რა არის ლაბუბუ და რატომაა ასეთი პოპულარული?
ფოტო: Rebecca Rodriguez
თუ ამ სტატიას კითხულობ, დიდი ალბათობით სადღაც უკვე გინახავს ლაბუბუ — ტიკტოკზე, მეგობრების ჩატში, ან შენი შვილის სურვილების სიაში— და ახლა გაინტერესებს, საერთოდ, რა არის ეს უშნო მონსტრი და რატომაა ასეთი პოპულარული?
პირველ რიგში უნდა იცოდე, რომ ლაბუბუ გოგოა! მართალია, ბევრი ფიქრობს, რომ თოჯინა ბიჭია, მაგრამ მისი ფანები ამ შეცდომას სწრაფად შეგისწორებენ. ლაბუბუ ცალკე პერსონაჟი არაა — ის ეკუთვნის სათამაშოთა დიდ ჯგუფს, რომელსაც "მონსტრები" ჰქვია. თოჯინების ეს სერია ჰონგ-კონგელმა ხელოვანმა და ავტორმა, კასინგ ლუნგმა შექმნა. "მონსტრები" პირველად 2015 წელს გამოჩნდნენ სკანდინავიური მითოლოგიით შთაგონებულ, დასურათებულ წიგნებში და 2019 წლისთვის სათამაშოების გიგანტმა Pop Mart-მა ისინი ვირუსულად გავრცელებულ შესაგროვებელ ფიგურებად აქცია.
ფოტო: Pop Mart
ლაბუბუ აღწერილია, როგორც "ელფის მსგავსი არსება" და Pop Mart-ის თქმით, "მიუხედავად ეშმაკური გარეგნობისა, მას კეთილი გული აქვს და ყოველთვის ცდილობს დაეხმაროს სხვებს, თუმცა ხშირად საპირისპირო გამოსდის." ის შეიძლება პატარა და საშიში ჩანდეს, მაგრამ კეთილი ზრახვები აქვს.
რატომ გახდა ლაბუბუ ასეთი პოპულარული?
ფოტო: Lisa/ IG
ლაბუბუს პოპულარობა დიდწილად უკავშირდება BLACKPINK-ის წევრს, ლისას, რომელმაც ლაბუბუზე სიყვარულით არაერთხელ ისაუბრა ინტერვიუებსა და სოციალურ ქსელებში. ამის შემდეგ "უშნო" თოჯინაზე მოთხოვნა საგრძნობლად გაიზარდა — ფანები ღამეებსაც კი ათენებენ მაღაზიის რიგში, როცა ლაბუბუს ფიგურების რაოდენობა ივსება და სხვადასხვა საიტებზე მაღაზიის ფასზე ბევრად მეტსაც კი იხდიან ამ უცნაურ თოჯინებში.
აღსანიშნავია, რომ ლაბუბუს არამხოლოდ ბავშვები, არამედ ზრდასრულებიც აქტიურად ყიდულობენ და მას აქსესუარად იყენებენ — ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული გზა ლაბუბუს გამოსაყენებლად ჩანთების მისით გაფორმებაა.
ფოტო: InStyle
დღესდღეობით, "მონსტრების" სერია Pop Mart-ის ყველაზე გაყიდვადი ფრენჩაიზია და NBC News-ის ინფორმაციის თანახმად, წინა წელს მისმა გაყიდვებმა კომპანიას $419 მილიონი მოუტანა.
-
ირაკლი კობახიძემ კულტურის მინისტრის პირველ მოადგილედ მიხეილ კიკნაძე დანიშნა — მინისტრის მოვალეობას ის შეასრულებს ირაკლი კობახიძემ კულტურის მინისტრის პირველ მოადგილედ მიხეილ კიკნაძე დანიშნა — მინისტრის მოვალეობას ის შეასრულებს
გადახედვა
-
ჯარედ ლეტოს სექსუალურ ძალადობაში ოთხი ქალი ადანაშაულებს ჯარედ ლეტოს სექსუალურ ძალადობაში ოთხი ქალი ადანაშაულებს
გადახედვა
-
ქვიზი: რომელი უფრო სწრაფია? ქვიზი: რომელი უფრო სწრაფია?
