RLC: "ყოველ მომდევნო წელს, სახელმწიფო უფრო ლოიალური ხდება კანონდამრღვევი და დანაშაულის ჩამდენი სამართალდამცავების მიმართ"
ფოტო: NEWS.On.ge
"კანონის უზენაესობის ცენტრმა" (RLC) სამართალდამცავი ორგანოების საქმიანობის შეფასების ანგარიშში გამოაქვეყნა, რომელშიც გაანალიზებულია ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების პროცესის შეჩერების შემდგომ სამართალდამცავთა მიერ ჩადენილ დანაშაულებზე სახელმწიფოს ნულოვანი რეაგირება და აქციის მონაწილეთა მიმართ განხორციელებული რეპრესიები.
ანგარიშში ვკითხულობთ, რომ სამართალდამცავების მხრიდან ძალადობა კოორდინირებული და სისტემური იყო და 2024 წელს არ დასჯილა არც ერთი სამართალდამცავი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ჩადენილი დანაშაულისთვის. ანგარიშში ასევე ხაზგასმულია, რომ სახელმწიფო ყოველ მომდევნო წელს უფრო ლოიალური ხდება კანონდამრღვევი და დანაშაულის ჩამდენი სამართალდამცავების მიმართ.
"ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ:
სახელმწიფოს მხრიდან აქციის მონაწილეები, ისევე როგორც ჟურნალისტები დაექვემდებარნენ სისტემურ ძალადობას, არასათანადო მოპყრობას, წამებას, არაპროპორციული ძალის გამოყენებას;
სამართალდამცავთა მხრიდან დანაშაულის ჩადენა იყო კოორდინირებული და სისტემური;
სახელმწიფომ არ აწარმოვა ეფექტიანი გამოძიება არც რიგითი სამართალდამცავების და არც ხელმძღვანელი პირების მიმართ. არ დასაჯა არც ერთი სამართალდამცავი;
ყოველ მომდევნო წელს, სახელმწიფო უფრო ლოიალური ხდება კანონდამრღვევი და დანაშაულის ჩამდენი სამართალდამცავების მიმართ;
2024 წელს არ დასჯილა არც ერთი სამართალდამცავი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ჩადენილი დანაშაულისთვის;
შემცირებულია პოლიციელთა დისციპლინური დასჯის მაჩვენებელიც. 2024 წელს ამ ციფრმა ისტორიულ მინიმუმს მიაღწია ბოლო 10 წლის განმავლობაში;
ამის პარალელურად, სახელმწიფო ატარებდა რეპრესიულ პოლიტიკას აქციის მონაწილეების მიმართ;
აქციის მონაწილეთა მიმართ სახელმწიფომ აქტიურად გამოიყენა ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემისა და სისხლისსამართლებრივი დევნის ყველაზე მკაცრი მექანიზმები;
აქციის მონაწილეთა მიმართ ადმინისტრაციული და სისხლის სამართლის საქმეები ნაწარმოებია კანონის არსებითი დარღვევებით;
ამ პროცესში სამართალდამცავი ორგანოები ასრულებდნენ გადამწყვეტ როლს. ისინი სრულად ექვემდებარებოდნენ მმართველ პარტიას და გვევლინებოდნენ მათი პოლიტიკური დავალებების უპირობო შემსრულებლებად.
ანგარიში საერთაშორისო ორგანიზაციების, დიპლომატიური კორპუსისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს, ასევე პოლიტიკოსებს წარედგინა. პრეზენტაციას ასევე, ესწრებოდნენ ადვოკატები, რომლებიც სამართლებრივ დახმარებას უწევენ აქციის მონაწილეებს.
