რუსეთ-საქართველოს შორის სარკინიგზო და საზღვაო მიმოსვლის აღდგენა, რუბლში ანგარიშსწორება — რაზე იმსჯელეს მოსკოვში ბიზნეს-ასოციაციის სხდომაზე
ფოტო: ეხო კავკაზა
14 მაისს, რუსეთის ფედერაციისა და საქართველოს წარმომადგენლებმა მოსკოვში ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვის გაფართოება განიხილეს. ამას გარდა, რუსულმა მხარემ გამოთქვა სურვილი, რომ რუსეთ-საქართველოს შორის სარკინიგზო და საზღვაო მიმოსვლა აღდგეს და მხარეებმა ანგარიშსწორება რუბლში დაიწყონ.
ამის შესახებ რუსული გამოცემა "იზვესტიაზე" დაყრდნობით "ეხო კავკაზა" წერს.
შეხვედრაზე ქართულ მხარეს წარმოადგენდა საქართველო-რუსეთის ბიზნეს ასოციაციის საბჭოს თავმჯდომარე ზაზა ნიშნიანიძე, რომლის შექმნის შესახებაც მედია წლის დასაწყისში წერდა. ნიშნიანიძე მსხვილი ქართული უძრავი ქონების მართვისა და განვითარების კომპანიის, "მეიდან ჯგუფის" მფლობელია. ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი რუსი ბიზნესმენი და გაერთიანებული მარცვლეულის კომპანიის ხელმძღვანელი მარატ შაიდაევია.
შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ზემო ლარსის საკონტროლო-გამშვებ პუნქტის გადატვირთვის გეგმა და სავაჭრო ბრუნვის ნაწილის "რკინიგზითა და საზღვაო ტრანსპორტით" გადატანის აუცილებლობა. ასევე საუბარი იყო ტვირთის კონტროლის გაძლიერებაზე. რუსული მედია წერს, რომ "ქართულმა მხარემ პირობა დადო, რომ უახლოეს მომავალში ამ მიზნებისთვის ახალ ლაბორატორიას მოაწყობს".
შეხვედრაზე ასევე შემოთავაზებული იყო ქვეყნებს შორის ურთიერთანგარიშსწორების დაწყება რუბლითა და ლარით. ეს იდეა ადრეც განიხილეს.
"იზვესტია" აღნიშნავს, რომ რუსულმა მხარემ შეხვედრაზე წარმოადგინა დოკუმენტაცია, რომელშიც ქართული პროდუქციის დაბალ ხარისხზე იყო საუბარი. კერძოდ იმაზე, რომ რუსული მაღაზიებიდან ქართული კონიაკის პარტია ამოიღეს.
"ძალიან ვიმედოვნებთ, რომ ჩვენს შეშფოთებას საქართველოს ხელმძღვანელობას გადასცემთ", — მიმართა შეხვედრის მონაწილეებს ვლადისლავ რეზნიკმა, საერთაშორისო ასოციაცია "ანტიფალსიფიკაციის" პრეზიდენტმა და კონიაკის, სპირტიანი სასმელებისა და ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელთა კავშირის თავმჯდომარემ.
მისი თქმით, თბილისს აქვს კონიაკის დისტილატის წარმოების შესაძლებლობა, რომელიც რუსეთის ფედერაციაში დეფიციტურია. გარდა ამისა, მან გამოხატა სიხარული იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველო ანტირუსულ კამპანიაში არ ჩაერთო".
რუსული გამოცემა წერს რუსეთის ფედერაციასა და საქართველოს შორის სავაჭრო ბრუნვის ზრდაზე (2024 წელს მან 2,5 მილიარდ დოლარზე მეტი შეადგინა) და აღნიშნავს, რომ საქართველო რუსეთში ღვინისა და სხვა ალკოჰოლური სასმელების, მინერალური წყლის, ლიმონათის, ასევე ხილისა და ბოსტნეულის ექსპორტს ახორციელებს, რუსეთი კი საქართველოში ნავთობისა და ნავთობპროდუქტების, გაზის, ფოლადის პროდუქტებისა და ხორბლის ექსპორტს ახორციელებს.
საქართველო-რუსეთის ბიზნეს-ასოციაცია ოფიციალურად 2025 თებერვალში დარეგისტრირდა.
Bm.ge-ს ინფორმაციით, ამონაწერის თანახმად, ბიზნეს-ასოციაციის გამგეობის წევრები არიან:
თავმჯდომარე/წევრი: ზაზა ნიშნიანიძე, რომელიც საქართველოსა და რუსეთის ორმაგი მოქალაქეა;
გამგეობის წევრები არიან, ასევე საქართველო-რუსეთის ორმაგი მოქალაქეები: ლავრენტი ანჩაბაძე, ვახტანგ კარიჭაშვილი, ბადრი კაკაბაძე და დავით ხარაიძე.
გენერალური დირექტორი ასევე ორმაგი მოქალაქე მარატ შაიდაევია. აღმასრულებელი დირექტორი კი, გიორგი მუსხელიშვილი.
ბიზნეს ასოციაციის ხელმძღვანელის თქმით, ასოციაციის უმთავრესი მიზანი იქნება, დაეხმაროს იმ ბიზნესმენებს, რომლებიც რუსეთში ექსპორტით არიან დაკავებული.
ქართული ოცნების პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი ქართულ-რუსული ბიზნეს-ასოციაციის შექმნას დადებითად აფასებს და ამბობს, რომ ორგანიზებულ ბიზნესთან კოორდინაცია ბევრად ადვილია. მან ამის შესახებ 21 იანვარს BMG-ის კითხვის პასუხად განაცხადა.
