"ამ რეზოლუციებს ჩალის ფასი აქვს" — კახა კალაძე ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის რეზოლუციაზე
თბილისის მერი კახა კალაძე ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის მიერ საქართველოს შესახებ ანგარიშის დამტკიცებას გამოეხმაურა. მისი თქმით, "ამ ტიპის რეზოლუციებს ჩალის ფასი აქვთ".
"ამ ტიპის ბევრი რეზოლუცია გვინახავს. კარგად ვიცით, როგორ ხდება მიღება, რამდენს იხდიან, რა თანხებზეა საუბარი. ეს ყველაფერი ლობიზმით არის შეფუთული. რეალურად, ჩვეულებრივი კორუფციაა. ამ რეზოლუციებს ჩალის ფასი აქვს. ადამიანები, რომელიც ქვეყანაში აგენტურას წარმოადგენენ, ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობას მათი და მათი თანაგუნდელების მიმართ ის დამოკიდებულება აქვთ, რასაც იმსახურებენ.
ასეთი ტიპის ბიუროკრატები, ოდიოზური ტიპები, საკმაოდ მრავლად არიან, თუმცა, დარწმუნებული ვარ, ყველაფერი შეიცვლება. ჩვენ მივიღებთ ისეთ ევროპას, რომლისკენაც ვისწრაფვით და არა ისეთს, როგორიც დღეს არის: დაფუძნებული ტყუილზე, სიცრუესა და ცილისწამებაზე
ამ ტიპის რეზოლუციები ბევრი გვინახავს. ვიცით, როგორ ხდება მათი მიღება, რამდენს იხდიან. ამ რეზოლუციებს ჩალის ფასი აქვთ.
ამ ტიპის რეზოლუციები ბევრი გვინახავს. ვიცით, როგორ ხდება მათი მიღება, რამდენს იხდიან. ეს ყველაფერი ლობიზმითაა შეფუთული. ამ რეზოლუციებს ჩალის ფასი აქვთ. ამ ადამიანებს, რომლებიც აგენტურას წარმოადგენენ ქვეყანაში, საზოგადოებაში უმრავლესობას მათ მიმართ და მათი თანაგუნდელების მიმართ აქვთ შესაბამისი დამოკიდებულება, რასაც იმსახურებენ. აგენტებს და უცხო ქვეყნის წარმომადგენლებს მსახურებს ყოველთვის შესაბამისი დამოკიდებულება ექნება ხალხის მხრიდან. სამწუხაროდ, ასეთი ტიპის ბიუროკრატები, ოდიოზური პირები, საკმაოდ მრავლადაა, თუმცა შეიცვლება ყველაფერი და ისეთ ევროპას მივიღებთ, რომლისკენაც ვისწრაფვით ოდითგანვე. და არა ისეთს, როგორიც დღესაა, დაფუძნებული ტყუილზე, ცილისწამებაზე. ეს არის ზუსტად განსხვავება ჩვენსა და რადიკალებს შორის. ჩვენ ვართ ადამიანები, რომლებიც ქართველი ხალხის დავალებას ვასრულებთ. ჩვენთვის ჩვენი ქვეყანაა მნიშვნელოვანი. რადიკალების ამოსავალი წერტილია, რას უბრძანებენ გარედან", — განაცხადა კახა კალაძემ.
4 ივლისს, ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობების კომიტეტმა საქართველოს შესახებ ანგარიშის პროექტი დაამტკიცა. მას 55 ევროპარლამენტარმა დაუჭირა მხარი, 14-მა მის წინააღმდეგ მისცა ხმა, ხოლო 4-მა — თავი შეიკავა. ანგარიში ევროპარლამენტარმა რასა იუკნევჩიენემ მოამზადა.
ანგარიშში ევროპარლამენტი ქართულ ოცნებას მოუწოდებს, თავი შეიკავოს ძალადობრივი ხერხებით პროტესტის ჩახშობისგან და გააუქმოს ის რეპრესიული კანონები, რაც შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებას ზღუდავს. ამასთან ერთად, ანგარიშში წერია, რომ მმართველმა გუნდმა უნდა "გადახედოს ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შეთანხმების შესრულების მე-2 მუხლში გათვალისწინებულ დემოკრატიულ პრინციპებს — წინააღმდეგ შემთხვევაში ეკონომიკური თანამშრომლობა და მინიჭებული პრივილეგიები შეუჩერდებათ.
ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ 2024 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ევროკავშირის კანდიდატმა ქვეყანამ აშკარად "ავტორიტარული მმართველობისკენ გადაუხვია". მათი თქმით, ამ არადემოკრატიულმა არჩევნებმა ქართული ოცნებას საშუალება მისცა, "უკანონოდ დაჰპატრონებოდა სახელმწიფო ინსტიტუტებს, რეპრესიული კანონმდებლობა გაეტარებინა და პოლიტიკურ ოპონენტებს, ჟურნალისტებს და მშვიდობიან დემონსტრანტებს თავს დასხმოდა.
