"მათი ["ოცნების"] მიზანია ოპოზიციური პოლიტიკური სპექტრი ლიდერების გარეშე დატოვონ" — TI ზურაბ გირჩ ჯაფარიძის დაკავებაზე
"საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო" (TI) ოპოზიციონერი დეპუტატის, კოალიცია ცვლილებებისთვის ერთ-ერთი ლიდერის, ზურაბ გირჩი ჯაფარიძის დაკავებას ეხმაურება და წერს, რომ "ქართული ოცნების არალეგიტიმურმა ხელისუფლებამ დიქტატურისკენ მიმავალ გზაზე კიდევ ერთი წითელი ხაზი გადაკვეთა".
"აქტივისტების პოლიტიკური მიზეზით დაპატიმრების ტენდენცია, რომელსაც რამდენიმე დღის წინ საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორის და ყოფილი თავდაცვის მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის დაპატიმრება დაემატა, სრულიად ახალ განზომილებაში გადავიდა.
2025 წლის 22 მაისს, თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა ერთ-ერთ ყველაზე აქტიურ ოპოზიციონერ პოლიტიკოსს, პარტია გირჩი მეტი თავისუფლებისთვის ლიდერს — ზურაბ (გირჩი) ჯაფარიძეს. სასამართლომ ეს გადაწყვეტილება მიიღო იმ მოტივით, რომ ზურაბ (გირჩი) ჯაფარიძემ არ გადაიხადა მისთვის მანამდე აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გირაო. ზურაბ (გირჩი) ჯაფარიძეს ბრალი ედება სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულში, რაც საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას გულისხმობს.
რამდენიმე ხნის წინ საქართველოს არალეგიტიმურ პარლამენტში, სადაც მხოლოდ ქართული ოცნება და მისი სატელიტი პოლიტიკური ორგანიზაცია „ხალხის ძალა“ არიან წარმოდგენილი, შეიქმნა ე.წ. დროებითი საგამოძიებო კომისია, რომლის მიზნები და ამოცანები საქართველოს ეროვნული ინტერესების კუთხით საზოგადოებაში დიდ კითხვის ნიშნებს წარმოშობს. სწორედ ამ ანტისახელმწიფოებრივი მიზნების მქონე კომისიაში გამოუცხადებლობის გამო დაიწყო სისხლისსამართლებრივი დევნა არა მხოლოდ ზურაბ (გირჩი) ჯაფარიძის, არამედ რამდენიმე სხვა ოპოზიციური პოლიტიკოსის მიმართ, რომლებიც უახლოეს მომავალში ასევე შეიძლება იქნენ დაპატიმრებული.
ქართული ოცნების სტრატეგია ნათელია: მათი მიზანია ოპოზიციური პოლიტიკური სპექტრი ლიდერების გარეშე დატოვონ, რათა 2025 წლის ოქტომბრის მომავალ ადგილობრივ არჩევნებში უკონკურენტოდ დაიკავონ ადგილები მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელ ორგანოებში. ეს პროცესი ამ ე.წ. არჩევნებს სრულ ფარსად აქცევს", — წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.
ზურაბ ჯაფარიძე წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო დაწესებული ჯარიმის გადაუხდელობის გამო 22 მაისს დააკავეს.
