ტრამპი მასკს "სერიოზული შედეგებით" ემუქრება, თუ ის დემოკრატებს დააფინანსებს
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მილიარდერ ილონ მასკს „ძალიან სერიოზული შედეგებით“ დაემუქრა, თუ ის დემოკრატ კანდიდატებს დააფინანსებს. ამის შესახებ CNN წერს.
"თუ ის (მასკი) ამას გააკეთებს, მას მოუწევს პასუხის გება", — თქვა აშშ-ს პრეზიდენტმა მასკზე.
აშშ-ის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ მასკთან ურთიერთობას დასრულებულად მიიჩნევს და აღდგენას არ აპირებს.
აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, მასსა და მასკს შორის კონფლიქტმა მხოლოდ რესპუბლიკელები გააერთიანა: "რესპუბლიკური პარტია არასდროს ყოფილა ასეთი ერთიანი. არასდროს. სინამდვილეში, ის უფრო ერთიანია, ვიდრე სამი დღის წინ იყო".
ამას გარდა, ტრამპმა მასკი პრეზიდენტობისადმი უპატივცემულობაშიც დაადანაშაულა.
"ვფიქრობ, ეს ძალიან ცუდი რამ არის, რადგან ის ძალიან ცუდად იქცევა. პრეზიდენტის ოფისის უპატივცემულობა არ შეიძლება", — აღნიშნა თეთრი სახლის ხელმძღვანელმა.
ტრამპი თვლის, რომ დოკუმენტი, სახელწოდებით "ერთი დიდი, ლამაზი კანონი", სენატში 4 ივლისისთვის იქნება მიღებული. ტრამპმა დასძინა, რომ მასკთან კონფლიქტმა მის მიერ წამოყენებულ საბიუჯეტო ინიციატივისადმი ინტერესი გაზარდა
"ვფიქრობ, ილონმა რეალურად ხაზი გაუსვა კანონპროექტის ძლიერ მხარეებს, რადგან ადამიანებმა, რომლებმაც მანამდე დიდი ყურადღება არ მიაქციეს, დაიწყეს ყურადღების მიქცევა და დაინახეს, რამდენად კარგი იყო ის", — განმარტა თეთრი სახლის ხელმძღვანელმა.
აშშ-ის პრეზიდენტსა და ამერიკელ მილიარდერს შორის საჯარო დავა ხუთშაბათს, მას შემდეგ გამწვავდა, რაც ტრამპმა განაცხადა, რომ მასკის დახმარების გარეშე საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვებდა. მანამდე, პირად საუბრებში გახდა ცნობილი, რომ ტრამპი უკმაყოფილო იყო მასკის მიერ მისი ბიუჯეტის კანონპროექტის კრიტიკით.
ტრამპსა და მასკს შორის 5 ივნისს წარმოშობილ დავაში, ამ უკანასკნელმა განაცხადა, რომ ამერიკელი ლიდერის სახელი "ეპშტეინის ფაილებში" იყო. ეპშტეინს პედოფილიასა და პროსტიტუციის ორგანიზებაში ადანაშაულებდნენ.
დღეს ABC News-მა გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მასკმა წაშალა პოსტი, სადაც წერდა, რომ ტრამპის სახელი "ეპშტეინის ფაილებში" იყო.
"დროა, ძალიან დიდი ბომბი ჩამოვაგდო: დონალდ ტრამპი ეფშტეინის ფაილებშია. ესაა ნამდვილი მიზეზი, რატომ არ გასაჯაროვდა ფაილები. კარგ დღეს გისურვებ, დონალდ ჯონ ტრამპ! შეინახეთ ეს პოსტი მომავლისთვის. სიმართლე გამჟღავნდება," — დაწერა მასკმა X-ზე 5 ივნისს.
