SJC: ჩაგვბარდა სასამართლოს ბრძანება, რომლითაც გვეცნობა, რომ ანტიკორუფციულმა ბიურომ ორგანიზაციის საქმიანობის შესწავლა დაიწყო
"რაჟდენ კუპრაშვილის ანტიკორიფციულმა ბიურომ "სოციალური სამართლიანობის ცენტრის" საქმიანობის შესწავლა დაიწყო" — ამის შესახებ SJC-ის განცხადებაშია აღნიშნული.
მათი თქმით, ანტიკორუფციული ბიურო სასამართლოსგან მათ საქმიანობასთან დაკავშირებით შეუზღუდავი ინფორმაციის მიღებას ითხოვს.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ორგანიზაციას სასამართლოს ბრძანება გუშინ, 19 ივნისს ჩაბარდა.
"სოციალური სამართლიანობის ცენტრის" განცხადებით, საუბარია 2024 წლის 1 იანვრიდან 2025 წლის 10 ივნისამდე ორგანიზაციის საქმიანობის ამსახველ სრულ სამართლებრივ, ტექნიკურ და ფინანსურ მონაცემებზე, ასევე, უფლებადაცვითი და იურიდიული დახმარების პირობებში ბენეფიციარებისთვის გაწეული მხარდაჭერის ამსახველ სრულ ინფორმაციაზე.
ორგანიზაცია აცხადებს, რომ კუპრაშვილის ბიუროს მიერ, სამართალწარმოების პროცესის დაწყება მოკლებულია სამართლებრივ საფუძვლებს და წარმოადგენს დამოუკიდებელი ორგანიზაციის საქმიანობაში უხეში ჩარევის მცდელობას.
"გვინდა საზოგადოებას, ჩვენს მეგობრებს, კოლეგებს, პარტნიორებს, ბენეფიციარებს ვაცნობოთ, რომ 2025 წლის 19 ივნისს სოციალური სამართლიანობის ცენტრს ჩაბარდა სასამართლოს ბრძანება, რომლითაც გვეცნობა, რომ ანტიკორუფციულმა ბიურომ სოციალური სამართლიანობის ცენტრის საქმიანობის შესწავლა დაიწყო და ის სასამართლოსგან ჩვენს საქმიანობასთან დაკავშირებით შეუზღუდავი ინფორმაციის მიღებას ითხოვს. მოთხოვნა შეეხება 2024 წლის 1 იანვრიდან 2025 წლის 10 ივნისამდე ორგანიზაციის საქმიანობის ამსახველ სრულ სამართლებრივ, ტექნიკურ და ფინანსურ მონაცემებს და, რაც ყველაზე მძიმეა, უფლებადაცვითი და იურიდიული დახმარების პირობებში ჩვენი ბენეფიციარებისთვის გაწეული მხარდაჭერის ამსახველ სრულ ინფორმაციას.
სასამართლო ჩვენგან ინფორმაციას "კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ", "მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ" და "გრანტების შესახებ" კანონების საფუძველზე ითხოვს (და არა უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტის ე.წ. ფარა-ს საფუძველზე), თუმცა სასამართლოს მიერ მითითებული მუხლებსა და პირობებს ჩვენს საქმიანობასთან არ აქვს შემხებლობა და სრულიად არარელევანტურია (იხ. ჩვენი ვრცელი სამართლებრივი შეფასება კომენტარში).
სასამართლოს ბრძანებით, ანტიკორუფციული ბიურო ითხოვს დასახელებულ პერიოდში ყველა ტიპის ინფორმაციას და არ ადგენს შემოწმების მიზანზე დაფუძნებულ საზღვრებს და ფარგლებს. ამავდროულად, მოთხოვნილი ინფორმაცია წარმოუდგენლად ვრცელ მონაცემებს მოიცავს და პრაქტიკულად სახელმწიფოს სრულ და ტოტალურ კონტროლს უქვემდებარებს ჩვენს საქმიანობას. მოთხოვნილი ინფორმაცია ასევე ვრცელდება ბენეფიციარების პირად ინფორმაციაზე, ორგანიზაციულ კორესპონდენციებსა და მიმოწერებზე, რაც ჩვენს საადვოკატო და უფლებადაცვით საქმიანობაში უხეში და უკანონო ჩარევაა.
