გიორგი ქადაგიძე: "ღიად პრორუსული ხელისუფლების პირობებში, რუსებს მიაქვთ ენგურჰესზე გამომუშავებული ენერგიის 70%-ზე მეტი"
საქართველოს ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე წერს, რომ "ღიად პრორუსული ხელისუფლების პირობებში, "არგაღიზიანების" უმაგრესი პოლიტიკის შედეგად, რუსებს მიაქვთ ენგურჰესზე გამომუშავებული ენერგიის 70% ზე მეტი. ამასთან ზამთარში, როცა ფასი ყველაზე მაღალია, რუსებს მიაქვთ 100%, მონღოლური ხარკის საუკეთესო სტილში".
"ენგურის ჰიდროელექტროსადგური ჩვენი ენერგეტიკული სისტემის შეუცვლელი სიმძლავრეა, რომელიც ქვეყნის ჯამური მოხმარების 25%-ს უზრუნველყოფს. მისი მართვის პუნქტი რუსების კონტროლირებად ტერიტორიაზეა, ხოლო კაშხალი — ჩვენსაზე.
2008 წელს, რუსეთთან დაძაბულობის პიკში გაფორმებული შეთანხმების თანახმად, რუსებს მიჰქონდათ წარმოებული ელექტროენერგიის 40%, ხოლო საქართველოს რჩებოდა 60%.
დღეს კი, ღიად პრორუსული ხელისუფლების პირობებში, "არგაღიზიანების" უმაგრესი პოლიტიკის შედეგად, რუსებს მიაქვთ გამომუშავებული ენერგიის 70% ზე მეტი. ამასთან ზამთარში, როცა ფასი ყველაზე მაღალია, რუსებს მიაქვთ 100%, მონღოლური ხარკის საუკეთესო სტილში.
ფიქრობთ, ამით მთავრდება ეს ცინიზმი? არა, შემდეგ იგივე ელექტროენერგიას უკან ვყიდულობთ და ამაში საბაზრო ფასს ვიხდით. ჩვენივე წარმოებულ, ჩვენთვის წართმეულ დენს უკან ვყიდულობთ! ამას, უტიფარი ჩინოსნები კონკურენციად გვასაღებენ.
ფიქრობთ, სულ ეს არის? არა, ამ ელექტროენერგიას ვყიდულობთ არა პირდაპირი გზით, არამედ შუამავალი ოფშორული კომპანიების მეშვეობით, სადაც ჩვენი "რენესანსა" ბიზნესმენები ცალკე იღებენ დაუმსახურებელ მოგებას და ამით წილში უზიან მთელ ქვეყანას.
დამატებით, ამ პრივილეგირებულ ე.წ. ბიზნესმენებს, ენგურის საექსპორტო დენი მიაქვთ ზაფხულში, როდესაც ის ყველაზე იაფია, ამ დროს მოსახლეობა ძვირ დენს ყიდულობს აზერბაიჯანიდან და რუსეთიდან.
ახლა მაინც ხომ გაიფიქრეთ, რომ რა უნდა იყოს ამაზე მეტი უტიფრობა? მაგრამ არა, ამით არ მთავრდება ეს ამბავი: საკუთარი ბიტკოინების ქარხნებისთვის სპეციალური რეჟიმის წყალობით, იგივე ელექტროენერგიას გადასახადების (დღგ-ს) გარეშე ყიდულობენ. ზუსტად იმ ენერგიას, რაშიც საქართველოს თითოეული მოქალაქე იხდის გადასახადს. აქვე შეგახსენებთ, რომ დამატებით ელექტროგადაცემის ხარჯი ცალკე ტარიფშია გათვალისწინებული. პლუს, ამ ოპერაციას რეექსპორტს უწოდებენ და კუთვნილ მოგების გადასახადსაც "კანონიერად" თავს არიდებენ.
გამოდის, რომ ისევ ჩვენ, თითოეული მოქალაქე, უკვე მერამდენე წრეზე ვუსუბსიდირებთ მათ მოგებას.
ოკუპანტთან შეხმატკბილებული, საკუთარი მოსახლეობის ასეთი მასშტაბის ძარცვის მაგალითი ალბათ ყველაზე ჩამორჩენილ აფრიკულ რეჟიმებშიც არ მოიძებნება.
ამიტომ უნდათ რუსეთი, ამიტომ უნდა ოლიგარქია, ამიტომ ეზიზღებათ კანონი და თანაბარი პირობები, ყველაფერი დასავლური და, შესაბამისად, ქართული", — წერს გიორგი ქადაგიძე.