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
-
წითელი ღვინის კრიზისი? — როგორია ვაზის მომავალი კლიმატის ცვლილების ფონზე წითელი ღვინის კრიზისი? — როგორია ვაზის მომავალი კლიმატის ცვლილების ფონზე
გადახედვა
-
13-15 აგვისტოს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი 13-15 აგვისტოს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი
გადახედვა
-
შსს: სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ "დარიალიდან" მოქალაქეთა ევაკუაცია განხორციელდა შსს: სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ "დარიალიდან" მოქალაქეთა ევაკუაცია განხორციელდა
გადახედვა
-
რატომ სჯერა ზოგ ადამიანს სამეცნიერო შეთქმულების თეორიების — კვლევა რატომ სჯერა ზოგ ადამიანს სამეცნიერო შეთქმულების თეორიების — კვლევა
გადახედვა
-
ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან, 16 წლის გოგოს მატარებელი შეეჯახა და გარდაიცვალა — "ბათუმელები" ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან, 16 წლის გოგოს მატარებელი შეეჯახა და გარდაიცვალა — "ბათუმელები"
გადახედვა
-
კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ქართული სამზარეულო) კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ქართული სამზარეულო)
გადახედვა
-
Zoom-ის ხარვეზი თავდამსხმელს სხვისი მოწყობილობის კონტროლის საშუალებას აძლევდა Zoom-ის ხარვეზი თავდამსხმელს სხვისი მოწყობილობის კონტროლის საშუალებას აძლევდა
გადახედვა
-
აღმოაჩინეს "სიგამხდრის მუტაცია", რომელიც ოზემპიკივით მოქმედებს აღმოაჩინეს "სიგამხდრის მუტაცია", რომელიც ოზემპიკივით მოქმედებს
გადახედვა
-
თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება
-
სააპელაციო სასამართლომ იოსებ სიგუას შემაკავებელი ორდერი გაუუქმა სააპელაციო სასამართლომ იოსებ სიგუას შემაკავებელი ორდერი გაუუქმა
გადახედვა
-
განათლება, რომელიც მსოფლიოს დაახლოებას ემსახურება | რა შესაძლებლობებს ქმნის საქართველოს ბანკისა და UWC-ს პარტნიორობა მოსწავლეებისთვის განათლება, რომელიც მსოფლიოს დაახლოებას ემსახურება | რა შესაძლებლობებს ქმნის საქართველოს ბანკისა და UWC-ს პარტნიორობა მოსწავლეებისთვის
-
ევროვიზია შავი ზღვის სანაპიროზე ჩამოდის — სად გაიმართება კონკურსი 2027 წელს ევროვიზია შავი ზღვის სანაპიროზე ჩამოდის — სად გაიმართება კონკურსი 2027 წელს
გადახედვა
-
"გუშინ დასრულდა სკანერის გადატარება. მეწყრის ვერსია გამოირიცხა" — გაუჩინარებული გურამ დადიანიძის დედა "გუშინ დასრულდა სკანერის გადატარება. მეწყრის ვერსია გამოირიცხა" — გაუჩინარებული გურამ დადიანიძის დედა
გადახედვა
-
ძალისგან შემდგარი ნაწილაკი — ფიზიკოსები აცხადებენ, რომ იდუმალი "გლუბოლი" იპოვეს ძალისგან შემდგარი ნაწილაკი — ფიზიკოსები აცხადებენ, რომ იდუმალი "გლუბოლი" იპოვეს
გადახედვა
-
ავტოსერვისიდან საექსპოზიციო სივრცემდე — თეგეტას პროექტმა Staged Mechanics საერთაშორისო აღიარება მოიპოვა ავტოსერვისიდან საექსპოზიციო სივრცემდე — თეგეტას პროექტმა Staged Mechanics საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
-
შსს: ნარკოდანაშაულის ბრალდებით 135 პირი დააკავეს, რომელთაგან 55 ნარკორეალიზაციაში იყო ჩართული შსს: ნარკოდანაშაულის ბრალდებით 135 პირი დააკავეს, რომელთაგან 55 ნარკორეალიზაციაში იყო ჩართული
გადახედვა
-
მთელი დღეები უჭმელ-უსმელი ვიყავი — ჯენა ორტეგა კარიერის რთულ დასაწყისს იხსენებს მთელი დღეები უჭმელ-უსმელი ვიყავი — ჯენა ორტეგა კარიერის რთულ დასაწყისს იხსენებს
გადახედვა
-
გომის მთაზე მომხდარი ავარიისას დაშავებული 11 პირი საავადმყოფოშია გადაყვანილი — მათგან 6 ბავშვია გომის მთაზე მომხდარი ავარიისას დაშავებული 11 პირი საავადმყოფოშია გადაყვანილი — მათგან 6 ბავშვია
გადახედვა
-
2026 წლის მზის დაბნელება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან — ნახეთ ფოტოები 2026 წლის მზის დაბნელება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან — ნახეთ ფოტოები
გადახედვა
-
ღია სცენა: თაკარა და სუხიშვილების ახალი დადგმა — რეკონსტრუქცია ღია სცენა: თაკარა და სუხიშვილების ახალი დადგმა — რეკონსტრუქცია
კომენტარები