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
-
ComCom-მა "ტვ პირველი" ტერმინოლოგიის გამოყენებისთვის 5 000 ლარით დააჯარიმა ComCom-მა "ტვ პირველი" ტერმინოლოგიის გამოყენებისთვის 5 000 ლარით დააჯარიმა
გადახედვა
-
პრორუსი მამუკა ფიფია ირაკლი კობახიძის განცხადებით მოხარულია და გეორგიევსკის ტრაქტატის აღდგენას კვლავ ითხოვს პრორუსი მამუკა ფიფია ირაკლი კობახიძის განცხადებით მოხარულია და გეორგიევსკის ტრაქტატის აღდგენას კვლავ ითხოვს
გადახედვა
-
იავნანა — როგორ ეხმარება მუსიკა საზღვარგარეთ მცხოვრებ ბავშვებს ქართულ ენასთან კავშირის შენარჩუნებაში იავნანა — როგორ ეხმარება მუსიკა საზღვარგარეთ მცხოვრებ ბავშვებს ქართულ ენასთან კავშირის შენარჩუნებაში
-
წითელი ღვინის კრიზისი? — როგორია ვაზის მომავალი კლიმატის ცვლილების ფონზე წითელი ღვინის კრიზისი? — როგორია ვაზის მომავალი კლიმატის ცვლილების ფონზე
გადახედვა
-
შსს: სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ "დარიალიდან" მოქალაქეთა ევაკუაცია განხორციელდა შსს: სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ "დარიალიდან" მოქალაქეთა ევაკუაცია განხორციელდა
გადახედვა
-
რატომ სჯერა ზოგ ადამიანს სამეცნიერო შეთქმულების თეორიების — კვლევა რატომ სჯერა ზოგ ადამიანს სამეცნიერო შეთქმულების თეორიების — კვლევა
გადახედვა
-
საქართველოში გერმანიის ახალი ელჩი ბარბარა ფოსი იქნება საქართველოში გერმანიის ახალი ელჩი ბარბარა ფოსი იქნება
გადახედვა
-
ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან, 16 წლის გოგოს მატარებელი შეეჯახა და გარდაიცვალა — "ბათუმელები" ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან, 16 წლის გოგოს მატარებელი შეეჯახა და გარდაიცვალა — "ბათუმელები"
გადახედვა
-
კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ქართული სამზარეულო) კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ქართული სამზარეულო)
გადახედვა
-
აღმოაჩინეს "სიგამხდრის მუტაცია", რომელიც ოზემპიკივით მოქმედებს აღმოაჩინეს "სიგამხდრის მუტაცია", რომელიც ოზემპიკივით მოქმედებს
გადახედვა
-
თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება
-
ევროვიზია შავი ზღვის სანაპიროზე ჩამოდის — სად გაიმართება კონკურსი 2027 წელს ევროვიზია შავი ზღვის სანაპიროზე ჩამოდის — სად გაიმართება კონკურსი 2027 წელს
გადახედვა
-
"გუშინ დასრულდა სკანერის გადატარება. მეწყრის ვერსია გამოირიცხა" — გაუჩინარებული გურამ დადიანიძის დედა "გუშინ დასრულდა სკანერის გადატარება. მეწყრის ვერსია გამოირიცხა" — გაუჩინარებული გურამ დადიანიძის დედა
გადახედვა
-
ძალისგან შემდგარი ნაწილაკი — ფიზიკოსები აცხადებენ, რომ იდუმალი "გლუბოლი" იპოვეს ძალისგან შემდგარი ნაწილაკი — ფიზიკოსები აცხადებენ, რომ იდუმალი "გლუბოლი" იპოვეს
გადახედვა
-
გომის მთაზე მომხდარი ავტოავარიის საქმეზე მიკროავტობუსის მძღოლი დააკავეს გომის მთაზე მომხდარი ავტოავარიის საქმეზე მიკროავტობუსის მძღოლი დააკავეს
გადახედვა
-
ავტოსერვისიდან საექსპოზიციო სივრცემდე — თეგეტას პროექტმა Staged Mechanics საერთაშორისო აღიარება მოიპოვა ავტოსერვისიდან საექსპოზიციო სივრცემდე — თეგეტას პროექტმა Staged Mechanics საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
-
მთელი დღეები უჭმელ-უსმელი ვიყავი — ჯენა ორტეგა კარიერის რთულ დასაწყისს იხსენებს მთელი დღეები უჭმელ-უსმელი ვიყავი — ჯენა ორტეგა კარიერის რთულ დასაწყისს იხსენებს
გადახედვა
-
გომის მთაზე მომხდარი ავარიისას დაშავებული 11 პირი საავადმყოფოშია გადაყვანილი — მათგან 6 ბავშვია გომის მთაზე მომხდარი ავარიისას დაშავებული 11 პირი საავადმყოფოშია გადაყვანილი — მათგან 6 ბავშვია
გადახედვა
-
2026 წლის მზის დაბნელება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან — ნახეთ ფოტოები 2026 წლის მზის დაბნელება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან — ნახეთ ფოტოები
გადახედვა
-
ღია სცენა: თაკარა და სუხიშვილების ახალი დადგმა — რეკონსტრუქცია ღია სცენა: თაკარა და სუხიშვილების ახალი დადგმა — რეკონსტრუქცია
კომენტარები