მამუკა ანდღულაძე

მამუკა ანდღულაძე

3 Jun. 2025, 13:38

"მედიის ადვოკატირების კოალიცია" მკაცრად გმობს დამოუკიდებელ მედიაზე ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის მიერ განხორციელებულ კოორდინირებულ და სისტემურ თავდასხმას და სოლიდარობას უცხადებს ყველა ჟურნალისტს, რომელიც ასეთ რთულ გარემოში აგრძელებს პროფესიული მოვალეობის შესრულებას.

სინდისის პატიმარი, მზია ამაღლობელი კვლავ პატიმრობაში რჩება. მისი საქმე, ისევე როგორც სხვა სინდისის პატიმრების საქმეები, აშკარად პოლიტიკურად მოტივირებულია, რაც პროცესების მიმდინარეობისას ნათლად ჩანს.

ასევე, პროევროპული აქციების დაწყებიდან დღემდე დამოუკიდებელ ჟურნალისტებზე თავდასხმისა თუ პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ჩარევის ასობით შემთხვევაც დაფიქსირდა და ამ ინციდენტებიდან არცერთი საქმე არ არის გამოძიებული და არცერთი მოძალადე პასუხისგებაში მიცემული, რაც ამყარებს დაუსჯელობის განცდას და ხელს უწყობს ძალადობრივი გარემოს ჩამოყალიბებას.

ამავე დროს, ქართული ოცნების მიერ ბოლო პერიოდში ინიციირებული და მიღებული რეპრესიული კანონმდებლობა მიზანმიმართულად ზღუდავს გამოხატვის თავისუფლებას და საზოგადოების წვდომას ალტერნატიულ აზრსა და ინფორმაციაზე. 2 ივნისს ცნობილი გახდა, რომ "ქართულმა ოცნებამ" კომუნიკაციების კომისიას მიმართა საჩივრით და პარტიისთვის არასასურველი სიტყვებისა და ტერმინების გამოყენების გამო "ტვ პირველსა" და "ფორმულას" სამართალდამრღვევად ცნობა და დასანქცირება მოითხოვა.

აღნიშნულ საქმეებს განიხილავს კომუნიკაციების ეროვნული კომისია, რომლის თავმჯდომარე, დასანქცირებული კახა ბექაური, უკვე შეყვანილია იმ სიაში, რომელშიც ჩამოთვლილი პირების სანქცირების რეკომენდაციასაც, ძალადობრივი რეჟიმის მხარდაჭერისთვის, იძლევა ევროპარლამენტის რეზოლუცია.

…მედიის ადვოკატირების კოალიცია სოლიდარობას უცხადებს ყველა დამოუკიდებელ მედიასაშუალებას და აგრძელებს მათ მხარდაჭერას დემოკრატიული ღირებულებების დასაცავად და უკეთესი ევროპული მომავლის უზრუნველსაყოფად".

ამის შესახებ "მედია ადვოკატირების კოალიციის" თავმჯდომარემ, მამუკა ანდღულაძემ "სამოქალაქო საზოგადოების ფონდის ოფისში" გამართულ " ბრიფინგზე განაცხადა.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. ბსუ-ის პროფესორის საქმეზე შსს-მ გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო
  2. რის სანაცვლოდ შეაფერხა სენატორმა სტივ ნიკანდროსმა "მეგობარი აქტი?"
  3. 15 წლის ბიჭი, რომელსაც თბილისში ეძებდნენ, გარდაცვლილი იპოვეს
  4. თეა წულუკიანი: იმ ექვს პოლიციელს, სადაც ბრძანდებიან, მინდა ვუსაყვედურო, თქვენ ამათ მიეცით სალაპარაკო
  5. ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ მახუნცეთში, ჩანჩქერში ტურისტი დაიღუპა

გირჩევთ

ახლა კითხულობენ