-
მდინარე მტკვრიდან 2 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების ინერტული მასალის უკანონოდ მოპოვების ფაქტზე 4 პირი დააკავეს მდინარე მტკვრიდან 2 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების ინერტული მასალის უკანონოდ მოპოვების ფაქტზე 4 პირი დააკავეს
გადახედვა
-
Tegeta Motors Baku-მ ბაქოში Bridgestone-ის კონცეპტმაღაზია გახსნა Tegeta Motors Baku-მ ბაქოში Bridgestone-ის კონცეპტმაღაზია გახსნა
-
ბარბი 2-ზე მუშაობა შეჩერდა, რადგან მარგო რობისა და რაიან გოსლინგს ხელფასებს არ უზრდიან ბარბი 2-ზე მუშაობა შეჩერდა, რადგან მარგო რობისა და რაიან გოსლინგს ხელფასებს არ უზრდიან
გადახედვა
-
შემოსვლა მომგებიანია — საქართველოს ბანკის გათამაშება ინდმეწარმეებისთვის დაიწყო შემოსვლა მომგებიანია — საქართველოს ბანკის გათამაშება ინდმეწარმეებისთვის დაიწყო
-
საქსტატი: ივლისში ტრანსპორტი 14.2%-ით, ხოლო სურსათი 4.9%-ით გაძვირდა საქსტატი: ივლისში ტრანსპორტი 14.2%-ით, ხოლო სურსათი 4.9%-ით გაძვირდა
გადახედვა
-
მეცნიერებმა ჩვენს დნმ-ში ორი იდუმალი, "მოჩვენებითი" წინაპარი აღმოაჩინეს მეცნიერებმა ჩვენს დნმ-ში ორი იდუმალი, "მოჩვენებითი" წინაპარი აღმოაჩინეს
გადახედვა
-
უკრაინამ ვლადიმირის ოლქში Wildberries-ის მორიგ ლოგისტიკურ ცენტრზე მიიტანა იერიში უკრაინამ ვლადიმირის ოლქში Wildberries-ის მორიგ ლოგისტიკურ ცენტრზე მიიტანა იერიში
გადახედვა
-
GREDA-ს გამგეობის თავმჯდომარე, გიორგი აბრამიშვილი, ვანო ზარდიაშვილის თანამდებობიდან გადადგომას ადასტურებს GREDA-ს გამგეობის თავმჯდომარე, გიორგი აბრამიშვილი, ვანო ზარდიაშვილის თანამდებობიდან გადადგომას ადასტურებს
გადახედვა
-
როგორ დავიცვათ თავი სიცხისგან? — დაავადებათა კონტროლის ცენტრი მოსახლეობას რეკომენდაციებით მიმართავს როგორ დავიცვათ თავი სიცხისგან? — დაავადებათა კონტროლის ცენტრი მოსახლეობას რეკომენდაციებით მიმართავს
გადახედვა
-
სტუდია "მონიტორის" Facebook-გვერდი გაითიშა სტუდია "მონიტორის" Facebook-გვერდი გაითიშა
გადახედვა
-
ტრამპის განცხადებით, ირანთან მოლაპარაკებები 3 აგვისტოს დაიწყება ტრამპის განცხადებით, ირანთან მოლაპარაკებები 3 აგვისტოს დაიწყება
გადახედვა
-
ატომური ბომბის შექმნით ქვეყანას ღვთის მადლი მიენიჭა — რუსეთის პატრიარქი კირილე ატომური ბომბის შექმნით ქვეყანას ღვთის მადლი მიენიჭა — რუსეთის პატრიარქი კირილე
გადახედვა
-
BMG: ვანო ზარდიაშვილი ელექტროსისტემის დირექტორობიდან მოხსნეს BMG: ვანო ზარდიაშვილი ელექტროსისტემის დირექტორობიდან მოხსნეს
გადახედვა
-
სომხეთის პრეზიდენტის ბრძანებით, ნიკოლ ფაშინიანი სომხეთის რესპუბლიკის პრემიერმინისტრად დაინიშნა სომხეთის პრეზიდენტის ბრძანებით, ნიკოლ ფაშინიანი სომხეთის რესპუბლიკის პრემიერმინისტრად დაინიშნა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკი — ფოთის საჭადრაკო ფესტივალზე ქართველი მოჭადრაკეების მთავარი მხარდამჭერი | ტურნირის შეჯამება საქართველოს ბანკი — ფოთის საჭადრაკო ფესტივალზე ქართველი მოჭადრაკეების მთავარი მხარდამჭერი | ტურნირის შეჯამება
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით მეწარმე ქალებისთვის გაყიდვების შესახებ ვორკშოპი გაიმართა საქართველოს ბანკის მხარდაჭერით მეწარმე ქალებისთვის გაყიდვების შესახებ ვორკშოპი გაიმართა
-
Galaxy Z სერიის უახლესი დასაკეცო სმარტფონების ინოვაციური ეპოქა წინასწარი | გაყიდვები 3 აგვისტოდან იწყება Galaxy Z სერიის უახლესი დასაკეცო სმარტფონების ინოვაციური ეპოქა წინასწარი | გაყიდვები 3 აგვისტოდან იწყება
-
"ბლექ სი პეტროლიუმმა" რუსული ნედლი ნავთობის ჩანაცვლება დაიწყო — განცხადება "ბლექ სი პეტროლიუმმა" რუსული ნედლი ნავთობის ჩანაცვლება დაიწყო — განცხადება
გადახედვა
-
ღვინის, ხორბლისა და ნეანდერტალელების უძველესი კვალი | წოფი, იმირი, შულავერი ღვინის, ხორბლისა და ნეანდერტალელების უძველესი კვალი | წოფი, იმირი, შულავერი
-
ახალი აღმოჩენები მიუთითებს, რომ ვენერა გეოლოგიურად ჯერ კიდევ აქტიურია ახალი აღმოჩენები მიუთითებს, რომ ვენერა გეოლოგიურად ჯერ კიდევ აქტიურია
გადახედვა
-
ორ წლამდე ასაკში შაქრის შეზღუდვა ტვინის უკეთეს ჯანმრთელობასთან დააკავშირეს ორ წლამდე ასაკში შაქრის შეზღუდვა ტვინის უკეთეს ჯანმრთელობასთან დააკავშირეს
გადახედვა
კომენტარები