თამთა მიქელაძე: ალექსანდრე თირქია, რომელიც აქციის დარბევისას მძიმედ დაშავდა, საოპერაციო ხარჯები არ აუნაზღაურა
"სოციალური სამართლიანობის ცენტრის" ხელმძღვანელი, იურისტი თამთა მიქელაძე წერს, რომ აქციებზე დაშავებულ ალექსანდრე თირქიას ჯანდაცვის სამინისტრომ უარი უთხრა საოპერაციო ხარჯების ანაზღაურებაზე.
ალექსანდრე თირქია 3 დეკემბერს პარლამენტი წინ გამართულ აპროტესტო აქციაზე დაშავდა. მას თვალში მოხვდა სპეცრაზმელის მიერ ნასროლი გაზის კაფსულა. ის კლინიკაში შეიყვანეს სკალპის ღია ჭრილობით, შუბლის ძვლისა და თვალ-ბუდის მოტეხილობით, ასევე ტვინის გარსებში სისხლჩაქცევით.
დაშავებულის ბიძამ, იოსებ ჩანადირმა რადიო თავისუფლებას განუცხადა, რომ ალექსიმ ბებიას დაურეკა და უთხრა, რომ ალყაში იყო და ამ საუბრის დროს მის მეგობარ გოგოს ფეხში, ხოლო თავად მას სახეში, წარბის არეში, მოხვდა ე.წ. გაზის კაფსული.
"ალექსანდრე თირქიას ინტერესებს პირველივე დღეებიდან ვიცავთ გამოძიების წინაშე, 50-მდე სხვა ძალადობის მსხვერპლთან ერთად, რომლებიც ნოემბრისა და დეკემბრის თვეებში, შეკრების დროს, პოლიციის მიერ სპეციალური საშუალებების უკანონო და არაპროპორციული გამოყენების, წამების, არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობის მსხვერპლნი გახდნენ.
ეს საქმე/საქმეები აუცილებლად გაიგზავნება ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიმდინარე წლის განმავლობაში.
გაოგნებული ვარ, რომ "ქართულმა ოცნებამ" გაბედა და ალექსანდრეს, რომელმაც უმძიმესი ტრავმები და დაზიანებები სწორედ სახელმწიფოს უკანონო და ძალადობრივი ქმედებების შედეგად მიიღო, საოპერაციო ხარჯები არ აუნაზღაურა," — წერს მიქელაძე.
მიქელაძის განცხადებით, ამ ეტაპზე, თირქიას სჭირდებოდა ბადურას უფრო დაბალბიუჯეტიანი ოპერაციის გაკეთება, თუმცა შემდგომ მას გასაკეთებელი ექნება უფრო მძიმე და ძვირადღირებული ოპერაცია. თამთა მიქელაძე ვარაუდობს, რომ სახელმწიფო მას ამ ოპერაციის დაფინანსებაზეც უარს ეტყვის. მიქელაძემ ასევე დასძინა, რომ აუცილებლად მოახდენს ამ ფაქტზე სამართლებრივ რეაგირებას.
"ახლა მას თვალის ბადურას უფრო დაბალბიუჯეტიანი ოპერაციის გაკეთება სჭირდებოდა და წინ თავზე კიდევ უფრო მძიმე, ძვირადღირებული და მაღალპროფესიონალური ოპერაცია აქვს, რომ სრულფასოვანი ცხოვრება შეძლოს. სავარაუდოდ ისინი ამ ოპერაციის დაფინანსებაზეც უარს იტყვიან, რაც ძალიან მძიმე გავლენას მოახდენს ამ ახალგაზრდის ჯანმრთელობაზე და შემდგომ ფსიქო-სოციალურ რეაბილიტაციაზე.
სახელმწიფოს შევახსენებ, რომ ძალადობის მსხვერპლების სამედიცინო საჭიროებების და ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის ხარჯების გაცემა მისი ვალდებულებაა და არა კეთილი ნება. ეს ვალდებულება მათ შორის, წამების, არაადამიანური მოპყრობისა და ღირსების შემლახავი მოპყრობის მსხვერპლების მიმართ სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულებებიდან და ეფექტიანი სამართლებრივი დაცვის საშუალებებზე უფლებიდან გამომდინარეობს და დაცულია საერთაშორისო სამართლით. აუცილებლად გვექნება ამ საკითხზე სამართლებრივი რეაგირება.
