"ოცნების" წარმომადგენლები იმ პირების გვარების დასახელებას ითხოვენ, რომლებიც "ევროკავშირში რეკავდნენ იმის გასარკვევად, სანქციების სიიდან როგორ ამოეშალათ თავი"
ესპანელმა ევროპარლამენტარმა, ნაჩო სანჩეს ამორმა ON TIME-ზე, ნათია გოგსაძესთან ქართული ოცნების წარმომადგენლების სანქციებთან დაკავშირებულ რეაგირებაზე ისაუბრა და კიდევ ერთხელ დასძინა, რომ პარტიის წარმომადგენლებს კანონზე და რეზოლუციაზე არ აქვთ რეაქცია, მაგრამ სანქციების სიაში "კონკრეტული გვარების" ამოკითხვა აშფოთებთ.
ევროპარლამენტარის განცხადებით, ევროკავშირის ფარგლებში სანქციების შემოღებას საბჭოს ერთსულოვანი მხარდაჭერა სჭირდება და დასძინა, რომ "ზოგი ქვეყანა ჯერ კიდევ ეწინააღმდეგება" ამ გადაწყვეტილებას.
"პერსონალური სანქციების შედეგები მართლაც მძიმე იქნება. პარლამენტის პოზიცია ნათელია,ჩვენ მივმართავთ საბჭოს და კომისიას. უმაღლეს წარმომადგენელს კაია კალასს, რომ სანქციები არის მნიშვნელოვანი გამოსავალი. ჩვენ უკვე ვცადეთ ევროკავშირის ფარგლებში სანქციების შემოღება. მაგრამ პრობლემა ის არის, რომ საჭიროა საბჭოს ერთსულოვანი მხარდაჭერა. ყველამ იცის — ზოგი ქვეყანა ჯერ კიდევ წინააღმდეგია. ამიტომ დღეს ვმუშაობთ ორი მიმართულებით: ევროკავშირის შიდა ფორმატში — საერთო გადაწყვეტილება, როგორც უკრაინის შემთხვევაში ან მეორე ვარიანტი — ინდივიდუალურად წევრ სახელმწიფოებთან, რომ ცალ-ცალკე დააწესონ წევრმა ქვეყნებმა სანქციები.
ჩვენს თბილისში ვიზიტის დროს, საზოგადოებრივ აქტივისტებთან საუბრისას გაირკვა, რომ კონკრეტულ პირებს, ვინც იგრძნო სანქციების საფრთხე, უკვე ჰქონდათ რეაქცია: როგორც უკვე გითხარით , მათ დაიწყეს გარკვევა – "როგორ ავირიდოთ სანქცირება?" "როგორ მოვახერხოთ, რომ ჩვენი სახელი არ გაჟღერდეს?" ჩვენი ქონება გადავარჩინოთ. ასეთ დროს იწყება ნამდვილი შიში. როცა კანონზე ან რეზოლუციაზე ვსაუბრობთ – სიჩუმეა. მაგრამ როცა საუბარია კონკრეტულ გვარებზე — იქ რეაქცია იწყება" — თქვა სანჩეს ამორმა.
ცნობისთვის, 5 ივნისს ევროპარლამენტარმა ნაჩო სანჩეს ამორმა ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის სხდომაზე საუბრისას განაცხადა, რომ ოცნების წარმომადგენლები პერსონალურ სანქციებზე რეაგირებენ და დასძინა, რომ "ეს ხალხი, ვისი სახელებიც გამოცხადდა, რეკავენ ევროკავშირში, არასამთავრობო ორგანიზაციებში და კითხულობენ, როგორ შეიძლება ამ სიიდან ამოვშალო თავიო".
ქართული ოცნების წარმომადგენლების გამოხმაურებები
ევროპარლამენტარის განცხადებაზე, რომელიც ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის სხდომაზე გააკეთა, ქართული ოცნების წარმომადგენლებიც გამოეხმაურნენ — ნაწილი უარყოფს, ნაწილი სისულელეს და ჭორაობას უწოდებს ან განცხადებას, ხოლო ნაწილი იმ პოლიტიკოსების სახელი და გვარების დასახელებას ითხოვს, რომლებიც სანქციების სიიდან გასვლის მოთხოვნით, ევროკავშირს დაუკავშირდა.
ოცნების დეპუტატის, ლევან მაჭავარიანის განცხადებით, ევროპარლამენტარმა "კეთილი უნდა ინებოს და მტკიცებულება დადოს, სახელი და გვარი გამოაქვეყნოს" ამ პირებს — წინააღმდეგ შემთხვევაში "ამას ჩვეულებრივ ჭორაობად ჩათვლიან".
