კობახიძის თქმით, როცა ის ალბანეთში სამიტზე სიტყვით გამოვიდა, ბრიტანეთის პრემიერმინისტრს თავი არ აუწევია
ოცნების პრემიერმა ალბანეთში ვიზიტზე საუბრისას თქვა, რომ სიტყვით გამოვიდა მრგვალი მაგიდის ფორმატში, სადაც საქართველოს მიმართ "უსამართლოა დამოკიდებულებაზე" ისაუბრა. მისი თქმით, ამ დროს "თავი არ აუწევია, მაგალითად, ბრიტანეთის პრემიერმინისტრს, [კირ სტარმერს] რადგან არ სიამოვნებდა იმ ფაქტებზე საუბარი, რაც პირდაპირ მეტყველებს უსამართლო დამოკიდებულებაზე საქართველოს მიმართ".
"ალბანეთში გვქონდა გამოსვლა მრგვალი მაგიდის ფორმატში, სადაც, დაახლოებით, ჩემი სიტყვის მესამედი დავუთმე იმას, თუ რამდენად უსამართლოა დამოკიდებულება საქართველოს მიმართ, თავი არ აუწევია, მაგალითად, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს, რადგან არ სიამოვნებდა იმ ფაქტებზე საუბარი, რაც პირდაპირ მეტყველებს უსამართლო დამოკიდებულებაზე საქართველოს მიმართ. როდესაც პირისპირ ვესაუბრებით ადამიანებს და ფაქტებით ვუდასტურებთ იმ უსამართლობას, რომელსაც სჩადიან საქართველოს მიმართ, პასუხი არ არსებობს ამაზე, არავითარი პასუხი კითხვაზე, თუ რა უნდა გავაკეთოთ.
ვისმენთ მხოლოდ ზედაპირულ, უარგუმენტო განცხადებებს. ჩვენ გვითხრეს უარი კანდიდატის სტატუსზე და მოლაპარაკებების გახსნაზე, ამას აკეთებდნენ 3 წლის განმავლობაში. რევოლუციას გვიწყობდა საქართველოში "დიფ სთეითი" ევროპული ბიუროკრატიის ხელით. ვინც რევოლუციას გვიწყობდა, იმას არავითარი ლეგიტიმური უფლება არ აქვს, რომ რაიმე მოგვთხოვოს ჩვენ, პირდაპირ გვიწყობდნენ რევოლუციას, ევროპული ბიუროკრატია პირდაპირ იყო ამაში ჩართული. მათ შორის, ისინი, ვინც მაგალითად თავს იკავებდა მოლოცვებისგან, ისინი ხომ პირდაპირ ახალისებდნენ რევოლუციას საქართველოში, სხვა მიზანი არ ჰქონდა ამ ყველაფერს. ამიტომ კეთილი ინებონ და საკუთარ გულში ჩაიხედონ, საკუთარ უსამართლობას მიხედონ და მერე დაგველაპარაკონ. დაგველაპარაკონ არგუმენტებით, თუ რატომ აწვალეს სამი წელი ქართველი ხალხი, რატომ გვეუბნებოდნენ უარს ჯერ კანდიდატის სტატუსზე და შემდეგ მოლაპარაკების გახსნაზე. ჩვენ გვქონდა მოლოდინი, რომ "დიფ სთეითი" ევროპული ბიუროკრატიის ხელით გვეტყოდა უარს კანდიდატის სტატუსზე, რათა შანტაჟისთვის გამოეყენებინათ საქართველოს წინააღმდეგ ეს ყველაფერი, ის იყო მთავარი მიზეზი იმისა, რატომაც 2 დღის განმავლობაში გვქონდა მსჯელობა ამაზე. მაშინ იყო პირდაპირი მოთხოვნა, რომ საქართველოს გაეხსნა მეორე ფრონტი. რაც გავთვალეთ, ის მოხდა — კანდიდატის სტატუსს და მოლაპარაკებების გახსნას იყენებდნენ იმისათვის, რომ დავეშანტაჟებინეთ და საქართველოში გაეხსნათ მეორე ფრონტი", — განაცხადა პრემიერმა.
