ადმინისტრაციულ შენობებზე რუსეთის დროშის არ აღმართვის გამო, დაღესტანში 9 თანამდებობის პირი დააჯარიმეს
დაღესტნის ხელისუფლებამ ბაბაიურტის ცხრა სოფლის ლიდერი ადმინისტრაციულ შენობებზე რუსული დროშები არ აღმართვისთვის დააჯარიმა.
შემოწმების შედეგად, დაღესტნის ბაბაიურთის ცხრა სოფლის გამგებელი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის — სახელმწიფო სიმბოლოების არასათანადოს გამოყენებისთვის დაჯარიმდა. დაღესტნის პროკურატურის ცნობით, სასამართლომ ყველა მათგანი დამნაშავედ ცნო და 5000-დან 7000 რუბლამდე ($60-80$) ჯარიმა დააკისრა.
"სამართალდამრღვევი" ცხრა პირის ვინაობა და მათი სოფლები არ დაასახელეს.
გარდა ჯარიმებისა, ცხრავე მათგანმა ოფიციალური გაფრთხილება მიიღო, რომლის მიხედვითაც მათ ადმინისტრაციულ შენობებზე რუსეთის დროშა შესაბამისად უნდა აღმართონ. მოგვიანებით, დაღესტნის პროკურატურამ დააზუსტა, რომ დროშები შენობებზე კანონის მოთხოვნის შესაბამისად აღმართეს.
ეს რეგიონში პირველი შემთხვევა არ არის — ჩრდილოეთ კავკასიაში არა ერთი შემთხვევა დაფიქსირდა, როდესაც როგორც საჯარო მოხელეებს ასევე მოქალაქეებსაც აგებინეს პასუხი რუსეთის სახელმწიფო სიმბოლოების მიმართ უპატივცემულობისთვის.
აპრილში, ყარაჩაი-ჩერქეზეთის და ყაბარდო-ბალყარეთის სასამართლომ რვა პირი დააჯარიმა, რადგან ისინი სპორტულ ღონისძიებებზე რუსეთის ეროვნული ჰიმნის დროს ფეხზე არ წამოდგნენ. თითოეული მათგანი — ექვსი ზრდასრული და ორი არასრულწლოვანი 2000 რუბლით (25 დოლარი) დაჯარიმდა.
2024 წლის ივლისში, ნალჩიკის მაგისტრატმა მოსამართლემ რვა ადამიანი სკოლის დამთავრების ცერემონიაზე ეროვნული ჰიმნის დროს ფეხზე არ ადგომის გამო 3000 რუბლით (35 აშშ დოლარი) დააჯარიმა. საქმე მას შემდეგ მოექცა საზოგადოების ინტერესის ქვეშ, რაც რუსეთის პარლამენტის წევრმა, ანდრეი კარტაპოლოვმა მათ წინააღმდეგ საჩივარი შეიტანა.
2024 წლის აგვისტოს, დაღესტნის ქალაქ კასპიისკში, მახაჩკალას დინამოსა და კრილია სოვეტოვის მატჩზე ფეხბურთის რამდენიმე გულშემატკივარი ჰიმნის შესრულების დროს იჯდა. ინციდენტმა სოციალურ ქსელში საზოგადოების პროტესტი გამოიწვია, რაზეც საფეხბურთო კლუბმა განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ ასეთ ქმედებებს "კატეგორიულად არ ეთანხმება".
2018 წლიდან, რუსეთის სკოლებში ყოველკვირეული დროშის აღმართვისა და ჰიმნის ცერემონიები სავალდებულო გახდა. ამ ინიციატივას მხარს რუსეთის განათლების სამინისტრო და რეგიონული მთავრობები მხარს აქტიურად უჭერდნენ. ინიციატივის აღსრულებას ჩრდილოეთ კავკასიის რესპუბლიკებში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო, სადაც ისტორიულად არსებობდა ადგილობრივ ტრადიციებსა და ფედერალურ იდენტობას შორის მუდმივი გამიჯვნა ხდებოდა. ამ რეგიონების ხელისუფლება ხშირად "პატრიოტიზმის" საჯარო გამოვლინებებზე გაზრდილი კონტროლით ფედერალურ ცენტრს ერთგულებას უცხადებს.