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
-
პრორუსი მამუკა ფიფია ირაკლი კობახიძის განცხადებით მოხარულია და გეორგიევსკის ტრაქტატის აღდგენას კვლავ ითხოვს პრორუსი მამუკა ფიფია ირაკლი კობახიძის განცხადებით მოხარულია და გეორგიევსკის ტრაქტატის აღდგენას კვლავ ითხოვს
გადახედვა
-
იავნანა — როგორ ეხმარება მუსიკა საზღვარგარეთ მცხოვრებ ბავშვებს ქართულ ენასთან კავშირის შენარჩუნებაში იავნანა — როგორ ეხმარება მუსიკა საზღვარგარეთ მცხოვრებ ბავშვებს ქართულ ენასთან კავშირის შენარჩუნებაში
-
წითელი ღვინის კრიზისი? — როგორია ვაზის მომავალი კლიმატის ცვლილების ფონზე წითელი ღვინის კრიზისი? — როგორია ვაზის მომავალი კლიმატის ცვლილების ფონზე
გადახედვა
-
13-15 აგვისტოს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი 13-15 აგვისტოს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი
გადახედვა
-
შსს: სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ "დარიალიდან" მოქალაქეთა ევაკუაცია განხორციელდა შსს: სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ "დარიალიდან" მოქალაქეთა ევაკუაცია განხორციელდა
გადახედვა
-
რატომ სჯერა ზოგ ადამიანს სამეცნიერო შეთქმულების თეორიების — კვლევა რატომ სჯერა ზოგ ადამიანს სამეცნიერო შეთქმულების თეორიების — კვლევა
გადახედვა
-
საქართველოში გერმანიის ახალი ელჩი ბარბარა ფოსი იქნება საქართველოში გერმანიის ახალი ელჩი ბარბარა ფოსი იქნება
გადახედვა
-
ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან, 16 წლის გოგოს მატარებელი შეეჯახა და გარდაიცვალა — "ბათუმელები" ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან, 16 წლის გოგოს მატარებელი შეეჯახა და გარდაიცვალა — "ბათუმელები"
გადახედვა
-
კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ქართული სამზარეულო) კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ქართული სამზარეულო)
გადახედვა
-
Zoom-ის ხარვეზი თავდამსხმელს სხვისი მოწყობილობის კონტროლის საშუალებას აძლევდა Zoom-ის ხარვეზი თავდამსხმელს სხვისი მოწყობილობის კონტროლის საშუალებას აძლევდა
გადახედვა
-
აღმოაჩინეს "სიგამხდრის მუტაცია", რომელიც ოზემპიკივით მოქმედებს აღმოაჩინეს "სიგამხდრის მუტაცია", რომელიც ოზემპიკივით მოქმედებს
გადახედვა
-
სააპელაციო სასამართლომ იოსებ სიგუას შემაკავებელი ორდერი გაუუქმა სააპელაციო სასამართლომ იოსებ სიგუას შემაკავებელი ორდერი გაუუქმა
გადახედვა
-
განათლება, რომელიც მსოფლიოს დაახლოებას ემსახურება | რა შესაძლებლობებს ქმნის საქართველოს ბანკისა და UWC-ს პარტნიორობა მოსწავლეებისთვის განათლება, რომელიც მსოფლიოს დაახლოებას ემსახურება | რა შესაძლებლობებს ქმნის საქართველოს ბანკისა და UWC-ს პარტნიორობა მოსწავლეებისთვის
-
ევროვიზია შავი ზღვის სანაპიროზე ჩამოდის — სად გაიმართება კონკურსი 2027 წელს ევროვიზია შავი ზღვის სანაპიროზე ჩამოდის — სად გაიმართება კონკურსი 2027 წელს
გადახედვა
-
ძალისგან შემდგარი ნაწილაკი — ფიზიკოსები აცხადებენ, რომ იდუმალი "გლუბოლი" იპოვეს ძალისგან შემდგარი ნაწილაკი — ფიზიკოსები აცხადებენ, რომ იდუმალი "გლუბოლი" იპოვეს
გადახედვა
-
გომის მთაზე მომხდარი ავტოავარიის საქმეზე მიკროავტობუსის მძღოლი დააკავეს გომის მთაზე მომხდარი ავტოავარიის საქმეზე მიკროავტობუსის მძღოლი დააკავეს
გადახედვა
-
მთელი დღეები უჭმელ-უსმელი ვიყავი — ჯენა ორტეგა კარიერის რთულ დასაწყისს იხსენებს მთელი დღეები უჭმელ-უსმელი ვიყავი — ჯენა ორტეგა კარიერის რთულ დასაწყისს იხსენებს
გადახედვა
-
გომის მთაზე მომხდარი ავარიისას დაშავებული 11 პირი საავადმყოფოშია გადაყვანილი — მათგან 6 ბავშვია გომის მთაზე მომხდარი ავარიისას დაშავებული 11 პირი საავადმყოფოშია გადაყვანილი — მათგან 6 ბავშვია
გადახედვა
-
2026 წლის მზის დაბნელება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან — ნახეთ ფოტოები 2026 წლის მზის დაბნელება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან — ნახეთ ფოტოები
გადახედვა
-
ღია სცენა: თაკარა და სუხიშვილების ახალი დადგმა — რეკონსტრუქცია ღია სცენა: თაკარა და სუხიშვილების ახალი დადგმა — რეკონსტრუქცია
კომენტარები