მაგრამ ეს ხომ კიდევ ერთხელ აჩვენებს, ამ სახელმწიფო ინსტიტუტების სრულ გადაგვარებას და არაადამიანურ და ანტისოციალურ მიდგომებს ყოველდღიურ ადმინისტრაციულ პრაქტიკებშიც კი.
მსხვერპლებს სჭირდება სრული რეპარაცია უფლებებში და ეს მათ შორის გულისხმობს მათი რეტრავმატირებისგან დაცვას.
წარმოიდგინეთ როგორ იქნება ეს გამორჩეული და ღირსეული ახალგაზრდა, რომელზეც სახელმწიფომ სასტიკად იძალადა, ძლივს გადაურჩა ამ უმძიმესი ფიზიკურ ტრავმას, ოპერაციების, კომის უმძიმესი გამოცდილება გამოიარა, ახლაც მისი ბებია ყოველდღე ზრუნავს მასზე და მის ფსიქოლოგიურ მდგრადობაზე. ამ ტანჯვისა და სისასტიკის შემდეგ კი სახელმწიფო მას რეაბილიტაციის უფლებას ართმევს. არც ერთ რეჟიმს ეს არ უკადრია!" — ვკითხულობთ განცხადებაში.
ცნობისთვის, 8 მაისს ალექსანდრე თირქიამ სოციალურ ქსელში ვიდეო განათავსა. ვიდეო 3 დეკემბრით თარიღდება და პირველი არხის "მოამბიდან" ამოღებული კადრებია.
"მინდა ეს ჩანაწერი გავასაჯაროო, რადგან ხალხის უმეტესობას ეს სიუჟეტი ნანახი არ ექნება.
პირველი არხი (სიუჟეტში ჩასმული აქვთ სხვა დაზარალებულის ფოტო, რადგან ხალხი სავარაუდოდ დაარწმუნონ, რომ ვიზუალურად მსგავსი დაზიანებები არ აღმენიშნება რაც რეალურად მაქვს) ამ სიუჟეტის შესახებ თავადაც წუხელ შევიტყვე და არ მინდოდა ესე უბრალოდ გამეტარებინა. ნათელია რომ ეს ტელევიზია ცდილობს ლაითად გამოიყვანოს ჩემი მდგომარეობა, მაგრამ გაჩვენებთ რეალურ ფოტოებსაც," — წერს ალექსანდრე თირქია.
პირველი არხის სიუჟეტში ალექსანდრე თირქიას მაგივრად, მწერალი დავით ხარაიშვილის ფოტო აქვთ ჩასმული. სპეცრაზმისგან ნაცემი დათა ხარაიშვილი მრავლობითი დაზიანებით ინგოროყვას კლინიკაში გადაიყვანეს.
შემდეგ ალექსანდრე თირქიამ პოსტის კომენტარებში მისი 3 დეკემბრის დაზიანების ფოტოები გამოაქვეყნა.
ფოტო: ალექსანდრე თირქია
პირველ არხის ვებგვერდზე კვლავ იგივე ვიდეო არის განთავსებული და დღემდე არ გაუკეთებიათ ჩასწორება, რომ მათ არასწორი დაზარალებულის ფოტო აჩვენეს.
