"არსაუბარი არის საბჭოური დამოკიდებულება, ჩემი ევროპული დამოკიდებულებაა, რომ ყველასთან მინდა საუბარი" — ირაკლი კობახიძე ტირანაში ვიზიტზე
16 მაისს, ალბანეთის დედაქალაქში ევროპის პოლიტიკური ლიდერების მე-6 სამიტი გაიმართება, სადაც 44 ევროპული ქვეყნის სახელმწიფოებისა და მთავრობის მეთაურები შეიკრიბებიან. სამიტზე მიწვეულია ოცნების ხელისუფლების პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძეც.
კიკვიძის პარკში ფაშიზმზე გამარჯვების 80 წლისთავის აღსანიშნავ ღონისძიებაზე მყოფმა ირაკლი კობახიძემ ტირანაში ევროპის პოლიტიკური ლიდერების სამიტზე საუბრისას ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ ვინც გამოთქვამს მასთან საუბრის სურვილს, ყველა ევროპელ ლიდერს დაელაპარაკება, თუმცა წინასწარ კონკრეტული გეგმები არ აქვს.
"ჩვენ არ მოგვითხოვია შეხვედრები, შეიძლება გაიმართოს გარკვეული შეხვედრები ლიდერებთან. ვისაც ექნება სურვილი, ყველასთან ვისაუბრებთ. ჩვენ ყველასთან გვინდა საუბარი. თუ მათგან იქნება სამართლიანი, ჯანსაღი დამოკიდებულება და არა საბჭოური დამოკიდებულება, ეს არსაუბარი არის საბჭოური დამოკიდებულება, რომელსაც დღეს ავლენს არა საბჭოთა კავშირი, არამედ ევროკავშირი. ჩემი ევროპული დამოკიდებულება არის, რომ ყველასთან მინდა საუბარი, საბჭოური დამოკიდებულება კი, ყველას არ ვგულისხმობ, ვგულისხმობ გარკვეულ ლიდერებს, მათი საბჭოური დამოკიდებულება არის ის, რომ არ საუბრობენ. არ საუბარს შესაძლოა ჰქონდეს ერთადერთი ახსნა, ვიღაცას აქვს დაგეგმილი ეს უსამართლობა, ვიღაცას სურს, რომ რაღაცნაირად ზიანი მიაყენოს ჩვენს ეროვნულ ინტერესებს. ჩვენ ბოლომდე ვიდგებით ჩვენი ეროვნული ინტერესების სადარაჯოზე", — ამბობს კობახიძე ტელეკომპანია პირველის ჟურნალისტთან საუბრისას.
კითხვაზე დაელოდება, რომელი ევროპელი ლიდერი გამოთქვამს მასთან საუბრის სურვილს, თუ თვითონ გამოიჩენს ინიციატივას, კობახიძე პასუხობს:
"იქ დერეფნებში იმართება შეხვედრები. სპეციალური ოთახებიც კი არ არის, როგორც წესი გამოყოფილი. დერეფნებში იმართება ჩვეულებრივად შეხვედრები. ვისაც ექნება საუბრის სურვილი, მე ყველას დაველაპარაკები", — ამბობს კობახიძე.
აღსანიშნავია, რომ სამიტი დასავლეთ ბალკანეთში პირველად იმართება.
წინა სამიტები ჩატარდა ჩეხეთის რესპუბლიკაში, მოლდოვაში, ესპანეთში, დიდ ბრიტანეთსა და უნგრეთში.
ევროპის პოლიტიკური თანამეგობრობა 2022 წლის შემოდგომაზე პრაღაში შეიქმნა, საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის ინიციატივით, რომლის მიზანია დიალოგის განვითარება მთელ ევროპაში, მათ შორის როგორც ევროკავშირის წევრ, ასევე ევროკავშირის არაწევრ ქვეყნებში, გეოპოლიტიკური არასტაბილურობის გამწვავების პერიოდში. იდეა დაიბადა, როგორც პასუხი რუსეთსა და უკრაინას შორის სრულმასშტაბიან კონფლიქტზე და ევროპული უსაფრთხოებისა და დემოკრატიული ღირებულებებისადმი უფრო ფართო საფრთხეზე.
Berliner telegraph წერს, რომ სამიტზე ლიდერები, სავარაუდოდ, 15 მაისს, შუადღისას შეიკრიბებიან, ოფიციალური დისკუსიები კი 16 მაისს ტირანაში გაიმართება.
ღონისძიებისთვის მოსამზადებლად, ალბანეთის მთავრობამ გასულ კვირას დაამტკიცა სამიტის ორგანიზებისთვის დამატებითი საბიუჯეტო სახსრები. ოთხშაბათს გამართულ კაბინეტის სხდომაზე ასევე გადაწყდა, რომ 15 და 16 მაისი გზების დაგეგმილი დაკეტვისა და უსაფრთხოების ზომების გამო ტირანაში, კამეზში, ვორასა და კრუიაში მუნიციპალური თანამშრომლებისთვის სახალხო უქმე დღედ გამოცხადდება.
უსაფრთხოებისა და დემოკრატიის საკითხებში, რომლებიც თანამედროვე ევროპული დღის წესრიგის ცენტრშია.
