მიხეილ სარჯველაძე

7 May. 2025, 11:41

მიხეილ სარჯველაძე: "შეიძლება, ამ აქტს ყველაფერი დაარქვა, მეგობრულის გარდა [...] ეს არც მეგობრულია და არც იმაზეა ორიენტირებული, რომ ან საქართველოს და ან აშშ-ის ინტერესებს რამენაირად დაეხმაროს [...] ერთადერთი, ვისთვისაც შეიძლება, რომ ეს რაიმე ფორმით სასარგებლო იყოს, ან ასეთ შთაბეჭდილებას ქმნიდეს, არის ქართული ოპოზიცია. მეტი ფუნქცია "მეგობარ" აქტს რეალურად არ გააჩნია [...]

მეც იმ ადამიანების რიგებს შევუერთდები, რომლებიც უფრო დადებითი მოლოდინით არიან, რომ გარკვეული პროცედურების გავლის შემდეგ, ეს მაინც ვერ გახდება საკანონმდებლო, ძალამოსილი აქტი, რომელსაც რეალურად შეუძლია, ქართულ-ამერიკული ურთიერთობები დააზიანოს. ამიტომ, მე ვთვლი, რომ ეს არის ერთმნიშვნელოვნად უსამართლო, უსარგებლო აქტი — მას არც საქართველოსთვის და არც აშშ-თვის რაიმე სიკეთის მოტანა არ შეუძლია."

თქვა ქართული ოცნების ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში.

5 მაისს აშშ-ს წარმომადგენელთა პალატამ საქართველოს შესახებ MEGOBARI აქტს მხარი დაუჭირა.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რა მტკიცებულებებით ედავება პროკურატურა ნ.ი.-ს გიგა ავალიანის საქმეზე ძალადობის წაქეზებას — საქმის დეტალები
  2. ვინ მიიღებს სასკოლო ფორმებს უფასოდ? — განათლების სამინისტრომ ახალი წესი დაამტკიცა
  3. შსს: "გურამ დადიანიძის საქმეზე ჩატარდა ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედება, თუმცა რაიმე საეჭვო გარემოება გამოვლენილი ვერ იქნა"
  4. თბილისის ზღვის მიმდებარედ ახალი ზოოპარკის "კავკასიის ექსპოზიცია" სატესტო რეჟიმში გაიხსნა
  5. ტარიელ კაკაბაძე: "ვერსია, თითქოს მეწყერმა მოიყოლა გურამ დადიანიძე, რაც უფრო მეტად მივდივართ წინ, მით მეტად გამოირიცხება"

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

Anthropic-ის AI აგენტმა ყალბი იდენტობები შექმნა და ადამიანების მოტყუება სცადა

Anthropic-ის ხელოვნური ინტელექტის მოწინავე მოდელმა ბრიტანეთის ხელოვნური ინტელექტის უსაფრთხოების ინსტიტუტის (AISI) მიერ…