სტატიაში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის ავტორს და არ წარმოადგენს On.ge-ის პოზიციას. მასალა ქვეყნდება OC Media-სთან პარტნიორობის ფარგლებში, რომლის შედეგად, გამოცემის სტატიები ამიერიდან ოთხ ენაზე გავრცელდება. საქართველოში OC Media-ს პარტნიორი On.ge-ა. სტატია ინგლისურად შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
-
იავნანა — როგორ ეხმარება მუსიკა საზღვარგარეთ მცხოვრებ ბავშვებს ქართულ ენასთან კავშირის შენარჩუნებაში იავნანა — როგორ ეხმარება მუსიკა საზღვარგარეთ მცხოვრებ ბავშვებს ქართულ ენასთან კავშირის შენარჩუნებაში
-
წითელი ღვინის კრიზისი? — როგორია ვაზის მომავალი კლიმატის ცვლილების ფონზე წითელი ღვინის კრიზისი? — როგორია ვაზის მომავალი კლიმატის ცვლილების ფონზე
გადახედვა
-
13-15 აგვისტოს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი 13-15 აგვისტოს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი
გადახედვა
-
შსს: სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ "დარიალიდან" მოქალაქეთა ევაკუაცია განხორციელდა შსს: სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ "დარიალიდან" მოქალაქეთა ევაკუაცია განხორციელდა
გადახედვა
-
რატომ სჯერა ზოგ ადამიანს სამეცნიერო შეთქმულების თეორიების — კვლევა რატომ სჯერა ზოგ ადამიანს სამეცნიერო შეთქმულების თეორიების — კვლევა
გადახედვა
-
საქართველოში გერმანიის ახალი ელჩი ბარბარა ფოსი იქნება საქართველოში გერმანიის ახალი ელჩი ბარბარა ფოსი იქნება
გადახედვა
-
ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან, 16 წლის გოგოს მატარებელი შეეჯახა და გარდაიცვალა — "ბათუმელები" ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან, 16 წლის გოგოს მატარებელი შეეჯახა და გარდაიცვალა — "ბათუმელები"
გადახედვა
-
Zoom-ის ხარვეზი თავდამსხმელს სხვისი მოწყობილობის კონტროლის საშუალებას აძლევდა Zoom-ის ხარვეზი თავდამსხმელს სხვისი მოწყობილობის კონტროლის საშუალებას აძლევდა
გადახედვა
-
აღმოაჩინეს "სიგამხდრის მუტაცია", რომელიც ოზემპიკივით მოქმედებს აღმოაჩინეს "სიგამხდრის მუტაცია", რომელიც ოზემპიკივით მოქმედებს
გადახედვა
-
თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება
-
სააპელაციო სასამართლომ იოსებ სიგუას შემაკავებელი ორდერი გაუუქმა სააპელაციო სასამართლომ იოსებ სიგუას შემაკავებელი ორდერი გაუუქმა
გადახედვა
-
ევროვიზია შავი ზღვის სანაპიროზე ჩამოდის — სად გაიმართება კონკურსი 2027 წელს ევროვიზია შავი ზღვის სანაპიროზე ჩამოდის — სად გაიმართება კონკურსი 2027 წელს
გადახედვა
-
"გუშინ დასრულდა სკანერის გადატარება. მეწყრის ვერსია გამოირიცხა" — გაუჩინარებული გურამ დადიანიძის დედა "გუშინ დასრულდა სკანერის გადატარება. მეწყრის ვერსია გამოირიცხა" — გაუჩინარებული გურამ დადიანიძის დედა
გადახედვა
-
ძალისგან შემდგარი ნაწილაკი — ფიზიკოსები აცხადებენ, რომ იდუმალი "გლუბოლი" იპოვეს ძალისგან შემდგარი ნაწილაკი — ფიზიკოსები აცხადებენ, რომ იდუმალი "გლუბოლი" იპოვეს
გადახედვა
-
გომის მთაზე მომხდარი ავტოავარიის საქმეზე მიკროავტობუსის მძღოლი დააკავეს გომის მთაზე მომხდარი ავტოავარიის საქმეზე მიკროავტობუსის მძღოლი დააკავეს
გადახედვა
-
ავტოსერვისიდან საექსპოზიციო სივრცემდე — თეგეტას პროექტმა Staged Mechanics საერთაშორისო აღიარება მოიპოვა ავტოსერვისიდან საექსპოზიციო სივრცემდე — თეგეტას პროექტმა Staged Mechanics საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
-
მთელი დღეები უჭმელ-უსმელი ვიყავი — ჯენა ორტეგა კარიერის რთულ დასაწყისს იხსენებს მთელი დღეები უჭმელ-უსმელი ვიყავი — ჯენა ორტეგა კარიერის რთულ დასაწყისს იხსენებს
გადახედვა
-
გომის მთაზე მომხდარი ავარიისას დაშავებული 11 პირი საავადმყოფოშია გადაყვანილი — მათგან 6 ბავშვია გომის მთაზე მომხდარი ავარიისას დაშავებული 11 პირი საავადმყოფოშია გადაყვანილი — მათგან 6 ბავშვია
გადახედვა
-
2026 წლის მზის დაბნელება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან — ნახეთ ფოტოები 2026 წლის მზის დაბნელება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან — ნახეთ ფოტოები
გადახედვა
-
ღია სცენა: თაკარა და სუხიშვილების ახალი დადგმა — რეკონსტრუქცია ღია სცენა: თაკარა და სუხიშვილების ახალი დადგმა — რეკონსტრუქცია
კომენტარები