ღონისძიებას სამოქალაქო საზოგადოების ფონდის დირექტორი, ქეთი ხუციშვილი და კანონის უზენაესობის ცენტრის ხელმძღვანელი. ლონდა თოლორაია უძღვებოდნენ," — ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
-
ComCom-მა "ტვ პირველი" ტერმინოლოგიის გამოყენებისთვის 5 000 ლარით დააჯარიმა ComCom-მა "ტვ პირველი" ტერმინოლოგიის გამოყენებისთვის 5 000 ლარით დააჯარიმა
გადახედვა
-
პრორუსი მამუკა ფიფია ირაკლი კობახიძის განცხადებით მოხარულია და გეორგიევსკის ტრაქტატის აღდგენას კვლავ ითხოვს პრორუსი მამუკა ფიფია ირაკლი კობახიძის განცხადებით მოხარულია და გეორგიევსკის ტრაქტატის აღდგენას კვლავ ითხოვს
გადახედვა
-
იავნანა — როგორ ეხმარება მუსიკა საზღვარგარეთ მცხოვრებ ბავშვებს ქართულ ენასთან კავშირის შენარჩუნებაში იავნანა — როგორ ეხმარება მუსიკა საზღვარგარეთ მცხოვრებ ბავშვებს ქართულ ენასთან კავშირის შენარჩუნებაში
-
წითელი ღვინის კრიზისი? — როგორია ვაზის მომავალი კლიმატის ცვლილების ფონზე წითელი ღვინის კრიზისი? — როგორია ვაზის მომავალი კლიმატის ცვლილების ფონზე
გადახედვა
-
13-15 აგვისტოს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი 13-15 აგვისტოს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი
გადახედვა
-
შსს: სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ "დარიალიდან" მოქალაქეთა ევაკუაცია განხორციელდა შსს: სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ "დარიალიდან" მოქალაქეთა ევაკუაცია განხორციელდა
გადახედვა
-
რატომ სჯერა ზოგ ადამიანს სამეცნიერო შეთქმულების თეორიების — კვლევა რატომ სჯერა ზოგ ადამიანს სამეცნიერო შეთქმულების თეორიების — კვლევა
გადახედვა
-
საქართველოში გერმანიის ახალი ელჩი ბარბარა ფოსი იქნება საქართველოში გერმანიის ახალი ელჩი ბარბარა ფოსი იქნება
გადახედვა
-
კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ქართული სამზარეულო) კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ქართული სამზარეულო)
გადახედვა
-
Zoom-ის ხარვეზი თავდამსხმელს სხვისი მოწყობილობის კონტროლის საშუალებას აძლევდა Zoom-ის ხარვეზი თავდამსხმელს სხვისი მოწყობილობის კონტროლის საშუალებას აძლევდა
გადახედვა
-
აღმოაჩინეს "სიგამხდრის მუტაცია", რომელიც ოზემპიკივით მოქმედებს აღმოაჩინეს "სიგამხდრის მუტაცია", რომელიც ოზემპიკივით მოქმედებს
გადახედვა
-
თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება
-
სააპელაციო სასამართლომ იოსებ სიგუას შემაკავებელი ორდერი გაუუქმა სააპელაციო სასამართლომ იოსებ სიგუას შემაკავებელი ორდერი გაუუქმა
გადახედვა
-
განათლება, რომელიც მსოფლიოს დაახლოებას ემსახურება | რა შესაძლებლობებს ქმნის საქართველოს ბანკისა და UWC-ს პარტნიორობა მოსწავლეებისთვის განათლება, რომელიც მსოფლიოს დაახლოებას ემსახურება | რა შესაძლებლობებს ქმნის საქართველოს ბანკისა და UWC-ს პარტნიორობა მოსწავლეებისთვის
-
ძალისგან შემდგარი ნაწილაკი — ფიზიკოსები აცხადებენ, რომ იდუმალი "გლუბოლი" იპოვეს ძალისგან შემდგარი ნაწილაკი — ფიზიკოსები აცხადებენ, რომ იდუმალი "გლუბოლი" იპოვეს
გადახედვა
-
ავტოსერვისიდან საექსპოზიციო სივრცემდე — თეგეტას პროექტმა Staged Mechanics საერთაშორისო აღიარება მოიპოვა ავტოსერვისიდან საექსპოზიციო სივრცემდე — თეგეტას პროექტმა Staged Mechanics საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
-
მთელი დღეები უჭმელ-უსმელი ვიყავი — ჯენა ორტეგა კარიერის რთულ დასაწყისს იხსენებს მთელი დღეები უჭმელ-უსმელი ვიყავი — ჯენა ორტეგა კარიერის რთულ დასაწყისს იხსენებს
გადახედვა
-
გომის მთაზე მომხდარი ავარიისას დაშავებული 11 პირი საავადმყოფოშია გადაყვანილი — მათგან 6 ბავშვია გომის მთაზე მომხდარი ავარიისას დაშავებული 11 პირი საავადმყოფოშია გადაყვანილი — მათგან 6 ბავშვია
გადახედვა
-
2026 წლის მზის დაბნელება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან — ნახეთ ფოტოები 2026 წლის მზის დაბნელება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან — ნახეთ ფოტოები
გადახედვა
-
ღია სცენა: თაკარა და სუხიშვილების ახალი დადგმა — რეკონსტრუქცია ღია სცენა: თაკარა და სუხიშვილების ახალი დადგმა — რეკონსტრუქცია
კომენტარები