გუშინ, 18 ივნისს, ანტიკორუფციული ბიუროს ბრიფინგზე, რაჟდენ კუპრაშვილმა განაცხადა, რომ სამოქალაქო ორგანიზაციებისგან მოთხოვნილი ინფორმაცია მიმართულია გრანტების მიმღები ან პოლიტიკური აქტივობის მქონე ორგანიზაციების საქმიანობის მიზნობრიობის შესწავლისკენ და ამ პროცესში სრულად არის უზრუნველყოფილი პროფესიული და პერსონალური ინფორმაციის დაცულობა. გვსურს, ხაზგასმით განვმარტოთ, რომ ეს განცხადება დეზინფორმაციულია და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად. სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის გაგზავნილი მოთხოვნის მსგავსად, ანტიკორუფციული ბიურო ჩვენგანაც პირდაპირ ითხოვს ბენეფიციარების პირად ინფორმაციას.
ჩვენთვის აშკარაა, რომ ანტიკორუფციული ბიუროს მიერ, სამართალწარმოების პროცესის დაწყება მოკლებულია სამართლებრივ საფუძვლებს და წარმოადგენს დამოუკიდებელი ორგანიზაციის საქმიანობაში უხეში ჩარევის მცდელობას და მიზნად ისახავს ჩვენს პარალიზებას და გაჩუმებას.
სოციალური სამართლიანობის ცენტრი არ აპირებს გაჩერებას და ამავდროულად გამოიყენებს ყველა სამართლებრივ საშუალებას, საკუთარი და სხვა სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების გაერთიანებისა და გამოხატვის თავისუფლების დასაცავად. Ამასთან, ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რომ ჩვენი შრომა და ბრძოლა ადამიანის უფლებების, სოციალური კეთილდღეობისა და დემოკრატიის დასაცავად გაგრძელდეს.
ამავდროულად, ჩვენ ბოლომდე დავიცავთ ჩვენი საადვოკატო და უფლებადაცვითი საქმიანობის ფარგლებში მიღებულ პროფესიულ საიდუმლოებას და არ გავამხელთ ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფი ასობით ადამიანის, მათ შორის, ქალების, ბავშვების, შშმ პირების, მშრომელების, ქვიარების, ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების, უცხოელების, გარემოსდამცველების, პატიმრების, სასულიერო პირების პირად ცხოვრებას.
როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, 2025 წლის 17 ივნისს, ანტიკორუფციული ბიუროს წერილი გაეგზავნა სამოქალაქო საზოგადოების სხვა ორგანიზაციებსაც, მათ შორის, "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს", "საფარს", "სამოქალაქო საზოგადოების ფონდს", "ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრს" და “საქართველოს მომავლის აკადემიას". ჩვენ სოლიდარულები ვართ ჩვენი პარტნიორი ორგანიზაციების მიმართ და მზად ვართ, მათთან ერთად ვიბრძოლოთ ქვეყანაში ადამიანის უფლებების დაცვისა და დემოკრატიული საზოგადოების მშენებლობისთვის.
სოციალური სამართლიანობის ცენტრი, დაფუძნების დღიდან იცავს ეკონომიკურად, სოციალურად და პოლიტიკურად ჩაგრული ადამიანებისა და სოციალური ჯგუფების უფლებებსა და ინტერესებს. ჩვენი ორგანიზაცია 12 წელზე მეტია აქტიურ უფლებადაცვით საქმიანობაშია ჩართული და პარალელურად ეწევა კვლევით, საგანმანათლებლო საქმიანობას და არა ერთი სოციალური მოძრაობისა და თემის მხარდამხარ იბრძოდა უფრო დემოკრატიული, სოლიდარული და ეგალიტარული საზოგადოების და სისტემების მშენებლობისთვის. ჩვენ ვიტოვებთ იმედს, რომ ავტორიტარიზმის მძიმე კონტექსტისა და რეპრესიული კანონმდებლობის მიუხედავად, გვექნება შესაძლებლობა გავაგრძელოთ ჩვენი მუშაობა და ბრძოლა სამართლიანი, თანასწორი და თავისუფალი საქართველოსთვის" — ნათქვამია განცხადებაში.