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
-
პრორუსი მამუკა ფიფია ირაკლი კობახიძის განცხადებით მოხარულია და გეორგიევსკის ტრაქტატის აღდგენას კვლავ ითხოვს პრორუსი მამუკა ფიფია ირაკლი კობახიძის განცხადებით მოხარულია და გეორგიევსკის ტრაქტატის აღდგენას კვლავ ითხოვს
გადახედვა
-
იავნანა — როგორ ეხმარება მუსიკა საზღვარგარეთ მცხოვრებ ბავშვებს ქართულ ენასთან კავშირის შენარჩუნებაში იავნანა — როგორ ეხმარება მუსიკა საზღვარგარეთ მცხოვრებ ბავშვებს ქართულ ენასთან კავშირის შენარჩუნებაში
-
წითელი ღვინის კრიზისი? — როგორია ვაზის მომავალი კლიმატის ცვლილების ფონზე წითელი ღვინის კრიზისი? — როგორია ვაზის მომავალი კლიმატის ცვლილების ფონზე
გადახედვა
-
13-15 აგვისტოს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი 13-15 აგვისტოს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი
გადახედვა
-
შსს: სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ "დარიალიდან" მოქალაქეთა ევაკუაცია განხორციელდა შსს: სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ "დარიალიდან" მოქალაქეთა ევაკუაცია განხორციელდა
გადახედვა
-
რატომ სჯერა ზოგ ადამიანს სამეცნიერო შეთქმულების თეორიების — კვლევა რატომ სჯერა ზოგ ადამიანს სამეცნიერო შეთქმულების თეორიების — კვლევა
გადახედვა
-
საქართველოში გერმანიის ახალი ელჩი ბარბარა ფოსი იქნება საქართველოში გერმანიის ახალი ელჩი ბარბარა ფოსი იქნება
გადახედვა
-
ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან, 16 წლის გოგოს მატარებელი შეეჯახა და გარდაიცვალა — "ბათუმელები" ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან, 16 წლის გოგოს მატარებელი შეეჯახა და გარდაიცვალა — "ბათუმელები"
გადახედვა
-
კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ქართული სამზარეულო) კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ქართული სამზარეულო)
გადახედვა
-
Zoom-ის ხარვეზი თავდამსხმელს სხვისი მოწყობილობის კონტროლის საშუალებას აძლევდა Zoom-ის ხარვეზი თავდამსხმელს სხვისი მოწყობილობის კონტროლის საშუალებას აძლევდა
გადახედვა
-
აღმოაჩინეს "სიგამხდრის მუტაცია", რომელიც ოზემპიკივით მოქმედებს აღმოაჩინეს "სიგამხდრის მუტაცია", რომელიც ოზემპიკივით მოქმედებს
გადახედვა
-
თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება
-
სააპელაციო სასამართლომ იოსებ სიგუას შემაკავებელი ორდერი გაუუქმა სააპელაციო სასამართლომ იოსებ სიგუას შემაკავებელი ორდერი გაუუქმა
გადახედვა
-
განათლება, რომელიც მსოფლიოს დაახლოებას ემსახურება | რა შესაძლებლობებს ქმნის საქართველოს ბანკისა და UWC-ს პარტნიორობა მოსწავლეებისთვის განათლება, რომელიც მსოფლიოს დაახლოებას ემსახურება | რა შესაძლებლობებს ქმნის საქართველოს ბანკისა და UWC-ს პარტნიორობა მოსწავლეებისთვის
-
ევროვიზია შავი ზღვის სანაპიროზე ჩამოდის — სად გაიმართება კონკურსი 2027 წელს ევროვიზია შავი ზღვის სანაპიროზე ჩამოდის — სად გაიმართება კონკურსი 2027 წელს
გადახედვა
-
ავტოსერვისიდან საექსპოზიციო სივრცემდე — თეგეტას პროექტმა Staged Mechanics საერთაშორისო აღიარება მოიპოვა ავტოსერვისიდან საექსპოზიციო სივრცემდე — თეგეტას პროექტმა Staged Mechanics საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
-
მთელი დღეები უჭმელ-უსმელი ვიყავი — ჯენა ორტეგა კარიერის რთულ დასაწყისს იხსენებს მთელი დღეები უჭმელ-უსმელი ვიყავი — ჯენა ორტეგა კარიერის რთულ დასაწყისს იხსენებს
გადახედვა
-
გომის მთაზე მომხდარი ავარიისას დაშავებული 11 პირი საავადმყოფოშია გადაყვანილი — მათგან 6 ბავშვია გომის მთაზე მომხდარი ავარიისას დაშავებული 11 პირი საავადმყოფოშია გადაყვანილი — მათგან 6 ბავშვია
გადახედვა
-
2026 წლის მზის დაბნელება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან — ნახეთ ფოტოები 2026 წლის მზის დაბნელება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან — ნახეთ ფოტოები
გადახედვა
-
ღია სცენა: თაკარა და სუხიშვილების ახალი დადგმა — რეკონსტრუქცია ღია სცენა: თაკარა და სუხიშვილების ახალი დადგმა — რეკონსტრუქცია
კომენტარები