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
-
ComCom-მა "ტვ პირველი" ტერმინოლოგიის გამოყენებისთვის 5 000 ლარით დააჯარიმა ComCom-მა "ტვ პირველი" ტერმინოლოგიის გამოყენებისთვის 5 000 ლარით დააჯარიმა
გადახედვა
-
იავნანა — როგორ ეხმარება მუსიკა საზღვარგარეთ მცხოვრებ ბავშვებს ქართულ ენასთან კავშირის შენარჩუნებაში იავნანა — როგორ ეხმარება მუსიკა საზღვარგარეთ მცხოვრებ ბავშვებს ქართულ ენასთან კავშირის შენარჩუნებაში
-
წითელი ღვინის კრიზისი? — როგორია ვაზის მომავალი კლიმატის ცვლილების ფონზე წითელი ღვინის კრიზისი? — როგორია ვაზის მომავალი კლიმატის ცვლილების ფონზე
გადახედვა
-
შსს: სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ "დარიალიდან" მოქალაქეთა ევაკუაცია განხორციელდა შსს: სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ "დარიალიდან" მოქალაქეთა ევაკუაცია განხორციელდა
გადახედვა
-
რატომ სჯერა ზოგ ადამიანს სამეცნიერო შეთქმულების თეორიების — კვლევა რატომ სჯერა ზოგ ადამიანს სამეცნიერო შეთქმულების თეორიების — კვლევა
გადახედვა
-
საქართველოში გერმანიის ახალი ელჩი ბარბარა ფოსი იქნება საქართველოში გერმანიის ახალი ელჩი ბარბარა ფოსი იქნება
გადახედვა
-
კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ქართული სამზარეულო) კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ქართული სამზარეულო)
გადახედვა
-
Zoom-ის ხარვეზი თავდამსხმელს სხვისი მოწყობილობის კონტროლის საშუალებას აძლევდა Zoom-ის ხარვეზი თავდამსხმელს სხვისი მოწყობილობის კონტროლის საშუალებას აძლევდა
გადახედვა
-
აღმოაჩინეს "სიგამხდრის მუტაცია", რომელიც ოზემპიკივით მოქმედებს აღმოაჩინეს "სიგამხდრის მუტაცია", რომელიც ოზემპიკივით მოქმედებს
გადახედვა
-
თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება
-
სააპელაციო სასამართლომ იოსებ სიგუას შემაკავებელი ორდერი გაუუქმა სააპელაციო სასამართლომ იოსებ სიგუას შემაკავებელი ორდერი გაუუქმა
გადახედვა
-
განათლება, რომელიც მსოფლიოს დაახლოებას ემსახურება | რა შესაძლებლობებს ქმნის საქართველოს ბანკისა და UWC-ს პარტნიორობა მოსწავლეებისთვის განათლება, რომელიც მსოფლიოს დაახლოებას ემსახურება | რა შესაძლებლობებს ქმნის საქართველოს ბანკისა და UWC-ს პარტნიორობა მოსწავლეებისთვის
-
"გუშინ დასრულდა სკანერის გადატარება. მეწყრის ვერსია გამოირიცხა" — გაუჩინარებული გურამ დადიანიძის დედა "გუშინ დასრულდა სკანერის გადატარება. მეწყრის ვერსია გამოირიცხა" — გაუჩინარებული გურამ დადიანიძის დედა
გადახედვა
-
ძალისგან შემდგარი ნაწილაკი — ფიზიკოსები აცხადებენ, რომ იდუმალი "გლუბოლი" იპოვეს ძალისგან შემდგარი ნაწილაკი — ფიზიკოსები აცხადებენ, რომ იდუმალი "გლუბოლი" იპოვეს
გადახედვა
-
გომის მთაზე მომხდარი ავტოავარიის საქმეზე მიკროავტობუსის მძღოლი დააკავეს გომის მთაზე მომხდარი ავტოავარიის საქმეზე მიკროავტობუსის მძღოლი დააკავეს
გადახედვა
-
ავტოსერვისიდან საექსპოზიციო სივრცემდე — თეგეტას პროექტმა Staged Mechanics საერთაშორისო აღიარება მოიპოვა ავტოსერვისიდან საექსპოზიციო სივრცემდე — თეგეტას პროექტმა Staged Mechanics საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
-
მთელი დღეები უჭმელ-უსმელი ვიყავი — ჯენა ორტეგა კარიერის რთულ დასაწყისს იხსენებს მთელი დღეები უჭმელ-უსმელი ვიყავი — ჯენა ორტეგა კარიერის რთულ დასაწყისს იხსენებს
გადახედვა
-
გომის მთაზე მომხდარი ავარიისას დაშავებული 11 პირი საავადმყოფოშია გადაყვანილი — მათგან 6 ბავშვია გომის მთაზე მომხდარი ავარიისას დაშავებული 11 პირი საავადმყოფოშია გადაყვანილი — მათგან 6 ბავშვია
გადახედვა
-
2026 წლის მზის დაბნელება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან — ნახეთ ფოტოები 2026 წლის მზის დაბნელება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან — ნახეთ ფოტოები
გადახედვა
-
ღია სცენა: თაკარა და სუხიშვილების ახალი დადგმა — რეკონსტრუქცია ღია სცენა: თაკარა და სუხიშვილების ახალი დადგმა — რეკონსტრუქცია
კომენტარები