევანტურია ყაყიტაშვილისა და სხვა გამოკითხულების წამების გამოძიებასთან საჯარო ინტერესებთან. კამერებზე ჩანს ჩხუბი, მაგრამ ასევე ჩანს, რომ ყაყიტაშვილიც და სხვა პირებიც ჯანმრთელები ტოვებენ პერიმეტრს. ეს მიუთითებს, რომ სამინისტრომ ჩხუბის კადრები პროპაგანდისტული მიზნებით გაასაჯაროვა, რათა გადაეფარა პოლიციის სამმართველოში მომხდარი წამების დანაშაული.
ალანი უკანასკნელად ცოცხალი ნახეს გლდანი-ნაძალადევის პოლიციის სამმართველოში. რამდენიმე საათში ის უკვე უგონო მდგომარეობაში იყო. რამდენიმე დღეში — გარდაცვლილი.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ვერსიით, ის დაკითხვაზე გახდა შეუძლოდ. ჩვენთვის და საქართველოს საზოგადოებისთვის კი უკვე ცხადია: ალანი განყოფილებაში აწამეს.
ეს არ არის ეჭვი — ეს არის საფუძვლიანი ბრალდება, რომელიც ეფუძნება:
მოწმე ტატუნაშვილის ჩვენებას, რომლის თანახმად, პოლიციელები მასაც სცემდნენ, დივანზე ადიოდნენ და ახტებოდნენ, ხოლო ამის პარალელურად, პოლიციის შენობის სხვა ოთახიდან ესმოდა ალანის განწირული ხმა;
დამატებით მოწმეებისგან მიღებულ ინფორმაციას, რომ ალანს არ ჰქონდა გარეგანი დაზიანებები დაპატიმრებამდე, მაგრამ კლინიკაში კომატოზურ მდგომარეობაში შევიდა;
და, ბოლოს, სახალხოდ ხელმისაწვდომ ვიდეოკადრებს, სადაც ჩანს, როგორ ტოვებს ალანი შემთხვევის ადგილს დამოუკიდებლად, მოძრაობის სრული უნარით.
დღეს, 2025 წელს, პოლიციის შენობებში კვლავ კლავენ ადამიანებს. პოლიციის შენობებიდან ნაცვლად მართლმსაჯულებისა, ადამიანთა განწირული ყვირილის ხმები ისმის. ჩვენ არ დავიჯერებთ მითს "გული წაუვიდა დაკითხვისას". მას დააკარგვინეს გონება. დააკარგვინეს სიცოცხლე.
ეს არის წამება. ეს არის ადამიანის უფლებების უმძიმესი დარღვევა, რომელიც სახელმწიფო ორგანოში, სახელმწიფო მსახურის ხელით განხორციელდა.
ჩვენ ვითხოვთ:
პოლიციის იმ თანამშრომლების და თანამდებობის პირების დაუყოვნებლივ იდენტიფიცირებას, ვინც დაკითხვის პროცესში მონაწილეობდა;
მათი დაკავებას და სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას წამების მუხლით;
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გამჭვირვალე, სრულ და ეფექტიან გამოძიებას.
ჩვენ ვდგავართ ალანის ოჯახთან. ჩვენ ვწუხვართ იმიტომ, რომ ვხედავთ სახელმწიფოს ხელში მოკლულ მოქალაქეს.
სამწუხაროდ, ალანს უკვე ვეღარ გადავარჩენდით, მაგრამ შეგვიძლია პასუხი ვაგებინოთ მწამებლებს და მათ მფარველებს, და თავიდან ავიცილოთ შემდეგი მსხვერპლი", — ნათქვამია განცხადებაში.
