The Guardian: ბაჩიაშვილი აბუ-დაბიში ადგილობრივი უსაფრთხოების სამსახურის 8 წევრმა დააკავა, რის შემდეგაც საქართველოში გამოუშვეს
ფოტო: The Guardian
The Guardian "თანაინვესტირების ფონდის" ყოფილი ხელმძღვანელის, გიორგი ბაჩიაშვილის აბუ-დაბიში დაკავების დეტალებზე სტატიას აქვეყნებს.
ბრიტანული გამოცემის ინფორმაციით, ბაჩიაშვილი აბუ-დაბიში, Jumeirah Beach სასტუმროში ადგილობრივ ადვოკატთან შესახვედრად გაემგზავრა.
წყაროების ცნობით, ის სასტუმროს ფოიეში ადგილობრივი უსაფრთხოების სამსახურის დაახლოებით რვა წევრისგან შემდგარმა ჯგუფმა დააკავა, შემდეგ დუბაიში პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანენ და საქართველოში გამოამგზავრეს.
გამოცემა წერს, რომ დაკავებულს მიეცა შესაძლებლობა, ოჯახისთვის დაერეკა და დაკავების შესახებ ეცნობებინა.
რობერტ ამსტერდამმა, აშშ-კანადელმა ადამიანის უფლებათა დამცველმა ადვოკატმა, რომელიც ბაჩიაშვილს იცავდა, განაცხადა, რომ მისი დაპატიმრება სრულიად მოულოდნელი იყო. "როგორც ჩანს, ის უბრალოდ დააკავეს და შემდეგ მაშინვე თვითმფრინავში ჩასვეს", — ციტირებს The Guardian-თან ამსტერდამი.
"ჩვენ ღრმად შეშფოთებულები ვართ წამების შესაძლებლობის გამოყენების გამო. საქართველო ცნობილია თავისი საშიში და კორუმპირებული ხასიათით, ამიტომ ეს ნამდვილად სერიოზული შეშფოთების საგანია", — ამბობს ამსტერდამი.
გამოცემა წერს, რომ გაეროს წამების საწინააღმდეგო კომიტეტმა მოიყვანა "მრავალი და თანმიმდევრული ბრალდება" საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების მიერ წამების შესახებ.
"მე ყველაზე მკაცრად ვგმობ შიდა და საერთაშორისო სამართლის მიმდინარე ინსტრუმენტალიზაციას და საერთაშორისო სამართლებრივი თანამშრომლობის მექანიზმების ბოროტად გამოყენებას საქართველოს მიერ დააპატიმროს ჩემი კლიენტი ხელისუფლების წინაშე სიმართლის თქმის გამო", — ამბობს ამსტერდამი.
The Guardian წერს, რომ გიორგი ბაჩიაშვილი საქართველოდან მას შემდეგ გაიქცა, რაც ქვეყნის მმართველი პარტიის საპატიო თავმჯდომარესთან, მილიარდერ ბიძინა ივანიშვილთან, დაპირისპირებაში გაეხვა, რომელთანაც ათწლეულზე მეტი ხნის განმავლობაში მუშაობდა და მის პირად ფინანსებს აკონტროლებდა.
"ორი თვის წინ, ბაჩიაშვილი საქართველოს სასამართლომ დაუსწრებლად გაასამართლა კრიპტოვალუტაში ინვესტიციიდან ივანიშვილის 42,7 მილიონი დოლარის მითვისებაში.
მიმალვაში ყოფნისას, ბაჩიაშვილმა თავისი ყოფილი მენტორი [ივანიშვილი] საქართველოს რუსეთთან პირადი ინტერესებში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ მზად იყო "მიწა, ნებისმიერი ინტერესი პირადი კეთილდღეობისა და უსაფრთხოებისთვის" შეეწირა.
ივანიშვილი, რომელიც აშშ-ს მიერაა სანქცირებული "რუსეთის ფედერაციის სასარგებლოდ საქართველოს დემოკრატიული და ევროატლანტიკური მომავლის შელახვისა“ და განსხვავებული აზრის ძალადობრივი ჩახშობისთვის, 2012-2013 წლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრი იყო", — წერს The Guardian.
შეგახსენებთ, რომ 27 მაისს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ გიორგი ბაჩიაშვილი დააკავეს.
"2025 წლის 26 მაისს განხორციელებული ანონიმური შეტყობინებით ცნობილი გახდა, რომ წითელი ხიდისა და სადახლოს შორის არსებული ე.წ. მწვანე საზღვრის მონაკვეთის მიმდებარედ გადაადგილდებოდა წითელი ცირკულარით ძებნილი და მსჯავრდებული საქართველოსა და რუსეთის ფედერაციის ორმაგი მოქალაქე გიორგი ბაჩიაშვილი.
გატარებული საგამოძიებო და ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად ზემოაღნიშნული პირი დაკავებულ იქნა", — ნათქვამია სუს-ის განცხადებაში.
- დაკავებამდე ერთი დღით ადრე, The Guardian-მა გიორგი ბაჩიაშვილთან ინტერვიუ გამოაქვეყნა — რას წერს ბრიტანული გამოცემა?