- ირაკლი კობახიძე ალბანეთში ევროპული საზოგადოების სამიტზე ჩავიდა
- "არსაუბარი არის საბჭოური დამოკიდებულება, ჩემი ევროპული დამოკიდებულებაა, რომ ყველასთან მინდა საუბარი" — ირაკლი კობახიძე ტირანაში ვიზიტზე
- ირაკლი კობახიძე: მაკრონთან საუბრის დეტალებში ვერ შევალ, ეს არის ორ ადამიანს შორის საუბარი, ამის გახმოვანების საშუალება არ გვაქვს,
-
ComCom-მა "ტვ პირველი" ტერმინოლოგიის გამოყენებისთვის 5 000 ლარით დააჯარიმა ComCom-მა "ტვ პირველი" ტერმინოლოგიის გამოყენებისთვის 5 000 ლარით დააჯარიმა
გადახედვა
-
პრორუსი მამუკა ფიფია ირაკლი კობახიძის განცხადებით მოხარულია და გეორგიევსკის ტრაქტატის აღდგენას კვლავ ითხოვს პრორუსი მამუკა ფიფია ირაკლი კობახიძის განცხადებით მოხარულია და გეორგიევსკის ტრაქტატის აღდგენას კვლავ ითხოვს
გადახედვა
-
იავნანა — როგორ ეხმარება მუსიკა საზღვარგარეთ მცხოვრებ ბავშვებს ქართულ ენასთან კავშირის შენარჩუნებაში იავნანა — როგორ ეხმარება მუსიკა საზღვარგარეთ მცხოვრებ ბავშვებს ქართულ ენასთან კავშირის შენარჩუნებაში
-
წითელი ღვინის კრიზისი? — როგორია ვაზის მომავალი კლიმატის ცვლილების ფონზე წითელი ღვინის კრიზისი? — როგორია ვაზის მომავალი კლიმატის ცვლილების ფონზე
გადახედვა
-
რატომ სჯერა ზოგ ადამიანს სამეცნიერო შეთქმულების თეორიების — კვლევა რატომ სჯერა ზოგ ადამიანს სამეცნიერო შეთქმულების თეორიების — კვლევა
გადახედვა
-
საქართველოში გერმანიის ახალი ელჩი ბარბარა ფოსი იქნება საქართველოში გერმანიის ახალი ელჩი ბარბარა ფოსი იქნება
გადახედვა
-
ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან, 16 წლის გოგოს მატარებელი შეეჯახა და გარდაიცვალა — "ბათუმელები" ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან, 16 წლის გოგოს მატარებელი შეეჯახა და გარდაიცვალა — "ბათუმელები"
გადახედვა
-
კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ქართული სამზარეულო) კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ქართული სამზარეულო)
გადახედვა
-
Zoom-ის ხარვეზი თავდამსხმელს სხვისი მოწყობილობის კონტროლის საშუალებას აძლევდა Zoom-ის ხარვეზი თავდამსხმელს სხვისი მოწყობილობის კონტროლის საშუალებას აძლევდა
გადახედვა
-
აღმოაჩინეს "სიგამხდრის მუტაცია", რომელიც ოზემპიკივით მოქმედებს აღმოაჩინეს "სიგამხდრის მუტაცია", რომელიც ოზემპიკივით მოქმედებს
გადახედვა
-
თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება
-
სააპელაციო სასამართლომ იოსებ სიგუას შემაკავებელი ორდერი გაუუქმა სააპელაციო სასამართლომ იოსებ სიგუას შემაკავებელი ორდერი გაუუქმა
გადახედვა
-
განათლება, რომელიც მსოფლიოს დაახლოებას ემსახურება | რა შესაძლებლობებს ქმნის საქართველოს ბანკისა და UWC-ს პარტნიორობა მოსწავლეებისთვის განათლება, რომელიც მსოფლიოს დაახლოებას ემსახურება | რა შესაძლებლობებს ქმნის საქართველოს ბანკისა და UWC-ს პარტნიორობა მოსწავლეებისთვის
-
ევროვიზია შავი ზღვის სანაპიროზე ჩამოდის — სად გაიმართება კონკურსი 2027 წელს ევროვიზია შავი ზღვის სანაპიროზე ჩამოდის — სად გაიმართება კონკურსი 2027 წელს
გადახედვა
-
"გუშინ დასრულდა სკანერის გადატარება. მეწყრის ვერსია გამოირიცხა" — გაუჩინარებული გურამ დადიანიძის დედა "გუშინ დასრულდა სკანერის გადატარება. მეწყრის ვერსია გამოირიცხა" — გაუჩინარებული გურამ დადიანიძის დედა
გადახედვა
-
ავტოსერვისიდან საექსპოზიციო სივრცემდე — თეგეტას პროექტმა Staged Mechanics საერთაშორისო აღიარება მოიპოვა ავტოსერვისიდან საექსპოზიციო სივრცემდე — თეგეტას პროექტმა Staged Mechanics საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
-
შსს: ნარკოდანაშაულის ბრალდებით 135 პირი დააკავეს, რომელთაგან 55 ნარკორეალიზაციაში იყო ჩართული შსს: ნარკოდანაშაულის ბრალდებით 135 პირი დააკავეს, რომელთაგან 55 ნარკორეალიზაციაში იყო ჩართული
გადახედვა
-
მთელი დღეები უჭმელ-უსმელი ვიყავი — ჯენა ორტეგა კარიერის რთულ დასაწყისს იხსენებს მთელი დღეები უჭმელ-უსმელი ვიყავი — ჯენა ორტეგა კარიერის რთულ დასაწყისს იხსენებს
გადახედვა
-
გომის მთაზე მომხდარი ავარიისას დაშავებული 11 პირი საავადმყოფოშია გადაყვანილი — მათგან 6 ბავშვია გომის მთაზე მომხდარი ავარიისას დაშავებული 11 პირი საავადმყოფოშია გადაყვანილი — მათგან 6 ბავშვია
გადახედვა
-
2026 წლის მზის დაბნელება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან — ნახეთ ფოტოები 2026 წლის მზის დაბნელება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან — ნახეთ ფოტოები
გადახედვა
-
ღია სცენა: თაკარა და სუხიშვილების ახალი დადგმა — რეკონსტრუქცია ღია სცენა: თაკარა და სუხიშვილების ახალი დადგმა — რეკონსტრუქცია
კომენტარები