ასევე იხილეთ:
- "კოალიცია ცვლილებისთვის": "მხარდაჭერას ვუცხადებთ ორგანიზაციებს, რომელთა წინააღმდეგაც რეჟიმმა რეპრესიების ახალი ტალღა დაიწყო"
- NGO-ები აცხადებენ, რომ ანტიკორუფციული ბიურო მათი დაცვის ქვეშ მყოფი მოქალაქეების პერსონალურ ინფორმაციას სთხოვს
- რაჟდენ კუპრაშვილი: ვრცელდება არასწორი ინფორმაცია, თითქოს ბიურო ორგანიზაციებისგან მოქალაქეთა პირადი დოკუმენტაციას ითხოვს
- "რაჟდენა ცრუობს, როცა ამბობს, რომ ბენეფიციარებზე ინფორმაცია არ მოუთხოვია "საფარისთვის" — ბაია პატარაია რაჟდენ კუპრაშვილზე
- რაჟდენ კუპრაშვილი: "თუ რომელიმე სუბიექტი გადაწყვეტს, რომ კანონი [FARA] არ აღასრულოს, რა თქმა უნდა ვიმოქმედებთ კანონის შესაბამისად"
- სალომე ზურაბიშვილი: "იმის ნაცვლად, რომ კორუფციის არაერთ გახმაურებულ საქმეზე დაიწყოს გამოძიება, კუპრაშვილის უწყება სადამსჯელო უწყებად იქცა"
- ანტიკორუფციული ბიურო ინფორმაციის გამოთხოვის საფუძვლად არჩევნებზე სადამკვირვებლო კამპანიების დაგეგმვასაც ასახელებს
- "მომავლის აკადემიის" განცხადებით, კუპრაშვილის ბიურო არასრულწლოვანების პერსონალურ ინფორმაციას და ფოტო-ვიდეო მასალას ითხოვს
-
პრორუსი მამუკა ფიფია ირაკლი კობახიძის განცხადებით მოხარულია და გეორგიევსკის ტრაქტატის აღდგენას კვლავ ითხოვს პრორუსი მამუკა ფიფია ირაკლი კობახიძის განცხადებით მოხარულია და გეორგიევსკის ტრაქტატის აღდგენას კვლავ ითხოვს
გადახედვა
-
იავნანა — როგორ ეხმარება მუსიკა საზღვარგარეთ მცხოვრებ ბავშვებს ქართულ ენასთან კავშირის შენარჩუნებაში იავნანა — როგორ ეხმარება მუსიკა საზღვარგარეთ მცხოვრებ ბავშვებს ქართულ ენასთან კავშირის შენარჩუნებაში
-
წითელი ღვინის კრიზისი? — როგორია ვაზის მომავალი კლიმატის ცვლილების ფონზე წითელი ღვინის კრიზისი? — როგორია ვაზის მომავალი კლიმატის ცვლილების ფონზე
გადახედვა
-
13-15 აგვისტოს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი 13-15 აგვისტოს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი
გადახედვა
-
რატომ სჯერა ზოგ ადამიანს სამეცნიერო შეთქმულების თეორიების — კვლევა რატომ სჯერა ზოგ ადამიანს სამეცნიერო შეთქმულების თეორიების — კვლევა
გადახედვა
-
საქართველოში გერმანიის ახალი ელჩი ბარბარა ფოსი იქნება საქართველოში გერმანიის ახალი ელჩი ბარბარა ფოსი იქნება
გადახედვა
-
ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან, 16 წლის გოგოს მატარებელი შეეჯახა და გარდაიცვალა — "ბათუმელები" ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან, 16 წლის გოგოს მატარებელი შეეჯახა და გარდაიცვალა — "ბათუმელები"
გადახედვა
-
კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ქართული სამზარეულო) კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ქართული სამზარეულო)