ასევე იხილეთ:
-
ვიქტორიანული ეპოქის დიასახლისები სიმშვიდეს ნარკოტიკული საშუალებებით აღწევდნენ ვიქტორიანული ეპოქის დიასახლისები სიმშვიდეს ნარკოტიკული საშუალებებით აღწევდნენ
გადახედვა
-
"ასეთ მძიმე წარსულზე ლაპარაკისას, ადამიანს შეიძლება რაღაც ცდომილება მოუვიდეს," — კობა ლიკლიკაძე გიორგი ბარამიძის განცხადებაზე "ასეთ მძიმე წარსულზე ლაპარაკისას, ადამიანს შეიძლება რაღაც ცდომილება მოუვიდეს," — კობა ლიკლიკაძე გიორგი ბარამიძის განცხადებაზე
გადახედვა
-
Turbo — კრიპტოს გაცვლის ახალი გზა რეგისტრაციის გარეშე Turbo — კრიპტოს გაცვლის ახალი გზა რეგისტრაციის გარეშე
-
MySpace ბრუნდება? — ყველაფერი, რაც ამ დროისთვის ვიცით MySpace ბრუნდება? — ყველაფერი, რაც ამ დროისთვის ვიცით
გადახედვა
-
Volvo 365 — ერთი წელი ავტომობილთან დაკავშირებული ძირითადი ხარჯების გარეშე Volvo 365 — ერთი წელი ავტომობილთან დაკავშირებული ძირითადი ხარჯების გარეშე
-
ტექნოლოგიებიდან მუსიკამდე — გაიცანით სხვადასხვა ინდუსტრიის პირველი მილიარდერები ტექნოლოგიებიდან მუსიკამდე — გაიცანით სხვადასხვა ინდუსტრიის პირველი მილიარდერები
გადახედვა
-
დიემჯი ჯგუფი ლაგუნა ვერეს, აბრეშუმისა და თამბაქოს ფაბრიკების ტერიტორიის განვითარების ახალ ეტაპს იწყებს დიემჯი ჯგუფი ლაგუნა ვერეს, აბრეშუმისა და თამბაქოს ფაბრიკების ტერიტორიის განვითარების ახალ ეტაპს იწყებს
-
შექსპირის თეატრში Game of Thrones:The Mad King-ის პრემიერა შედგა — ნახეთ ფოტოები შექსპირის თეატრში Game of Thrones:The Mad King-ის პრემიერა შედგა — ნახეთ ფოტოები
-
გამოავლინეს 3 ფაქტორი, რომლებიც დემენციის 13 წლით გადავადებასთანაა დაკავშირებული გამოავლინეს 3 ფაქტორი, რომლებიც დემენციის 13 წლით გადავადებასთანაა დაკავშირებული
გადახედვა
-
ChatGPT უფასო ვერსიის მომხმარებლებს შეუზღუდავ ტექსტურ ჩატებს სთავაზობს ChatGPT უფასო ვერსიის მომხმარებლებს შეუზღუდავ ტექსტურ ჩატებს სთავაზობს
გადახედვა
-
იაპონიაში ისე ცხელა, რომ ზოოპარკში ცხოველები იხოცებიან იაპონიაში ისე ცხელა, რომ ზოოპარკში ცხოველები იხოცებიან
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით მეცნიერებმა ახალი ვირუსები შექმნეს ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით მეცნიერებმა ახალი ვირუსები შექმნეს
გადახედვა
-
სიცილიის სანაპიროსთან ძველი რომაული ხომალდის ნაშთები აღმოაჩინეს სიცილიის სანაპიროსთან ძველი რომაული ხომალდის ნაშთები აღმოაჩინეს
გადახედვა
-
თბილისის ზღვის მიმდებარედ ახალი ზოოპარკის "კავკასიის ექსპოზიცია" სატესტო რეჟიმში გაიხსნა თბილისის ზღვის მიმდებარედ ახალი ზოოპარკის "კავკასიის ექსპოზიცია" სატესტო რეჟიმში გაიხსნა
გადახედვა
-
MOB Burgers X Sio Print ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი MOB Burgers X Sio Print ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი
-
სეს-მა გორში ფრინველთა არალეგალურ სასაკლაოს საწარმოო პროცესი შეუჩერა სეს-მა გორში ფრინველთა არალეგალურ სასაკლაოს საწარმოო პროცესი შეუჩერა
გადახედვა
-
ახალი ცოდნა ყოველთვის ღირებული ინვესტიციაა — საქართველოს ბანკის სტიპენდიატის, ლუკა ბესტავაშვილის ისტორია ახალი ცოდნა ყოველთვის ღირებული ინვესტიციაა — საქართველოს ბანკის სტიპენდიატის, ლუკა ბესტავაშვილის ისტორია
-
შსს: "გურამ დადიანიძის საქმეზე ჩატარდა ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედება, თუმცა რაიმე საეჭვო გარემოება გამოვლენილი ვერ იქნა" შსს: "გურამ დადიანიძის საქმეზე ჩატარდა ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედება, თუმცა რაიმე საეჭვო გარემოება გამოვლენილი ვერ იქნა"
გადახედვა
-
2024 წელს სამტრედიაში ნიკა მელიაზე თავდასხმის საქმეზე პროკურატურამ სამ პირს, მათ შორის ნიკა მელიას თანაპარტიელებს, ბრალი წარუდგინა 2024 წელს სამტრედიაში ნიკა მელიაზე თავდასხმის საქმეზე პროკურატურამ სამ პირს, მათ შორის ნიკა მელიას თანაპარტიელებს, ბრალი წარუდგინა
გადახედვა
-
Firebird-მა სომხეთში რეგიონში უდიდესი AI ქარხანა გახსნა Firebird-მა სომხეთში რეგიონში უდიდესი AI ქარხანა გახსნა
გადახედვა
-
თბილისის აეროპორტში თვითმფრინავის ბორტზე ქურდობისთვის ჩინეთის ორი მოქალაქე დააკავეს თბილისის აეროპორტში თვითმფრინავის ბორტზე ქურდობისთვის ჩინეთის ორი მოქალაქე დააკავეს
გადახედვა
კომენტარები