-
"დაბნელების სეზონი" დაიწყო — რა მოხდება აგვისტოში "დაბნელების სეზონი" დაიწყო — რა მოხდება აგვისტოში
გადახედვა
-
ყველაფერი, რაც Spider-Man: Brand New Day-ის ნახვამდე უნდა გახსოვდეთ ყველაფერი, რაც Spider-Man: Brand New Day-ის ნახვამდე უნდა გახსოვდეთ
გადახედვა
-
Bm.ge-ის ცნობით, კულტურის მინისტრის მოვალეობას მიხეილ კიკნაძე შეასრულებს Bm.ge-ის ცნობით, კულტურის მინისტრის მოვალეობას მიხეილ კიკნაძე შეასრულებს
გადახედვა
-
სუს: ცეცხლსასროლი იარაღების უკანონო გასაღების ფაქტზე მსხვილი კრიმინალური დაჯგუფების წევრები დააკავეს სუს: ცეცხლსასროლი იარაღების უკანონო გასაღების ფაქტზე მსხვილი კრიმინალური დაჯგუფების წევრები დააკავეს
გადახედვა
-
საგარეო უწყება: ნაურუმ ოკუპირებულ ცხინვალთან და ოკუპირებულ აფხაზეთთან დიპლომატიური ურთიერთობები გააუქმა საგარეო უწყება: ნაურუმ ოკუპირებულ ცხინვალთან და ოკუპირებულ აფხაზეთთან დიპლომატიური ურთიერთობები გააუქმა
გადახედვა
-
"ტვ პირველის" ცნობით, პირადი ცხოვრების კადრების გავრცელებისთვის დაკავებულ ყოფილ პოლიციელს 60 000-ლარიანი გირაო შეეფარდა "ტვ პირველის" ცნობით, პირადი ცხოვრების კადრების გავრცელებისთვის დაკავებულ ყოფილ პოლიციელს 60 000-ლარიანი გირაო შეეფარდა
გადახედვა
-
ერთიანი ეროვნული გამოცდების პირველადი შედეგების გამოცხადება დაიწყო ერთიანი ეროვნული გამოცდების პირველადი შედეგების გამოცხადება დაიწყო
გადახედვა
-
მოსამართლე ზვიად ცეკვავამ და თორნიკე კაპანაძემ საკრებულოსთან ბანერის ჭერის საქმეზე აქტივისტების განაჩენი გამოაცხადეს მოსამართლე ზვიად ცეკვავამ და თორნიკე კაპანაძემ საკრებულოსთან ბანერის ჭერის საქმეზე აქტივისტების განაჩენი გამოაცხადეს
გადახედვა
-
რუსთაველის გამზირის გადაკეტვით შექმნილი დისკომფორტისთვის კალაძე საზოგადოებას ბოდიშს უხდის რუსთაველის გამზირის გადაკეტვით შექმნილი დისკომფორტისთვის კალაძე საზოგადოებას ბოდიშს უხდის
გადახედვა
-
"ტვ პირველის" ცნობით, პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტომასალის მოპოვებისა და გავრცელების ფაქტზე დაკავებული პირი შსს-ის ყოფილი თანამშრომელია "ტვ პირველის" ცნობით, პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტომასალის მოპოვებისა და გავრცელების ფაქტზე დაკავებული პირი შსს-ის ყოფილი თანამშრომელია
გადახედვა
-
Netflix-ის ახალი პროექტი ქართულ კულტურასა და გასტრონომიას მილიონობით მაყურებელს გააცნობს Netflix-ის ახალი პროექტი ქართულ კულტურასა და გასტრონომიას მილიონობით მაყურებელს გააცნობს
გადახედვა
-
ზელენსკი თეთრს სახლში დონალდ ტრამპს შეხვდა — დეტალები ზელენსკი თეთრს სახლში დონალდ ტრამპს შეხვდა — დეტალები
გადახედვა
-
რუსეთმა Telegram-ის დამფუძნებელ პაველ დუროვზე საერთაშორისო ძებნა გამოაცხადა რუსეთმა Telegram-ის დამფუძნებელ პაველ დუროვზე საერთაშორისო ძებნა გამოაცხადა
გადახედვა
-
აშშ-ის სენატმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შესახებ კანონპროექტს პროცედურულ კენჭისყრაზე მხარი დაუჭირა აშშ-ის სენატმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შესახებ კანონპროექტს პროცედურულ კენჭისყრაზე მხარი დაუჭირა
გადახედვა
-
"მედიის ადვოკატირების კოალიცია" თინათინ ბერძენიშვილის მემკვიდრეობას "მძიმედ" აფასებს "მედიის ადვოკატირების კოალიცია" თინათინ ბერძენიშვილის მემკვიდრეობას "მძიმედ" აფასებს
გადახედვა
-
თინათინ რუხაძემ კულტურის მინისტრის პოსტი დატოვა თინათინ რუხაძემ კულტურის მინისტრის პოსტი დატოვა
გადახედვა
-
კვლევა ხსნის, რატომ იწვევს მოწევა და UV სხივები კიბოს ზოგ ადამიანში, ზოგში კი არა კვლევა ხსნის, რატომ იწვევს მოწევა და UV სხივები კიბოს ზოგ ადამიანში, ზოგში კი არა
გადახედვა
-
ბარსელონას მეტროში ხანძარი გაჩნდა — სამედიცინო დახმარება 137 მგზავრს დასჭირდა ბარსელონას მეტროში ხანძარი გაჩნდა — სამედიცინო დახმარება 137 მგზავრს დასჭირდა
გადახედვა
კომენტარები