გადახედვა
-
Zoom-ის ხარვეზი თავდამსხმელს სხვისი მოწყობილობის კონტროლის საშუალებას აძლევდა Zoom-ის ხარვეზი თავდამსხმელს სხვისი მოწყობილობის კონტროლის საშუალებას აძლევდა
გადახედვა
-
თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება
-
განათლება, რომელიც მსოფლიოს დაახლოებას ემსახურება | რა შესაძლებლობებს ქმნის საქართველოს ბანკისა და UWC-ს პარტნიორობა მოსწავლეებისთვის განათლება, რომელიც მსოფლიოს დაახლოებას ემსახურება | რა შესაძლებლობებს ქმნის საქართველოს ბანკისა და UWC-ს პარტნიორობა მოსწავლეებისთვის
-
ევროვიზია შავი ზღვის სანაპიროზე ჩამოდის — სად გაიმართება კონკურსი 2027 წელს ევროვიზია შავი ზღვის სანაპიროზე ჩამოდის — სად გაიმართება კონკურსი 2027 წელს
გადახედვა
-
"გუშინ დასრულდა სკანერის გადატარება. მეწყრის ვერსია გამოირიცხა" — გაუჩინარებული გურამ დადიანიძის დედა "გუშინ დასრულდა სკანერის გადატარება. მეწყრის ვერსია გამოირიცხა" — გაუჩინარებული გურამ დადიანიძის დედა
გადახედვა
-
ძალისგან შემდგარი ნაწილაკი — ფიზიკოსები აცხადებენ, რომ იდუმალი "გლუბოლი" იპოვეს ძალისგან შემდგარი ნაწილაკი — ფიზიკოსები აცხადებენ, რომ იდუმალი "გლუბოლი" იპოვეს
გადახედვა
-
გომის მთაზე მომხდარი ავტოავარიის საქმეზე მიკროავტობუსის მძღოლი დააკავეს გომის მთაზე მომხდარი ავტოავარიის საქმეზე მიკროავტობუსის მძღოლი დააკავეს
გადახედვა
-
ავტოსერვისიდან საექსპოზიციო სივრცემდე — თეგეტას პროექტმა Staged Mechanics საერთაშორისო აღიარება მოიპოვა ავტოსერვისიდან საექსპოზიციო სივრცემდე — თეგეტას პროექტმა Staged Mechanics საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
-
შსს: ნარკოდანაშაულის ბრალდებით 135 პირი დააკავეს, რომელთაგან 55 ნარკორეალიზაციაში იყო ჩართული შსს: ნარკოდანაშაულის ბრალდებით 135 პირი დააკავეს, რომელთაგან 55 ნარკორეალიზაციაში იყო ჩართული
გადახედვა
-
მთელი დღეები უჭმელ-უსმელი ვიყავი — ჯენა ორტეგა კარიერის რთულ დასაწყისს იხსენებს მთელი დღეები უჭმელ-უსმელი ვიყავი — ჯენა ორტეგა კარიერის რთულ დასაწყისს იხსენებს
გადახედვა
-
გომის მთაზე მომხდარი ავარიისას დაშავებული 11 პირი საავადმყოფოშია გადაყვანილი — მათგან 6 ბავშვია გომის მთაზე მომხდარი ავარიისას დაშავებული 11 პირი საავადმყოფოშია გადაყვანილი — მათგან 6 ბავშვია
გადახედვა
-
2026 წლის მზის დაბნელება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან — ნახეთ ფოტოები 2026 წლის მზის დაბნელება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან — ნახეთ ფოტოები
გადახედვა
-
ღია სცენა: თაკარა და სუხიშვილების ახალი დადგმა — რეკონსტრუქცია ღია სცენა: თაკარა და სუხიშვილების ახალი დადგმა — რეკონსტრუქცია
კომენტარები