"როდესაც, ვთქვათ, ევროპარლამენტარი ამ შემთხვევაში ხომ, ასეთი ტიპის მძიმე რაღაცა განცხადებას აკეთებს და ბრალდებას გვიყენებს, რომ თურმე ვინმე სადღაც რეკავს და რაღაცას იხვეწება, ხომ, კეთილი ინებოს და ფაქტი დადოს, მტკიცებულება დადოს, სახელი და გვარი გამოაქვეყნოს, დანარჩენ შემთხვევაში ჩვენ ამას ჩავთვლით ჩვეულებრივ ჭორაობაში, ჩვენ ჩავთვლით, რომ ამაში მას ფული აქვს აღებული და ჩვეულებრივად დავალება აქვს მიღებული და ამ დავალებას ასრულებს. [...]
ეს არის ძალიან შეურაცხმყოფელი ჩვენი გუნდისთვის კი არა, ჩვენი ქვეყნისთვის მთლიანად და კეთილი ინებოს და რამით გაამყაროს თავისი ეს ჭორაობა," — განაცხადა ლევან მაჭავარიანმა
ოცნების პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, გია ვოლსკის განცხადებით, ის ევროპარლამენტარ სანჩესს იცნობს და სერიოზული პიროვნება არ არის. რაც შეეხება ევროპარლამენტარის კომენტარს ვოლსკი მას სისულელედ აფასებს და დასძინა, რომ "არ არსებობს ისეთი გულუბრყვილო ადამიანი, რომელიც ევროპარლამენტარებს ამ პრობლემის მოგვარებისთვის მიმართავს".
"გულუბრყვილოა ეს განცხადება, თავად სანჩესსაც კარგად ვიცნობ და თავადაც ასეთი გულუბრყვილო, მსუბუქი ზედაპირული ადამიანია. ვერ ვიტყოდი, რომ იგი სერიოზული პიროვნებაა, ვინც პოლიტიკაზე გავლენას ახდენს. არის ჩვეულებრივი, კონიუნქტურული მოთხოვნების ადამიანი, სოციალ-დემოკრატი, რომელსაც თავისი მოსაზრებები მხოლოდ იმ შემთხვევაში გააჩნია, როდესაც სახალხო პარტიასა და სოციალისტებს შორის თანამდებობების გადანაწილებაზეა ლაპარაკი. ყოველ შემთხვევაში, მე მას ასეთად ვიცნობდი და რასაკვირველია, მისი განცხადება ამ შემთხვევაში, უფრო სულელურია, სხვა შეფასებას ვერ მივცემ, ვინაიდან, არ არსებობს ასეთი გულუბრყვილო ადამიანი ე.წ. სანქცირებულთა შორის, რომელიც ამორს ან საერთოდ, ევროპარლამენტარებს ამ პრობლემის მოგვარებისთვის მიმართავს," — განაცხადა ვოლსკიმ.
ოცნების დეპუტატი გიორგი სოსიაშვილიც ამ პირების ვინაობის გასაჯაროებას ითხოვს, რადგან მისი თქმით "ასეთმა პოლიტიკოსებმა მიწასთან გაასწორეს ევროპის ავტორიტეტი".
"ასეთმა პოლიტიკოსებმა მიწასთან გაასწორეს ევროპის ავტორიტეტი. აბსურდული ბრალდებაა, ნება იბოძოს და დაასახელოს ის ადამიანები, ვინც დაურეკა და სთხოვა მას სანქციების მოხსნა," — განაცხადა სოსიაშვილმა.
6 ივნისს, ევროპარლამენტარის განცხადებას სანქციებთან დაკავშირებით თბილისის მერი კახი კალაძეც გამოეხმაურა და მას "ჩვეულებრივი სისულელე" უწოდა.
"რა სისულელეა. ჩვეულებრივი სისულელე. რა გიპასუხოთ, ჩვეულებრივი სისულელე!
სანქციებთან დაკავშირებით ბევრჯერ ვისაუბრე, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, როდესაც საქმე ეხება ქვეყანას, შენს სამშობლოს, ქვეყნის ინტერესს და მის დაცვას, არანაირი სანქცია ვერ იმოქმედებს.
დარწმუნებული ვარ, რომ ეს ძალიან დიდი სისულელეა," — განაცხადა კახა კალაძემ.