- კობახიძე: მადლობა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, რომ ბაჩიაშვილის დაკავების ოპერაცია წარმატებით ჩატარდა
- ბაჩიაშვილის ადვოკატი: გლდანის მე-8 დაწესებულებაში უნდა იმყოფებოდეს
- Amsterdam & Partners: 2025 წლის 26 მაისს საქართველოში იძულებითი დაბრუნების შემდეგ, გიორგი ბაჩიაშვილი წამების პირდაპირი რისკის წინაშეა
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
-
ComCom-მა "ტვ პირველი" ტერმინოლოგიის გამოყენებისთვის 5 000 ლარით დააჯარიმა ComCom-მა "ტვ პირველი" ტერმინოლოგიის გამოყენებისთვის 5 000 ლარით დააჯარიმა
გადახედვა
-
პრორუსი მამუკა ფიფია ირაკლი კობახიძის განცხადებით მოხარულია და გეორგიევსკის ტრაქტატის აღდგენას კვლავ ითხოვს პრორუსი მამუკა ფიფია ირაკლი კობახიძის განცხადებით მოხარულია და გეორგიევსკის ტრაქტატის აღდგენას კვლავ ითხოვს
გადახედვა
-
იავნანა — როგორ ეხმარება მუსიკა საზღვარგარეთ მცხოვრებ ბავშვებს ქართულ ენასთან კავშირის შენარჩუნებაში იავნანა — როგორ ეხმარება მუსიკა საზღვარგარეთ მცხოვრებ ბავშვებს ქართულ ენასთან კავშირის შენარჩუნებაში
-
წითელი ღვინის კრიზისი? — როგორია ვაზის მომავალი კლიმატის ცვლილების ფონზე წითელი ღვინის კრიზისი? — როგორია ვაზის მომავალი კლიმატის ცვლილების ფონზე
გადახედვა
-
შსს: სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ "დარიალიდან" მოქალაქეთა ევაკუაცია განხორციელდა შსს: სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ "დარიალიდან" მოქალაქეთა ევაკუაცია განხორციელდა
გადახედვა
-
რატომ სჯერა ზოგ ადამიანს სამეცნიერო შეთქმულების თეორიების — კვლევა რატომ სჯერა ზოგ ადამიანს სამეცნიერო შეთქმულების თეორიების — კვლევა
გადახედვა
-
ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან, 16 წლის გოგოს მატარებელი შეეჯახა და გარდაიცვალა — "ბათუმელები" ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან, 16 წლის გოგოს მატარებელი შეეჯახა და გარდაიცვალა — "ბათუმელები"
გადახედვა
-
Zoom-ის ხარვეზი თავდამსხმელს სხვისი მოწყობილობის კონტროლის საშუალებას აძლევდა Zoom-ის ხარვეზი თავდამსხმელს სხვისი მოწყობილობის კონტროლის საშუალებას აძლევდა
გადახედვა
-
აღმოაჩინეს "სიგამხდრის მუტაცია", რომელიც ოზემპიკივით მოქმედებს აღმოაჩინეს "სიგამხდრის მუტაცია", რომელიც ოზემპიკივით მოქმედებს
გადახედვა
-
თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება
-
განათლება, რომელიც მსოფლიოს დაახლოებას ემსახურება | რა შესაძლებლობებს ქმნის საქართველოს ბანკისა და UWC-ს პარტნიორობა მოსწავლეებისთვის განათლება, რომელიც მსოფლიოს დაახლოებას ემსახურება | რა შესაძლებლობებს ქმნის საქართველოს ბანკისა და UWC-ს პარტნიორობა მოსწავლეებისთვის
-
ევროვიზია შავი ზღვის სანაპიროზე ჩამოდის — სად გაიმართება კონკურსი 2027 წელს ევროვიზია შავი ზღვის სანაპიროზე ჩამოდის — სად გაიმართება კონკურსი 2027 წელს
გადახედვა
-
ძალისგან შემდგარი ნაწილაკი — ფიზიკოსები აცხადებენ, რომ იდუმალი "გლუბოლი" იპოვეს ძალისგან შემდგარი ნაწილაკი — ფიზიკოსები აცხადებენ, რომ იდუმალი "გლუბოლი" იპოვეს
გადახედვა
-
გომის მთაზე მომხდარი ავტოავარიის საქმეზე მიკროავტობუსის მძღოლი დააკავეს გომის მთაზე მომხდარი ავტოავარიის საქმეზე მიკროავტობუსის მძღოლი დააკავეს
გადახედვა
-
ავტოსერვისიდან საექსპოზიციო სივრცემდე — თეგეტას პროექტმა Staged Mechanics საერთაშორისო აღიარება მოიპოვა ავტოსერვისიდან საექსპოზიციო სივრცემდე — თეგეტას პროექტმა Staged Mechanics საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
-
შსს: ნარკოდანაშაულის ბრალდებით 135 პირი დააკავეს, რომელთაგან 55 ნარკორეალიზაციაში იყო ჩართული შსს: ნარკოდანაშაულის ბრალდებით 135 პირი დააკავეს, რომელთაგან 55 ნარკორეალიზაციაში იყო ჩართული
გადახედვა
-
მთელი დღეები უჭმელ-უსმელი ვიყავი — ჯენა ორტეგა კარიერის რთულ დასაწყისს იხსენებს მთელი დღეები უჭმელ-უსმელი ვიყავი — ჯენა ორტეგა კარიერის რთულ დასაწყისს იხსენებს
გადახედვა
-
გომის მთაზე მომხდარი ავარიისას დაშავებული 11 პირი საავადმყოფოშია გადაყვანილი — მათგან 6 ბავშვია გომის მთაზე მომხდარი ავარიისას დაშავებული 11 პირი საავადმყოფოშია გადაყვანილი — მათგან 6 ბავშვია
გადახედვა
-
2026 წლის მზის დაბნელება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან — ნახეთ ფოტოები 2026 წლის მზის დაბნელება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან — ნახეთ ფოტოები
გადახედვა
-
ღია სცენა: თაკარა და სუხიშვილების ახალი დადგმა — რეკონსტრუქცია ღია სცენა: თაკარა და სუხიშვილების ახალი დადგმა — რეკონსტრუქცია
კომენტარები