ცნობისათვის, 2023 წელს ენგურჰესის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის განაწილების პროპორცია ასეთი იყო: 40% - აფხაზეთს, 60% - დანარჩენ საქართველოს. გიორგი ქადაგიძის განცხადებაზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
-
იავნანა — როგორ ეხმარება მუსიკა საზღვარგარეთ მცხოვრებ ბავშვებს ქართულ ენასთან კავშირის შენარჩუნებაში იავნანა — როგორ ეხმარება მუსიკა საზღვარგარეთ მცხოვრებ ბავშვებს ქართულ ენასთან კავშირის შენარჩუნებაში
-
წითელი ღვინის კრიზისი? — როგორია ვაზის მომავალი კლიმატის ცვლილების ფონზე წითელი ღვინის კრიზისი? — როგორია ვაზის მომავალი კლიმატის ცვლილების ფონზე
გადახედვა
-
13-15 აგვისტოს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი 13-15 აგვისტოს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი
გადახედვა
-
რატომ სჯერა ზოგ ადამიანს სამეცნიერო შეთქმულების თეორიების — კვლევა რატომ სჯერა ზოგ ადამიანს სამეცნიერო შეთქმულების თეორიების — კვლევა
გადახედვა
-
საქართველოში გერმანიის ახალი ელჩი ბარბარა ფოსი იქნება საქართველოში გერმანიის ახალი ელჩი ბარბარა ფოსი იქნება
გადახედვა
-
კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ქართული სამზარეულო) კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ქართული სამზარეულო)
გადახედვა
-
Zoom-ის ხარვეზი თავდამსხმელს სხვისი მოწყობილობის კონტროლის საშუალებას აძლევდა Zoom-ის ხარვეზი თავდამსხმელს სხვისი მოწყობილობის კონტროლის საშუალებას აძლევდა
გადახედვა
-
აღმოაჩინეს "სიგამხდრის მუტაცია", რომელიც ოზემპიკივით მოქმედებს აღმოაჩინეს "სიგამხდრის მუტაცია", რომელიც ოზემპიკივით მოქმედებს
გადახედვა
-
თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება
-
სააპელაციო სასამართლომ იოსებ სიგუას შემაკავებელი ორდერი გაუუქმა სააპელაციო სასამართლომ იოსებ სიგუას შემაკავებელი ორდერი გაუუქმა
გადახედვა
-
განათლება, რომელიც მსოფლიოს დაახლოებას ემსახურება | რა შესაძლებლობებს ქმნის საქართველოს ბანკისა და UWC-ს პარტნიორობა მოსწავლეებისთვის განათლება, რომელიც მსოფლიოს დაახლოებას ემსახურება | რა შესაძლებლობებს ქმნის საქართველოს ბანკისა და UWC-ს პარტნიორობა მოსწავლეებისთვის
-
ევროვიზია შავი ზღვის სანაპიროზე ჩამოდის — სად გაიმართება კონკურსი 2027 წელს ევროვიზია შავი ზღვის სანაპიროზე ჩამოდის — სად გაიმართება კონკურსი 2027 წელს
გადახედვა
-
"გუშინ დასრულდა სკანერის გადატარება. მეწყრის ვერსია გამოირიცხა" — გაუჩინარებული გურამ დადიანიძის დედა "გუშინ დასრულდა სკანერის გადატარება. მეწყრის ვერსია გამოირიცხა" — გაუჩინარებული გურამ დადიანიძის დედა
გადახედვა
-
ძალისგან შემდგარი ნაწილაკი — ფიზიკოსები აცხადებენ, რომ იდუმალი "გლუბოლი" იპოვეს ძალისგან შემდგარი ნაწილაკი — ფიზიკოსები აცხადებენ, რომ იდუმალი "გლუბოლი" იპოვეს
გადახედვა
-
გომის მთაზე მომხდარი ავტოავარიის საქმეზე მიკროავტობუსის მძღოლი დააკავეს გომის მთაზე მომხდარი ავტოავარიის საქმეზე მიკროავტობუსის მძღოლი დააკავეს
გადახედვა
-
ავტოსერვისიდან საექსპოზიციო სივრცემდე — თეგეტას პროექტმა Staged Mechanics საერთაშორისო აღიარება მოიპოვა ავტოსერვისიდან საექსპოზიციო სივრცემდე — თეგეტას პროექტმა Staged Mechanics საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
-
მთელი დღეები უჭმელ-უსმელი ვიყავი — ჯენა ორტეგა კარიერის რთულ დასაწყისს იხსენებს მთელი დღეები უჭმელ-უსმელი ვიყავი — ჯენა ორტეგა კარიერის რთულ დასაწყისს იხსენებს
გადახედვა
-
გომის მთაზე მომხდარი ავარიისას დაშავებული 11 პირი საავადმყოფოშია გადაყვანილი — მათგან 6 ბავშვია გომის მთაზე მომხდარი ავარიისას დაშავებული 11 პირი საავადმყოფოშია გადაყვანილი — მათგან 6 ბავშვია
გადახედვა
-
2026 წლის მზის დაბნელება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან — ნახეთ ფოტოები 2026 წლის მზის დაბნელება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან — ნახეთ ფოტოები
გადახედვა
-
ღია სცენა: თაკარა და სუხიშვილების ახალი დადგმა — რეკონსტრუქცია ღია სცენა: თაკარა და სუხიშვილების ახალი დადგმა — რეკონსტრუქცია
კომენტარები