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
-
იავნანა — როგორ ეხმარება მუსიკა საზღვარგარეთ მცხოვრებ ბავშვებს ქართულ ენასთან კავშირის შენარჩუნებაში იავნანა — როგორ ეხმარება მუსიკა საზღვარგარეთ მცხოვრებ ბავშვებს ქართულ ენასთან კავშირის შენარჩუნებაში
-
წითელი ღვინის კრიზისი? — როგორია ვაზის მომავალი კლიმატის ცვლილების ფონზე წითელი ღვინის კრიზისი? — როგორია ვაზის მომავალი კლიმატის ცვლილების ფონზე
გადახედვა
-
13-15 აგვისტოს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი 13-15 აგვისტოს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი
გადახედვა
-
შსს: სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ "დარიალიდან" მოქალაქეთა ევაკუაცია განხორციელდა შსს: სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ "დარიალიდან" მოქალაქეთა ევაკუაცია განხორციელდა
გადახედვა
-
რატომ სჯერა ზოგ ადამიანს სამეცნიერო შეთქმულების თეორიების — კვლევა რატომ სჯერა ზოგ ადამიანს სამეცნიერო შეთქმულების თეორიების — კვლევა
გადახედვა
-
საქართველოში გერმანიის ახალი ელჩი ბარბარა ფოსი იქნება საქართველოში გერმანიის ახალი ელჩი ბარბარა ფოსი იქნება
გადახედვა
-
ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან, 16 წლის გოგოს მატარებელი შეეჯახა და გარდაიცვალა — "ბათუმელები" ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან, 16 წლის გოგოს მატარებელი შეეჯახა და გარდაიცვალა — "ბათუმელები"
გადახედვა
-
კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ქართული სამზარეულო) კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ქართული სამზარეულო)
გადახედვა
-
Zoom-ის ხარვეზი თავდამსხმელს სხვისი მოწყობილობის კონტროლის საშუალებას აძლევდა Zoom-ის ხარვეზი თავდამსხმელს სხვისი მოწყობილობის კონტროლის საშუალებას აძლევდა
გადახედვა
-
აღმოაჩინეს "სიგამხდრის მუტაცია", რომელიც ოზემპიკივით მოქმედებს აღმოაჩინეს "სიგამხდრის მუტაცია", რომელიც ოზემპიკივით მოქმედებს
გადახედვა
-
თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება
-
განათლება, რომელიც მსოფლიოს დაახლოებას ემსახურება | რა შესაძლებლობებს ქმნის საქართველოს ბანკისა და UWC-ს პარტნიორობა მოსწავლეებისთვის განათლება, რომელიც მსოფლიოს დაახლოებას ემსახურება | რა შესაძლებლობებს ქმნის საქართველოს ბანკისა და UWC-ს პარტნიორობა მოსწავლეებისთვის
-
ევროვიზია შავი ზღვის სანაპიროზე ჩამოდის — სად გაიმართება კონკურსი 2027 წელს ევროვიზია შავი ზღვის სანაპიროზე ჩამოდის — სად გაიმართება კონკურსი 2027 წელს
გადახედვა
-
"გუშინ დასრულდა სკანერის გადატარება. მეწყრის ვერსია გამოირიცხა" — გაუჩინარებული გურამ დადიანიძის დედა "გუშინ დასრულდა სკანერის გადატარება. მეწყრის ვერსია გამოირიცხა" — გაუჩინარებული გურამ დადიანიძის დედა
გადახედვა
-
ავტოსერვისიდან საექსპოზიციო სივრცემდე — თეგეტას პროექტმა Staged Mechanics საერთაშორისო აღიარება მოიპოვა ავტოსერვისიდან საექსპოზიციო სივრცემდე — თეგეტას პროექტმა Staged Mechanics საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
-
შსს: ნარკოდანაშაულის ბრალდებით 135 პირი დააკავეს, რომელთაგან 55 ნარკორეალიზაციაში იყო ჩართული შსს: ნარკოდანაშაულის ბრალდებით 135 პირი დააკავეს, რომელთაგან 55 ნარკორეალიზაციაში იყო ჩართული
გადახედვა
-
მთელი დღეები უჭმელ-უსმელი ვიყავი — ჯენა ორტეგა კარიერის რთულ დასაწყისს იხსენებს მთელი დღეები უჭმელ-უსმელი ვიყავი — ჯენა ორტეგა კარიერის რთულ დასაწყისს იხსენებს
გადახედვა
-
გომის მთაზე მომხდარი ავარიისას დაშავებული 11 პირი საავადმყოფოშია გადაყვანილი — მათგან 6 ბავშვია გომის მთაზე მომხდარი ავარიისას დაშავებული 11 პირი საავადმყოფოშია გადაყვანილი — მათგან 6 ბავშვია
გადახედვა
-
2026 წლის მზის დაბნელება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან — ნახეთ ფოტოები 2026 წლის მზის დაბნელება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან — ნახეთ ფოტოები
გადახედვა
-
ღია სცენა: თაკარა და სუხიშვილების ახალი დადგმა — რეკონსტრუქცია ღია სცენა: თაკარა და სუხიშვილების ახალი დადგმა — რეკონსტრუქცია
კომენტარები